განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კო------------–-–უა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-------- ნ----- კ---ი (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ-------------ის ს------–--------ში და მცხოვრები: თბილისი, დ----------------------------------------ში)
ადვოკატები - კ------------–---------------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ზ-------- ნ----- კ---იმ დაუდგენელ დროს და ვითარებაში, უკანონოდ, შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,6503 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2----–-–------------------ს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–--ს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისში, დ--------------ის ქუჩა N----- ბინა 1---–ი ზ-------- ნ----- კ---ის დროებით საცხოვრებელ ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ზ-------- ნ----- კ---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:
2.2. მოწმე ა--------–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ზ-------- ნ----- კ---ი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, ჰქონდა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რასაც ინახავდა პირადად, სახლში და ავტომანქანაში. იგი, ა---------------ესთან, გ--------------–---–თან, გ-------------–--–თან და ექსპერტებთან ერთად იმყოფებოდა ზ-------- ნ----- კ---ის დროებით საცხოვრებელ ბინაში (დ--------------ის ქუჩაზე), სადაც ბრალდებულს ჩაუტარა პირადი ჩხრეკა და ამოუღო მობილური ტელეფონები. შემდეგ გაჩხრიკეს ბრალდებულის ბინა, რა დროსაც აივნიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა ბინის ჩხრეკას. აივანი იყო ვიწრო, რის გამოც ბრალდებული, მასთან და ა---------------ესთან ერთად იდგა საძინებელ ოთახში, რომელიც გადის აივანზე და ხედავდა ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას. ზ-------- ნ----- კ---ის საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ნარკოტიკის კუთვნილებასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რაიმე განმარტა თუ არა, არ ახსოვს. მოგვიანებით გაიჩხრიკა ზ-------- ნ----- კ---ის ავტომანქანა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.3. მოწმე ა---------------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში იგი იმყოფებოდა დ--------------ის ქუჩაზე მდებარე ზ-------- ნ----- კ---ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოუღეს მობილური ტელეფონები. შემდეგ გ-------------–--–ის, გ--------------–---–ის და ორი ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარეს ზ-------- ნ----- კ---ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც აივნიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკები, მასში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერებით. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ზ-------- ნ----- კ---ი, რომელსაც რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს ისე მოაწერა ხელი საგამოძიებო მოქმედების ოქმს. აივანი იყო ვიწრო, რის გამოც ზ-------- ნ----- კ---ი აივანზე გამავალი საძინებლიდან ადევნებდა თვალყურს ჩხრეკის პროცესს. აივნიდან ნივთმტკიცების ამოღების შემდეგ, ზ-------- ნ----- კ---იმ რაიმე განმარტა თუ არა, არ ახსოვს, თუმცა იყო განერვიულებული და ტიროდა. მოგვიანებით გაიჩხრიკა ზ-------- ნ----- კ---ის ავტომანქანა, საიდანაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.4. მოწმე გ--------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–------------------ს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ზ-------- ნ----- კ---ი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და თან უნდა ჰქონოდა შეძენილ ნარკოტიკული საშუალება. იგი, ა--------–-–---–ი, ა---------------ე და გ-------------–--–ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ვ---------–ში. თავდაპირველად ჩატარდა ზ-------- ნ----- კ---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მხოლოდ მობილური ტელეფონები. შემდეგ, ექსპერტების მონაწილეობით, ჩატარდა ზ-------- ნ----- კ---ის ბინის ჩხრეკა, რა დროსაც, აივანზე მან იპოვა პოლიეთილენის პარკი, სადაც ჩაყრილი იყო ფხვნილისებრი ნივთიერება. ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა ბინის ჩხრეკას, იგი საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარიდან აკვირდებოდა ჩხრეკის პროცესს. აივნიდან ნივთმტკიცების ამოღების შემდეგ, ზ-------- ნ----- კ---ი ტიროდა, თუმცა რაიმე განმარტა თუ არა, არ ახსოვს. ბრალდებულს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, ისე მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმებს ხელი. ასევე გაიჩხრიკა ზ-------- ნ----- კ---ის ავტომანქანა, საიდანაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.5. მოწმე გ-------------–--–მა განმარტა, რომ 2----–-–------------------ს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ზ-------- ნ----- კ---ი იყო ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი და ნარკოტიკული საშუალება შესაძლებელი იყო ჰქონოდა პირადად, სახლში ან ავტომანქანაში. იგი, გ--------------–---–თან, ა---------------ესთან და ა--------–-–---–თან ერთად მივიდა დ--------------ის ქ. N---ში, სადაც დახვდათ ზ-------- ნ----- კ---ი, რომელსაც თავდაპირველად ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოუღეს მხოლოდ ორი მობილური ტელეფონი. შემდეგ გაიჩხრიკა საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც გ--------------–---–მა აივანზე აღმოაჩინა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ბინის ჩხრეკას ესწრებოდნენ ექსპერტები, რომლებმაც დაასურათეს შემთხვევის ადგილი და დალუქეს ამოღებული ნივთიერება. ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს და არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ბრალდებული უწყვეტად ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის იმყოფებოდა და ხედავდა აივნის ჩხრეკას. მოგვიანებით გაიჩხრიკა ზ-------- ნ----- კ---ის ავტომანქანა, საიდანაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.
2.6. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტმა ზ----------–-----ამ განმარტა, რომ 2----–-–------------------ს, მის მეწყვილესთან - ხ------------------–---–თან ერთად, მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედება - ზ-------- ნ----- კ---ის ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც მის მიერ ხდებოდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დასურათება. პატარა ზომის აივანზე, ნანახი იქნა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ფხვიერი მასა, რომელიც დასურათდა მასშტაბურად, დაილუქა ექსპერტების მიერ და გადაეცა გამომძიებელს. ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა და ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო მოქმედებას.
2.7. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ხ------------------ემ განმარტა, რომ 2----–-–------------------ს, მის მეწყვილესთან - ზ----------–-----ასთან ერთად, იმყოფებოდა ვ----------ში, სადაც უნდა ჩატარებულიყო ბინის ჩხრეკა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით. გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ზ-------- ნ----- კ---ის თანდასწრებით ჩატარდა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც აივანზე ნანახი იქნა პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ჩხრეკის ფოტოგრაფირებას აწარმოებდა მისი მეწყვილე ზ----------–-----ა, რომელმაც ასევე დალუქა ამოღებული ნივთმტკიცება. ზ-------- ნ----- კ---ის რაიმე სახის შენიშვნა არ ჰქონია, ისე მოაწერა ჩხრეკის ოქმს ხელი.
2.8. ბრალდებულმა ზ-------- ნ----- კ---იმ განმარტა, რომ 2----–-–------------------ს იყო სახლში, მისმა თანამშრომელმა გაუკეთა ანალგინ-დიმედროლის ნემსი და იწვა საწოლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციელები. იგი თავიდანვე არ ენდობოდა სამართალდამცავებს და სთხოვდა ჩხრეკას მისი რომელიმე მეზობელი დასწრებოდა, თუმცა თხოვნა არ გაითვალისწინეს. მის საცხოვრებელ სახლში ნამდვილად აღმოაჩინეს და ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც მას არ ეკუთვნოდა. აივნის ჩხრეკის დროს იგი იყო სამზარეულოში და ვერ ხედავდა აივანზე მიმდინარე მოქმედებებს. მას სამზარეულოში მიაკითხა გამომძიებელმა, ამოაპირქვავა პოლიეთილენის პარკი და უთხრა, რომ ჰეროინი იპოვა. აივანზე მოთავსებული იყო ქილები და ბოსტნეული, თუმცა ნარკოტიკი იქ საიდან გაჩნდა, არ იცის. მან ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რადგან იცოდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნებოდა. იგი იყო თარჯიმანი და წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მან კარგად იცოდა, რას აწერდა ხელს, მაგრამ იყო გაბრუებული. მისი ვარაუდით, ნარკოტიკი ან პოლიციელებმა ჩაუდეს ან პოლიციასთან თანამშრომლობის მიზნით მოათავსა ვინმემ მის აივანზე, რომელიც არის ღია. მისთვის უცნობია კონკრეტულად რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ვინმეს მის მიმართ. მისი მამა არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას. თავად ნარკოტიკები არასდროს მოუხმარია. იგი სახლში საეჭვო ადამიანებს არ უშვებდა, თუმცა სახლს როგორც წესი ღიას ტოვებდა.
2.9. ბინის ჩხრეკის ოქმით (15.1-.2---) დასტურდება, რომ 2----–-–------------------ს 1---------- საათზე, თბილისში, დ----------------------------------------ში ჩატარდა ზ-------- ნ----- კ---ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც აივანზე ნანახი იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია 5 მოთეთრო პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, 4 ,,რეზინის“ ნაჭერი, ხოლო ერთ-ერთ პოლიეთილენის პარკის ნაჭერში მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს ოქმის ასლის მიმღები პირი - ზ-------- ნ----- კ---ი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნა, დამატება ან განცხადება არ შესულა.
2.1-. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ექსპერტის N--------- დასკვნით (20.12.2---), გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ზ-------- ნ----- კ---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ შესაფუთ მასალაზე (პოლიეთილენისა და რეზინის ნაჭრები) და პოლიეთილენის ფრაგმენტზე მიკრულ თმაზე, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
2.11. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - შ-----------–-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ნივთთან კონტაქტის დროს ადამიანის გენეტიკური მასალის დარჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. ამასთან, კონტაქტის მიუხედავად, შესაძლებელია ნივთზე არ დარჩეს კვლევისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ს კონცენტრაცია.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ-------- ნ----- კ---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, საქმის არსებითად განხილვის დროს, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.13. ზ-------- ნ----- კ---ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტის N---------------- დასკვნას (16.1-.2---);
2.14. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
2.15. ამდენად, სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
2.16. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ა--------–-–---–ის, ა---------------ის, გ--------------–---–ის, გ-------------–--–ის, ზ----------–-----ას და ხ------------------ის ჩვენებებით და ბინის ჩხრეკის ოქმით (15.1-.2---) უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–------------------ს, ზ-------- ნ----- კ---ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც აივანიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვიერი ნივთიერება.
2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც საქართველოს შ--------------------------–--------რი ექსპერტის N---------------- დასკვნით (16.1-.2---), ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ-------- ნ----- კ---ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით წონით - 1,338 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,6503 გრამს.
2.18. სასამართლო აქვე დასძენს, რომ ყველა მოწმემ (როგორც გამომძიებლებმა, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებმა), ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ბრალდებულის ბინის ჩხრეკაში, ცალსახად დაადასტურა ის გარემოება, რომ ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედების მთელს პროცესს და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნულს ასევე უტყუარად არის დადასტურებული ბინის ჩხრეკის ოქმით, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულს ჩხრეკის მიმდინარეობასთან ან/და ამოღებულ ნივთმტკიცებასთან დაკავშირებით, შენიშვნა არ გაუკეთებია. საყურადღებოა, რომ თავად ზ-------- ნ----- კ---იმ ჩვენებაში არაერთხელ აღნიშნა, რომ იგი არ არის გულუბრყვილო ადამიანი, თავადვე არაერთხელ უთანამშრომლია გამოძიებასთან და შესაბამისად კარგად იცოდა სამართალდამცავების მუშაობის თავისებურებები. ზ-------- ნ----- კ---ის მტკიცებით, იგი თავიდანვე არ ენდობოდა მის სახლში გამოჩენილ პოლიციელებს და ითხოვდა საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური პირის დასწრებას. ბრალდებულის ამ განმარტების პირობებში, სასამართლოსთვის აბსოლუტურად გაუგებარია მისი ჩვენების ის ნაწილი, როდესაც ბრალდებულმა, ერთი მხრივ დაადასტურა, რომ აცნობიერებდა და შეგნებულად მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს, რადგან აზრს ვერ ხედავდა წინააღმდეგობის გაწევაში, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნა, რომ ოქმს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ გამაყუჩებელი პრეპარატი ჰქონდა მიღებული და იყო გაბრუებული. სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს ზ-------- ნ----- კ---ის ჩვენების იმ ნაწილს, თითქოსდა აივნიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს, იგი იყო სამზარეულოში და არ მიუდევნებია თვალყური ჩხრეკის მიმდინარეობისთვის, რადგან ჩხრეკაში მონაწილე პირებმა - ა--------–-–---–მა, გ--------------–---–მა, ზ----------–-----ამ და ხ------------------ემ ცალსახად დაადასტურეს, რომ აივანი, საიდანაც იყო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, იყო ვიწრო, რის გამოც ზ-------- ნ----- კ---ი აივანზე გამავალი საძინებელი ოთახიდან ადევნებდა თვალყურს აივნის ჩხრეკის პროცესს. ა---------------ემ ჩვენების მიცემისას ზოგადად დაადასტურა, რომ ზ-------- ნ----- კ---ი ესწრებოდა ბინის ჩხრეკას, ხოლო გ-------------–--–მა განმარტა, რომ ბრალდებული უწყვეტად ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის იმყოფებოდა და ხედავდა აივნის ჩხრეკას. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული მცირედი განსხვავებები, რაც არსებობს კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას. მეტიც, მოწმეთა ჩვენებების აბსოლუტური დამთხვევა, იქნებოდა მეტად საეჭვო და გააჩენდა კითხვის ნიშნებს მათ ხელოვნურად თანხვედრასთან დაკავშირებით. სასამართლოსთვის ასევე მეტად არადამაჯერებელია ბრალდებულის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ბინის აივნიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და იქ ვიღაც სხვამ მოათავსა. ასეთი ვერსიის განვითარების დროს, სასამართლოს, როგორც მინიმუმ, უჩნდება იმის მოლოდინი, რომ ბრალდებული მიუთითებს კონკრეტულ მოტივს, ვის ან რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა, დაებრალებინა მისთვის ასეთი მძიმე დანაშაული და ეს ნამდვილად არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა. ზ-------- ნ----- კ---ის სასამართლოსთვის რაიმე სახის გონივრული ვერსია, არ შეუთავაზებია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა (ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს), ასევე ურთიერთგამომრიცხველიცაა (თავის თავშივე წინააღმდეგობრივია), რაც საბოლოო ჯამში უკარგავს მას სანდოობას და შეუძლებელია მასზე დაყრდნობით რაიმე ფაქტის ან გარემოების უტყუარად დადგენა.
2.19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–------------------ს, ქ.თბილისში, დ--------------ის ქუჩა N----- ბინა 1---–ი ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აივნიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ზ-------- ნ----- კ---ის.
2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.21. დაცვის მხარის პოზიციით: ა) ბრალდება დამყარებულია ძირითადად პოლიციელთა ჩვენებებზე. ბ) ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვაზე ზ-------- ნ----- კ---ის დნმ-ის კვლევისთვის საჭირო კონცენტრაციის არარსებობა, ცალსახად ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას.
ა) სასამართლო, ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა (ასევე ექსპერტ-კრიმინალისტთა) ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბრალდებულის ბინის ჩხრეკაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, იმასთან მიმართებით, თუ სად იდგა ბრალდებული იმ დროს, როდესაც აივანზე ჩატარდა ჩხრეკა და ასევე, რა განმარტა მან ნარკოტიკის წარმომავლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადმოსახედიდან პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ყველა მოწმე, საგამოძიებო მოქმედების - ბინის ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცების ამოღებასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და არ იძლევა ობიექტურ საფუძველს მის სანდოობაში ეჭვის შესატანად. ყველა მოწმის ჩვენება იდენტურია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი მიმდინარეობის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოწმეებმა ცალსახად მიუთითეს, რომ ჯერ ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა ბინის ჩხრეკა და ასევე მოგვიანებით გაიჩხრიკა ავტომანქანა. ამოღებულ ნარკოტიკთან მიმართებით, ყველა მოწმე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ იგი ნანახი და ამოღებული იქნა აივნიდან. ასევე თანხვედრილია ჩვენებები ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შეფუთვასთან (პოლეთილენის პარკი) და კონსისტენციასთან (ფხვნილისებრი მასა) დაკავშირებით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განმარტა ბრალდებულმა აივნიდან ნარკოტიკის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მოწმეებს ა--------–-–---–ს, ა---------------ეს და გ--------------–---–ს არ ახსოვთ ასეთი განმარტება, ხოლო გ-------------–--–მა აღნიშნა, რომ ბრალდებულის განმარტებით, მან არ იცოდა რა იყო მისი ბინიდან ამოღებული, რასაც ობიექტურად ვერ დავარქმევთ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამასთან, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, იგი არ დაყრდნობია მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ასევე გამყარებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტ კრიმინალისტების - ზ----------–-----ას და ხ------------------ის პირდაპირი ჩვენებებით.
ბ) სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, ,,როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი, შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1- მაისის #96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. 2017 წლის 13 ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილების მიხედვით ,,მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია“.
2.22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებულ ნარკოტიკული საშუალებებზე (შეფუთვაზე) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, არ წარმოადგენს ზ-------- ნ----- კ---ის უდანაშაულობის მტკიცების უპირობო საფუძველს.
2.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
2.25. სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.
4.6. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაული ჩადენილი დიდი ოდენობით, რაზეც სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №181 არის ჰეროინი, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამის ჩათვლით ოდენობა.
4.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ზ-------- ნ----- კ---იმ უკანონოდ შეიძინა და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის აივანზე შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით 0,6503 გრამი, რაც აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ზ-------- ნ----- კ---ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ზ-------- ნ----- კ---ის უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა, ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას - ჰეროინი, რომელიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, ოდენობას, რომელიც გაცილებით აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს, ასევე ზ-------- ნ----- კ---ის ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------- ნ----- კ---ის, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 1- წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ზ-------- ნ----- კ---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ზ-------- ნ----- კ---ის ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკის დროს გადაღებული სურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ზ-------- ნ----- კ---ის ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-------- ნ----- კ---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
2. ზ-------- ნ----- კ---ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 1- (ათი) წლის ვადით.
3. ზ-------- ნ----- კ---ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 1--------------დან.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ზ-------- ნ----- კ---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· ზ-------- ნ----- კ---ის ორი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
· საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკის დროს გადაღებული სურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· ზ-------- ნ----- კ---ის ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე