განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების #------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი Q ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ელენე გოგუაძე
სხდომის მდივანი ეკატერინა მანჯგალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–----------ა;
დაცვის მხარე:
ბრალდებული – ა-–---------------–-------------–-აია, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-------------------–------------------------------;
ადვოკატი - თ-----------–---–ი;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა);
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა-–---------------–---ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თბილისი, კ--------------- #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–---ამ, მის მეზობელ, მ--–---------–---–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლითონის ნაჭერი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც მ--–---------–---–მა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.
ე.ი. ა-–---------------–---ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულმა მ--–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 20 ივლისს, დღის მეორე ნახევარში იმყოფებოდა თავის დასთან - ლ-------------–---–თან, ქ. თბილისი, კ--------------- #---ში. ბოლო დროს ქალაში ძალიან მომრავლდა ავტოტრანსპორტი, მათ შორის მათ რაიონშიც, ავტომობილებმა დაიწყეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე სიარული. რამდენჯერმე ლ-------------–---–მა ეზოდან გამოსვლისას დაინახა ბორდიურზე, უკუსვლით მომავალი მანქანა, რომელიც შეიძლებოდა მას დაჯახებოდა. ამის გარდა, ავტომანქანების ამდენმა ფიზიკურმა ზემოქმედებამ ტროტუარის სიმაღლის დონე დაწია. ამან გამოიწვია ეზოსა და ქუჩის გამყოფი კედლის დაბზარვა და დეფორმაცია. ასევე ეზოს სამი მეტრის სიგრძის ჭიშკარი გაიჭედა და აღარ იღებოდა. კედლისა და ჭიშკრის აღდგენას საკმაო დრო დასჭირდა. ამის შემდეგ, იმ მიზნით, რომ ავტომანქანებს აღარ ევლოთ კედლის წინ მდებარე ტროტუარზე, ქალაქის მერიასთან და საკრებულოსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ბორდიურის ამოსასვლელთან გააკეთა რამდენიმე მცირე ზომის ბოძი, რომლებზეც გააბა მეტალის ღვედი.
შემთხვევამდე 45 დღით ადრე იგი პირველად შეხვდა ა-–---------------–---ას, რომელიც ავტომანქანას აჩერებდა ხოლმე მათი კედლის წინ. იგი ყ---–---ას ესაუბრა, უჩვენა დაზიანებული კედელი და სთხოვა კონკრეტულ ადგილას ავტომანქანა აღარ გაეჩერებინა. ამის მიუხედავად, ა-–---------------–---ა მაინც აჩერებდა მანქანას იმ ტერიტორიაზე. მან ღვედის გაბმის გამო უკმაყოფილება გამოხატა და ქუჩაში ლანძღვითა და გინებით დადიოდა.
2018 წლის 20 ივლისს, საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას ქუჩიდან შემოესმა რაღაც ხმაური, კერძოდ ლითონისა და ლაპარაკის ხმა. კარის გაღებისას მან ჭიშკრის წინ, ქუჩის მხარეს დაინახა უცხო პიროვნება და შემდეგ ა-–---------------–---ა, რომელსაც ხელში ხსენებული ღვედი ეჭირა. ყ---–---ამ უთხრა, ,,დიდი ხანია არ მინახიხარო“, რაზეც უპასუხა ,,ვმუშაობო“. შემდეგ ბრალდებულმა განუცხადა, რომ ღვედის გადაჭრა სურდა, რათა ავტომანქანით ევლო ტროტუარზე. მას სურდა ეპასუხა, ,,შენ ხომ ამ თემაზე გესაუბრეო?!“, თუმცა მოასწრო სიტყვების თქმა ,,შენ ხომ...“, რადგან ყ---–---ა მას ეცა და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება. ა-–---------------–---ას ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა, რომელიც არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და იგი ყ---–---ას დამშვიდებასა და გაშველებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ერთ მომენტში, ისინი სამივენი წაიქცნენ. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა ლ-------------–---–ი, რომელიც სიტყვიერად ცდილობდა ყ---–---ას დაშოშმინებას. ასევე ა-–---------------–---ას დედის სახლიდან, რომელიც მდებარეობს გზის მეორე მხარეს, 20 მეტრის მოშორებით, კ-------------------ში, ხმაურზე გამოვიდა სამი ქალი, რომლებიც ასევე ამშვიდებდნენ ა-–---------------–---ას. ბრალდებულმა ლ-------------–---–საც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ როგორღაც ერთმა მამაკაცმა და სამმა ქალმა ძლივს გაიყვანა ა-–---------------–---ა, რომელიც აგრესიული იყო. ეს დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ამ დროს უკვე ბნელოდა და ქუჩაში გარე განათება იყო ჩართული. მას ა-–---------------–---ასთვის დაზიანება არ მიუყენებია.
ის და მისი და სახლში დაბრუნდნენ, რა დროსაც ლ-------------–---–მა 112-ში დარეკა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ქუჩიდან კვლავ მოესმა მსგავსი ხმაური. როდესაც კარი გააღო, დაინახა, რომ ა-–---------------–---ას ხელში ბრტყელტუჩა ეჭირა და ღვედის გადაჭრას ცდილობდა. მის დანახვაზე ბრალდებული გაექანა და ბრტყელტუჩა სახის მარცხენა მხარეს ძლიერად ჩაარტყა, რის შედეგადაც, დაეცა, დეზორიენტაცია მიიღო და შემდეგი დარტყმები აღარ უგრძვნია. მან ამ დარტყმის შედეგად სმენაც დაკარგა და არაფერი ესმოდა. შესაბამისად, არ იცის რამდენჯერ დაარტყა მას ა-–---------------–---ამ და რომელი დარტყმის შედეგად დააკარგინა მხედველობა. დაზიანებები თვალის გარდა ასევე ჰქონდა კისერზეც. დარტყმის მომენტში, მას სხვა არავინ დაუნახავს. ამ ხმაურზე გარეთ გამოვიდა ლ-------------–---–იც, თუმცა მისი გამოსვლის მომენტი არ დაუნახავს, რადგან სახლისგან ზურგით იდგა. მას ეჭირა თუ არა რამე ხელში, არ ახსოვს. ლ-------------–---–ის დანახვაზე, ა-–---------------–---ამ აგრესია მასზე მიმართა და ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს კომფლიქტი, ზუსტად არ იცის. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, დაინახა, რომ ა-–---------------–---ამ მისი დაც წააქცია. ლითონის საგნისთვის თვალი აღარ მოუკრავს. მას თვალიდან სისხლდენა დაეწყო. შემდეგ მან ა-–---------------–---ას დედის ხმა გაიგო, რომელიც იძახდა, ,,გამომეპარაო“. ლ-------------–---–მა სასწრაფო გამოიძახა. ადგილზე ჯერ პოლიცია მივიდა, შემდეგ სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ შემთხვევის შედეგად მან მარცხენა თვალი დაკარგა.
2.2. მოწმე ლ-------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისი, კ--------------- #---ში. დაზარალებული მ--–---------–---–ი არის მისი ძმა, ხოლო ბრალდებული ა-–---------------–---ა გაიცნო 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში. კერძოდ, ყ---–---ას მისი სახლის ჭიშკართან ავტომანქანა ისე ჰყავდა გაჩერებული, რომ გაღება შეუძლებელი იყო და შეიძლებოდა ავტომანქანა დაზიანებულიყო, რის გამოც სთხოვა გაეწია იგი. ამაზე ყ---–---ამ უპასუხა, რომ ქუჩა ყველასი იყო და არ აპირებდა მანქანის გაწევას. ზოგადად, მისი სახლის წინ ტროტუარზე ავტომანქანები ხშირად დადიოდნენ და იყო შემთხვევა, რომ სახლიდან გამოსვლის დროს კინაღამ დაჯახებია მანქანა. ავტომანქანების სიარულის გამო ტროტუარი გაფუჭდა, გრუნტი დაიწია და კედელიც გახდა ავარიული. ჭიშკრის ორივე ფრთა გახდა დეფორმირებული და ვეღარ აღებდნენ მას. შემდეგ ხელოსნები მოიყვანეს და გააკეთებინეს. მუშების მუშაობისას ა-–---------------–---ა დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომელიც ცდილობდა მასზე ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას. 2018 წლის მაისი თვეში მ--–---------–---–მა ა-–---------------–---ას აუხსნა, რომ მათი კედელი იყო ავარიული და ავტომანქანების ტროტუარზე სიარული მას აზიანებდა. ამის შემდეგ ტროტუარზე რამდენიმე ბოძი ჩაამონტაჟეს და მათზე ღვედი გააბეს, რომ მანქანები აღარ შემოსულიყვნენ. ა-–---------------–---ამ მ--–---------–---–ს სთხოვა, რომ ავტომანქანას ტროტუარზე გააჩერებდა, თუმცა დაზიანებულ კედელთან არ მივიდოდა, რაზეც მისი ძმა დათანხმდა. ორი თვის განმავლობაში ასე აჩერებდა ავტომანქანას.
შემთხვევამდე მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კომფლიქტს. კერძოდ, მან სთხოვა ა-–---------------–---ას, რომ ავტომანქანა გადაეყენებინა მისი ტროტუარიდან, რადგან პირდაპირ ჭიშკარზე ჰყავდა მოყენებული, რაზეც ყ---–---ამ უშვერი სიტყვებითა და გინებით უპასუხა. ამის გამო მან გამოიძახა პოლიცია. პოლიციის წინაშე ა-–-------ე ყ---–---ას მამამ დაიბრალა, რომ მის გამო გამოიძახეს სამართალდამცავები, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იგი მაქსიმალურად ცდილობდა კომფლიქტის თავიდან არიდებას.
შემთხვევის დღეს, 2018 წლის 20 ივლისს ა-–---------------–---ას მთელი დღე მათ ტროტუარზე ჰყავდა ავტომანქანა გაჩერებული. ამ დროს მისი ძმაც სახლში იმყოფებოდა. საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, მ--–---------–---–ი ქუჩიდან შემომავალი ხმაურის გამო ეზოდან გავიდა. ცოტა ხანში თვითონაც გავიდა ქუჩაში, რადგან ჩხუბისა და გინების ხმა შემოესმა. მათ ჭიშკართან ა-–---------------–---ას მანქანა იდგა, ხოლო მის უკან სხვა მანქანა იდგა. იქვე იყო ა-–---------------–---აც, რომელიც მ--–---------–---–ისკენ იწევდა და იგინებოდა. მას ერთი ახალგაზრდა მამაკაცი აკავებდა. ამ დროს ა-–---------------–---ამ მასაც ჰკრა ხელი. ცოტა ხანში ა-–---------------–---ას ეზოდან გამოვიდნენ დედამისი და ორი ქალბატონი, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ა-–---------------–---ას დამშვიდებას, ხოლო მ--–---------–---–სა და მას სთხოვდნენ სახლში შესულიყვნენ, რადგან მათი დანახვა ა-–---------------–---ას აღიზიანდება. ხსენებული კომფლიქტი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სამმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა იგი ძლივს წაიყვანეს სახლში. ა-–---------------–---ა ამ დროსაც იგინებოდა და იწევდა მისკენ და მ--–---------–---–ისკენ. მისი მიზანი იყო მათი მორალური დათრგუნვა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, რომ მომავალში როცა მოესურვებოდა მაშინ დაეყენებინა ავტომანქანა მათი ჭიშკრის წინ.
ამის შემდეგ იგი სახლში შევიდა და 112-ში დარეკა, რომლის მეშვეობითაც შეეცადა გაერკვია თუ როგორ უნდა მომხდარიყო ა-–---------------–---ას მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა, თუმცა პატრულის გამოძახებაზე უარი უთხრა. ამ დროს მ--–---------–---–ი ეზოში იმყოფებოდა.
ცოტა ხანში მას ეზოდან შემოესმა ჩხუბისა და გინების ხმა. იგი გავარდა ეზოში და დაინახა, რომ ეზოს ჭიშკრის წინ ა-–---------------–---ა და მ--–---------–---–ი ჩხუბობდნენ. ყ---–---ა უტევდა, ხოლო ბ---–---–ი თავს იცავდა. მ--–---------–---–ი მისგან ზურგით იდგა, ხოლო ა-–---------------–---ა - სახით. ამ დროს ქუჩის ხელოვნური განათება იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა. ა-–---------------–---ას ხელში ბრტყელტუჩა ეჭირა. შემდეგ ამ ჩხუბისას მარჯვენა ხელით რაღაც მეტალის საგანი შემოუქნია მ--–---------–---–ს და თვალი დაუზიანა, ამ დროს თვალიდან ,,სისხლმა იფეთქა“. შემდეგ კიდევ დაარტყა რამდენჯერმე, რის გამოც დაზიანება ყელზეც მიაყენა. იგი შეეცადა ა-–---------------–---ას შეჩერებას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ფიზიკურად მასზე ბევრად ძლიერი იყო. ამ დროს ა-–---------------–---ამ მასაც დაარტყა ხელი და წააქცია. სახლიდან გამოსვლისას ხელში სინი ეჭირა, მაგრამ რატომ აიღო არ ახსოვს, არ გამოუყენებია და იქვე დააგდო. მ--–---------–---–მა ჩარტყმის შედეგად ბევრი სისხლი დაღვარა, ხოლო მარცხენა თვალი მოგვიანებით საერთოდ ამოუღეს ოპერაციის შედეგად და ამჟამად ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს. ჩარტყმის შემდეგ, ცოტა ხანში ადგილზე მივიდნენ ახალგაზრდა კაცი, ორი ქალი და ყ---–---ას დედა, რომელიც იძახდა, ,,გამოგვეპარაო“. მას შემდეგ, რაც ა-–---------------–---ა მიხვდა რა ჩაიდინა, იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მ--–---------–---–ის სისხლის კვალი დღესაც არის ეზოში.
2.3. მოწმე ლ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მას ა-–---------------–---ასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 20 ივლისს, იგი იმყოფებოდა მეუღლის ბებიასთან, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, კ---------------ზე, რა დროსაც ქუჩაში შეხვდა ა-–---------------–---ა. მათ დაახლოებით 30-40 წუთი ისაუბრეს ერთმანეთთან, რის შემდეგაც ა-–---------------–---ამ თქვა, რომ მისი სახლში წასვლის დრო იყო, მაგრამ მისი მანქანის უკან სხვა მანქანა იდგა, ხოლო ტროტუარი მეზობელს ღვედით ჰქონდა ჩაკეტილი, რის გამოც ფიზიკურად გამოსვლა შეუძლებელი იყო. ცოტა ხანში აღნიშნული მეზობელი გამოვიდა ეზოდან, რომელსაც ა-–---------------–---ა მეგობრულად მიესალმა. შემდეგ სთხოვა, რომ ღვედი ჩაეხსნა მისთვის, რადგან ავტომანქანის გაყვანა სურდა. ხსენებულმა მამაკაცმა მას აგრესიულად უპასუხა, რომ ღვედს არ ჩახსნიდა, რადგან მანქანას მის შესასვლელთან აყენებდა. მისი ქმედებები იყო პროვოკაციული, რაც მიმართული იყო ა-–---------------–---ას წყობილებიდან გამოყვანისკენ. ამის გამო სიტუაცია დაიძაბა, ხსენებულმა მამაკაცმა ხმამაღალ ტონში დაიწყო საუბარი, რასაც ა-–---------------–---აც აჰყვა. სიტყვიერი კომფლიქტი გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, რა დროსაც იგი მათ შუაში ჩადგა და ცდილობდა გაშველებას. მეზობელმა ყ---–---ას ფეხი მოუქნია, რის გამოც ეს უკანასკნელი უკან გადავარდა და წაიქცა. ორივე ცდილობდა, რომ რაღაც დაეშავებინა ერთმანეთისთვის, მაგრამ ასე არ მომხდარა. ამ კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით 30 წამში, ამ კაცის სახლიდან სავარაუდოდ მისი და გამოვიდა, რომელიც უფრო დიდი აგრესიით გამოირჩეოდა ა-–---------------–---ას მიმართ. იგი მას ხელს უშლიდა მოჩხუბრების გაშველებაში. დღემდე ვერ ხვდება ეს ქალი რის მიღწევას ცდილობდა, რატომ ეუბნებოდა მას, ხელი გაუშვი და თავი დაანებეო. რეალურად ის იჭერდა ა-–-------რეს და არა იმ კაცს, უბრალოდ იმ კაცს ხელს აფარებდა, რომ ფიზიკური დაზიანებები არ მიეყენებინა. ეს ქალი ყველას მიმართ გამოირჩეოდა აგრესიით. შემდეგ მეზობლებიც გამოვიდნენ, რომლებიც ცდილობდნენ დაეშოშმინებინათ, მაგრამ ეს ქალბატონი არ ჩერდებოდა. ამ ქალსაც ბევრჯერ თხოვა, რომ დამშვიდებულიყო და მისი ძმა მოერიდებინა ამ სიტუაციისთვის, მაგრამ არც ეს ქალბატონი და არც მისი ძმა არ იყვნენ იმით დაინტერესებულნი, რომ კომფლიქტი ადამიანურად დაესრულებინათ. მეზობლებმა დააშოშმინეს მეზობლები. თვითონ მარტო ვერ ახერხებდა ა-–---------------–---ას შეჩერებას. ფიზიკური გაწევ-გამოწევა შეწყდა და ა-–---------------–---ა სახლში შეიყვანეს. ამის შემდეგ თვითონაც სახლში შევიდა. ეს კომფლიქტი მაქსიმუმ 1 წუთს გაგრძელდა. ამ კომფლიქტის დროს ა-–---------------–---ას შეიძლება მიეღო დაზიანება, რადგან ეს ქალიც და მამაკაციც მისი სახის მიმართულებით იქნევდნენ ხელებს.
ამის შემდეგ მას კიდევ შემოესმა ქუჩიდან ხმაური. გარეთ რომ გამოვიდა, ქუჩაში ბევრი ხალხი დახვდა და ა-–---------------–---ა აღარ დაუნახავს. ცოტა ხანში ადგილზე პოლიციაც მივიდა და იგი გადაიყვანეს დაკითხვაზე. როგორც მოგვიანებით შეიტყო, კომფლიქტი კვლავ განმეორებულა, მაგრამ იგი ამ ფაქტს არ შესწრებია. მან მოგვიანებით პოლიციელებისგან და ყ---–---ას დედისგან შეიტყო, რომ ა-–---------------–---ას მხრიდან კომფლიქტის დროს გამოყენებული იქნა ბლაგვი საგანი, რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნოდა მის მეზობელ დაზარალებულს, რომელსაც კომფლიქტის დროს წაართვა და ისე მიაყენა დაზიანება. თავად როდესაც აშველებდა, არც მ--–---------–---–ს და არც ა-–---------------–---ას ხელში არაფერი სჭერიათ.
2.4. მოწმე ლ---–------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ ა-–---------------–---ას დედა, ხოლო დაზარალებული მ--–---------–---–ი არის მისი მეზობელი. იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, კ--------------------ში. 2018 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა სახლში და ა-–---------------–---ა მასთან სტუმრად იყო მისული, სადაც ისადილეს. დაახლოებით 18:00 საათზე, ა-–-------რემ სახლში წასვლა გადაწყვიტა. იგი 16 წლიდან დიაბეტით არის დაავადებული და დღემდე წამლებს იღებს. მას მანქანა ბ---–---–ების სახლის წინ, ღობესთან ჰყავდა გაჩერებული, გარეთ გასვლისას დაინახა, რომ უკნიდან ვიღაცას მანქანა ჰყავდა მიყენებული, რის გამოც მანქანის გამოყვანა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ბ---–---–ებს მეტალის ბოძებითა და ღვედით ჰქონდათ ბორდიური ჩაკეტილი, რომ მანქანებს არ ევლოთ იქ, ხოლო წინ ხე იყო. ა-–---------------–---ა მ--–---------–---–ს ადრე შეუთანხმდა თუ სად დაეყენებინა მანქანა და სად არა. შემთხვევის დღეს, საღამოს შვიდის წუთებზე ა-–-------რე სახლიდან გავიდა და ქუჩაში მეგობარ ლ-------------ეს ესაუბრებოდა. დაახლოებით 20:00-21:00 საათზე მას ნემსის გაკეთების დრო უწევდა. დაახლოებით 19:00 საათზე მას ქუჩიდან ჩხუბის ხმა შემოესმა. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ბ---–---–ების სახლის წინ ჩოჩქოლი იყო და მისი შვილი და მ--–---------–---–ი ჩხუბობდნენ, რომლებსაც ლ-------------ე აშველებდა. იქვე იყო მ--–---------–---–ის და - ლ-------------–---–იც, რომელიც ასევე ილანძღებოდა. ჩხუბი გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ხელის კვრებში. თვითონაც მივიდა ა-–-------რესაც და მოუწოდებდა სახლში გაჰყოლოდა. ადგილზე ასევე მივიდნენ ნ----- და მ--------–--–---–ებიც, რომლებიც დაეხმარნენ მისი შვილის გამოყვანაში. როდესაც ა-–---------------–---ა სახლში მოჰყავდათ, ბ---–---–ები მათ მოსდევდნენ და კვლავ ილანძღებოდნენ. იგი ლ-------------–---–ს მოუწოდებდა, რომ სახლში შესულიყო და თავისი ძმაც შეეყვანა. თავის მხრივ, ა-–---------------–---აც ყვიროდა, იგი თავისი სურვილით არ გაჰყოლია მათ. ფაქტობრივად, ძალდატანებით წამოიყვანეს სახლში. შემდეგ მან ა-–-------რესგან შეიტყო კომფლიქტის მიზეზის შესახებ, რომ მანქანა ვერ გამოჰყავდა და მ--–---------–---–ს სთხოვა ღვედი ჩაეხსნა, მაგრამ მან უხეშად უპასუხა, ,,როგორც შემოიყვანე, ისევე გაიყვანეო“. მან თავის შვილს უსაყვედურა, რომ მაინც არ უნდა აჰყოლოდა მის პროვოკაციას. შემდეგ დამშვიდდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ სახლში. მან თავის მეუღლეს ორჯერ დაურეკა, რომ სახლში მისულიყო.
ამასობაში, დაახლოებით 21:00 საათზე ა-–---------------–---ა კვლავ გავიდა ქუჩაში, რომ ენახა, მის უკან მდგარი მანქანა ისევ იქ იდგა თუ არა. მას ამ დროს ხელში არაფერი სჭერია. თავად ჭიშკრის შიგნით დარჩა, შვილი გააცილა, ხელში პარკით საჭმელი ეკავა, რომელიც შვილისთვის უნდა გაეტანებინა. ა-–-------რეს ეზოდან გასვლიდან ცოტა ხანში, მას ბ---–---–ების სახლის მხრიდან მოესმა ქალის შეკივლების ხმა. ამის გამო პარკი დააგდო და გაიქცა მათკენ, რა დროსაც დაინახა, რომ ა-–---------------–---ა იდგა გაშეშებული, ხოლო ლ-------------–---–ს რკინის ჯოხი ეჭირა ხელში და ა-–-------რეს უყვიროდა, ,,უნდა დაგთხარო თვალებიო“ და მისკენ იწევდა. ამ დროს მ--–---------–---–ს თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული და სისხლი მოსდიოდა. თავად ლ-------------–---–თან მივიდა და მისთვის რკინის ჯოხის წართმევა სცადა, რა დროსაც ლ-------ამ ხელზე უკბინა. ამის შემდეგ წამოვიდნენ სახლში და ბ---–---–ებიც შევიდნენ თავის ეზოში.
ცოტა ხანში ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოცხადდა. ა-–---------------–---ა თავის სახლში (ვაზისუბანში) წავიდა, ხოლო მოგვიანებით მამამისმა მიიყვანა უკან, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი მოწმის სახით დასაკითხად წაიყვანა განყოფილებაში. შემდეგ ტელეფონით საუბრისას ა-–---------------–---ამ მას უთხრა, რომ მ--–---------–---–მა მასზე რკინის ჯოხის ჩარტყმა განიზრახა, ხოლო შემდეგ ძიძგილაობაში რა მოხდა არ იცოდა. იგი ძალიან განიცდიდა მ--–---------–---–ის თვალის დაკარგვას და სურდა შეძლებისდაგვარად დახმარება გაეწია მისთვის, მაგრამ დაზარალებულთან კონტაქტი ვერ დაამყარა, რადგან იგი მათ არ ღებულობდა.
2.5. მოწმე ნ----- პ---–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ა-–---------------–---ა მისი ნათესავი და მეზობელია, რომელსაც დიდი ხანია რაც იცნობს, ხოლო მ--–---------–---–ი არის მისი მეზობელი რომელსაც რამდენჯერმე შეხვედრია და შემთხვევამდე მას არ იცნობდა.
2018 წლის 20 ივლისს, იგი იმყოფებოდა ბებიამისთან, ქ. თბილისში, კ--------------------ში. იქ იმყოფებოდნენ მისი მამიდებიც და იყო ოჯახური ყრილობა. საღამოს უცებ ქუჩიდან შემოესმა ჩხუბის ხმა. ამ ხმაზე გავიდა გარეთ, რადგან ქუჩაში მისი მეუღლე ლ-------------ეც იმყოფებოდა. ქუჩაში გასვლისას მან დაინახა, რომ ერთის მხრივ ა-–---------------–---ა, ხოლო მეორეს მხრივ მ--–---------–---–ი და ლ-------------–---–ი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რომლებსაც ლ-------------ე აშველებდა. ჩხუბი გამოიხატებოდა გაწევ-გამოწევაში. ბ---–---–ების მხრიდან მოდიოდა დიდი აგრესია, ისინი ლანძღავდნენ და აღიზიანებდნენ ა-–---------------–---ას. ასევე ა-–---------------–---აც იგინებოდა. გინება ორმხრივი იყო. მოწმე ეხვეწებოდა ლ-------ა ყ---–---ას, რომ სახლში შესულიყვნენ, რადგან ის და მისი მეუღლე ვერ იჭერდნენ ა-–---------------–---ას. ლ-------------–---–ი პასუხობდა, რომ არ შევიდოდა სახლში და აგრძელებდა ა-–-------რეს ლანძღვას. ლ-------------–---–ი კომფლიქტის ჩვეულებრივი მონაწილე იყო და არა გამშველებელი. ა-–---------------–---ას დარტყმის მცდელობა არ ჰქონია და ამ კომფლიქტის დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. არც ა-–---------------–---ას და არც მ--–---------–---–ს ხელში არაფერი სჭერიათ. როგორც მისთვის ცნობილია, კომფლიქტის მიზეზი იყო ა-–---------------–---ას ავტომანქანის გაჩერება ბ---–---–ების ღობესთან, ტროტუარზე. გაშველების შემდეგ ა-–---------------–---ა სახლში შევიდა და დაწყნარდა. მას უსაყვედურეს ასაკიან ადამიანებთან ჩხუბის გამო, რადგან უნდა მოეთმინა და არ უნდა აჰყოლოდა მათ პროვოკაციას. ა-–--ოს გარეთ გასვლისა და სახლში წასვლის მომენტი არ დაუნახავს. ასევე არ დაუნახავს, რომ ა-–--ოს რაიმე ნივთი აეღოს და სახლიდან გაეტანა.
ამის შემდეგ მას ისევ მოესმა ქალის კივილის ხმა ქუჩიდან. ეზოში რომ გავიდა, მაშინ გაიგო, რომ თურმე ა-–---------------–---ას რაღაც დაურტყამს მ--–---------–---–ისთვის, რაც მ--–---------–---–მა გამოიტანა სახლიდან. თავად მ--–---------–---–ი არ უნახავს. ამ დროს უკვე ბნელოდა და მას არც რაიმე რკინის ნივთი და არც სისხლის წვეთები არ დაუნახავს ქუჩაში. როგორც იცის, მ--–---------–---–ს რაღაც საგანი შემთხვევით მოხვდა თვალში, რადგან მისი აზრით, ა-–---------------–---ა მას გამიზნულად არ ჩაარტყამდა. ა-–---------------–---ას უმიზეზოდ არავის მიმართ არ გამოუხატავს აგრესია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მ--–---------–---–ი ისეთ სიტყვებს ეძახდა მას, რომ მის ადგილას შეიძლება თვითონაც გამხდარიყო აგრესიული.
2.6. მოწმე მ--------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ა-–---------------–---ა მისი რძლის ბიძაშვილის შვილია, ხოლო მ--–---------–---–ს არ იცნობს. 2018 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა მისი რძლის ოჯახში სტუმრად, კ--------------------ში. ისინი ისხდნენ და სადილობდნენ. 17:00 საათის შემდეგ, საღამოს პერიოდში მათ ქუჩიდან შემოესმათ ხმაური. ვინაიდან მისი სიძე ლ-------------ე სიგარეტის მოსაწევად გარეთ იმყოფებოდა, თვითონ და მისი ძმიშვილი ნ----- პ---–--–---–იც გარეთ გავიდნენ, რა დროსაც გახდნენ ჩხუბის შემსწრენი. კერძოდ, ა-–---------------–---ა და მ--–---------–---–ი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ლ-------------ე მათ აშველებდა. იქვე იყო ა-–---------------–---ას დედა ქალბატონი ლ---–-, რომელიც ასევე აშველებდა მათ. როგორც მოგვიანებით შეიტყო, ჩხუბის მიზეზი იყო მანქანის გაჩერების ადგილი. მან, ნ----- პ---–--–---–მა, ლ-------------ემ და ლ---–------------ემ დააწყნარეს ა-–---------------–---ა და შეიყვანეს სახლში. ა-–-------რე გაბრაზებული იყო, რადგან მ--–---------–---–ი მას აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. კომფლიქტი ორმხრივი იყო. კომფლიქტში ასევე ჩართული იყო მ--–---------–---–ის და - ლ-------------–---–იც, რომელიც ლანძღავდა ა-–---------------–---ას.
დაახლოებით 20:00 საათზე მათ ქუჩიდან კვლავ შემოესმათ ხმაური. თურმე გაგრძელებულა კომფლიქტი, მაგრამ თავად არ შესწრებია. პოლიციისგან შეიტყო, რომ დაზარალებული იყო მ--–---------–---–ი, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული და შემდეგ თვალი ამოუღეს. მეორე კომფლიქტის შემდეგ მას თავად დაზარალებული არ უნახავს.
2.7. მოწმე თ---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი. 2018 წლის 20 ივნისს, საღამოს, ჩხუბის შედეგად სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, იგი გამოძახებული იქნა ქ. თბილისში, კ--------------- #---ში, სადაც მას ადგილზე დახვდა პაციენტი მამაკაცი, რომელსაც მარცხენა თვალიდან ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა. სასწრაფოს ექიმებმა იგი ჩასვეს მანქანაში და აღმოუჩინეს დახმარება, შეძლებისდაგვარად შეუჩერეს სისხლდენა და გადაიყვანეს კლინიკა ,,ნ--------------–ში“.
2.8. მოწმე რ-----------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის კლინიკა ,,ნ---------------–ის“ ექიმი და 2018 წლის 20 ივლისს ღამის საათებში ასრულებდა მორიგეობას. მორიგეობის დროს კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილი იქნა პაციენტი მ--–---------–---–ი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, ჭრილობის არსებობას მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში და მხედველობის დაკარგვას მარცხენა თვალიდან. მას ობიექტურად აღენიშნებოდა სახის ასიმეტრია. თვალის მარცხენა ბუდე იყო დეფორმირებული და აღენიშნებოდა სახის არეში ჭრილობები. ჩატარდა პირველადი სამედიცინო დამხარება, ასევე კვლევები და კონსულტაციები. ოფთალმოლოგის რჩევით საჭირო გახდა თვალის ოპერაციის ჩატარება, რაზეც დაზარალებულმა კატეგორიულად უარი განაცხადა. იგი შესაძლო რისკებისა და გართულების შესახებ იყო ინფორმირებული, თუმცა იმავე დღესვე თვითნებურად დატოვა კლინიკა. მათ მიერ ჩატარდა თავის ტვინის ტომოგრამა, სახის ქირურგის კონსულტაცია და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. შემდეგ პაციენტი რამდენჯერმე იყო მისული კლინიკაში. მას ყოველ ჯერზე განემარტა, რომ საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა. პაციენტი იყო საკმაოდ აგრესიული. იგი აცხადებდა, რომ სხვა ექიმთან მივიდოდა. თვალის ოპერაცია მაშინვე რომ ჩატარებულიყო, თვალი გადარჩებოდა თუ არა, მან არ იცის. პაციენტი გაფრთხილებული იყო იმაზე, რომ თვალი შეიძლება გადარჩენილიყო, ან დაეკარგა. როდესაც მ--–---------–---–ი მათთან პირველად შევიდა, იგი მარცხენა თვალში ვერ ხედავდა.
2.9. გამომძიებლებმა გ------------------------------–--–-–---–-------------------–---–--------–-----------------–-----------------------–---------ამ სასამართლოს ჩვენება მოსცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2.10. 2018 წლის 20 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, კ--------------- #---ის მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სახლის წინ არსებული ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და საავტომობილო გზა გაყოფილია მეტალის ბოძებით და მათზე გაბმული მეტალის ბაგირით. კ--------------- #---ში შევდივართ ორფრთიანი ღია ფერის მეტალის კარით, რომლის მარცხენა ფრთაზე განთავსებულია მომცრო ზომის მეტალის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. მარცხენა ფრთაზე კარს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა, ბიოლოგიურ ჩხირზე განთავსდა და დაილუქა. აღნიშნული კარის საშუალებით შევდივართ ეზოში, სადაც მარჯვენა მხარეს გრუნტოვან ზედაპირზე განთავსებულია მეტალის ლანგარი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ლანგარი მოწითალო ფერის ლაქებით განთავსდა კონვერტში და დაილუქა სპეც. პაკეტში.
ეზოში შესასვლელი კარის შიგნით მარცხენა მხარეს განთავსებულია მეტალის ნაჭერი, რომელიც ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ და განთავსდა სპეც. პაკეტში. აღნიშნული მეტალის ნაჭრის მარცხნივ ასევე გრუნტოვან ზედაპირზე განთავსებულია მეტალის მომრგვალო ფორმის მეტალის ნაჭერი, რომელიც ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ. აღნიშნულ მილს თავში აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
ეზოში განთავსებულ ერთ სართულიანი სახლის შესასვლელთან გრუნტოვან ნიადაგზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ექსპერტების მიერ ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით იქნა ამოღებული და დაილუქა სპეც. პაკეტში (ტომი I, ს.ფ. 4-10).
2.11. შემთხვევის ადგილის დროს ამოღებული მეტალის ნაჭრები და სინი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
2.12. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 02:50 საათზე, ი----------------------------–ოს ადმინისტრაციულ შენობაში, ა-–---------------–---ა დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელსაც მარჯვენა ლოყაზე აღენიშნებოდა დაზიანება სიწითლის სახით, ასევე მუცელზე და ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება სიწითლის სახით. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო მეზობელთან ჩხუბის დროს (ტომი I, ს.ფ. 51-56).
2.13. 2018 წლის 25 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ,,როგორც ირკვევა შპს ,,ნ--------------–ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----დან მ--–---------–---–მა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 21.07.18 წ. 16:32 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: თვალის კაკლის დეგენერაციული ცვლილებები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილია: სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით, მარცხენა თვალის ევისცერაცია. ქუთუთოების ნაფლეთოვანი ჭრილობა ორივე საცრემლე წერტილების და საცრემლე გზების მოგლეჯვით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ცდომით, მარცხენა თვალის კაკლის ტრავმული დაზიანება, მარცხენამხრივი პროფტოზი. 21.07.18 წ. შპს ,,ნ--------------–სში“ ჩაუტარდა მარცხენა თვალის ევისცერაცია.
23.07.2018 წ. მოქ. მ--–---------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ერთი გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციის ნახეთქი ჭრილობა/ ჭრილობის ირგვლივ სისხლნაჟღენთით/ სახით. ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნიკაპის მიდამოში მარცხნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ლოყის მიდამოში მარცხნივ და მარჯვენა მუხლის მიდამოში ნაჭდევების სახით.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არსებული ნახეთქი ჭრილობა /ამავე თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთით/ სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით და ამავე თვალის ევისცერაციით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 35%.
დანარჩენი დაზიანებები - ნიკაპის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის შუა მესამედში და მარცხენა ლოყის მიდამოში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტომი III, ს.ფ. 187-190).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.14. 2018 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 23 ივლისს, მოქალაქე ლ-------------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წვივის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში ნაჭდევის სახით.
ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.15. 2018 წლის 25 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ა-–---------------–---ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღინიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით (მათი ზუსტი ლოკალიზაცია და აღწერილობა იხილეთ პირადი შემოწმების მონაცემებში). აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტომი III, ს.ფ. 21-22).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.16. 2019 წლის 18 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,...ობ #3 რკინის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში ნიადაგის ზედაპირიდან და ობ #5 რკინის ნაჭერი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში მარცხენა მხარეს, ხეებთან, ბალახებში ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,ობ #3“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #1) სისხლს არ წარმოადგენს.
ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერში წარწერით: ,,ობ #5“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ--–---------–---–ის (ობ. #10; პაკეტი, წარწერით: ,,მ--–---------–---–ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
- პაკეტში წარწერით: ,,...ობ #1; ობ #4 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 2 (ორი) ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #3,4) და პაკეტში, წარწერით: ,,...ობ #2 1 (ერთი) ც ლანგარი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ეზოში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ ასფალტის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მეტალის ლანგარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. #5,6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ--–---------–---–ის (ობ. #10) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: ,,მ--–---------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. #7) და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #7,8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---------–---–ს (ობ. #10). პაკეტში მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. #9) სისხლი არ აღმოჩნდა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ-----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.17. 2019 წლის 27 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ,,მ--–---------–---–ის“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (გრძელსახელოებიანი პერანგი; სპორტული შარვალი; ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) არსებული საერთო ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების ფონზე, პერანგზე და შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილი დაზიანებების განვითარების შესაძლებლობაც ასევე არ გამოირიცხება ექსპლუატაციის დროს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-–--------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.18. 2018 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, როგორც ირკვევა შპს ,,ი---------------------–-----------–---------------–----------------–ი“-ს უნომრო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან, ლ---–------------ემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2018 წლის 21 ივლისს, 01:56 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: იმუნიზაციის აუცილებლობა მხოლოდ ტეტანუსის წინააღმდეგ. ადამიანის ნაკბენი ჭრილობები ორივე წინამხრის არეში. წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა.
2018 წლის 24 ივლისს, მოქალაქე ლ---–------------ეს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის, მარცხენა მხრის და წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით.
სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელოის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2.19. ბრალდებულმა ა-–---------------–---ამ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული მ--–---------–---–ი არის მისი მშობლების სახლის მოპირდაპირე მხარეს, კ---------------ზე მცხოვრები მეზობელი. მასთან ადრეც მოუვიდა მანქანის დაყენების თაობაზე კამათი. მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ კვირაში 1-2-ჯერ, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დააყენებდა მანქანას მისი ღობის მხარეს, რაზეც ბ---–---–ი დათანხმდა. თვითონ მშობლების სახლში არ ცხოვრობს.
2018 წლის 20 ივლისს, იმყოფებოდა მშობლებთან, რა დროსაც ავტომანქანა დააყენა სახლის მოპირდაპირე მხარეს, ბ---–---–ების ღობესთან. ორი კვირით ადრე მ--–---------–---–მა ღობის წინ, ბორდიურზე რკინის ბოძები ჩააბეტონა, რომლებზეც გააბა რკინის ღვედი, რომ მანქანები არ ასულიყვნენ ბორდიურზე. ამის გამო მან მანქანა შეაყენა უკანა მხრიდან. შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი მანქანის უკან გაჩერებული იყო უცხო ავტომანქანა, რის გამოც გამოსვლა შეუძლებელი იყო. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ლ-------------ე. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვინაიდან ინსულინის ნემსის მოხმარების დრო უწევდა, ჩქარობდა სახლში წასვლას და ამის გამო ქუჩაში გამოსულ მ--–---------–---–ს სთხოვა, მისთვის ღვედი ჩაეხსნა და გაეტარებინა. მ--–---------–---–მა მას აგრესიული ტონით უპასუხა, ,,საიდანაც შემოხვედი, იქიდან გადიო“ და შეაგინა. მან ბ---–---–ს აუხსნა, რომ უკან მანქანა იყო გაჩერებული და ვერ გავიდოდა, თან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სასწრაფოდ უნდა წასულიყო სახლში. შემდეგ გინებაზე გინებითვე უპასუხა. მ--–----მა მისკენ დასარტყმელად გაიწია. ამას მოჰყვა გაწევ-გამოწევა და ჩხუბი. მ--–----მა მკლავზე დაარტყა ხელი. მასაც უნდოდა დაერტყა მ--–----ისთვის, მაგრამ შემდეგ სახლიდან გამოვიდნენ დედამისი და მეზობლები, ასევე იქვე იყო მისი მეგობარი ლ-----, რომლებმაც გააშველეს მოჩხუბრები და დარტყმის საშუალება აღარ მისცეს. თვითონ წამოვიდა სახლში და მ--–---------–---–იც შევიდა ეზოში.
ამის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა თავის მანქანასთან და ფიქრობდა თუ როგორ გამოეყვანა ტროტუარიდან, მას ამ დროს ხელში არანაირი ხელსაწყო არ სჭერია. ამ დროს ეზოდან გამოვარდა მ--–---------–---–ი, რომელმაც გინებითა და ლანძღვით მიმართა მას თუ რატომ დაბრუნდა ისევ. მან უპასუხა, რომ მანქანის გაყვანა სურდა. ბ---–---–მა მას შეაგინა, რაზეც მანაც გინებით უპასუხა. ამის შემდეგ ბ---–---–მა მას ხელი მოუქნია, რომელიც მან ხელის დაფარებით აიცდინა. შემდეგ ბ---–---–ი შევარდა ეზოში და იქიდან გამოიტანა არმატურის მსგავსი რკინის ჯოხი, რომელიც ხელში ეჭირა და გინებით მისკენ მიიწევდა დასარტყმელად. მას ასევე მოყვებოდა მისი და, რომელიც იწყევლებოდა და ლანგარს იქნევდა. და-ძმა მას ერთად ესხმოდა თავს. მან ხელი აიფარა და თავდაცვის მიზნით უნდოდა მ--–----ისთვის რკინის დეტალის წართმევა. როგორც შემდეგ გაარკვია, ამ ჯიკაობის პროცესში მ--–---------–---–ს რკინის დეტალი თვალში მოხვდა, რისი სურვილიც მას არ ჰქონია. ეს ყველაფერი დაინახა მ--–----ის დამ. რკინა მანქანის სავალ გზაზე დავარდა. გაწევ-გამოწევაში, შეიძლება ლ-------------–---–საც ჰკრა ხელი და წააქცია, ზუსტად არ ახსოვს. როდესაც დედამისი გასაშველებლად გადმოვიდა, მ--–----ის დამ მას ხელზე უკბინა, რადგან მისკენ იწევდა საცემად, ხოლო დედამისი აკავებდა. შემდეგ მამამისი მივიდა ადგილზე და იგი სახლში წაიყვანა, რომ ინსულინის ნემსი გაეკეთებინა, რადგან უკვე გონებას კარგავდა. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, მ--–---------–---–ს 112-ში დაურეკავს. დედამისმა დაურეკა მას და უთხრა, პატრული გკითხულობსო. ამის გამო იგი თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი დაკავება.
2.20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ა-–---------------–---ას მიერ მ--–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.23. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.24. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.25. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისი, კ--------------- #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–---ასა და მ--–---------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებასა და კომფლიქტს. კომფლიქტის მიზეზი იყო ა-–---------------–---ას ავტომანქანის გაჩერების ადგილი. კომფლიქტი ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი კომფლიქტისას ისინი გააშველეს და დაბრუნდნენ სახლებში, ხოლო მეორე კომფლიქტის დროს მ--–---------–---–მა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.
2.26. დაზარალებულმა მ--–---------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ 2018 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, ა-–---------------–---ამ მას მოუქნია რკინის ხელსაწყო, რის შედეგადაც განიცადა დეზორიენტაცია, რის შემდეგაც ყ---–---ამ მას კიდევ რამდენჯერმე დაარტყა და კონკრეტულად რომელი დარტყმის შედეგად დაკარგა მხედველობა, არ იცის. ასევე მოწმე ლ-------------–---–მა აღნიშნა, რომ მან დაინახა თუ როგორ შემოუქნია ა-–---------------–---ამ მ--–---------–---–ს რკინის საგანი და ჩაარტყა თვალში, რის შედეგადაც თვალიდან ,,სისხლმა იფეთქა“. მოწმეებმა ლ-------------ემ, ლ---–------------ემ, ნ----- პ---–--–---–მა და მ--------–--–---–მა განაცხადეს, რომ კომფლიქტის პირველ ეტაპზე კომფლიქტი იყო ორმხრივი, მხარეები იყვნენ აგრესიულები და მათ ა-–---------------–---ა ერთად წაიყვანეს სახლში. რაც შეეხება კომფლიქტის მეორე ეტაპს, მას ხსენებული მოწმეები არ შესწრებიან. აღნიშნული შემთხვევის მონაწილენი იყვნენ თავად ბრალდებული ა-–---------------–---ა, დაზარალებული მ--–---------–---–ი და მისი და ლ-------------–---–ი. ამ უკანასკნელის შემთხვევის ადგილზე ყოფნას ასევე ადასტურებს ა-–---------------–---აც.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნითა და ექსპერტ გ---–-------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 23.07.2018 წ. მოქ. მ--–---------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე ერთი გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციის ნახეთქი ჭრილობა/ ჭრილობის ირგვლივ სისხლნაჟღენთით/ სახით. ასევე აღენიშნებოდა დაზიანებები ნიკაპის მიდამოში მარცხნივ უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ლოყის მიდამოში მარცხნივ და მარჯვენა მუხლის მიდამოში ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არსებული ნახეთქი ჭრილობა /ამავე თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთით/ სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით და ამავე თვალის ევისცერაციით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 35%. დანარჩენი დაზიანებები - ნიკაპის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის შუა მესამედში და მარცხენა ლოყის მიდამოში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.27. ა-–---------------–---ას მიერ მ--–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით.
2.28. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - გ------------------------------–--–-–---–-------------------–---–--------–-----------------–-----------------------–---------ას ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
2.30. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------–---–მა ითხოვა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაცვის მხარის პოზიციის მიხედვით, კომფლიქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა-–---------------–---ასა და მ--–---------–---–ს შორის პროვოცირებული იყო მ--–---------–---–ის მხრიდან როგორც პირველ ეტაპზე, ასევე მეორე ეტაპზე. ბრალდებულმა ა-–---------------–---ამ თავის ჩვენებაში ასევე აღნიშნა, რომ მ--–---------–---–მა სახლიდან გამოიტანა არმატურის მსგავსი ჯოხი მასზე თავდასხმის მიზნით, თუმცა მან სცადა წაერთმია მისთვის აღნიშნული საგანი, რა დროსაც შემთხვევით თვალში მოხვდა. ამიტომ მის მიმართ ბრალდება წარდგენილი უნდა იყოს არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი), არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით (საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლი).
2.31. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ა-–---------------–---ას მსჯავრდებისათვის. ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდება ა-–---------------–---ას მიმართ სწორად არის სამართლებრივად დაკვალიფიცირებული, ვინაიდან მართალია მ--–---------–---–ი იყო კომფლიქტის ერთ-ერთი მხარე და შესაძლოა მის ქმედებებში ადგილიც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ--–---------–---–ის ქმედებებში მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ნიშნები გამოკვეთილი არ იქნა, რის შემდეგაც სასამართლოს შეიძლებოდა ემსჯელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებზე. მ--–---------–---–ის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს მხოლოდ თავად ბრალდებული ა-–---------------–---ა. მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის სხეულზეც აღინიშნება გარკვეული დაზიანებები, მაგრამ მ--–---------–---–ის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მხოლოდ ბრალდებული ა-–---------------–---ა საუბრობს და სხვა არც ერთი მტკიცებულებით, მ--–---------–---–ის მხრიდან განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ფაქტი არ დასტურდება.
2.32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მ--–---------–---–ი და მოწმე ლ-------------–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ა-–---------------–---ას წინააღმდეგ.
2.25. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თბილისი, კ--------------- N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------------–---ამ, მის მეზობელ - მ--–---------–---–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლითონის ნაჭერი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც მ--–---------–---–მა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც გულისხმობს სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ქმედებაში; ბ) მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის (დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის) ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ისეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი). თუკი პირის ქმედების აზრობრივად გამორიცხვის შემთხვევაში მივიღებთ დასკვნას, რომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ამჯერად არ განხორციელდებოდა, მაშინ გამოდის, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია მართლსაწინააღმდეგო შედეგთან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ მ--–---------–---–ის, მოწმე ლ-------------–---–ის და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურდა, რომ მ--–---------–---–ის მარცხენა თვალის მხედველობის დაკარგვა მიზეზობრივ კავშირშია ა-–---------------–---ას მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ხოლო მხედველობის დაკარგვად ითვლება როგორც სრული დაბრმავება, ისე მხედველობის იმგვარი დაზიანება, როცა პირი ვერ ამჩნევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს. ცალი თვალით დაბრმავება ასევე ითვლება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად, რადგან იგი იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას ერთ მესამედზე მეტად.
მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ,,დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მარცხენა თვალზე არსებული დაზიანებები - მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე არსებული ნახეთქი ჭრილობა /ამავე თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთით/ სკლერის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალის შიგთავსის დიდი ნაწილის დაკარგვით და ამავე თვალის ევისცერაციით, მარცხენა ჰაიმორის წიაღის კედლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით 35%“.
3.5. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში ა-–---------------–---ა მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით. კერძოდ, ქმედების ჩადენის (ლითონის ნაჭრის ჩარტყმის) მომენტში მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა მ--–---------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (მარცხენა თვალის მხედველობის დაკარგვა), რაც მას არ სურდა (აღნიშნული თავად ბრალდებულმაც აღნიშნა თავის ჩვენებაში), თუმცა შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ამ ფაქტს (ევენტუალური განზრახვა). შესაბამისად, ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით კვალიფიკაციის მინიჭებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ა-–---------------–---ას - მ--–---------–---–ის მხედველობის დაკარგვის სურვილი ჰქონდა თუ არა.
ა-–---------------–---ას განზრახვა დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მან გარდა თვალის დაზიანებისა, მ--–---------–---–ს ასევე მიაყენა სხეულის სხვა დაზიანებებიც, კერძოდ, ,,ნიკაპის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა და ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა ლავიწის შუა მესამედში და მარცხენა ლოყის მიდამოში“ (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). აღნიშნული მიუთითებს, რომ გაუფრთხილებლობასა და შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია, როგორც ამას ბრალდებული ა-–---------------–---ა განმარტავს თავის ჩვენებაში. ასევე მის განზრახვაზე მეტყველებს დანაშაულის ჩადენამდე განხორციელებული მისი ქმედებები, კერძოდ მას შელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულთან, რაც გადაიზარდა გინებაში, ყვირილში, გაწევ-გამოწევასა და ხელების კვრაში. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით იგი ამ დროს იყო გაღიზიანებული და გაბრაზებული, რომელიც შემდეგ ერთმა მამაკაცმა (ლ-------------ემ) და სამმა ქალბატონმა (ლ---–------------ემ, ნ----- პ---–--–---–მა და მ--------–--–---–მა) ძალით განარიდეს კომფლიქტის ადგილს და შეიყვანეს სახლში. ასევე განზრახვაზე მიუთითებს მისი დანაშაულის ჩადენის შემდგომი მოქმედებები. კერძოდ, ზიანის მიყენების შემდეგ იგი არ ცდილობს დაზარალებულისთვის რაიმე სახით დახმარების აღმოჩენას, იგი არც თავად უწევს მას დახმარებას და არც სასწრაფო დახმარებას იძახებს, შემთხვევის შემდეგ იგი სახლში მიდის.
3.6. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, რომ შესაძლოა ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონოდა არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას (სსკ-ის 117-ე მუხლი), არამედ ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით (სსკ-ის 122-ე მუხლი), რადგან თავდასხმა მომდინარეობდა მ--–---------–---–ის მხრიდან, რომელსაც ა-–---------------–---ამ წაართვა ლითონის ნაჭერი და თვალი დაუზიანა. სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა ზუსტად იქნეს განსაზღვრული, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები. აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: 1) ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 2) ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; 3) ხელყოფა უნდა იყოს რეალური; 4) ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და 5) ხელყოფის მოგერიება უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით განხორციელებული.
მოცემულ შემთხვევაში მ--–---------–---–ის მიერ განხორციელებულ ხელყოფაზე არ უთითებს სასამართლოში დაკითხული არც ერთი მოწმე, გარდა ბრალდებულ ა-–---------------–---ასი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც დაზარალებული ეზოდან გამოვიდა და რკინის ჯოხი გამოიტანა, მას ასევე გამოჰყვა მისი დაც. ანუ კომფლიქტს სულ სამი მონაწილე ჰყავს: ა-–---------------–---ა, მ--–---------–---–ი და ლ-------------–---–ი. ლ-------ა და მ--–---------–---–ები აცხადებენ, რომ მოცემულ კომფლიქტში ერთადერთი თავდამსხმელი იყო ა-–---------------–---ა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მ--–---------–---–ის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფასთან დაკავშირებით არასაკმარისია, რის გამოც სასამართლო აუცილებელი მოგერიების სხვა ნიშნებზე და შესაბამისად მის ფარგლებზე ვერ იმსჯელებს.
3.7. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-–---------------–---ას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------------–---ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ა-–---------------–---ა 1994 წლიდან (16 წლის ასაკიდან) დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, იგი არის ინსულინდამოკიდებული და ყოველდღიურად იკეთებს ინექციას.
5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ა-–---------------–---ას საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმალური ზომა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება ა-–---------------–---ასთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---------------–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------------–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მისი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: ა) ორი ცალი მეტალის ნაჭერი, დალუქული ერთ სპეც პაკეტად, კოდით F--------; ბ) მოწითალო ფერის ლაქები ამოღებული სახლის ეზოდან და მეტალის კარის ზედაპირიდან ბიოლოგიურ ჩხირებზე დალუქული ერთ სპეც პაკეტად შტრიხკოდით F--------; გ) მეტალის ლანგარი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული ერთ ცალ სპეც პაკეტში შტრიხ კოდით F-------- - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
2) მ--–---------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
3) შპს ,,ნ--------------–“-ში მოწმე რ-----------–---ისგან ამოღებული მ--–---------–---–ის სპორტული შარვალი, პერანგი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი მათზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;
4) შპს ,,ნ--------------–სი“-დან გამოთხოვილი მ--–---------–---–ის სამედიცინო ისტორია (რომელიც გადაგზავნილია ლ-------------–----------------------------–---------–- ექსპერტიზის ჩატარების მიზნით) და სსიპ 112-დან მომართვის წერილით გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი CD დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე