განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
130100118002289064
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-25-18

(038020118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–-ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ----------------–--ლი, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ში, ფ--–--–---–--------------ში

 

ადვოკატი - ვ--–---------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ვ----------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ-–----ში, ფ--–--–---–--------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ვ----------------–--ლმა თავისი არასრულწლოვანი შვილების 2----–-–-----------–- დაბადებული თ--------------–---–ის და 2----–-–----------- დაბადებული გ---–----------–---–ის თანდასწრებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მეუღლეს, ნ-----–-------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - თმაში ხელის ჩავლებით წააქცია იატაკზე და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვ----------------–--ლმა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტის №000052618 დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ----------------–--ლმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის, ნ-----–-------–--ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ----------------–--ლისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს; საქმეს ერთვის დაზარალებულის განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ იგი (დაზარალებული) შეურიგდა მეუღლეს (ბრალდებულს), მასთან პრეტენზია არ გააჩნია და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით; თუმცაღა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ვ----------------–--ლის მიერ მეუღლის - ნ-----–-------–--ის მიმართ ძალადობის ფაქტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, რაც დასტურდება ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ვ----------------–--ლს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილი, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განესაზღვროს მოსახდელად, ხოლო ნაწილი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უნდა ჩაითვალოს პირობითად. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

რაც შეეხება სასჯელის ვადას - უნდა განისაზღვროს მინიმალური ვადით, ერთი წლით, რომლის ნახევარიც, როგორც უკვე აღინიშნა, განისაზღვრება მოსახდელად, ხოლო ნახევარი ჩაითვლება პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ----------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანარჩენი 6 (ექვსი) თვე ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა ვ----------------–--ლს დაეწყოს დაკავების დღიდან, ანუ 2018 წლის 2 იანვრიდან;

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ვ----------------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი