განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე
პროკურორი ან-------ა,დაცვის მხარე
ადვოკატი გე-–---------ე,ბრალდებული: რა------------–-–---–ი,დაბადების თარიღი: 1---------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N2-----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ი------------------------------------------
საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ჭ----------------------
სისხლის სამართლის საქმე 0------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი;
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ;
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ;
მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მუქარა ოჯახის წევრის იმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, ბ. ჭ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რა------------–-–---–მა შვილების გ---------------–-–--ლისა და არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ გ---------------–-–--ლს ხელი დაარტყა წელის არეში, ხოლო ნი---------–-–---–ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად გი------------ი---------–-–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. გ---------------–-–--ლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მისივე დის არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის თანდასწრებით. ამასთან, საერთო თანაცხოვრებისას, 2018 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით რა------------–-–---–ი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გ---------------–-–--ლისა და არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის მიმართ, რამაც გ---------------–-–--ლის და ნი---------–-–---–ის ტანჯვა გამოიწვია. გ---------------–-–--ლის მიმართ ძალადობები ხორციელდებოდა დის - არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის თანდასწრებით.
2018 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე ქ. თბილისში, ბ. ჭ------------------------–- N4-ში ყოფნისას რა------------–-–---–მა შვილების - გ---------------–-–--ლის და არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ გ---------------–-–--ლს ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში, ხოლო ნი---------–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად გი------------ი---------–-–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. გ---------------–-–--ლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მისივე დის - არასრულწლოვანი ნი---------–-–---–ის თანდასწრებით.
2018 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 21:30 საათზე ქ. თბილისში, ბ. ჭ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა------------–-–---–მა შვილის გ---------------–-–--ლის მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, თუ გ---------------–-–--ლი ძალადობის ფაქტს შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოს, რა------------–-–---–ი განახორციელებდა მისი სიცოცხლის მოსპობას. აღნიშნულის შედეგად გ---------------–-–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე ქ.თბილისში, ბ. ჭ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე რა------------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილის ნი---------–-–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, თუ ნი---------–-–---–ი ძალადობის ფაქტს შეატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოს, რა------------–-–---–ი განახორციელებდა მისი სიცოცხლის მოსპობას. აღნიშნულის შედეგად ნი---------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
დაზარალებულმა გ---------------–-–--ლმა განაცხადა, რომ არასრულწლოვან დასთან ნი---------–-–---–თან და მამასთან რა------------–-–---–თან ერთად ცხოვრობდა. მას რა------------–-–---–ი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, რის გამოც იგი სახლიდან წასვლას ფიქრობდა. 2018 წლის 21 ოქტომბერს მაღაზიასთან დახვდა რა------------–-–---–ი, იგი მის დასთან ერთად იმყოფებოდა, რა------------–-–---–ი გაბრაზებული იყო, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა წელის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ტკივილი. მისი და - ნი---------–-–---–ი მოუწოდებდა რა------------–-–---–ს, რომ სახლში გაერკვიათ ურთიერთობა, რაც რა------------–-–---–ს არ მოეწონა და უკვე მის დას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში. რა------------–-–---–ი მას ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან რეალურად აღიქვა, ვინაიდან ის (რა------------–-–---–ი) ისეთ აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ ყველაფერი იყო მოსალოდნელი. 2018 წლის 16 ოქტომბერს რა------------–-–---–მა მას ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი, ხოლო ნი---------–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. რა------------–-–---–ის მხრიდან ასევე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, იგი აგინებდა მას. რა------------–-–---–ის ქმედებები ატარებდა სისტემატურ ხასიათს, იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათ მიმართ. როდესაც სხვა გამოსავალი ვერ ნახა, მან მიმართა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა გ---------------–-–--ლის მონაწილეობით. გ---------------–-–--ლის მითითებით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები მივიდნენ ქ. თბილისში, ჭ------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რა------------–-–---–მა გ---------------–-–--ლს და ნი---------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ გ---------------–-–--ლის მითითებით მივიდნენ ქ. თბილისში, ჭ----------------------------ში, სადაც განთავსებულია კერძო სახლის ეზო. გ---------------–-–--ლის განმარტებით ეზოში 2018 წლის 16 ოქტომბერს რა------------–-–---–მა მას და ნი---------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. გ---------------–-–--ლის სხეულზე გარეგნულად არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და გ---------------–-–--ლის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გ---------------–-–--ლმა, რა------------–-–---–ის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მან------------მ.
რა------------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ნი---------–-–---–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ რა------------–-–---–ის მხრიდან, როგორც მის, ასევე მისი ძმის მიმართ ძალადობა განხორციელდა 2018 წლის 16 და 21 ოქტომბერს. 16 ოქტომბერს რა------------–-–---–მა ძალადობა განახორციელა სახლში, მას სახეში გაარტყა ხელი, რაზედაც მან განიცადა ტკივილი, მისი ძმა - გ-------– იქ იყო, რომელსაც ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხოლო 21 ოქტომბერს, რა------------–-–---–მა მის მიმართ ძალადობა განახორციელა ჭ---------- ნომერთან, მაღაზიასთან, როდესაც იმყოფებოდა ასევე ძმასთან ერთად. რა------------–-–---–მა ჯერ მისი ძმის მიმართ იძალადა, ხოლო შემდეგ კი მას დაარტყა ფეხი, რაზედაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რა------------–-–---–ი მას მოკვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შეატყობინებდა მომხდარის შესახებ, რაც მან რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რა------------–-–---–ის მხრიდან ასევე ხშირი იყო შეურაცხყოფა რომ ისინი (ის და მისი ძმა) არაფერს წარმოადგენდნენ მის გარეშე, რაზედაც ის განიცდიდა ტანჯვას.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქ. ნი---------–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ორი სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნი---------–-–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნი---------–-–---–მა, რა------------–-–---–ის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მან------------მ.
მოწმეებმა გი--------------მ, მა-–------------მ და თა-----–--–----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რა------------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. კერძოდ, გი------------ი---------–-–---–ებმა თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ მიმართ ძალადობას და სისტემატურ შეურაცხყოფას, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მოცემულ საქმეზე ასევე გამოკვლეული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმადაც, რა------------–-–---–ის ქმედებების შედეგად გი------------ი---------–-–---–ებმა განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა. ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დაზარალებულებს აღენიშნებოდათ დაზიანებები, რაც ადასტურებს კიდეც იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას დაზარალებულებზე. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით. დაზარალებულებმა გი------------ი---------–-–---–ებმა მისცეს ჩვენება, რომელიც თანხვედრილია ერთმანეთთან და სასამართლო მათ სრულად იზიარებს, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს გამოძიებაში მათ მიერვე (დაზარალებულები) მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების ჩვენებები თავსებადია. რაიმე ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რომელსაც სასამართლო რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა, არ იკვეთება. ამდენად, სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რა------------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ რა------------–-–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ რა------------–-–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რა------------–-–---–ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რა------------–-–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რა------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
რა------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
რა------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111- 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
რა------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ რა------------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რა------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რა------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის 01:55 საათიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
ფოტომასალა ერთ დისკი, სს-------ის სამსახურიდან გადმოგზავნილი ერთი დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე