განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/090-19წ. 07 მაისი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ზ------ გ------–--ე - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 2-.0-.1--- წელს ახალციხეში, პ/ნ 4---------- მცხ: ახალციხე, სოფელი ზ----–--;
ადვოკატი - ნ---------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ახალციხის რაიონის სოფ.ზ----–--ში მცხოვრები ზ------ი გ------–--ე წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს ი-–---- ლ----ვას, 2019 წლის 2- იანვარს საღამოს საათებში ურთიერთშელაპარაკებისას ზ------ი გ------–--ემ მეუღლე ი-–---- ლ----ვას არასრულწლოვანი შვილების 2-.0-.2-0- წელს დაბადებულ ქ--------- გ------–--ის და 1-.0-.2--- წელს დაბადებულ ლ---- გ------–--ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, აღნიშნული ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი შვილები ქ--------- და ლ---- გ------–--ეები შეეცადნენ მამის ზ------ი გ------–--ის დაწყნარებას, რა დროსაც ზ------ გ------–--ემ შვილს ქ--------- გ------–--ეს წაუჭირა ხელი ყელის არეში და ძლიერად დაარტყა სახის არეში, აღნიშნულის შემდეგ ზ------ გ------–--ემ ასევე არასრულწლოვან შვილს ლ---- გ------–--ეს დაარტყა ხელი გულმკერდის არეში. ზ------ი გ------–--ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ი-–---- ლ----ვამ და არასრულწლოვანმა ქ--------- გ------–--ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ლ---- გ------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე ი-–---- ლ----ვა, არასრულწლოვანი ქ--------- გ------–--ე და ლ---- გ------–--ე განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------ი გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორზე მეტი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ზ------ი გ------–--ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს: ადგილის დათვალიერების ოქმი. ი-–---- ლ----ვას 22.0-.20-9წ, 28.0-.20-9წ, მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები. ზ------ი გ------–--ის 22.0-.20-9წ. მოწმის, 0-.03.20-9წ. ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმები. მ-----–- გ------–--ის 22.0-.19 წ, ა---------– გ------–--ის 22.0-.20-9 წ, ა----–-------–-–---–ის 22.0-.20-9 წ, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები. ვ--–---- ლ----ვას სსN0-6-20-1900- საქმეში 22.0-.20-9 წ ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი. არასრულწლოვნების ლ---- გ------–--ის 22.0-.20-9წ, 28.0-.20-9წ, და ქ--------- გ------–--ის 22.0-.20-9წ, 28.0-.20-9 წ, მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 22.0-.20-9 წლის N47/0-/9-3 ი-–---- ლ----ვას სხეულის დაზიანების შესახებ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2-.0-.20-9 წლის N50/0-/9-3 ქ--------- გ------–--ის სხეულის დაზიანების შესახებ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2-.0-.20-9 წლის N51/0-/9-3 ლ---- გ------–--ის სხეულის დაზიანების შესახებ. ლ---- გაჩეჩილაძის 13.03.20-9წ, N00-671719 ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ქ--------- გ------–--ის 13.03.20-9 წ, N00-672 0-9 ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ი-–---- ლ----ვას 13.03.20-9 წ, N 00-671319 ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვანა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გახადა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ზ------ი გ------–--ეს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“,,,ბ’’და,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ზ------ი გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ზ------ი გ------–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ი გ------–--ე (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე.
2. ზ------ი გ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10000 ლარის ფარგლებში ზ------ი გ------–--ის საკუთრებაში არსებული 14100 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ახალციხის რაიონი, სოფელი ზ----–--, ს.კ.6-.0-.5-.0--;
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი