გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.05.2019
საქმის ნომერი
611210018002721537
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002721537

#2/521-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.04.2018 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–------------------ი",მოსარჩელის წარმომადგენლები - ნ--------–---–---–ი, მ-----------------–ი,მოპასუხეები - ა---- გ-------ი, ზ----- გ-------ი, ა----- ჰ-------ი, ი------ ჰ-------ა, ე-––--- გ-------ი, ა---- გ-------ა, ა----- გ-------ა, ო----- ჰ-------ი, ს---- ჰ-------ი, რ---- გ-------ა, ნ-----–-- გ-------ი (კანონიერი წარმომადგენელი ა---- გ-------ი), ნ-----–--ა გ-------ა (კანონიერი წარმომადგენელი ა---- გ-------ი),მოპასუხე ა---- გ-------ის წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,მ-----------------------------–------------------ი" ითხოვს ა---- გ-------ის, ზ----- გ-------ის, ა----- ჰ-------ის, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ის, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ის, ს---- ჰ-------ის, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ის და ნ-----–--ა გ-------ას მფლობელობიდან ქ. მ--------––-, ს--------------ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 8-----------) გამოთხოვას და მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნულ ქონებას ფლობენ მოპასუხეები ა---- გ-------ი, ზ----- გ-------ი, ა----- ჰ-------ი, ი------ ჰ-------ა, ე-––--- გ-------ი, ა---- გ-------ა, ა----- გ-------ა, ო----- ჰ-------ი, ს---- ჰ-------ი, რ---- გ-------ა, ნ-----–-- გ-------ი, ნ-----–--ა გ-------ა, რომლებსაც ფლობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. მოსარჩელეს აქვს კანონიერი ინტერესი, რომ შეწყდეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობა. მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს მოპასუხეებს, რათა ნებაყოფლობით გამოეთავისუფლებინათ ქონება, მაგრამ უშედეგოდ.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინეს მოპასუხეებმა ა----- გ-------მა, ზ----- გ-------მა, ა---- გ-------ამ, ნ-----–-- გ-------მა, ა---- გ-------მა, ნ-----–--ა გ-------ამ და ი------ გ-------ამ, რომლებმაც მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ამასთან, მიუთითეს სადავო უძრავ ქონებაში ოჯახის სხვა წევრთა ცხოვრების ფაქტზეც.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხეები ა---- გ-------ი, რომელიც ასევე არის ნ-----–-- გ-------ისა და ნ-----–--ა გ-------ას კანონიერი წარმომადგენელი - მამა, ა---- გ-------ა, ი------ გ-------ა, ა----- ჰ-------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ა---- გ-------ა გათხოვილი და დღეისათვის სადავო სახლში არ ცხოვრობს, ა----- გ-------ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბაქოში, ხოლო ზ----- გ-------ი იმავე მისამართზე, მაგრამ ცალკე სახლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მოპასუხეებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. მ--------––-, ს--------------ში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------) წარმოადგენდა ა---- გ-------ის საკუთრებას.

მტკიცებულება:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს #----------------- განკარგულება (ს. ფ. 18-19).

 

3.1.2. აღნიშნული უძრავი ქონება 2018 წლის 27 ივლისის იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა შპს ,,მ-----------------------------–------------------მა" და დღეისათვის წარმოადგენს მის მესაკუთრეს.

მტკიცებულებები:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 3 აგვისტოს #----------------- განკარგულება (ს. ფ. 18-19).

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 16).

 

3.1.3. ქ. მ--------––-, ს--------------ში მდებარე უძრავ ქონებას (სკ 8-----------) ფლობენ ა---- გ-------ი, ზ----- გ-------ი, ა----- ჰ-------ი, ი------ ჰ-------ა, ე-––--- გ-------ი, ო----- ჰ-------ი, ს---- ჰ-------ი, რ---- გ-------ა, ნ-----–-- გ-------ი, ნ-----–--ა გ-------ა. მათ ფლობის რაიმე საფუძველი არ აქვთ.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი, 12:19:31).

 

3.1.4. მესაკუთრეს სურს, რომ ა---- გ-------მა, ზ----- გ-------მა, ა----- ჰ-------მა, ი------ ჰ-------ამ, ე-––--- გ-------მა, ა---- გ-------ამ, ა----- გ-------ამ, ო----- ჰ-------მა, ს---- ჰ-------მა, რ---- გ-------ამ, ნ-----–-- გ-------მა და ნ-----–--ა გ-------ამ შეწყვიტონ მისი კუთვნილი უძრავი ქონების ფლობა.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი, 12:18:02).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეები ა---- გ-------ა და ა----- გ-------ა ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ ა----- გ-------ას სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადდა. შესაბამისად, მას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდია. რაც შეეხება თანამოპასუხეთა განმარტებებს მის ბაქოში ცხოვრებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოება სადავო შეიძლება გახადოს მხოლოდ იმ პირმა, ვის წინააღმდეგაც არის ეს მოთხოვნა მიმართული, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ა----- გ-------ას მის მიმართ მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება არც წერილობით და არც ზეპირად სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, ისინი დადგენილად მიიჩნევა.

რაც შეეხება ა---- გ-------ას მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. შპს ,,მ-----------------------------–------------------მა" წარმოადგინა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წერილი, რომლის თანახმად, ა---- გ-------ა სხვა 11 პირთან (თანამოპასუხეებთან) ერთად რეგისტრირებულია სადავო უძრავ ქონებაში.

რეგისტრაციის ფაქტი, თავისთავად, არ ადასტურებს შესაბამისი პირის მიერ რეგისტრაციის მისამართზე ქონების ფლობას. თუმცა სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა---- გ-------ა არის თანამოპასუხეთა ოჯახის წევრი და ყოფილი მესაკუთრის - ა---- გ-------ის და. ამასთან, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ ის წინა პერიოდში ფლობდა სადავო ქონებას. ყოველივე აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის საცხოვრებლად სადავო სახლიდან გადავიდა სხვა მისამართზე, რისი გაკეთებაც მას ხელეწიფებოდა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ფლობის ფაქტი.

ზ----- გ-------ის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით - რომ ცხოვრობს ცალკე სახლში, კი სასამართლო აღნიშნავს, რომ მისივე მითითებით, ამ სახლს ცალკე საკადასტრო კოდი მინიჭებული არ აქვს. შესაბამისად, ის განცალკევებულ, სხვა უძრავ ნივთად ვერ ჩაითვლება.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი, 12:22:10).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე სამოქალაქო მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს ,,მ-----------------------------–------------------ი"-ს მოთხოვნა ა---- გ-------ის, ზ----- გ-------ის, ა----- ჰ-------ის, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ის, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ის, ს---- ჰ-------ის, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ის და ნ-----–--ა გ-------ას საკუთრებიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–------------------ი".

რაც შეეხება ფლობას, საქართველოს სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ქონებას ჯერ კიდევ იძულებით აუქციონამდე ფლობდნენ და დღესაც ფლობენ მისი ძველი მესაკუთრე მოპასუხეები ა---- გ-------ი, ზ----- გ-------ი, ა----- ჰ-------ი, ი------ ჰ-------ა, ე-––--- გ-------ი, ა---- გ-------ა, ა----- გ-------ა, ო----- ჰ-------ი, ს---- ჰ-------ი, რ---- გ-------ა, ნ-----–-- გ-------ი, ნ-----–--ა გ-------ა

ამასთან, ნორმის თანახმად, მოთხოვნის უფლება უსაფუძვლოა, თუ ნივთის მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოვალის მფლობელობის უფლების საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო უფლებებიდან ნაწარმოები ნივთის ფლობის უფლება, მაგალითად, უზუფრუქტის (242), გირავნობის (254) საფუძველზე. გარდა ამისა, მფლობელობის უფლება შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, როგორც ფარდობითი უფლება, მაგალითად, ქირავნობა (531), იჯარა (581), ასევე, შემნახველის მიერ ნივთის დაკავების უფლება (776) და სხვა (ლ. თოთლაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მ. 172, გვ. 4, .

ა---- გ-------ის, ზ----- გ-------ის, ა----- ჰ-------ის, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ის, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ის, ს---- ჰ-------ის, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ის და ნ-----–--ა გ-------ას ფლობის უფლება ემყარებოდა სადავო ნივთზე ა---- გ-------ის საკუთრების უფლებას. თუმცა მას შემდეგ, რაც მან დაჰკარგა ეს უფლება, მოპასუხეთა მფლობელობის მართლზომიერებას საფუძველი გამოეცალა და ის დამოკიდებულია მხოლოდ მესაკუთრის ნებაზე.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრე ითხოვს მფლობელების გამოსახლებას მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან, ეს ნიშნავს, რომ მოპასუხეთა მიერ უძრავი ქონების ფლობა მესაკუთრის ნებას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არამართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოპასუხეები ასევე მიუთითებენ, რომ მათთან ერთად სადავო სახლში ცხოვრობენ სხვა პირებიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

აღნიშნული ნორმის დანაწესი გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, დაიწყებს თუ არა დავას სასამართლოში, ვის წინააღმდეგ დაიწყებს და რა მოთხოვნას წაუყენებს მას. შესაბამისად, მოსარჩელის (მესაკუთრის) გადასაწყვეტია, მის კუთვნილი უძრავი ქონებიდან მხოლოდ ერთი პირის გამოსახლებას მოითხოვს თუ სხვა პირებისასაც, და ეს სარჩელის საფუძვლიანობაზე (დაკმაყოფილებაზე) გავლენას ვერ მოახდენს.

შეჯიბრებითობის პრინციპის (საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლი) თანახმად კი, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სარჩელი იმისათვის, რომ სასამართლომ ის მიიღოს წარმოებაში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღნიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირი, რომლის უფლებებსა და სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილება, წარმოადგენს მოპასუხეს და ის იდენტიფიცირებული უნდა იყოს დავის დაწყების - სარჩელის წარდგენის ეტაპზევე. ეს მას საშუალებას მისცემს სრულად მოახდინოს კანონმდებლობით მხარისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზება - მიიღოს და გაეცნოს სარჩელს, წარმოადგინოს შესაგებელი, თავისი პოზიცია მოახსენოს სასამართლოს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში, მიიღოს საქმეში არსებული ნებისმიერი დოკუმენტი, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ პირის სასარგებლოდ და იმ პირის მიმართ, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხარის - მოსარჩელის ან მოპასუხის სტატუსით. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მხარეთათვის შეიძლება იყოს სავალდებულო შესასრულებლად.

ამაზე მეტყველებს საქართველოს სსკ-ის 266-ე მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს (და არა ნებისმიერ პირს) არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებად მითითებული პირის მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,რ--------------"-ს სარჩელი ა---- გ-------ის, ზ----- გ-------ის, ა----- ჰ-------ის, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ის, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ის, ს---- ჰ-------ის, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ის და ნ-----–--ა გ-------ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. ქ. მ--------––-, ს--------------ში მდებარე შპს ,,რ--------------ს'' სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან (უძრავი ქონების სკ 8-----------) გამოთხოვილ იქნას ა---- გ-------ის, ზ----- გ-------ის, ა----- ჰ-------ის, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ის, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ის, ს---- ჰ-------ის, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ის და ნ-----–--ა გ-------ას უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შპს ,, რიკო ექსპრესს".

 

3. მოპასუხეებს ა---- გ-------ს, ზ----- გ-------ს, ა----- ჰ-------ს, ი------ ჰ-------ას, ე-––--- გ-------ს, ა---- გ-------ას, ა----- გ-------ას, ო----- ჰ-------ს, ს---- ჰ-------ს, რ---- გ-------ას, ნ-----–-- გ-------ს და ნ-----–--ა გ-------ას შპს ,,რ--------------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი