გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/11879-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ქ-------–----------–----–--------------ა
წარმომადგენელები - ს---–-----------ე
მოპასუხე - დ----------------–---–ი
დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ----------------–---–ს დაეკისროს ქ. თ---–---------–----–--------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით 444 217 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ქ-------–----------–----–--------------სს წარმომადგენელმა ნუგზარ ტატიშვილმა და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით (1/5037-13) დ----------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დ----------------–---–ი მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით თაღლითრად დაეუფლა ქ-------–-----------ის, ა----------–----------------------------ს“ და ქ. თ---–----------–---------------------ოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რითიც, ქ-------–----------–----–--------------ას მიადგა მნიშნელოვანი ზიანი 444 217 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით დაზარალებულად იქნა ცნობილი ქ. თ---–----------ა. თ---–----------–----–-------ს მ----ა დ----------------–---–ის მიმართ ითხოვს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 444 217 ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: 23.04.2018 წლის სარჩელი, 15.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ 2018 წლის 29 ოქტომბერს წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ 80 000 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის თანახმად, უზუსტობა დაფიქსირდა ფორმა #2-ებს, მიღება-ჩაბარების აქტებს და საბუღალტრო დასკვნებს შორის, საბუღალტრო დოკუმენტაციაში არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 195 400 ლარი, შესაბამისად, დეკლარირებული მოგება 353 556 ლარი, შემცირდებოდა 195 400 ლარით.
(მტკიცებულება: 29.10.2018 წლის შესაგებელი; 15.04.2019 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით დ----------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი (1/5037-13).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი (საქმე #1/5037-13) შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის ლ--–---------ის განკარგულება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2013 წლის 22 მაისს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თ---–---------------------------–-------------------------–--ში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისი-ნოემბრის თვეებში შპს „----–--------- დირექტორი - დ----------------–---–ი თაღლითურად დაეუფლა ქ. თ---–----------ის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - 444 217 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით, ქ. თ---–----------ას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
მოპასუხე დ----------------–---–ის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 27 თებერვლის აუდიტის დასკვნის თანახმად, უზუსტობა დაფიქსირდა ფორმა #2-ებს, მიღება-ჩაბარების აქტებს და საბუღალტრო დასკვნებს შორის, საბუღალტრო დოკუმენტაციაში არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 195 400 ლარი, შესაბამისად, დეკლარირებული მოგება 353 556 ლარი, შემცირდებოდა 195 400 ლარით. აუდიტის დასკვნაში მითითებულია ასევე, რომ სამუშაოთა მოცულობების მიხედვით, შრომისა და მასალების ხარჯებისთვის აღებული ფასები შესაბამისობაშია ბაზარზე არსებულ თავისუფალ ფასებთან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ აუდიტის დასკვნას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დიმიტრი მახარაშილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განაჩენის თანახმად, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, აღნიშნულია, რომ ფორმა #2-ებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დაფიქსირდა სამუშაოთა გაზრდილი ფასები რეალურ ღირებულებებთან შედარებით, ასევე გაზრდილ იქნა დასაქმებული პირების ხელფასები და ხელფასის გაცემის უწყისებში შეტანილ იქნა ყალბი მონაცემები. დ----------------–---–ი მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოების მეშვეობით მოტყუებით დაეუფლა თ---–----------ის, ა----------–----------------------------“-სა და თ---–----------–---------------------ოს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 444 217 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნული ზიანის ოდენობა, სისხლის სამართალწარმოების დროს მოპასუხე დ----------------–---–ს სადავო არ გაუხდია. ფორმა 2 და მიღება-ჩაბარების აქტი ასახავს შესრულებული სამუშაოთა სახეობას, მოცულობას და ღირებულებას, სისხლის სამართლის საქმეზე შესწავლილ იქნა მათ შორის ეს დოკუმენტები და არა მხოლოდ საბუღალტრო დასკვნები. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის განაჩენთან, რომელმაც დაადგინა ქმედება გამოხატული შესრულებულ სამუშაოთა და მასალების ფასების ხელოვნურ გაზრდაში, მაშინ როდესაც აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ ფასები შესაბამისობაშია მშენებლობის ბაზარზე არსებულ თავისუფალ ფასებთან, ხოლო ის ფაქტი, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციაში იქნა დაშვებული ცდომილება, განაჩენი ეყრდნობა ფორმა 2-ებს და მიღება-ჩაბარების აქტებს სამუშაოთა მოცულობების დადგენის ნაწილში, ხოლო თუ ფორმა 2-იც ნაკლოვანი იყო სამუშაოთა მოცულობის ნაწილში, აღნიშნული სადავო უნდა გამხდარიყო ჯერ კიდევ სისხლის სამართალწარმოების პროცესში და გარდა ამისა, აუდიტის დასკვნა, აუდიტის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ვერ იქნება შესრულებული სამუშაოთა მოცულობის დამდგენი დოკუმენტი. ასეთი მტკიცებულება შესაძლებელია ყოფილიყო შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების სპეციალური ცოდნის მქონე პირების (საინჟინრო-ფინანსური ექსპეტრების), ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი (1/5037-13).
- 02.09.2013 წლის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირია: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოპასუხემ კი უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება და მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დ----------------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში. აღნიშნული ქმედებით, მოსარჩელე ქ. თ---–----------ას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლო განამრტავს, რომ დ----------------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის მისთვის ზიანის უპირობო დაკისრებისათვის, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად დამტკიცებულად. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სამართალწარმოებისას წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას და იგი საჭიროებს შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის განაჩენთან, რომელმაც დაადგინა ქმედება გამოხატული შესრულებულ სამუშაოთა და მასალების ფასების ხელოვნურ გაზრდაში, მაშინ როდესაც აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ ფასები შესაბამისობაშია მშენებლობის ბაზარზე არსებულ თავისუფალ ფასებთან, ხოლო ის ფაქტი, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციაში იქნა დაშებული ცდომილება, განაჩენი ეყრდნობა ფორმა 2-ებს და მიღება-ჩაბარების აქტებს სამუშაოთა მოცულობების დადგენის ნაწილში, ხოლო თუ ფორმა 2-იც ნაკლოვანი იყო სამუშაოთა მოცულობის ნაწილში, აღნიშნული სადავო უნდა გამხდარიყო ჯერ კიდევ სისხლის სამართალწარმოების პროცესში და გარდა ამისა, აუდიტის დასკვნა, აუდიტის უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ვერ იქნება შესრულებული სამუშაოთა მოცულობის დამდგენი დოკუმენტი. ასეთი მტკიცებულება შესაძლებელია ყოფილიყო შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების სპეციალური ცოდნის მქონე პირების (საინჟინრო-ფინანსური ექსპეტრების), ექსპერტიზის დასკვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 444 217 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია დ----------------–---–ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფი-ლებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოპასუხე სარებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით რაც დგინდება სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განაჩენით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალოებისაგან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ-------–----------–----–--------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო დ----------------–---–ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას:
· დუშეთის რაიონი, ს------–--–--–---------------–--–------------–-----------------–---------------------–---------, 42-ე კმ. ( საკადასტრო კოდი 7-----------);
· დუშეთის რაიონი, ს------–--–--–------- საკადასტრო კოდი 7------------
და ყადაღა დაედო დ----------------–---–ის (პირადი ნომერი 0----------) სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას:
· მარკა, მოდელი V-------, სახელმწიფო ნომერი S-------
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 30921, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი დ----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე დ----------------–---–ს მოსარჩელე ქ-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 444 217 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე