გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210019002878812
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/4501-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბ--–----------–----------------–--

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - შს----------–--------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - მ--------------

მოპასუხე - ი----------–--–---–ი

დავის საგანი - რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი----------–--–---–ს ს-------–--------–-–--------------------ს სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 50 200 ლარის ანაზღაურება

 

შს----------–--------–-–-------------------სა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2005 წლის 10 ოქტომბერსა და 2013 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა N1------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დეპარტამენტი ახორციელებდა სს „ს----------–--------ის“ ობიექტების დაცვას ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დანაყოფებით, საშტატო ერთეულებითა და დაცვის რეჟიმით.

 

მოსარჩელე იცავდა სს „ს----------–--------ის“ N-- წა-–--ს სერვისცენტრს. ხელშეკრულების თანახმად, დაცვა ვალდებული იყო ეკისრა პასუხისმგებლობა იმ ზარალისათვის, რომელიც გამოწვეული იქნებოდა დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

2017 წლის 7 ოქტომბერს ს-------–--------–-–--------------------ს მიერ დაცულ სს „ს----------–--------ის“ N-- სე----–------ზე, რომელიც მდ-----------–--–--–ი, მა-------–-ს დ-–--------–-–--------------–---ს ყოფილი ინპექტორის ი----------–--–---–ის მიერ მოხდა ძარცვა. აღნიშნული ქმედების გამო რუ-------------–----------------–--ს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ი----------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

 

2018 წლის 18 მაისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების თანახმად, დეპარტამენტმა ვალდებულება აიღო სს „ს----------–--------ისათვის“ ი----------–--–---–ის მიერ ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადაეხადა 150 000 ლარი. დეპარტამენტის მიერ სს „ს----------–--------ისათვის“ ჯამში გადახდილი იქნა 170 000 ლარი, საიდანაც ი----------–--–---–ის მიერ მიყენებული ზიანის ნაწილი მორიგების შესაბამისად - 150 000 ლარი გადახდილ იქნა 2018 წლის 6 ივნისს.

 

პროფესიული დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია სს „დ-------------------–-------------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაზღვევამ და–--------–-–-------------------ს აუნაზღაურა 99 800 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი----------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შს----------–--------–-–-------------------სა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2005 წლის 10 ოქტომბერსა და 2013 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული N1------ ხელშეკრულების საფუძველზე დეპარტამენტი ახორციელებდა სს „ს----------–--------ის“ N-- წა-–--ს სერვისცენტრის დაცვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 10.10.2005 ხელშეკრულება;

- 06.09.2013 ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2017 წლის 7 ოქტომბერს მა-------–-- დ-–--------–-–--------------–---ს ყოფილმა ინპექტორის ი----------–--–---–მა გაძარცვა ს-------–--------–-–--------------------ს მიერ დაცული სს „ს----------–--------ის“ N-- სე----–------ი.

 

რუ-------------–----------------–--ს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ი----------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- რუ-------------–----------------–--ს 14.02.2018 წ. განაჩენი.

 

3.1.3. თბ--–----------–----------------–--ს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების თანახმად, შს----------–--------–-–-------------------ი ვალდებული იყო სს „ს----------–--------ისათვის“ ი----------–--–---–ის მიერ მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადაეხადა 150 000 ლარი.

 

2018 წლის 6 ივნისს, ს-------–--------–-–--------------------ს მიერ სს „ს----------–--------ისათვის“ ჯამში გადახდილი იქნა 170 000 ლარი, საიდანაც ი----------–--–---–ის მიერ მიყენებული ზიანის ნაწილი განისაზღვრა - 150 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- თბ--–----------–----------------–--ს 18.05.2018 განჩინება;

- 06.06.2018 საგადახდო მოთხოვნა N1-----;

 

3.1.4. სს „დ-------------------–-------------------------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიამ და–--------–-–-------------------ს აუნაზღაურა 99 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ს-------–--------–-–--------------------ს წერილი;

- სა-------------–---------------------–------ს აქტი N00------------1;

- 12.04.2018 საგადახდო დავალება N6---.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 200 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე, 987-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი

 

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სსკ-ის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რომლითაც ზიანი მიადგა სს „ს----------–--------ს“ ი----------–--–---–მა ჩაიდინა. სსიპ და–--------–-–-------------------მა სრულად აანაზღაურა მის მიერ მიყენებული ზიანი და რეგრესის წესით ითხოვს მოპასუხისაგან ამ თანხის ანაზღაურებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი არ ცნო, სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, უფრო მეტიც, მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნა იყო „სწორი და სამართლიანი.“

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოპასუხე ი----------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1506 ლარის გადახადა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ში----------------------------ს ს-------–--------–-–--------------------ს სარჩელი ი----------–--–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. ი----------–--–---–ს ში----------------------------ს ს-------–--------–-–--------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 50200 ლარის გადახადა;

3. მოპასუხე ი----------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1506 ლარის გადახადა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბ--–----------–----------------–--ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–----------–----------------–--ში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია