გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
330210018002790201
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/37583-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელეები: ვ-–-----------–----------ი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ნომერი 0-----------, რ--------–----------ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელები: მ--------------–--ლი, ა--------------------–-ძე, გ---–---------ე

მოპასუხე: ს---------–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი: ა---------–-------------ე

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------–---- ცნობა-დახასიათებით გ----------–-----ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-------------, და აღნიშნული უძრავი ნივთიდან, ვ-–-----------–----------ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ოთახები N--------- რ--------–----------ს კი, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ოთახები N2 და N-, ხოლო დამხმარე ფართები უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს ვ-–-----------–----------ისა და რ--------–----------ის თანასაკუთრებად, თანახმად ტექ. ბიუროს საინვენტარიზაციო გეგმისა და შ-----------–---ის“ 20---–-–----------------- ნახაზისა (კერძოდ, აღნიშნული ნახაზის შენობა N1/1-ის ცისფრად მონიშნული საცხოვრებელი სადგომი გადაეცეს ვ-–-----------–----------ს, ნარინჯისფრად მონიშნული ნაწილი - რ--------–----------ს, ხოლო დამხმარე ფართი (ფერის გარეშე) აღირიცხოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებად).

ვ-–-----------–----------მა განმარტა, რომ არის სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის, ი-------–----------ის, შვილი და მემკვიდრე. ი-------–----------ს სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მიიღო 1950 წელს, ამ საცხვრებელი სადგომის მესაკუთრე გ----------–-----ისგან. ი-------–----------ი სადავო საცხოვრებელ სადგომში უწყვეტად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, 2002 წლამდე. ვ-–-----------–----------მა სადავო საცხოვრებელი სადგომი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო და დღემდე ამ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა - თავად რუსეთში ცხოვრობს, თუმცა, ყოველ ზაფხულს, მამის დანატოვარ სახლში ჩამოდის, ხოლო წლის განმავლობაში, სახლის მოსავლელად, სახლში მუდმივ საცხოვრებლად დატოვებული ჰყავს ახლობელი, ნ------------ო.

 

რ--------–----------მა დაადასტურა ვ-–-----------–----------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი ი-------–----------ი მისი მაზლია. რ--------–----------მა სადავო საცხოვრებელი სადგომი შინაურული ხელწერილით 1985 წელს შეიძინა ამ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გ----------–-----ისგან და მას შემდეგ, უწყვეტად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სადგომში, როგორც საკუთარში. რ--------–----------ის განმარტებით, მოსარჩელის მოსარგებლეობა, გარდა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციისა და კომუნალური მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებისა, დასტურდება ასევე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის 1----–-–------------------- გადაწყვეტილებითაც. რ--------–----------მა განმარტა, რომ გ----------–-----ის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება არის იზოლირებული და მოსარჩელეთა გარდა, სადავო მისამართზე სხვას არასოდეს უცხოვრია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს და უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი მოსარჩელეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ს---------–-–-------------------------–მა ს---------- სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–-----------------------, 19---–-–------------–---------–------ სახელობის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებისა (ოქმი N--) და 1984 წელს გაცემული N------ სააღრიცხვო ბარათის თანახმად, აღრიცხულია გ----------–-----ის სახელზე (ს.ფ. 28).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------- წერილებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-------------------, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის თანახმად, ქ. თბილიში, ზ-----------------ში მდებარე უძრავი ნივთის მოსარგებლედ დაფიქსირებულია გ----------–-----ი (ს.ფ. 124- 127).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა ვ-–-----------–----------ის განცხადება და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გ----------–-----ისადმი (გარდაცვალების თარიღი - 1--------- წელი, გარდაცვალების ადგილი - თბილისი, გარდაცვალების მოწმობა N-----------) უფლების დამდგენი იმ საბუთის, სახელდობრ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 20---–-–------------–- მომზადებული ცნობა დახასიათების (მისამართი: ზ-------------------) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული მისი სახელი - გ------, არ ემთხვევა მისი გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს - გ------ (ს.ფ. 36).

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- დადგენილების თანახმად, რ--------–----------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, 1----–-–------------------- გარდაცვლილი გ----------–-----ისადმი უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------–---- ცნობა-დახასიათების (ზონა: თბილისი, მისამართი: ზ----------------) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი - „გ------“ არ ემთხვევა მის გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ სახელს - „გ------“ (ს.ფ. 37).

 

3.1.5. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ გ------ (იგივე გ------) ბ--–------ გარდაიცვალა 1----–-–------------------- (ს.ფ. 31, 36, 37).

 

3.1.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 1------------ 2----–-–-- 3-----–--ს და 2----–-–-- 7----------- ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან და ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციებით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი გ----------–-----ის სახელით 1----–-–-----------------ს ნოტარიუს ზ. რაზმაძის მიერ დამოწმებული N------ ანდერძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ჟ-----–----------ში მდებარე უძრავი ნივთის ანდერძისმიერი მემკვიდრე არის ჯ---–----------------ი. 1----–-–----- მაისს, ნოტარიუს ჟ. მელქაძის მიერ გაცემულია შესაბამისი სამკვიდრო მოწმობა. ანდერძის მემკვიდრეობის უფლების მოწმობით დადგენილია, რომ 1----–-–----- მაისს, ნოტარიუს ზ. რაზმაძის მიერ დამოწმებულ იქნა 1----–-–------------------- გარდაცვლილი გ----------–-----ის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ანდერძში მითითებული ქონების მემკვიდრეს წარმოადგენს ს---------------–---ა ა–------ ასული, ხოლო საანდერძო ქონებას წარმოადგენს ლიტერ „ა“ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისი, ჟ-----–--------- (ს.ფ. 38-43).

 

3.1.7. ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ----- მ-----–-- ასულ გ-------------- ქორწინების შემდგომ მიეკუთვნა მეუღლის გვარი - მ-–----------ი (ს.ფ. 22-24).

 

3.1.8. 1--- წლის 11 ოქტომბრის ხელწერილით დადგენილია, რომ გ------ იგივე გ------ გ-------ის ასული ბ--–-----მა, მცხოვრებმა მისამართზე ქ-------–-----------------------, 7000 მანეთად რ----- გ-------------- მიყიდა ამავე მისამართზე მდებარე, გ----------–-----ის კუთვნილი უძრავი ნივთიდან 316 კვ.მ. ხელწერილის გაფორმებისას, რ----- გ-----------ომ სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური (ს.ფ. 26).

 

3.1.9. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის 1----–-–------------------- გადაწყვეტილებით, რ----- მ-----–-- ასული მ-–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ქ. თბილისში, ზ-----------------ში მდებარე ბინიდან, სარგებლობის უფლებით იზოლირებულად გამოეყო ლიტ „ა“-ს პირველი სართულის ოთახი N2, საცხოვრებელი ფართით 20.00 კვ.მ., შემინული აივანი N-, ფართით: 1---- კვ.მ., სხვა დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში (ს.ფ. 51).

3.1.10. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ რ--------–----------ი 1--- წლის 19 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ზ--------- ქ. სახლი N-1 (ს.ფ. 52-53).

 

3.1.11. ს-------–--ის“ აბონენტის ბრუნვის ისტორიითა და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ზ-----------------ში, N------- აბონენტად რეგისტრირებულია რ----- მ-–----------ი (ს.ფ. 75-90, 92-98, 105). ამასთან, შ-------------------------–--ი“ N-------6-- აბონენტად, მისამართზე ქ. თბილისი, ს--------, ზ--------- შენ. N-1, დაფიქსირებულია „მ-–----------ი“ (ს.ფ. 99-104, 106).

 

3.1.12. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ 1----–-–-- 8 დეკემბრიდან, ი---- მ-–---------- რეგისტრირებულია მისამართზე ქ-------–----------------------- (ს.ფ. 54-55).

 

3.1.13. 1----–-–-- 25 მაისის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „--------------“ და ი-------–----------ს შორის გაფორმდა ქ. თბილისშიი, ზ-----------------ში, ი-------–----------ის ბუნებრივი აირით მომარაგების თაობაზე ხელშეკრულება (ს.ფ. 68-72).

 

3.1.14. „თ---–-----–--------ის“ ქვითრით დადგენილია, რომ ზ-----------------ში აბონენტად რეგისტრირებულია „მ-–----------“, ს-------–--ის“ ქვითრების თანახმად, N------- აბონენტად რეგისტრირებულია „---------------- ხოლო შ-------------------------–--ის“ N----------- აბონენტად, მისამართზე ქ-------–----------------------- დაფიქსირებულია „მ-–----------ი“ (ს.ფ. 174, 110-118, 119-123).

 

3.1.15. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ი-------–----------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------ს (ს.ფ. 57).

 

3.1.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 2--------ის დადგენილების თანახმად, ვ-–-----------–----------ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ვ-–-----------–----------ის (დაბადების თარიღი - 0--------- წელი, დაბადების ადგილი - თბილისი, დაბადების მოწმობა N-----------) მიერ მამის - ი-------–----------ის (გარდაცვალების თარიღი - 0--------- წელი, გარდაცვალების ადგილი - თბილისი, გარდაცვალების მოწმობა N-----------) - მემკვიდრეობის მიღების ფაქტი (ს.ფ. 56).

 

3.1.17. 2----–-–-- 5 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ვ-–-----------–----------ი არის ი-------–----------ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრე და მან, როგორც ი-------–----------ის შვილმა, სრულად მიიღო სამკვიდრო, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ს.ფ. 58-67).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა, მათ შორის - ნ-----------ოს - ჩვენებებით, სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითა და საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალიწინებული მოსარგებლეები არიან.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------–----------ი სადავო ფართს ფლობს სანოტარო წესის დაუცველად 1--- წელს მესაკუთრესთან დადებული შესაბამისი წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, რ--------–----------ი სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 1--- წლიდან და იხდის კომუნალური მომსახურების გადასახადებს. დადგენილია ასევე, რომ ვ-–-----------–----------ი, როგორც ი-------–----------ის უფლებამონაცვე, სადავო საცხვორებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რაც დასტურდება ი-------–----------ის 1958 წლიდან სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, სამკვიდრო მოწმობით, კომუნალური გადასახადების გადახდითა და ნ-----------ოს ჩვენებით.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, ზ-----------------ში მდებარე გ----------–-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ.

 

6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ზ-----------------ში მდებარე, გ----------–-----ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი და ის უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეებს.

7. პროცესის ხარჯები

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ--------–----------ისა და ვ-–-----------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------–---- ცნობა-დახასიათებით გ----------–-----ის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ზ-------------, და აღნიშნული უძრავი ნივთიდან, ვ-–-----------–----------ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ოთახები N--------- რ--------–----------ს კი, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ოთახები N2 და N-, ხოლო დამხმარე ფართები უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს ვ-–-----------–----------ისა და რ--------–----------ის თანასაკუთრებად, თანახმად ტექ. ბიუროს საინვენტარიზაციო გეგმისა და შ-----------–---ის“ 20---–-–----------------- ნახაზისა (კერძოდ, აღნიშნული ნახაზის შენობა N1/1-ის ცისფრად მონიშნული საცხოვრებელი სადგომი გადაეცეს ვ-–-----------–----------ს, ნარინჯისფრად მონიშნული ნაწილი - რ--------–----------ს, ხოლო დამხმარე ფართი (ფერის გარეშე) აღირიცხოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებად).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე