განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----17
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ფა------------------------------–---–--------------------------------------------,ბრალდებულ _ შ--–-- ხ-------------,ადვოკატ _ მ-----------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ შ--–-- ვ--–-------- ხ------------- (დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------ს რაიონის, სოფელ მ----–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
შ--–-- ხ------------მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----ში მდებარე ავტოსახელოსნოში არსებულ ავტოამწის ელექტროძრავსა და სხვა ფასეულ ნაწილებს. ამ მიზნით, 2----–-–----------------–-, ღამით, მათ უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ სახელოსნოში, გადაადგილეს ე-------------------- ამწე, საიდანაც მოხსნეს ელექტროძრავი, რომელიც მოათავსეს შ--–-- ხ------------- მფლობელობაში არსებულ „ო---–---------“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: M------, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან შ--–-- ხ------------ ავტოამწის დაშლის პროცესში დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი პირი მიიმალა. მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ე-------------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----ში, ბენზინგასამართ სადგურ „ს--------“ მიმდებარედ, იჯარით ფლობს ავტოსახელოსნოს, სადაც განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა დანადგარები და ინვენტარი. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ავტობანის მშენებლობა, შეწყვეტილი ჰქონდა სამუშაოები და ავტოსახელოსნოდან გატანილი ჰქონდა ყველა ძირითადი ინვენტარი, ე.წ. „პადიომნიკის“ ანუ ელექტრო ავტოამწის და სხვა წვრილმანი ნივთების გარდა. სახელოსნოში განთავსებული არის სამი ე.წ. „ბოქსი“, საიდანაც ორი გაერთიანებულია და ქმნის ერთ დიდ მოზრდილ ოთახს, რომელსაც აქვს ორი ე.წ. „ჟალუზი“. 2----–-–----------------–-, ღამის საათებში, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეატყობინეს, რომ ავტოსახელოსნოში ადგილი ჰქონდა ქურდობის მცდელობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას, სახელოსნოს ე.წ. „ჟალუზი“ დახვდა აწეულ მდგომარეობაში, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ელექტროძრავის ქურდობას. ავტოამწიდან ელექტროსადენებთან ერთად, მოხსნილი იყო ძრავი, ხოლო თავად ამწე გაჩოჩებული იყო შუა ადგილზე, რომელსაც ეტყობოდა გადაადგილების კვალი. მისივე გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის სახით დაკავებულ შ--–-- ხ------------- მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი და მის მფლობელობაში არსებული „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------, რომლის საბარგულშიც ნანახი იქნა მისი კუთვნილი ელექტროამწის ძრავი, რომელსაც ჰქონდა მბრუნავი ღერძი და ცილინდრული ფორმის სახურავი, ხოლო გარკვეულ ადგილებში აღენიშნებოდა გადაცლილი საღებავის კვალი. სახელოსნოს დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა დანა, ქანჩი, ე.წ „გალოვკა“, პატარა ზომის დამჭერები და სხვა ნივთები. რაც შეეხება ელექტროძრავს, რომელიც ამოღებულ იქნა შ--–-- ხ------------- მანქანის საბარგულიდან, იყო მუშა მდგომარეობაში და მისი ღირებულება შეადგენდა 300 ლარს.
მოწმე ს----------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, ღამის საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომელ ს--------–---–---–თან ერთად იმყოფებოდა თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----თან, „ს--------“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა, რომ ავტოსახელოსნოს რკინის ე.წ. „ჟალუზი“ იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო მის წინ გაჩერებული იყო „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------. გადამოწმების მიზნით, მეწყვილესთან ერთად შევიდა სახელოსნოში, სადაც დაინახა ჩამჯდარ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც სპეციალური ხელსაწყოებით შლიდა ელექტრო ავტოამწეს. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე, მამაკაცმა დაიძახა „გაიქეცი, ძაღლებიო“, რა დროსაც გვერდზე ოთახიდან გამოიქცა პიროვნება, რომელსაც თავზე ეფარა შავი ქუდი და მოასწრო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. მამაკაცი, რომელიც შლიდა ავტოამწეს აღმოჩნდა შ--–-- ხ------------, რომლის მფლობელობაშიც არსებული ავტომანქანის დათვალიერებისას, საბარგულში ნანახი იქნა ავტოამწიდან მოხსნილი ელექტროძრავი, რის შემდეგაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით. შ--–-- ხ------------- კუთვნილი ავტომანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ქანჩები და სხვადასხვა ხელსაწყო. მანქანის საბარგულიდან ამოღებულ ელექტროძრავთან დაკავშირებით დაზარალებული განმარტავდა, რომ იყო მისი საკუთრება, რაც წარმოადგენდა სახელოსნოში არსებული ავტოამწის შემადგენელ ნაწილს, რომელიც წინა დღეს, სამსახურიდან წასვლის დროს დატოვა კედელთან. შ--–-- ხ------------- განმარტებით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ეკუთვნოდა მას და აღნიშნული მანქანით ტაქსაობდა.
მოწმე ს--------–---–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, ღამის საათებში, თანამშრომელ ს---------------თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----სთან, „ს--------“ ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნა, რომ ავტოსახელოსნოს ერთ-ერთი ე.წ. „ჟალუზი“ იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო მის წინ გაჩერებული იყო „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------. გადამოწმების მიზნით, მეწყვილესთან ერთად შევიდა სახელოსნოში, სადაც დაინახა მამაკაცი, რომელიც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით შლიდა ავტოამწეს. აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული შ--–-- ხ------------, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც მან გვერდზე ე.წ. „ბოქსში“ მყოფ პიროვნებას დაუძახა „გაიქეცი, ძაღლებიო“, რის შემდეგაც გვერდზე ოთახიდან გამოიქცა პიროვნება, რომელსაც ეცვა მუქი ქურთუკი, ჰქონდა წვერი და თავზე ეფარა ქუდი. აღნიშნულმა პიროვნებამ შეძლო მიმალვა. შ-ხ------------- მანქანის საბარგულში ნახეს ავტოამწიდან მოხსნილი ელექტროძრავი, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებული უთითებდა, რომ იყო მისი საკუთრება და წარმოადგენდა ე.წ. „ბოქსში“ განთავსებული ამწის შემადგენელ ნაწილს. შ--–-- ხ------------, რომელიც არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არ უთითებდა თუ ვინ იყო თანამზრახველი პირი, დააკავეს ბრალდებულის სახით. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ქანჩები, რაც იყო ბრალდებულის მანქანაში მოთავსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი.
მოწმე გ----------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა ბრალდებულ შ--–-- ხ-------------გან ნერწყვის და ხელის ანაწმენდების ნიმუშის აღების, ასევე დაქტილოსკოპირების ოქმები.
მოწმე თ---------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–- გამოძიება დაიწყო თ---–--–-, გ--------–-- ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში ავტოამწის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები და ბრალდებული შ--–-- ხ------------. ე---------კრიმინალისტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ბრალდებულის მითითებით ამოღებულ იქნა ქანჩების ნაწილი, რაც იყო შ-ხ------------- ავტომანქანაში არსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი. ავტომანქანის საბარგულში ასევე ნანახი იქნა ელექტროძრავი, რაც დაზარალებულის განმარტებით, წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომელიც იყო მის სახელოსნოში არსებული ავტოამწის შემადგენელი ნაწილი. ამოღებულ ნივთებზე დანიშნა ბიოლოგიური ე--------იზა, რითაც დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებების ნაწილზე ფიქსირდებოდა შ--–-- ხ------------- გენეტიკური პროფილი.
მოწმე გ------- ს--–--–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა თ---–--–-, გ--------–-- ქუჩაზე არსებულ ავტოსახელოსნოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ბრალდებულ შ-ხ------------- მონაწილეობით, რა დროსაც მისი კუთვნილი ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა ერთი ელექტროძრავი, რაც წარმოადგენდა ავტოსახელოსნოში არსებული ამწის შემადგენელ ნაწილს. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებულ იქნა დანა და სხვადასხვა სახის ხელსაწყო, რაც ბრალდებულის განმარტებით, იყო მის მანქანაში არსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი.
მოწმე ლ------------ ჩვენებით, მუშაობს სს „ს------–------–-“ ბათუმის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2----–-–-----------------, სს „ს------–--------“ ავტომანქანა „ო---–--------“, სახელმწიფო ნომრით: M------, შეისყიდა დ-----------–---–---–-სგან, რომელიც ლიზინგის წესით გადასცა შ--–-- ხ------------ს და მასთან გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, 1050 აშშ დოლარზე. შ--–-- ხ------------მ გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის გადასახადი. მას შემდეგ სესხის დაფარვა არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა იურიდიულად გაფორმებული იყო სს „ს------–-------ს„ სახელზე, თუმცა ლიზინგით გადაცემული ჰქონდა შ--–-- ხ------------ს სარგებლობაში, სანამ იგი არ დაფარავდა ლიზინგის თანხას.
მოწმე მ-----–----–-–---–-- ჩვენებით, მუშაობს სს „ს------–------–-“ სერვის ცენტრების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2----–-–-------------- იმ მოტივით, რომ შ--–-- ხ------------ არ ასრულებდა 2----–-–----------------- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ყოველთვიური თანხის გადახდასთან დაკავშირებით, კომპანიამ შეწყვიტა მასთან დადებული ხელშეკრულება, რის შემდეგაც „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------, დარჩა სს „ს------–-------ს“ საკუთრებაში.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- პ-------–--–---–---- ჩვენებით, 20---–-–------------- გასცა ქიმიური ე--------იზის N------- დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულ შ--–-- ხ-------------გან აღებულ მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუშებზე გამოვლინდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- შ-----------–------- ჩვენებით, 2----–-–----------- გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ე--------იზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში წარწერით: „ორი მოგრძო ფორმის ლითონის ხელსაწყო და ოთხი მცირე ზომის ლითონის საგანი“ პოლიმერული მასალის ტარიან საგანსა და მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილებში შ--–-- ხ------------- (პაკეტი წარწერით: „ნერწყვის ნიმუში, შ--–-- ვ--–-------- ხ------------- პირის ღრუდან“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მეტალის ოთხ დეტალზე, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „ერთი დანა, ამოღებული ავტოსახელოსნოში შესასვლელიდან, მარცხნივ იატაკიდან“ მოთავსებულ დანის პირსა და ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. დანის ტარის გენეტიკურ პროფილში ვლინდება შ--–-- ხ------------- გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო დანის პირის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: „ერთი ქანჩი და ერთი მცირე ზომის ლითონის საგანი“ მოთავსებულ ნივთებზე და პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდი ოთხ სტერილურ ჩხირზე, 2 სველი - 2 მშრალი აღებული ლითონის კონსტრუქციის ზედა და გვერდითა ზედაპირების კიდიდან და კონსტრუქციის სახელურიდან“ მოთავსებულ ანაწმენდზე გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „ბოთლი და ტრაფარეტი“ მოთავსებული ბოთლის პირზე გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე ბოთლზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში შ--–-- ხ------------- გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში მოთავსებულ მოყვითალო ფერის საგანზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და შ--–-- ხ------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- ა-----–-–----–-–---–-- ჩვენებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, საიდანაც აღებულ იქნა ორი სუნის ნიმუში, რაზეც გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც მივიდა „ს--------“ ბენზინგასამართ სადგურთან და დაახლოებით ორმოცდაათი მეტრის გავლის შემდგომ გაჩერდა.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- ლ-–------------ ჩვენებით, 2----–-–----------------–- მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ----------------------- ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე, საიდანაც ამოღებულ იქნა დანა, ქანჩები და ლითონის სხვადასხვა საგანი, ხოლო მანქანის საბარგულიდან - ელექტროძრავი, რაც დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- მ-----–-----------–-- ჩვენებით, ბრალდებულ შ--–-- ხ-------------გან აიღო ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები, ასევე განახორციელა მისი დაქტილოსკოპირება, რაც დალუქული სახით, შემდგომი საე--------ო კვლევისთვის გადასცა გამომძიებელს.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- შ----------------- ჩვენებით, 2----–-–------------- გასცა სასაქონლო ე--------იზის N----- დასკვნა, რომლის თანახმად ე--------იზაზე წარდგენილი ელექტროძრავის საბაზრო ღირებულება, მუშა მდგომარეობისა და ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს 280 ლარს.
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- რ---------------- ჩვენებით, ბრალდებულ შ--–-- ხ-------------გან აღებული აქვს ნერწყვის ნიმუში, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან - ანაწმენდები. რაც შეეხება ანაბეჭდების დაქტილოსკოპირებას, აღნიშნული განახორციელა მისმა მეწყვილემ - მ-----–------------–--.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----ში დემონტაჟირებულ „ს--------“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ განთავსებულ ავტოსახელოსნოში, რომელიც ეკუთვნის ინდ. მეწარმე ე-------------------. ავტოსახელოსნო წარმოდგენილია სამ ე.წ. „ბოქსად“, რომლის მარჯვენა მხარეს არსებულ ე.წ. „ბოქსს“ არ აქვს ე.წ. „ჟალუზი“ და არის ღია მდგომარეობაში. აღნიშნულ ე.წ. „ბოქსს“ აქვს ყრუ კედელი და ამ ე.წ. „ბოქსიდან“ არ არის შესაძლებელი სხვა ე.წ. „ბოქსებში“ გასვლა. შემდეგი ორი ე.წ. „ბოქსი“ გაერთიანებულია და ქმნის ერთ დიდ ოთახს, რომელსაც შესასვლელში აქვს ორი ე.წ. „ჟალუზი“. ავტოსახელოსნოს წინ დგას „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------. ე.წ. „ბოქსში“, რომლის ერთი ე.წ. „ჟალუზიც“ არის აწეულ მდგომარეობაში, შუა ნაწილში დევს ელექტრო ავტოამწე. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ამწე იყო კედელთან, რაც არის მოხსნილ მდგომარეობაში. ბოქსში ამწის გვერდით, ძირს აგდია ერთი დანა, ერთი დამჭერი, იგივე ქანჩი, ერთი ე.წ. „გალოვკა“ და მცირე ზომის ლითონის საგანი, რომელზეც ბრალდებული შ--–-- ხ------------ განმარტავს, რომ არის მისი კუთვნილი და ამოიღო თავის მფლობელობაში არსებულ მანქანაში მოთავსებული ქანჩების ნაკრებიდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ე---------კრიმინალისტების და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვლის ნიმუშები, დანა, ლითონის საგნები, ქანჩი, ანაწმენდები და ძრავი. ავტომანქანის უკანა სავარძლები არის ცარიელ მდგომარეობაში. მანქანის უკანა საბარგულში ქანჩების ნაკრებთან და სხვა ნივთებთან ერთად, დევს ძრავი, რომელსაც აქვს მბრუნავი ღერძი და ცილინდრული ფორმის სახურავი.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე ლ------------ მიერ წარდგენილი ლიზინგის ხელშეკრულება N1---------, სადაც ფიქსირდება ლიზინგის გამცემი - სს „ს------–-------“, ხოლო ლიზინგის მიმღები - შ--–-- ხ------------. ხელშეკრულებაში მითითებულია ლიზინგის გაცემის პირობები. კერძოდ, „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------, ლიზინგით დატვირთულ იქნა 1050 აშშ დოლარად. ხელშეკრულება გაფორმებულია 2----–-–-----------------.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, წითელი „ო---–---------“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: M------, ამოღებულ იქნა ტაქსის ტრაფარეტი, ლიზინგის ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი, ხელსაწყოების მოზრდილი და მცირე ზომის ნაკრები.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმის სახით დაკითხულ ე-------- ჯ----–--- მ--–----- ჩვენებით, 2----–-–----------- გასცა დაქტილოსკოპიური ე--------იზის N1------ დასკვნა, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილ ერთ ქანჩზე, ერთ მცირე ზომის ლითონის საგანზე, ორ მოგრძო ფორმის ლითონის ხელსაწყოზე, ოთხ მცირე ზომის ლითონის საგანზე და ერთ დანაზე, ხელის კვლები არ გამოვლინდა. მოწმის განმარტებით, ობიექტზე კვალის დატოვება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის გარემო პირობებზე, საგნის ზედაპირზე, ფორმაზე, ტემპერატურაზე და ა.შ- მოცემულ შემთხვევაში, ე--------იზაზე წარდგენილი იყო მომცრო საგნები, რაზეც თავისუფლად იყო შესაძლებელი არ დარჩენილიყო ანაბეჭდი. ხის ტარიან დანაზე იშვიათია კვალის დატოვების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, საკვლევი ობიექტები მისი კატეგორიის და ზედაპირის სიმცირის მიხედვით იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ხელით შეხების მიუხედავად, მასზე არ დარჩენილიყო კვალი, ასევე კვალის დატოვების ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენს, თუ საკვლევი ობიექტი და ხელის თითის დვრილოვანი ქარგები დასვრილია ტაოტით.
ბრალდებულ შ--–-- ხ------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, რა დროსაც ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გაჩერდა ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, თუმცა, როდესაც ნახა, რომ საპირფარეშო იყო დაკეტილი, გამობრუნდა მანქანასთან. ამ დროს გაჩერდა უცხო ავტომანქანა, გადავიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაინტერესდნენ თუ რას აკეთებდა იგი. მოსთხოვეს მანქანის საბარგულის ახდა, სადაც ნახეს მისი კუთვნილი ქანჩების ორი ნაკრები, რის შემდეგაც მოახდინეს მისი დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა. მისივე ჩვენებით, იგი მანქანის სახელოსნოს ე.წ. „ბოქსებში“ არ შესულა და არავისთვის დაუძახია, რომ გაქცეულიყო. ადგილზე მისი ყოფნის პერიოდში, მისი მანქანის საბარგულში ელექტროძრავი არ ყოფილა. ძრავის მანქანაში ჩადება განხორციელდა იმ მომენტში, როდესაც იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სწორედ ამ დროს, პოლიციის თანამშრომლებმა ე.წ. „ბოქსში“ შეიტანეს მისი დანა და ქანჩების ნაწილი, რაც იყო მის მანქანაში არსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი. ბრალდებულის ჩვენებით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, თავის მანქანას შეუცვალა ე.წ. „კალოტკები“ და იმიტომ ჰქონდა ხელები დასვრილი ტაოტით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ--–-- ხ------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება შ--–-- ხ------------- წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ შ--–-- ხ------------- ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა შ-ხ------------- მიერ თანამზრახველ პირთან ერთად, ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ შ--–-- ხ------------ თანამზრახველ პირთან ერთად წინასწარ შეთანხმებით ცდილობდა უკანონოდ შეეღწია ე-------------------- საცავში სხვადასხვა ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დასაუფლებლად, დასტურდება მოწმეების: ს----------------- და ს--------–---–---–-- ჩვენებებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულ შ--–-- ხ------------- მიერ შესრულებული ქმედებები და დარწმუნებით მიუთითეს, რომ სწორედ ბრალდებული შ--–-- ხ------------ა ის პიროვნება, რომელიც თანამზრახველ პირთან ერთად, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, ცდილობდა თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----ში მდებარე ავტოსახელოსნოდან ელექტროძრავის ფარულად დაუფლებას, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან ისინი შემჩნეულ იქნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. მოწმეთა ჩვენებებით, მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ავტოსახელოსნოს ე.წ. „ჟალუზი“ იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო მის წინ გაჩერებული იყო „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, გადამოწმების მიზნით შევიდნენ ავტოსახელოსნოში, სადაც დაინახეს ჩამჯდარ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული შ--–-- ხ------------, რომელიც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, შლიდა ავტოამწეს, ხოლო მას შემდეგ, რაც თავი წარუდგინეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, შ--–-- ხ------------მ გვერდზე ე.წ. „ბოქსში“ მყოფ თანამზრახველს მოუწოდა გაქცევისკენ, რის შემდეგაც, მამაკაცი, რომელსაც თავზე ეფარა შავი ქუდი, გამოიქცა ე.წ. „ბოქსიდან“ და მოასწრო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ შ--–-- ხ------------- კუთვნილი ავტომანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ქანჩები და სხვადასხვა ხელსაწყო, რაც იყო შ-ხ------------- ავტომანქანაში არსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი, ხოლო მისი ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ ელექტროძრავთან დაკავშირებით, დაზარალებული ე------------------- განმარტავდა, რომ იყო მისი საკუთრება, რაც წარმოადგენდა სახელოსნოში არსებული ავტოამწის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მომხდარ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, სამსახურიდან წასვლის დროს დატოვა კედელთან.
ის, რომ 2----–-–----------------–-, ღამის საათებში ადგილი ჰქონდა თ---–--–-, გ--------–-- ქუჩის N----ში მდებარე ავტოსახელოსნოდან ელექტროძრავის ქურდობის მცდელობის ფაქტს, დასტურდება თავად დაზარალებულ ე-------------------- გამოკითხვის ოქმით, რომელმაც დაადასტურა ავტოსახელოსნოში ქურდობის მცდელობის ფაქტი და განმარტა, რომ ადგილზე მისვლისას, სახელოსნოს ე.წ. „ჟალუზი“ დახვდა აწეულ მდგომარეობაში, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ელექტროძრავის ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ შ--–-- ხ------------, რომლის მონაწილეობითაც დაათვალიერეს შ-ხ------------- კუთვნილი „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც მანქანის საბარგულში ნახეს მისი კუთვნილი ელექტროძრავი, რაც წარმოადგენდა სახელოსნოში არსებული ავტოამწის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მომხდარ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, სამსახურიდან წასვლის დროს დატოვა კედელთან. დაზარალებულის ჩვენებით, ელექტროძრავის ღირებულება შეადგენდა 300 ლარს.
მოწმეების: თ---------------- და გ------- ს--–--–---–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ უშუალოდ მათ მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც ბრალდებულის მითითებით ამოიღეს ქანჩების ნაწილი, რაც იყო შ-ხ------------- ავტომანქანაში არსებული ქანჩების ნაკრების შემადგენელი ნაწილი, ხოლო ავტომანქანის საბარგულში ნახეს ელექტროძრავი, რაც დაზარალებულის განმარტებით, წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომელიც იყო მის სახელოსნოში არსებული ავტოამწის შემადგენელი ნაწილი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქიმიური ე--------იზის დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებულ შ--–-- ხ-------------გან აღებულ მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუშებზე გამოვლინდა ნავთობრპოდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა პ-------–--–---–---მ. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ბიოლოგიური ე--------იზის დასკვნას, დადგენილია, რომ სახელოსნოს შესასვლელიდან ამოღებულ დანის ტარის გენეტიკურ პროფილში და პაკეტში წარწერით „ბოთლი და ტრაფარეტი“ მოთავსებულ მოყვითალო ფერის საგანზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და შ--–-- ხ------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია, რაც კიდევ ერთხელ უტყუარად მოწმობს ბრალდებულ შ--–-- ხ------------- ავტოსახელოსნოში ყოფნის ფაქტს და მის შემხებლობას როგორც სახელოსნოში არსებულ დანადგართან, ისე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანის ტართან.
ის ფაქტი, რომ „ო---–---------“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: M------, რომლის საბარგულიდანაც იქნა ამოღებული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ელექტროძრავი, ეკუთვნოდა შ--–-- ხ------------ს, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, დასტურდება მოწმეების: ლ------------ და მ-----–----–-–---–-- ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სს „ს------–------ს“ შ--–-- ხ------------სთან გაფორმებული ჰქონდა ლიზინის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ავტომანქანა ლიზინგის წესით გადაცემული იყო შ--–-- ხ------------ზე, თუმცა იურიდიულად რჩებოდა კომპანიის სახელზე, სანამ არ მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად დაფარვა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დაქტილოსკოპიური ე--------იზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც გამოკვლევაზე წარდგენილ ერთ ქანჩზე, ერთ მცირე ზომის ლითონის საგანზე, ორ მოგრძო ფორმის ლითონის ხელსაწყოზე, ოთხ მცირე ზომის ლითონის საგანზე და ერთ დანაზე არ გამოვლინდა ხელის კვლები, თუმცა ე-------- ჯ----–--- მ--–----- ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მითითებულ საგნებთან შემხებლობა ჰქონოდა შ--–-- ხ------------ს, ვინაიდან ობიექტზე კვალის დატოვება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის გარემო პირობებზე, საგნის ზედაპირზე, ფორმაზე, ტემპერატურაზე და ა.შ- მოცემულ შემთხვევაში კი, ე--------იზაზე წარდგენილი იყო მომცრო ზომის საკვლევი ობიექტები, რომლებიც თავისი კატეგორიის და ზედაპირის სიმცირის მიხედვით იძლეოდნენ იმის შესაძლებლობას, რომ მათზე ხელით შეხების მიუხედავად არ დარჩენილიყო შეხების კვალი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულ შ--–-- ხ------------- ჩვენება თითქოს მას არანაირი შემხებლობა ელექტროძრავთან არ ჰქონია და იგი საერთოდ არ შესულა ე.წ. „ბოქსებში“, წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. აღნიშნული ჩვენება არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებული შ--–-- ხ------------ ცდილობდა თანამზრახველ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, საცავში უკანონოდ შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის ქონებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს ნამდვილად მიადგებოდა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ე-------------------- ჩვენებას და სასაქონლო ე--------იზის N----- დასკვნას, რომელთა მიხედვითაც დადგენილია, რომ ე--------იზაზე წარდგენილი ელექტროძრავის საბაზრო ღირებულება, მუშა მდგომარეობისა და ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 280 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება, ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის ზღვრულ ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ შ--–-- ხ------------- მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შ--–-- ხ------------მ თანამზრახველ პირთან ერთად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ შ--–-- ხ------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ--–-- ხ------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი ნასამართლევი არ არის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-- ხ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, შ--–-- ხ------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას შ--–-- ხ------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ს----------ს რაიონის სოფელ ჩ---–----–- (საკადასტრო კოდით: 5-.0-.5-.0--) მდებარე, ლ--------------- (პირადი ნომრით: 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ შ--–-- ხ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 13 თებერვლიდან - იმავე წლის 01 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე