განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
080100118002435914
დავის ტიპი
120
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/391-18 (№041070318010)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 მარტი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: მ------ ჟ----–---–---ი

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: წ---–----------------–-------–---------------

მცხოვრები: ქ. ქ---------------------–---------------–------

 

ადვოკატი - ა-–---------- თ-----–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 19 იანვარს, ქ. ქუთაისში, შ-----------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ჟ----–---–---მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ხ------- ე--------ეზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ძალადობის შედეგად ხ------- ე--------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება მ------ ჟ----–---–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ------ ჟ----–---–---ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ხ----–--მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–------------------------–--–-------------–--------------------. 2018 წლის 7 მარტს დაიწყო გამოძიება საქმეზე, ხ------- ე--------ის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ოჯახური ძალადობის ნიშნებს, რომლის შემდეგაც დაიკითხა ხ------- ე--------ე, რომელიც ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე მასზე ახორციელებდა ძალადობას, რასაც ადასტურებდა შესაბამისი ცნობით, ამის შემდეგ დაზარალებულს დაუნიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ------ ჟ----–---–---ი, რომელსაც წარედგინა ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ მ------ ჟ----–---–---ს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და ასევე გაუცვალა საქმეში არსებული მტკიცებულებები. პ----- ხ----–--ს განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვეოდა, რომ დაზარალებულს მიყენებული ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ნ-----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში სამედიცინო ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 მარტს გამოძიების მიერ წარდგენილი დადგენილების და დადგენილებასთან თანდართული სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მან ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ხ------- ე--------ის სხეულზე დაზიანებასთან დაკავშირებით. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ქუთაისის ც--------–---------------------ს ცნობა №7-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაცემული იქნა 19.01.2018 წელს, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოქალაქე ხ------- ე--------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 19.01.2018 წელს 20:30 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 2---- სთ-ზე. წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ პაციენტის გადმოცემით, ხ------- ე--------ემ საკუთარ სახლში დაცემისას თავი მიარტყა კიბის მოაჯირს, რა დროსაც აღენიშნა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მარცხენა ნახევარში, სისხლდენით, მოხდა თავზე კანის გაკერვა, დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა. დოკუმენტების შესაბამისად დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებას მსუბუქი ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით. მოწმემ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მხოლოდ წარდგენილი სამედიცინო ცნობების საფუძველზე.

 

დაზარალებულმა ხ------- ე--------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 7 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---ში დაიწყო გამოძიება, ხ------- ე--------ის მიმართ მეუღლის მ------ ჟ----–---–---ის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 7 მარტს 21:45 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელს დაუკავშირდა სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „1--“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორი გ--------- და აცნობა, რომ ქუთაისში, რ---------–-----------------------ში ითხოვა დახმარება 1--- წელს დაბადებულმა ხ------- ე--------ემ, რომლის განმარტებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1--- წელს დაბადებულმა მ------ ჟ----–---–---მა.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 7 მარტს 20:47 საათზე 112-ს დაუკავშირდა ხ------- ე--------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი.

 

2018 წლის 19 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ხ------- ე--------ე მოთავსებული იქნა სტაციონარში 2018 წლის 19 იანვარს 20:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს - 2---- საათზე. დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა. პაციენტის მითითებით ტრავმა მიიღო ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ სახლში დაცემისას თავი მიარტყა კიბის მოაჯირს, რა დროსაც აღენიშნა ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მარცხენა ნახევარში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ქუთაისის ც--------–---------------------ს ცნობა N7-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 19.01.2018 წ.) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ხ------- ე--------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 19.01.2----–-------- საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს - 2---- საათზე, დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილს 11:20 საათზე, ქუთაისში, დ-----------–-----–--------ში, მ------ ჟ----–---–---ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრია მეუღლე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მ------ ჟ----–---–---ის ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, რომლის თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ხ------- ე--------ემ საავადმყოფოს მიმართა 19.01.2----–-------- საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს - 2---- საათზე, დიაგნოზით სკალპის ღია ჭრილობა, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ 2018 წლის 19 იანვრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტის ხ------- ე--------ის მითითებით ტრავმა მიიღო ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარ სახლში დაცემისას, როდესაც თავი მიარტყა კიბის მოაჯირს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ------ ჟ----–---–---მა მეუღლეს ხ------- ე--------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ჟ----–---–---ის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც მ------ ჟ----–---–---ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ჟ----–---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

მ------ ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ მ------ ჟ----–---–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური