გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3/5005-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - გ--------------–---–ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ი-------------------ე
მესამე პირები (16.2) - ბ----------–---ია, გ-------------–---–ი, ლ------------------ე, მ-----–-------ე, რ-------------------ა, ჯ----–----–---ა, ჯ---–------------–ი, შპს ,,ს------–------ი“, ლ--–-----------ე, ლ----------–------–---–ი
მესამე პირის ბ----------–---იას წარმომადგენელი - ე-–-----------–---–ი
მესამე პირის შპს ,,ს------–------ის’’ წარმომადგენელი - ლ-–-------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ შენობა-ნაგებობა №1-ში 203,14 კვ.მ. სხვენის რეგისტრაციის ნაწილში და შენობა №2-ში I სართულზე 10.65კვ.მ-დან 4.67კვ.მ.-ის რეგისტრაციის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ რ-------------------ას სახელზე შენობა №2-დან I სართულზე 4,67 კვ.მ.-ის რეგისტრაციისა და მისსავე სახელზე სხვენის ფართის 67,71 კვ.მ რეგისტრაციის ნაწილში, გ-------------–---–ის სახელზე 56,43 კვ.მ. სხვენის ფართის რეგისტრაციისა და ბ----------–---იას სახელზე 79,01 სხვენის ფართის რეგისტრაციის ნაწილში.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 52-60).
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1.1. მესამე პირს - რ-------------------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი გ--------------–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.
3.1.2. მესამე პირმა - ბ----------–---იამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.1.3. მესამე პირმა - შპს ,,ს------–------მა’’ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.1.4. მესამე პირებს - გ-------------–---–ს, ლ------------------სე, მ-----–-------ეს, ჯ----–----–---ას, ჯ---–------------–ს, ლ--–-----------ეს და ლ----------–------–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი გ--------------–---–ის სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოცხადდნენ სასამართლოს მთავარ სხდომაზეც. შესაბამისად, მათი პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წელს სარჩელით მიმართეს ლ------------------ემ, ჯ----–----–---ამ, ე-–-------------–---–მა (მ-----–---–-ა) და ე-–---------------ა, რომლებმაც მოითხოვეს მოპასუხეებისთვის მ-----------–---–----ვის, ბ----------–---იასთვის და რ---------------------ვის სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდით საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის №2-------- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ე-–-------------–---–ს (მ-----–---–ი) დაეკისრა მოპასუხეებისთვის მ-----------–---–----ვის, ბ----------–---იასთვის და რ-------------------სთვის მის მიერ დაკავებულ 15.75 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისში, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში საბაზრო ღირებულების 21 000 ლარის 25%-ის - 5250 ლარის გადახდა, საიდანაც მ-----------–---–ის სასარგებლოდ დაევალა 1458,33 ლარის, ბ----------–---იას სასარგებლოდ 2041.66 ლარის, რ-------------------ს სასარგებლოდ 1750 ლარის გადახდა. თანხის გადახდის შემდგომ აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება გადაეცემოდა ე-–-------------–---–ს (მ-----–---–ი).
4.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის №2--------- გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე-–-------------–---–ის (მ-----–---–ი) ნაწილში ძალაში დარჩა და შევიდა კანონიერ ძალაში.
4.1.3. გ--------------–---–ი არის ე-–-------------–---–ის უფლებამონაცვლე, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2015 წლის 24 მაისიდან წარმოადგენს ზემოაღნიშნული 15,75 კვ.მ ფართის მესაკუთრეს (საკადასტრო კოდი: №0---------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის №2-------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 316-330);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის №2--------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 331-343);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.05.2015 (ტომი 1,ს.ფ. 396-398).
4.1.4. 2012 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----------–---–მა, როგორც ,,მესაკუთრემ’’ გაყიდა, ხოლო გ-------------–---–მა, როგორც ,,მყიდველმა’’ იყიდა უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, ბ-------- შ-------------5-იდან მ-----------–---–ის კუთვნილი 10/36 ნაწილი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, ზონა თბილისი 01, სექტორი მთაწმინდა 15, კვარტალი 009/013, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 328.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 9, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 271.30, საცხოვრებელი ფართი: 233.77, დამხმარე ფართი: 37.53.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 226-228);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.01.2012 (ტომი 1, ს.ფ. 230-231).
4.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის №2--------- განჩინების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, განხორციელდა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაცია, კერძოდ ბ----------–---იას, გ-------------–---–სა და რ-------------------ას აეკრძალათ ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის №2--------- განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 40-44).
4.1.6. 2012 წლის 26 სექტემბერს გ-------------–---–მა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ბ------ე, შ-------------5, უფლების ცვლილების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ-------------–---–ის განცხადება და განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია. ბ----------–---იას (14/36 წილით), გ-------------–---–ის (10/36 წილით) და რ-------------------ას (12/36 წილით) სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 328.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 9, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 552.68 კვ.მ. (მათ შორის 1-ლი სართული 176.58 კვ.მ. მე-2 სართული 172.95 კვ.მ. სხვენი 203.15) №2 საერთო ფართით 31.73 კვ.მ. (მათ შორის 1-ლი სართული 10.65 კვ.მ. საზაფხულო ფართი 21.08. კვ.მ.) №3 საერთო ფართით 7.46 კვ.მ. №4 საერთო ფართით 9.26 კვ.მ. №5 საერთო ფართით 0.93 კვ.მ.
ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლი 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 203,15 კვ.მ სხვენიც აღირიცხა თანასაკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------------–---–ის 2012 წლის 26 სექტემბრის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 232-233);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 243);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 27.09.2012 (ტომი 1, ს.ფ. 244-245).
4.1.7. 2013 წლის 14 ივნისს ბ----------–---იამ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, 2013 წლის 14 ივნისის გამიჯვნის ხელშეკრულება და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 02 აპრილის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის და ეზოში ცალკე მდგომი დამხმარე შენობა-ნაგებობების გამიჯვნა ფაქტიური მდგომარეობის და საჯარო რეესტრის ამონაწერის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო №4, №5 და №6 დამართების შესაბამისად.
4.1.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებას თანდართული შიდა აზომვითი ნახაზით შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია განსხვავდებოდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემებისგან და შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია.
4.1.9. 2013 წლის 01 ივლისს ბ----------–---იას მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზები და ბ----------–---იას, რ-------------------იას და გ---------------–---–ის 2013 წლის 01 ივლისის ერთობლივი თანხმობა.
4.1.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, წილობრივი საკუთრების შესაბამისად, თანამესაკუთრეების სახელზე განხორციელდა კონკრეტული ფართების რეგისტრაცია (განშლა), კერძოდ:
ბ----------–---იას სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე ფართი 32.02 კვ.მ., მე-2 სართულზე ფართი 111.31 კვ.მ., სხვენზე ფართი 79.01 კვ.მ., შენობა N3-იდან 6.14 კვ.მ, შენობა N4 საერთო ფართით 9.26 კვ.მ.;
გ-------------–---–ის სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე ფართი 95.12 კვ.მ. სხვენზე ფართი 56.43 კვ.მ. შენობა N2-იდან ფართი 5.98 კვ.მ;
რ-------------------ას სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე საერტო ფართი 48.44 კვ.მ., მე-2 სართულზე ფარტი 61.64 კვ.მ., სხვენზე ფართი 67.71 კვ.მ. შენობა N2-იდან ფართი 1-ლი სართულზე 4.67 კვ.მ. საზაფხულო ფართი 19.64 კვ.მ. შენობა N3-იდან ფართი 1.32 კვ.მ. შენობა N5 საერთო ფართით 0.93 კვ.მ. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 246-278, ტომი 2, ს.ფ. 103-108).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------–---იას 2013 წლის 14 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 246-247);
- 2013 წლის 14 ივნისის გამიჯვნის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 249-250);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 02 აპრილის №0-------- დასკვნა და დანართები (ტომი 1, ს.ფ. 251-265);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 266);
- ბ----------–---იას 2013 წლის 01 ივლისის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 267);
- 2013 წლის 01 ივლისის ერთობლივი თანხმობა და კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზები (ტომი 1, ს.ფ. 268-274);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 276);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.07.2013 (ტომი 1, ს.ფ. 277-278).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- და 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამასთან, ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლი ასევე ითვალისწინებს უძრავი ნივთის დაყოფისა და გაერთიანების შესაძლებლობას.
7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის №2-------- გადაწყვეტილებით ლ------------------ის, ჯ----–----–---ას, ე-–-------------–---–ის (მ-----–---–ის) და ე-–--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ე-–-------------–---–ს (მ-----–---–ი) დაეკისრა მოპასუხეებისთვის მ-----------–---–----ვის, ბ----------–---იასთვის და რ-------------------სთვის მის მიერ დაკავებულ 15.75 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სადგომის მდებარე ქ. თბილისში, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში საბაზრო ღირებულების 21 000 ლარის 25%-ის - 5250 ლარის გადახდა, საიდანაც მ-----------–---–ის სასარგებლოდ დაევალა 1458,33 ლარის, ბ----------–---იას სასარგებლოდ 2041.66 ლარის, რ-------------------ს სასარგებლოდ 1750 ლარის გადახდა. თანხის გადახდის შემდგომ აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება გადაეცემოდა ე-–-------------–---–ს (მ-----–---–ი), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის №2--------- გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე-–-------------–---–ის (მ-----–---–ის) ნაწილში ძალაში დარჩა და შევიდა კანონიერ ძალაში.
დადგენილია ასევე, რომ 2012 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----------–---–მა, როგორც ,,მესაკუთრემ’’ გაყიდა, ხოლო გ-------------–---–მა, როგორც ,,მყიდველმა’’ იყიდა უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, ბ-------- შ-------------5-იდან მ-----------–---–ის კუთვნილი 10/36 ნაწილი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, ზონა თბილისი 01, სექტორი მთაწმინდა 15, კვარტალი 009/013, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 328.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 9, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 271.30, საცხოვრებელი ფართი: 233.77, დამხმარე ფართი: 37.53. შესაბამისად, 2012 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები იყვნენ ბ----------–---ია (14/36), გ-------------–---–ი (10/36) და რ------------------- (12/36) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 230-231).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის №2--------- განჩინების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, განხორციელდა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაცია, კერძოდ ბ----------–---იას, გ-------------–---–სა და რ-------------------ას აეკრძალათ ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2012 წლის 26 სექტემბერს გ-------------–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ბ------ე, შ-------------5, უფლების ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ-------------–---–ის განცხადება და განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია. ბ----------–---იას (14/36 წილით), გ-------------–---–ის (10/36 წილით) და რ-------------------ას (12/36 წილით) სახელზე თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 328.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 9, შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 552.68 კვ.მ. (მათ შორის 1-ლი სართული 176.58 კვ.მ. მე-2 სართული 172.95 კვ.მ. სხვენი 203.15) №2 საერთო ფართით 31.73 კვ.მ. (მათ შორის 1-ლი სართული 10.65 კვ.მ. საზაფხულო ფართი 21.08. კვ.მ.) №3 საერთო ფართით 7.46 კვ.მ. №4 საერთო ფართით 9.26 კვ.მ. №5 საერთო ფართით 0.93 კვ.მ. ამავე გადაწყვეტილებით, 203,15 კვ.მ სხვენიც აღირიცხა თანასაკუთრებაში.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასაც, როგორც მოცემული სახლთმფლობელობის 15,75 კვ.მ მესაკუთრეს, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის სხვენი და საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა სადავო რეგისტრაცია. მისივე განმარტებით, საჯარო რეესტრმა უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ასევე არ გაითვალისწინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის №2--------- განჩინება, რომლის საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, განხორციელდა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაცია, კერძოდ ბ----------–---იას, გ-------------–---–სა და რ-------------------ას აეკრძალათ ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილების მიღების დროს, მოსარჩელე არ წარმოდგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. ამასთან, მართალია ამ დროისთვის, უკვე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის №2-------- გადაწყვეტილება (28.06.2011წ.), რომელიც ასევე ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის №2--------- გადაწყვეტილებით ე-–-------------–---–ის (მ-----–---–ის) ნაწილში, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, საკუთრების უფლების გადასვლა დამოკიდებული იყო კონკრეტულ ფაქტზე, კერძოდ, აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება გადაეცემოდა ე-–-------------–---–ს (მ-----–---–ი) მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ამ უკანასკნელის მიერ მოხდებოდა თანხის გადახდა და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის №2--------- განჩინებას, აღნიშნული განჩინებით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5, განხორციელდა აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაცია, კერძოდ ბ----------–---იას, გ-------------–---–სა და რ-------------------ას აეკრძალათ ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. გასაჩივრებული 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილებით კი განხორციელდა მხოლოდ ცვლილების რეგისტრაცია და 203,15 კვ.მ სხვენიც აღირიცხა თანასაკუთრებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული განჩინება არ უკრძალავდა რეესტრს განეხორციელებინა ბ----------–---იას, გ-------------–---–ისა და რ-------------------ას თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული განჩინება წარმოადგენდა იმის გარანტს, რომ მოსარგებლეები თანხის გადახდის შემდგომ შეძლებდნენ დაერეგისტრირებინათ სასამართლოს მიერ თანხის გადახდის პირობით მიკუთვნებული ფართები. მესამე პირებზე გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა კი გადაწყვეტილებას შეუქმნიდა საფრთხეს, რის გამოც გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გ--------------–---–ი 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილების გამოცემის დროს არ წარმოადგენდა მესაკუთრეს, მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეიძლებოდა სცოდნოდა და ვერც ეცოდინებოდა, რომ აღნიშნულ ფართში შესაძლებელი იყო გაჩენილიყო სხვა მესაკუთრე.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, წარმოშობდა ქ. თბილისი, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველს და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, იმის მტკიცება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 27 სექტემბრის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ შენობა-ნაგებობა №1-ში 203,14 კვ.მ. სხვენის რეგისტრაციის ნაწილში და შენობა №2-ში I სართულზე 10.65კვ.მ-დან 4.67კვ.მ.-ის რეგისტრაციის ნაწილში უკანონოა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისისი N2-------- გადაწყვეტილებისა, რომლითაც ე-–-------------–---–ი ცნობილი იქნა 15,75 კვ.მ ფართის მოსარგებლედ, სხვა რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადგინდებოდა სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არც ამ ეტაპზე გააჩნია მოსარჩელეს, რაც გამორიცხავს მის ინტერესს სადავო აქტების ბათილობის მიმართ და თუ მას გააჩნია პრეტენზია საკუთრების უფლებაზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, საერთო წესების დაცვით.
7.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით (გასაჩივრებულ ნაწილში), აღნიშნულის თაობაზე სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ 2013 წლის 14 ივნისს ბ----------–---იამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, 2013 წლის 14 ივნისის გამიჯვნის ხელშეკრულება და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 02 აპრილის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის და ეზოში ცალკე მდგომი დამხმარე შენობა-ნაგებობების გამიჯვნა ფაქტიური მდგომარეობის და საჯარო რეესტრის ამონაწერის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო №4, №5 და №6 დამართების შესაბამისად.
დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის №8------------03 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებას თანდართული შიდა აზომვითი ნახაზით შენობა-ნაგებობების კონფიგურაცია განსხვავდებოდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემებისგან და შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი დოკუმენტაცია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2013 წლის 01 ივლისს ბ----------–---იას მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზები და ბ----------–---იას, რ-------------------ას და გ---------------–---–ის 2013 წლის 01 ივლისის ერთობლივი თანხმობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით კი უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, წილობრივი საკუთრების შესაბამისად, თანამესაკუთრეების სახელზე განხორციელდა კონკრეტული ფართების რეგისტრაცია (განშლა), კერძოდ: ბ----------–---იას სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე ფართი 32.02 კვ.მ., მე-2 სართულზე ფართი 111.31 კვ.მ., სხვენზე ფართი 79.01 კვ.მ., შენობა N3-იდან 6.14 კვ.მ, შენობა N4 საერთო ფართით 9.26 კვ.მ.; გ-------------–---–ის სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე ფართი 95.12 კვ.მ. სხვენზე ფართი 56.43 კვ.მ. შენობა N2-იდან ფართი 5.98 კვ.მ; რ-------------------ას სახელზე აღირიცხა - შენობა N1-ის 1-ელ სართულზე საერტო ფართი 48.44 კვ.მ., მე-2 სართულზე ფარტი 61.64 კვ.მ., სხვენზე ფართი 67.71 კვ.მ. შენობა N2-იდან ფართი 1-ლი სართულზე 4.67 კვ.მ. საზაფხულო ფართი 19.64 კვ.მ. შენობა N3-იდან ფართი 1.32 კვ.მ. შენობა N5 საერთო ფართით 0.93 კვ.მ. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 246-278, ტომი 2, ს.ფ. 103-108).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო - 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, წილობრივი საკუთრების შესაბამისად, თანამესაკუთრეების სახელზე განხორციელდა კონკრეტული ფართების რეგისტრაცია (განშლა). აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროსაც ქ. თბილისში, ბ-------- ქუჩა, შ-------------5-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდენ მხოლოდ ბ----------–---ია, რ-------------------ა და გ---------------–---–ი. ამასთან, მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ბ----------–---იას, რ-------------------ას და გ---------------–---–ის 2013 წლის 01 ივლისის ერთობლივი თანხმობა, რომლითაც შეთანხმდნენ ფართების განაწილებაზე და რომლის საფუძველზეც განხორციელდა სადავო რეგისტრაცია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, წილობრივი საკუთრების შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნა გაზიარებული.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, კორექტირებული შიდა აზომვითი ნახაზები და ბ----------–---იას, რ-------------------ას და გ---------------–---–ის 2013 წლის 01 ივლისის ერთობლივი თანხმობა, იყო იმის საფუძველი, რომ უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, წილობრივი საკუთრების შესაბამისად, თანამესაკუთრეების სახელზე განხორციელებულიყო კონკრეტული ფართების რეგისტრაცია (განშლა) და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 ივლისის №8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ რ-------------------ას სახელზე შენობა №2-დან I სართულზე 4,67 კვ.მ.-ის რეგისტრაციისა და მისსავე სახელზე სხვენის ფართის 67,71 კვ.მ რეგისტრაციის ნაწილში, გ-------------–---–ის სახელზე 56,43 კვ.მ. სხვენის ფართის რეგისტრაციისა და ბ----------–---იას სახელზე 79,01 სხვენის ფართის რეგისტრაციის ნაწილში უკანონოა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, გ--------------–---–ის სარჩელზე გ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------------–---–ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი