გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1730-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელეები - მ------–---–-, ა---–----–----–---–-;
წარმომადგენელი - მ-----–--–----–---–-, რ------------–----;
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - შ------- ბ--------–---–-;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა სახელზე დარეგისტრირდება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, რომელიც განლაგებულია 4120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ანუ მოხდეს საჯარო რეესტრის ამონაწერებში (ს.კ.--------------------------------------------------------) ცვლილება. კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი - 131 კვ.მ ნაცვლად ჩაიწეროს მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 4120 კვ.მ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი 4120 კვ.მ. მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, მდებარე ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------. ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ორი შენობა. ერთი შენობა ს.კ. 0--------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ--- ი-–---–ს და მეორე შენობა ს.კ. 0--------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის ა---–----–----–---–ს. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრს ს.კ. 0--------------- რეგისტრირებული უძრავი ნივთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის 08.09.2017წ. N--------------- გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა საქმის წარმოება, ვინაიდან საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ მისამართით: ქ. თბილისი თ-------------------- ს.კ. 0----------------ზე რეგისტრირებულია კერძო სახლთმფლობელობა სრულად, შესაბამისი წილობრივი მონაცემებით, შესაბამისად შეუძლებელია სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ მისამართზე. გაუგებარია საჯარო რეესტრის ეს პასუხი, ვინაიდან მოსარჩელეთა სახლი მდებარეობს ქ. თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი ს.კ. 0--------------- და ისინი არც ითხოვდნენ ქ. თბ--–--–------------------------ში მდებარე უძრავი ქონების დაკანონებას, ხოლო ტექ. ბიუროს არქივის ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისი, თ-----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხული არ არის. შესაბამისად წარმოსადგენია უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. თბილისი თ-----------------------------–------------ში 4.120 კვ.მ) განლაგებული უძრავი ქონების უფლების დამდგენი საბუთი. ამავე დროს მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა პრივატიზაციის ხელშეკრულებები, აზომვითი ნახაზები.
1993 წლის 29 დეკემბერს მ------–---–-ს ნათესავმა ნ--------–---–მა მოახდინა თავისი სახლის საცხოვრებელი ფართის 55.84 კვ. მ. პრივატიზაცია, მდებარე ქ. თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი, ს---–----. აღნიშნული სახლი განლაგებულია 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი, ს---–----. შემდგომში ნ--------–---–მა ეს ფართი დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში (ს.კ. 0---------------.01.5--) და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ფართი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მ------–---–-ს სახელზე იგივე საკადასტრო კოდით N0---------------.01.5--, მაგრამ მიწის ნაკვეთის ფართობი შეცდომით ჩაიწერა: დაუზუსტებული ფართობი 131 კვ.მ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მისამართი წერია ქ. თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი, ს---–----.
1992 წლის 20 ივნისს ა---–----–----–---–მა მოახდინა თავისი სახლის საცხოვრებელი ფართის 18.90 კვ. მ. პრივატიზაცია, მდებარე ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–----. აღნიშნული სახლი განლაგებულია 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი თ---------------------------ს შესახვევი ს---–----. შემდგომში ა---–----–----–---–მა ეს ფართი თავის სახლზე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში (ს.კ. 0---------------.01.5--). მაგრამ მიწის ნაკვეთის ფართობი შეცდომით ჩაიწერა: დაუზუსტებული ფართობი 131 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებაში (გაცემული 30.09.2009 წ. ნ--------–---–ის სახელზე) ასევე მიწის ნაკვეთის ფართი შეცდომით წერია - 131 კვ.მ. აქვე მისამართი აღნიშნულია: ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–----. ხოლო ფრჩხილებში (თ--------------------). მისამართი თ-------------------- არის არასწორად მითითებული, რის გამოც შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრი და შეცდომით დაიწერა მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 131 კვ.მ.
20.11.2009 წ. გაცემული ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებაში მესაკუთრეები არიან: ნ--------–---–ი, ა---–----–----–---–-, გ-----------------–-–---–-, მ-----–-------- და სხვები. ამ ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებაში უძრავი ქონების მისამართი წერია: თ----------------- (თ----------------------–---) N2. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 131 კვ.მ. თანასაკუთრება; უფლების დამდგენი დოკუმენტი:-------- და სააღრიცხვო ბარათი 03.08.1993. ამავე დროს, ნ--------–---–ის სახელზე 30.09.2009 წ. გაცემული ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებაში უძრავი ქონების მისამართი წერია: ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–----. ხოლო ფრჩხილებში (თ----------------- # 2). მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 131 კვ.მ.; უფლების დამდგენი დოკუმენტი:-------- და სააღრიცხვო ბარათი 03.08.1993.
30/09/2009 წ. და 20/11/2009წ. გაცემული ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებების შედარებით უდავოდ დგინდება, რომ არქივის საბუთებში გაიპარა შეცდომა და აშკარა შეუსაბამობა. ვინაიდან შეუძლებელია ნ--------–---–ი და ა---–----–----–---–- იყვნენ მიწის ნაკვეთის (საერთო ფართი 131 კვ.მ. მდებარე თ----------------- (თ----------------------–---) #2) თანამესაკუთრეები; შეუძლებელია უფლების დამდგენი დოკუმენტი 3------ და სააღრიცხვო ბარათი 03.08.1993 ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ის გარემოება, რომ მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს უძრავი ქონება მდებარეობს ერთიდაიმავე სივრცეში, ერთიდაიგივე მისამართზე და ერთიდაიგივე მიწის ნაკვეთზე 4120 კვ.მ. დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერით პრივატიზაციის ხელშეკრულებებით და ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებებით. კერძოდ, მ------–---–-ს სახელზე და ა---–----–----–---–-ს სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერებში წერია ერთიდაიგივე მისამართი: ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–----.
მიწის ნაკვეთის წინა ნომერი წერია - 39; ორივე საჯარო რეესტრის ამონაწერებში წერია დაუზუსტებელი ფართობი 131 კვ.მ. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება. ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათებაში ი-–---–-- საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის N3------ და სააღრიცხვო ბარათი არის 03.08.1993. ასევე დგინდება დანართში დართული სიტუაციური გეგმის ორთოფოტო ნახაზით და საკადასტრო აზომვითი ნახაზით. ასევე დგინდება დანართში დართული მეზობლების განცხადებებით, დამოწმებული სანოტარო წესით. მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთი 4120 კვ.მ. შემოღობილია მათ მიერ და მათ განკარგვაშია. უდავოა, რომ ნ--------–---–ი ცხოვრობდა სახლში, მდებარე ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–---- და მის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობით, მდებარე ქ. თბილისი თ---------------------------- შესახვევი ს---–----. დღეის მდგომარეობით მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს ფაქტობრივ მფლობელობაშია იგივე 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მეზობლად ცხოვრობენ მ-----–--------, გ-----------------–-–---–-, დ----- გ--------–-–---–- და ი----- გ--------–-–---–-. მათ საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი თ-------------------- (ს.კ. 0---------------), დაზუსტებული ფართობი 131 კვ.მ.; მიწის ნაკვეთის წინა ნომერი - 43. მ-----–--------- სახელზე 30/11/2010 წ. გაცემული ტექ. ბიუროს ცნობა დახასიათებაში უძრავი ქონების მისამართი წერია: ქ. თბილისი თ--------------------. საკადასტრო გეგმით დგინდება, რომ კ------- და გ--------–-–---–---- მიწის ნაკვეთი არის 175 კვ. მ. ხოლო მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს მიწის ნაკვეთი არის 4120 კვ.მ. დგინდება, რომ არქივში მოხდა შეცდომა, კერძოდ მოსარჩელეთა უძრავი ქონების მონაცემებში (მასალებში) ობიექტში შეცდომით მოხვდა მ-----–--------- და გ--------–-–---–---- საბუთები, რის გამოც მოხდა ეს არეულობა. აღნიშნულის გამო ვალია ტურაშვილმა 2011 წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მისამართების და უძრავი ქონების მდებარეობის დაზუსტება. 28/03/2011 წ. შედგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტების ოქმით დადგინდა, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი ს---–----, ხოლო მ-----–--------- და გ--------–-–---–---- უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისი თ--------------------. მაგრამ მიუხედავად ამ გასწორებისა, მოსარჩელეთა უძრავი ქონების საბუთებში ისევ დევს და ამოდის კ------- და გ--------–-–---–---- ცნობა–დახასიათება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი საქმის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნა, მაგრამ უშედეგოდ.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც საკუთრების უფლებით მოსარჩელეთა სახელზე დარეგისტრირდება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი თ-----------------------------–-----------, 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1992 წლის 20 ივნისს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 103-ე სსუ-ს წარმომადგენელსა და ა---–----–----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის I პუნქტის თანახმად, ა---–----–----–---–ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.თბილისი, თ----------------------------–-----------. II პუნქტის თანახმად, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არის ერთოთახიანი, საცხოვრებელი ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20.06.1992 წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 62-63);
3.1.2. 1993 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისის ს------------------------ე საბინაო საექსპლუატაციო კომისიასა და ნ--------–---–ს შორის დაიდო N---- ხელშეკრულება, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნ--------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ს------------------------ე საბინაო საექსპლუატაციო კომისიის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------------------–--------- ს---–----. მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გასასხვისებელი ბინა არის ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართით 40 კვ.მ, საერთო ფართია 55,84 კვ.მ.
2009 წლის 30 სექტემბრის ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისი, თ----------------------------–--------- ს---–---- (თ--------------------) 131 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნ--------–---–ის 1993 წლის 29 დეკემბერის N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.12.1993 წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
-2009 წლის 30 სექტემბრის ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 122);
3.1.3. 2010 წლის 24 აგვისტოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0---------------.01.5--, დაუზუსტებელი ფართობი: 131 კვ.მ, საკუთრების უფლებით 20-- წლის 13 ივნისიდან აღირიცხა ა---–----–----–---–-ს სახელზე. კერძოდ, მის საკუთრებაშია 18.90 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: 1992 წლის 20 ივნისის N2-878 პრივატიზაციის ხელშეკრულება.
2011 წლის 29 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------ს ქ-------, ს.კ. 0---------------, დაზუსტებელი ფართობი: 131.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 29 აპრილიდან აღირიცხა გ-----------------–-–---–-ს, დ----- გ--------–-–---–-ს, ი----- გ--------–-–---–-ს და მ-----–--------- სახელზე.
2011 წლის 02 ივნისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0---------------.01.5--, დაუზუსტებელი ფართობი: 131.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2011 წლის 2 ივნისიდან აღირიცხა ნ--------–---–ის სახელზე. კერძოდ, მის საკუთრებაშია 55.84 კვ.მ ფართი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: 1993 წლის 29 დეკემბრის N------ პრივატიზაციის ხელშეკრულება.
2016 წლის 15 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0---------------.01.5--, დაუზუსტებელი ფართობი: 131.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 15 დეკემბრიდან აღრიცხულია დ----- ი-–---–-- სახელზე. კერძოდ, მის საკუთრებაშია 55.84 კვ.მ ფართი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სამკვიდრო მოწმობა N1--------- დამოწმების თარიღი: 12.12.2016 წ.
2017 წლის 05 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0---------------.01.5--, დაუზუსტებელი ფართობი: 131.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2017 წლის 5 აპრილიდან აღირიცხა მ------–---–-ს სახელზე. კერძოდ, მის საკუთრებაშია 55.84 კვ.მ ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.08.2010 წ. (ს.ფ. 20);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29.04.2011 წ. (ს.ფ. 26);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 02.06.2011 წ. (ს.ფ. 22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.12.2016 წ. (ს.ფ. 134-135);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 05.04.2017 წ. (ს.ფ. 21);
3.1.4. უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტების 2011 წლის 28 მარტის ოქმის თანახმად, მ-----–--–----–---–- ადასტურებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებულ ტოპოგრაფიულ რუკაზე, ორთოფოტოზე მან დააზუსტა უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისი, თ-----------------------–-----------) ზუსტი ადგილმდებარეობა. დაზუსტებას ესწრებოდა სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტების 28.03.2011 წლის ოქმი (ს.ფ. 28);
3.1.5. 2011 წლის 31 მაისს ნ--------–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თ-----------------------------–--------, ს---–----. განცხადებას თან დაურთო: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისის N-------------03 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ--------–---–ის 2011 წლის 31 მაისის N------------ სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თ-----------------------------–--------, ს---–---- (თ----------------- 2).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 117);
- 31.05.2011 წ. განცხადება (ს.ფ. 118);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისის N-------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 116);
3.1.6. 2016 წლის 12 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დ----- ი-–---–მა, როგორც მამკვიდრებელ ნ--------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, ნებისმიერი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ნებისმიერი სამეწარმეო საზოგადოების წილი, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარსა და ნებისმიერ თანხაზე, უფლებები, რომელთა განხორცილებაც მამკვიდრებელმა ვერ მოასწრო და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ), მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში. მემკვიდრის განცხადებით, აღნიშნული სამკვიდრო ქონების ღირებულებაა ასი ათასი ლარი. მემკვიდრე უძრავ სამკვიდრო ქონებაზე იძენს საკუთრების უფლებას მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
2016 წლის 12 დეკემბერს დ----- ი-–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------. განცხადებას თან ერთვოდა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ----- ი-–---–-- 2016 წლის 12 დეკემბრის განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.12.2016 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N1-------- (ს.ფ. 128-131);
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 126);
- 12.12.2016 წ. განცხადება (ს.ფ. 127);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 133);
3.1.7. 2017 წლის 3 აპრილს დ----- ი-–---–სა (მჩუქებელი) და მ--- ი-–---–ს (დასაჩუქრებული) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, 55,84 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დაუზუსტებელი მიწის ფართობი - 131 კვ.მ, ს.კ. 0---------------.01.5-- საკუთრებაში მიიღო დასაჩუქრებულმა.
2017 წლის 3 აპრილს მ--- ი-–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0---------------.01.5--. განცხადებას თან ერთვოდა: ჩუქების ხელშეკრულება, პირადობის მოწმობის ასლები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის N--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ------–---–-ს 2017 წლის 3 აპრილის N------------ სარეგისტრაციო განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.04.2017 წ. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 138-139)
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 136);
- 03.04.2017 წ. (ს.ფ. 137);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 142);
3.1.8. ნ----------------------------–-----------------------------–---–-- 2017 წლის 11 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე 4120 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს 1960 წლიდან დღემდე ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ მ------–---–-სა და ა---–----–----–---–-ს ოჯახები. განმცხადებლები თანხმობას აცხადებენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეთ მ--- ი-–---–სა და ა---–----–----–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ----------------------------–-----------------------------–---–-- 2017 წლის 11 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 95-96);
3.1.9. 2017 წლის 19 ივლისს მ--- ი-–---–მა და ა---–----–----–---–მა განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მათ თანასაკუთრებაში 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ასევე მოითხოვეს მ------–---–-ს საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ. 0---------------.01.5--) და ა---–----–----–---–-ს ამონაწერში (ს.კ. 0---------------.01.5--) ცვლილება, კერძოდ, ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 131 კვ.მ ნაცვლად ჩაიწეროს დაზუსტებული ფართობი: 4120 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.07.2017 წ. N--------- განცხადება (ს.ფ. 53- 56);
3.1.10. 2017 წლის 24 აგვისტოს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით განხილულ იქნა N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ მიწის 131.00 კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის 4120 კვ.მ ფართობამდე გაზრდა/დაზუსტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 50);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილება (ს.ფ. 15-17);
3.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N------ წერილით მ--- ი-–---–სა და ა---–----–----–---–ს ეცნობათ, რომ მათ 19.07.2017 წ. N--------- განცხადებაზე დაწყებულია სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ. თბილისის, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0----------------ზე 131 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N--- ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის გამოც საარქივო ჩანაწერებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიაც შემდგომი რეაგირების მიზნით, რათა დოკუმენტაცია განიხილებოდეს სრულყოფილად, უნდა დადგინდეს უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N-------------03 გადაწყვეტილებით, 2017 წლის 24 აგვისტოს N------------ განცხადებაზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოსადგენია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელ ვერსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N------ წერილი (ს.ფ. 105);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N-------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 106);
3.1.12. 2017 წლის 1 სექტემბერს მ--- ი-–---–მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დამატებით წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოვლის ფურცელი (ს.ფ. 50);
3.1.13. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 სექტემბრის N-------------- გადაწვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ რომ მათი - 2017 წლის 19 ივლისის. N--------- განცხადების საფუძველზე დაწყებულია სარეგისტრაციო წარმოება (განცხადების N------------), უძრავ ნივთზე: ქალაქი თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი, N2, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოკვლევით, დაცული დოკუმენტებით და რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, ქუჩა თ-------------------- (ს.კ. 0---------------)-ში ქონება რეგისტრირებულია როგორც კერძო სახლთმფლობელობა - სრულად, შესაბამისი წილობრივი მონაცემებით და აღნიშნული ინფორმაცია გამორიცხავს სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას აღნიშნულ მისამართზე. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა/ხარვეზი და შემდგომ ს.კ. 0----------------ზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი: 131 კვ.მ. ადრესატებს ეცნობათ, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული არ არის, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, წარმოსადგენია კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე. ამასთან, გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ N----------- სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენის ან უკვე წარმოდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ სრულ - 4120 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 სექტემბრის N-------------- გადაწვეტილება (ს.ფ. 111-112);
3.1.14. 2017 წლის 13 სექტემბერს მ--- ი-–---–მა N--------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ ს.კ. 0---------------.01.5-- მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ა---–----–----–---–-ს, ხოლო ს.კ. 0---------------.01.5-- ნაკვეთზე მ------–---–-ს საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთის ფართობი მითითებულია არასწორად - 131 კვ.მ. რეალურად მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართი, შენობა-ნაგებობით არის 4120 კვ.მ. განმცხადებელმა ითხოვა დახმარება იმ საკუთხის გასარკვევად, თუ როგორ დაირეგისტრირონ აღნიშნული ნაკვეთი, რომლის ფლობაც მათ უდასტურდებათ მეზობლების მიერ გაცემული განცხადებით. განმცხადებელმა განმარტა, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობებით დოკუმენტაციის მოძიება უკვე ამოწურეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------–---–-ს 2017 წლის 13 სექტემბრის N--------- განცხადება (ს.ფ. 100);
3.1.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 114);
3.1.16. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის N------ წერილით მ--- ი-–---–ს 2017 წლის 13 სექტემბრის N--------- განცხადებაზე პასუხად ეცნობა, რომ აუდენცია გაიმართება 2017 წლის 1 ნოემბერს, 10 საათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ოქტომბრის N------ წერილი (ს.ფ. 103)
3.1.17. 2017 წლის 1 ნოემბერს მ--- ი-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ------–---–-ს 01.11.2017 წ. ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 156-157);
3.1.18. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილებით, უარი ეთქვა მ--- ი-–---–ს 2017 წლის 1 ნოემბრის N604862/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილება (ს.ფ. 15-17);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ - მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. ,,საჯარო რეესტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ეხება რეგისტრაციის ზოგად პრინციპებს და ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო თუი რა არის სარეგისტრაციო დოკუმენტი და დოკუმენტაცია განსაზღვრავს ამავე კანონის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამდენად რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ივლისს მ--- ი-–---–მა და ა---–----–----–---–მა განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მათ თანასაკუთრებაში 4120 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ასევე მოითხოვეს მ------–---–-ს საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.კ. 0---------------.01.5--) და ა---–----–----–---–-ს ამონაწერში (ს.კ. 0---------------.01.5--) ცვლილება, კერძოდ, ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი 131 კვ.მ ნაცვლად დაზუსტებული ფართობი: 4120 კვ.მ-ის მითითება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით განხილულ იქნა N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N------ წერილით მ--- ი-–---–სა და ა---–----–----–---–ს ეცნობათ, რომ მათ 2017 წლის 19 ივლისის N--------- განცხადებაზე დაწყებული იყო სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირებს, ასევე ეცნობათ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქ. თბილისის, თ-----------------------------–-----------, ს.კ. 0----------------ზე 131 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N--- ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის გამოც საარქივო ჩანაწერებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიაც შემდგომი რეაგირების მიზნით, რათა დოკუმენტაცია განიხილებოდეს სრულყოფილად, უნდა დადგინდეს უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 აგვისტოს N-------------03 გადაწყვეტილებით, 2017 წლის 24 აგვისტოს N------------ განცხადებაზე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელ ვერსია.
დადგენილია, რომ, 2017 წლის 1 სექტემბერს მ--- ი-–---–მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე დამატებით წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 სექტემბრის N-------------- გადაწვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ რომ მათი - 2017 წლის 19 ივლისის N--------- განცხადების საფუძველზე დაწყებულია სარეგისტრაციო წარმოება (განცხადების N------------), უძრავ ნივთზე: ქალაქი თბილისი, თ---------------------------ს შესახვევი, N2, 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოკვლევით, დაცული დოკუმენტებით და რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისი, ქუჩა თ-------------------- (ს.კ. 0---------------)-ში ქონება რეგისტრირებულია როგორც კერძო სახლთმფლობელობა - სრულად, შესაბამისი წილობრივი მონაცემებით და აღნიშნული ინფორმაცია გამორიცხავს სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას აღნიშნულ მისამართზე. ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა/ხარვეზი და შემდგომ ს.კ. 0----------------ზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობი: 131 კვ.მ. დაინტერესებულ პირებს ასევე ეცნობათ, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული არ არის, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, წარმოსადგენია კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე. ამასთან, გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ N----------- სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარმოდგენის ან უკვე წარმოდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ სრულ - 4120 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე უფლებათა როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' საქართველოს კანონს, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო პროექტმა მოიცვა ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად. კანონის მიზანია დაინტერესებულ მხარეს გაუმარტივდეს რეგისტრაციასთან დაკაშირებული პროცედურები და ადმინისტრაციულ ორგანოს უწესებს გარკვეული სახის უფლებამოსილება/ვალდებულებას, რომლითაც მოხდება კანონის მიზნის აღსრულება და საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
სასამართლო მიუთითებს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე) არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; აღნიშნული ასევე განმარტებულია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტით.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე’’, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამ წესის N1 დანართის მე-4 მუხლის და მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან); სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი, ნომერი).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 1992 წლის 20 ივნისს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 103-ე სსუ-ს წარმომადგენელსა და ა---–----–----–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის I პუნქტის თანახმად, ა---–----–----–---–ს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თ----------------------------–-----------. II პუნქტის თანახმად, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არის ერთოთახიანი, საცხოვრებელი ფართი.
დადგენილია, რომ 1993 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისის ს------------------------ე საბინაო საექსპლუატაციო კომისიასა და ნ--------–---–ს შორის დაიდო N---- ხელშეკრულება, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნ--------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ს------------------------ე საბინაო საექსპლუატაციო კომისიის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, თ----------------------------–--------- ს---–----. მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გასასხვისებელი ბინა არის ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართით 40 კვ.მ, საერთო ფართია 55,84 კვ.მ.
2009 წლის 30 სექტემბრის ცნობა-დახასიათების საფუძველზე ირკვევა, რომ თ----------------------------–--------- ს---–-----სი (თ--------------------) 131 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ნ--------–---–ის 1993 წლის 29 დეკემბერის N------ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული საცხოვრებელი ფართი, ხოლო ქ. თბილისში, სამგორის მე-4 შესახვევში მდებარე N2 სახლი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული არ არის.
დადგენილია, რომ 2011 წლის 31 მაისს ნ--------–---–მა N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თ-----------------------------–--------, ს---–----. განცხადებას თან დაურთო: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისის N-------------03 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დაკმაყოფილდა ნ--------–---–ის 2011 წლის 31 მაისის N------------ სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თ-----------------------------–--------, სახლი 2 (თ----------------- 2).
6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 8 სექტემბერს მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა, რომ ქ. თბილისი, თეთრიხევის ჰესის ქ--------ზე (ს.კ. N0---------------) რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი, როგორც სახლთმფლობელობა, სრულად, შესაბამისი წილობრივი მონაცემებით. ამასთან, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირებს აცნობა, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისი, თ----------------------------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული არ არის, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად წარსადგენი იყო კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე. ამასთან, გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ N----------- სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა მხოლოდ შენობის განაშენიანების ფართობზე კორექტირებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენის ან უკვე წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ სრულ - 4120 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. დადგენილია ასევე, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულ პირს არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია, კერძოდ მოსარჩელეებს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენიათ არც კორექტირებული აზომვითი ნახაზი და არც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის საფუძველი იქნებოდა, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N--------------- და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა, ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ოქტომბერის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N------ადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------–---–-ს და ა---–----–----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი