განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100119002915351
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

A

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ნ-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ-------ს ძე კ-------ა,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------9, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ-–----–----–-- გამზ. კორპ. #-- , ბინა #2--–--

 

ადვოლატი- ზ------ თ------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 25 იანვრიდან, 2019 წლის 8 თებერვლამდე დროის მონაკვეთში, გ------- კ-------ა სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს - ნ--–---- ჩ--–----–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია. ხოლო, 2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, გ------- კ-------ა იმყოფებოდა მისამართზე - თ---–---- ნ--–------ ქუჩა, კორპ. #--, ბინა#---–-, რა დროსაც დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ--–---- ჩ--–----–---–ს. აღნიშნული ქმედებით ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- კ-------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ--–---- ჩ--–----–---–ის და მოწმეების - გ------- კ-------ის, ა-–---- ქ-------ს, მ------ მ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სოციალური ქსელის ,,სქრინშოთებს", 2018 წლის 25 დეკემბრის და 2019 წლის 9 თებერვლის შემაკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ბრალდების მხარის მტკიცებულების თანახმად, მოცემული საქმიდან - პროკურორის დადგენილების საფუძველზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე გ------- კ-------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. სამართლებრივი საფუძველი: გამოკითხვის დროს გ------- კ-------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 8 თებერვალს ნ--–---- ჩ--–----–---–მა მიაყენა დაზიანებები მარჯვენა თვალის არესთან და გამოძიებას წარუდგინა სამედიცინო შემოწმების ბარათი.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- კ-------ას მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე გაცხადებული ინფორმაციით (გამოკითხვის ოქმით) და თავად ბრალდებულისვე განმარტებებით სასამართლო სხდომაზე - დადგენილია, რომ ბრალდებულ გ------- კ-------ასა და დაზარალებულ ნ--–---- ჩ--–----–---–ს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვებოდა მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით ასევე დგინდება, რომ ნ--–---- ჩ--–----–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე 2018 წლის 25 დეკემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერით განსაზღვრული ვადის ამოწურვისთანავე 2019 წლის 25 იანვრიდან, 8 თებერვლის ჩათვლით გ.კ-------ა ინტენსიურად განაგრძობდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მსხვერპლზე, ეჭვიანობდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ნ.ჩ--–----–---–ს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში იწვევდა ტანჯვას.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ გ------- კ-------ას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა დანის დემონსტრირებით დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ყოფილი მეუღლეები.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.5. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- კ-------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- კ-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა - დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალის აღიარებას) და ჯანმრთელობის მდგომარეობას (შაქრიანი დიაბეტი ტიპი I, ინსულინდამოკიდებული) სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის ზომის და არა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენების თვალსაზრისით, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს, ვინაიდან შემამსუბუქებელ გარემოებებს მნიშვნელოვნად გადაწონის დამამძიმებელი გარემოებები: როგორიცაა დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში 2018 წლის 25 დეკემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----. შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ------- კ-------ას აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გაიცა ერთი თვის ვადით. ორდერით განსაზღვრული დროის ამოწურვიდან მალევე, ბრალდებულმა კვალავაც გააგრძელა მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ჩაიდინა მუქარაც, ამრიგად დანაშაულის პრევენციისთვის გათვლილი შემზღუდველი ღონისძიება გ.კ-------ასთვის არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის იზოლაციით (თავისუფლების აღკვეთით) უნდა მოხდეს მოძალადის ქმედებების შეკავება, დამნაშავის სამომავლო დანაშაულებრივ ქმედებათა კერძო პრევენცია და თვითშეგნების ამაღლება.

 

5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გ------- კ-------ას დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან უფრო მსუბუქი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ იქნება ადეკვატური და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამიმდინარე. ამავე დროს, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა - შაქრიანი დიაბეტის ტიპი I, ინსულინდამოკიდებულება, რის გამოც დანაშაულთა ერობლიობით საბოლოოდ განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

2. გ------- კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- კ-------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ------- კ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 თებერვლიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა