განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
330100119002906134
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ჟ----–---–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- მ--–-----ს ძე ა-----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 9-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ზ------- ქ.#4--–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 4 თებერვლის და 10 თებერვლის ეპიზოდები)

 

ადვოკატი - რ---–---- ვ-------–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, თ---–--–-- ზ------- ქ.#4--–-, ეჭვიანობის ნიადაგზე გ---- ა-----–---–მა მეუღლეს - თ------- ჭ----------ეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე მარცხენა მხარზე ძლიერად მოუჭირა ხელი, დაზიანება მიაყენა ყელის არეში (ნაკაწრის სახით) და მოქაჩა თმებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ------- ჭ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ---–--–-- ვ---------–---, I---რ-ნი, კორპ.#-, ბინა #---ში ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის დროს გ---- ა-----–---–მა მეუღლეს - თ------- ჭ----------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ფიზიკური ძალადობის შედეგად თ------- ჭ----------ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ---- ა-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ------- ჭ----------ის, მოწმეების - მ------- ე---–----–---–ის, ლ--–- გ------ის, გ------- ტ----–---–ის და თავად გ---- ა-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, გარეგნული დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ---- ა-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა (2019 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი)

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. თბილისის გ-–-----------–------ს პოლიციის განყოფილებაში სსიპ ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ,,112-ს“ მიაწოდა დაზარალებულმა თ------- ჭ----------ემ. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ მეუღლემ გ------- ა-----–---–მა თ---–--–-- ზ------- ქ.#4--–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.5. მსხვერპლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა გ--–- ხ------ამ გამოკითხა მსხვერპლი თ------- ჭ----------ე, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია.

 

2.6. დაზარალებულ თ------- ჭ----------ის 10.02.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2018 წლის 3 მარტიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ---- ა-----–---–თან. ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი. ერთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ხშირი იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტი, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გ---- ა-----–---–ი ხშირად აყენებდა თ. ჭ----------ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, კონფლიქტის მიზეზი იყო გ---- ა-----–---–ის მხრიდან უსაფუძვლო ეჭვიანობა. ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო დაზარალებული თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა. 2019 წლის 10 თებერვალს, თ------- ჭ----------ე იმყოფებოდა მეუღლის სახლში, თ---–--–-- ზ------- ქ.#4--–-. ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს გ---- ა-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერძოდ, ხელი დაარტყა სახისა და თავის მიდამოში ძლიერად, ასევე ხელებით ძლიერად მოქაჩა თმები, ფიზიკური ძალადობის გამო თ. ჭ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მიიღო დაზიანება მხარისა და ყელის მიდამოში. კონფლიქტი განეიტრალდა დედამთილის მ------- ე---–----–---–ის უშუალო ჩარევით, რომელმაც შეძლო მოძალადის მისგან განრიდება, რის შემდეგაც თ. ჭ----------ემ დარეკა 112-ში და პოლიციას შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ.

 

2.7. დაზარალებულ თ------- ჭ----------ის გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელმა გ--–- ხ------ამ მობილური ტელეფონის საშუალებით მოახდინა თ------- ჭ----------ის სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში მიღებული დაზიანებების ფოტოგრაფირება (გარეგნული დათვალიერების ოქმი). საქმეზე დართული ფოტოსურათებით ნათლად ჩანს დაზარალებულის სხეულზე, კერძოდ, სახის, ყელის და მხრის მიდამოში ფიზიკური ძალადობის ობიექტური ნიშნები.

 

2.8. მოწმის მ------- ე---–----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2019 წლის 10 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა სახლში, თ---–--–-- ზ------- ქ.#4--–-. ეზოში შემოესმა რძლის თ------- ჭ----------ის კივილის ხმა, შევიდა საძინებელ ოთახში და დაინახა, რომ გ---- ა-----–---–ს ხელში ეჭირა მეუღლის თ------- ჭ----------ის თმა და ექაჩებოდა. მ------- ე---–----–---–ი მივიდა გ---- ა-----–---–თან და გააშვებინა ხელი თ-------ის თმიდან. მომხდარი ძალადობის გამო თ------- ჭ----------ემ დარეკა ,,112-ში და გამოიძახა პოლიცია. პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით სახლში დააკავა გ---- ა-----–---–ი.

 

2.9. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 11 თებერვალს, 02:13 საათზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თ---–--–-- ზ------- ქ.#4--–- დაკავებული იქნა გ---- ა-----–---–ი.

 

ოჯახში ძალადობა (2019 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი)

 

2.10. დაზარალებულ თ------- ჭ----------ის 10.02.2019 წ. გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, 2019 წლის 4 თებერვალს, თ------- ჭ----------ე იმყოფებოდა მშობლების სახლში: თ---–--–-- ვ---------–---, I---რ-ნი, კორპ.#-, ბინა #---ში. გ---- ა-----–---–მა უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------- ჭ----------ეს. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,... გ---- კვლავ შემოვიდა ჩემთან კონფლიქტში, მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფიზიკურად იძალადა ჩემზე, დამარტყა ხელი მარჯვენა თვალის მიდამოში, რა დროსაც მე მივიღე დაზიანება. კერძოდ, ჩამილურჯდა მარჯვენა თვალი და დარტყმის დროს განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე მარჯვენა მხარზე ხელით დამარტყა ძლიერად და მომაყენა დაზიანება, ამჟამადაც მეტყობა სილურჯე. როდესაც ჩემი მეუღლე მცემდა, მე ვტიროდი და ხმამაღლა ვღრიალებდი. აღნიშნულ ხმაზე ჩემთან სახლში ჩამოვიდა ჩემი მეზობელი მეცხრე სართულზე მცხოვრები ხანში შესული ქალბატონი ო----–--, რომლის გვარი არ ვიცი და რომ დამინახა მარჯვენა თვალის მიდამოში მქონდა დაზიანება მამშვიდებდა, რის შემდეგაც ჩემი მეუღლე წავიდა სახლიდან, ხოლო მოგვიანებით როდესაც სახლში მოვიდნენ დედაჩემი და დეიდა ე-–---- გ------ი მათაც დაინახეს, რომ მე მარჯვენა თვალის მიდამოში მქონდა დაზიანება...“.

 

2.11. მოწმე ლ--–- გ------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს, სახლში მისულს შვილი თ------- ჭ----------ე დახვდა ნაცემი, მარჯვენა თვალის მიდამო ჰქონდა დალურჯებული, ასევე დაზიანებები მიღებული ჰქონდა სხეულის არეშიც. თ------- ჭ----------ემ დედას უთხრა, რომ სცემა მეუღლემ. მოწმის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თ------- ჭ----------ეს და გ---- ა-----–---–ს ერთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად ჰქონდათ ოჯახში კონფლიქტი, კონფლიქტის მიზეზი იყო გ---- ა-----–---–ის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და მეუღლის მიმართ უმიზეზო ეჭვიანობა. ოჯახში ხშირი კამათის და დაძაბულობის გამო თ------- ჭ----------ეს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა.

 

2.12. ბრალდებულმა გ---- ა-----–---–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის ორივე ეპიზოდის ჩადენა.

 

2.13.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა გ---- ა-----–---–მა 2019 წლის 4 თებერვალს და 10 თებერვალს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ------- ჭ----------ეზე, ძალადობის ორივე ეპიზოდში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.14. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ---- ა-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ---- ა-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 4 თებერვლის და 10 თებერვლის ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---- ა-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, მოტივი, მასშტაბი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა არაერთხელ - ჩადენილია 2 ეპიზოდით გათვალისწინებული ქმედება, ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ბრალდებულის და დაზარალებულის თანაცხოვრება არცთუ დიდ დროს ითვლის, დაახლოებით 1 წელი, ბრალდებულმა დროის ამ მცირე მონაკვეთში ორჯერ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. თითოეული ძალადობა მისი ხერხის გათვალისწინებით იყო მასშტაბური, მოძალადე მსხვერპლს დაზიანებებს აყენებდა მრავალჯერადი დარტყმით სხეულის სხვადასხვა მიდამოში რაც ნათლად ჩანს თ------- ჭ----------ის სხეულის გარეგნული დათვალიერების ფოტოსურათებში. საყურადღებოა, რომ დანაშაულის ორივე შემთხვევის დროს ძალადობა შეწყდა მესამე პირების აქტიური ჩარევით - 4 თებერვლის ეპიზოდში ჩაერთო მეზობელი, ხოლო 10 თებერვლის ეპიზოდში ბრალდებულის დედა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე - მოწმის ლ--–- გ------ის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, ოჯახში არსებული ხშირი კონფლიქტის გამო, რაც გამოწვეული იყო მოძალადის უსაფუძვლო ეჭვიანობით, - დაძაბულობის ფონმა დააჩქარა მსხვერპლის ფიზიოლოგიური მშობიარობის პროცესი (ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილის ჯანმრთელობის პრობლემები). ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის მოტივზე, უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის დაცვის მხარის შესავალი და დასკვნითი სიტყვებით დასტურდება, რომ ფიზიკური ძალადობის მოტივს წარმოადგენს ეჭვიანობა, ლ. გ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, გარდა უსაფუძვლო ეჭვიანობისა, ძალადობის მიზეზი იყო მოძალადის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, დასახელებული ორი მოტივი სასამართლოს შეფასებით ზრდის სამომავლოდ ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს, რის გამოც არასაპატიმრო სასჯელის: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის განსაზღვრა, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს, ვერ შეამცირებს დანაშაულის განმეორების რისკს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ძალადობის მასშტაბის, ხერხის, ინტენსივობის და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გ---- ა-----–---–ის იზოლაცია ოჯახისგან და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში არ გააგრძელოს ოჯახში ძალადობა.

 

5.4. პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ გარემოებებს: ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარებას (დიაგნოზი: პილონიდური კისტა) რაც გარკვეულწილად აისახება სასჯელის ზომაზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - გ---- ა-----–---–ის დადებით დახასიათებას (3 დახასიათება) სასამართლო აფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად და მიიჩნევს, რომ დახასიათება არ უნდა იქნას მხედველობაში მიღებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხერხის, განზრახვის, ბრალდებულის ძალადობრივი პორტრეტის მხედველობაში მიღებით, თითოეული ეს კომპონენტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება გ---- ა-----–---–ის დახასიათებას, რომ იგი არის ,,რაღაც გაუგებრობის მსხვერპლი, უკეთილშობილესი, უაღრესად წესიერი ადამიანი“.

 

5.5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გ---- ა-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ---- ა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

2. გ---- ა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ---- ა-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ---- ა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 თებერვლიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა