განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - თ-------- ტ----–--ის,ადვოკატ - კ------- ჯ--–----ის,ბრალდებულ - გ------- წ-–--–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- წ-–--–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ვ---------–ის მ---------ი, მ-------------–ი, კორპუსი №-, ბინა №---ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- წ-–--–-–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე მუქარა (ორი ეპიზოდი), ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 7 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №-, ბინა №--ის შესასვლელ კართან გ------- წ-–--–-–---–მა მ------ ა--------ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, მათ გადაინაცვლეს ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც გ------- წ-–--–-–---–მა მ------ ა--------ს კვლავ დაარტყა ხელი სახის არეში ერთხელ, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, გ------- წ-–--–-–---–ი მ------ ა--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე იმავე დღეს ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №-, ბინა №--ში მყოფ მ------ ა--------ის, ნ---- ტ----------ის, ნ--- ხ----ის, მ------ კ------–---–ის და თ-----ი პ-----–---–ის მიმართ გ------- წ-–--–-–---–მა სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ გ------- წ-–--–-–---–ი დაემუქრა აღნიშნულ პირებს, რომ გაუხვრიტავდა ყველას შუბლს და შეაგდებდა ლიმონკებს, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა გ------- წ-–--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, გ------- წ-–--–-–---–მა დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2019 წლის 7 თებერვალს, 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №-, ბინა №--ის შესასვლელ კართან გ------- წ-–--–-–---–მა მ------ ა--------ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, მათ გადაინაცვლეს ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც გ------- წ-–--–-–---–მა მ------ ა--------ს კვლავ დაარტყა ხელი სახის არეში ერთხელ, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, გ------- წ-–--–-–---–ი მ------ ა--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე იმავე დღეს ვ---------–ის მ---------ი, მ--- კვარტალი, კორპუსი №-, ბინა №--ში მყოფ მ------ ა--------ის, ნ---- ტ----------ის, ნ--- ხ----ის, მ------ კ------–---–ის და თ-----ი პ-----–---–ის მიმართ გ------- წ-–--–-–---–მა სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ გ------- წ-–--–-–---–ი დაემუქრა აღნიშნულ პირებს, რომ გაუხვრიტავდა ყველას შუბლს და შეაგდებდა ლიმონკებს, რითაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების მ------ ა--------ის, ნ---- ტ----------ის, ნ--- ხ----ის, მ------ კ------–---–ის, თ----- პ-----–---–ის, ლ--- დ------–---–ის და გ------- წ-–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, დათვალიერების ოქმით, ნივტიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დადგენილებებით დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა გ------- წ-–--–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------- წ-–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ გ------- წ-–--–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ გ------- წ-–--–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- წ-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------ ა--------ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------ ა--------ის, ნ---- ტ----------ის, ნ--- ხ----ის, მ------ კ------–---–ის და თ-----ი პ-----–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------ ა--------ის ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------ ა--------ის, ნ---- ტ----------ის, ნ--- ხ----ის, მ------ კ------–---–ის და თ-----ი პ-----–---–ის ეპიზოდი) ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- წ-–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
2. გ------- წ-–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გ------- წ-–--–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 14 თებერვლიდან 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
4. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);
5. ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი