განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002956478
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/236-19 14 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი კ----------------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული პა-------–-------------------------------------–-------–-–---------–----------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-----------------------–----------–-----–----------–-----------–----–--------------------------------------------------------------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
პ---------------მ, რომელსაც 2019 წლის 8-------ს N------ და N------ შემაკავებელი ორდერების საფუძველზე 30 დღით აეკრძალა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ-----------ს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დაარღვია აღნიშნული შემაკავებელი ორდერების მოთხოვნები და 2019 წლის 1--------- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა ქ. ფ--------------------------------–- მდებარე ნ-----------ს საცხოვრებლ ბინაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოწმეების: ნ-----------ს, პ---------------ს, ნ--------------ს გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული პ--------------- და დაზარალებული შემაკავებელი ორდერის გამოწერამდე ცხოვრობდნენ ერთად, ჰყავთ საერთო შვილი.
2.2 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
შემაკავებელი ორდერის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ნ-----------ს, ნ--------------ს, ლ-------------ს, ი-----------–--–---ს, გ--------–-----–--ს, გ-------------–---–-ს, შ--–---------–--ს და ი-–-----------ს გამოკითხვის ოქმებით, N------- და N------ შემკავებელი ორდერებით დადგენილია, ბრალდებულ პ---------------ს მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობს მსხვერპლი - ნ-----------, ასვე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ის, რომ ბრალდებულმა დარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: ნ-----------ს, ნ--------------ს, ლ-------------ს, ი-----------–--–---ს, გ--------–-----–--ს, გ-------------–---–-ს, შ--–---------–--ს და ი-–-----------ს გამოკითხვის ოქმებით, N------- და N------ შემკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 3811- ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევისთვის.
საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პ---------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც პ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება დაზარალებულის თხოვნით, ჰ----------------------------––-–-------–---–----------–--–------------------------------
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, პ---------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (დაზარალებულისთვის ანგარიშის გაწევა), მიზანს (დაზარალებულთან ყოფნის სურვილი), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოვალეობების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას მისვლა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულთან სიტყვიერი შელაპარაკება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰ------------------------------–--–---–-, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში არსებული ვითარების, დაზარალებულთან შერიგების, ოჯახის ფიზიკური შრომით რჩენის მხედველობაში მიღებით, ბრალდებულს უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი. სასამართლო აქვე მსჯელობს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შეუძლებლობაზე და განმარტავს, რომ ბრალდებული ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიმართ დაუშვებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს და ისინი ისევ ერთად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ ჰყავთ საერთო ავადმყოფი შვილი, რომელსაც სჭირდება მამის მზრუნველობა, სასაჯელის სახედ ბრალდებულს უნდა განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარეგბლო შრომა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულს აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, ჰ------------------------------–--–---–-, ამსათანავე პ---------------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ ჯერ კიდევ არ არის გადახდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულს არ გააჩნია ჯარიმის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.
მსჯავრდებულისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია