გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1878-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მაისი,2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - კო-- ხრ-----–-
წარმომადგენელი - მა---- ად--–---–-
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ეკ- მე----–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნო--, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „კო-- ხრ-----–-სთვის 2013 წლის 01----------- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის და მოსარჩელე კო-- ხრ-----–-სთვის 2013 წლის 01----------- დევნილის სტატუსის მინიჭების თაო--ზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კ-ნონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კ-ნონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო აქტი გამოცემულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კ-ნონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 22 მაისს, მოსარჩელე კო-- ხრ-----–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანებით, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის N0---------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
2013 წლის 22 მაისამდე, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს არ მიუმართავს განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნო-- სასამართლო:
- კო-- ხრ-----–-ს 2013 წლის 22 მ----- განცხადება (ს.ფ. 58);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანება (ს.ფ. 66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. 2018 წლის 05 ნოემბერს, მოსარჩელე კო-- ხრ-----–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თარიღში ცვლილების შეტანა და ნაცვლად 2013 წლის 23 ოქტომბრისა, 2013 წლის მ----- თვის მითითება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზემოთ მითითებული წერილის პასუხად, მოსარჩელეს ეცნო--, რომ არ არსებობდა მის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭების თარიღად ვერ განისაზღვრებოდა 2013 წლის 1----------- პერიოდი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნო-- სასამართლო:
- კო-- ხრ-----–-ს 2018 წლის 05 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 56);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კო-- ხრ-----–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კ-ნონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეო--თა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კ-ნონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კ-ნონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კ-ნონმდებლობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის „კო-- ხრ-----–-სთვის 2013 წლის 01----------- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №------- აქტს. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისო-- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონისა და სხვა საკ-ნონმდებლო თუ კ-ნონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კ-ნონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის - კო-- ხრ-----–-ს მოთხოვნა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და მისთვის 2013 წლის 01----------- დევნილის სტატუსის მინიჭების თაო--ზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კ-ნონმდებლობით წარმოეშო-- მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკ-ზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, კ-ნონით განსაზღვრული ფინანსური და მატერიალური სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც ამ სტატუსის მქონე პირს წარმოეშო--, პირის საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკ-ციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კ-ნონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკ-ნონმდებლო და კ-ნონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კ-ნონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელო--ს ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონის მე-8 მუხლი ადგენს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ამ კ-ნონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კ-ნონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. მე-2 ნაწილის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაო--ზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. მე-3 ნაწილის თანახმად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმო--. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მიღების უფლება პირის ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც სათანადო განცხადების წარდგენით რეალიზდება, ხოლო აღნიშნული სტატუსის მინიჭების უფლებამოსილება, სადავო პერიოდში მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 22 მაისს, მოსარჩელე კო-- ხრ-----–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.
საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანებით, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის N0---------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ამასთან, 2013 წლის 22 მაისამდე, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს არ მიუმართავს განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, მოსარჩელე კო-- ხრ-----–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თარიღში ცვლილების შეტანა და ნაცვლად 2013 წლის 23 ოქტომბრისა, 2013 წლის მ----- თვის მითითება.
საქმეში წარმოდგენილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ზემოთ მითითებული წერილის პასუხად, მოსარჩელეს ეცნო--, რომ არ არსებობდა მის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭების თარიღად ვერ განისაზღვრებოდა 2013 წლის 1----------- პერიოდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირისათვის ლტოლვილის სტატუსის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, პირისათვის მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და პირო--, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვაა. მითითებულმა კ-ნონმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭება იმპერატიულად დაუკ-ვშირა უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი განცხადებით მიმართვის დროს მიუხედავად იმისა, თუ როდის არის წარმოშობილი დევნილად რეგისტრაციის საფუძველი. უფლების განხორციელება დამოკიდებულია მისი მფლობელის ნებაზე. შესაბამისად, პირის უფლება დევნილის სტატუსით სარგებლო--ზე წარმოიშო--, პირის მიერ შესაბამისი განცხადებით და საჭირო დოკუმენტებით, კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მოსარჩელე კ-ხა ხრ-----–მა მისი კ-ნონიერი უფლების, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის რეალიზაციის მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს პირველად მიმართა 2013 წლის 22 მაისს განცხადებით, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა და მოსარჩელეს კ-ნონით დადგენილი წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანებით, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის N0---------- მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ამასთან, მის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა 2013 წლის 23 ოქტომბრის N5-- ბრძანება სტატუსის მინიჭების თაო--ზე, შესაბამისად მითითებული გადაწყვეტილა სადავოდ არ გამხდარა. მოსარჩელე მხარის განმარტება, იმასთან დაკ-ვშირებით, რომ მას დევნილის სტატუსი ჯერ კიდევ 2--- წელს წარმოეშვა მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, როგორც აღინიშნა დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის კ-ნონით განსაზღვრული საფუძვლის არსებო--სთან ერთად იმპერატიულად არის განსაზღვრული უფლების მქონე პირის ნების გამოვლენა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც მხარის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეო--თა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კ-ნონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამრიგად, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს ზემოთ აღნიშნული აქტებით, გარანტირებული ჰქონდა უფლება, კ-ნონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნო-- მოეთხოვა, რომლითაც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კ-ნონიერებაზე და იგი ბათილად არ არის ცნობილი, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირო--, მის საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები სასამართლომ, მოცემული დავის განხილვის ფარგლებში ცნოს უკ-ნონოდ და დაავალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კო-- ხრ-----–-სათვის 2013 წლის 01----------- დევნილის სტატუსის მინიჭების თაო--ზე.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კ-ნონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კ-ნონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კ-ნონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კ-ნონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კ-ნონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კ-ნონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკ-ვშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კ-ნონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კ-ნონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკ-ნონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კ-ნონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კ-ნონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკ-ვშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კ-ნონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგო--ში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კ-ნონიერად არის მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის თაო--ზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკ-ვშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელე კო-- ხრ-----–-ს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კ-ნონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კო-- ხრ-----–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. მოსარჩელე კო-- ხრ-----–ს დაუბრუნდეს მის მიერ, 2019 წლის 14 მარტის №- საგადახდო დავალებების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი ლარი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რო--ქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი