განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
180100119002850006
დავის ტიპი
179 3 ბ
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/39-19 22 აპრილი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №02----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---- ცი-–--ე;

 

დაცვის მხარე - მ------- მი---–--ე

 

ბრალდებული - დ----- ხ----ს ძე ჟი–--–---–ი (დაბადებული 19-- წლის 16 ნ------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო-სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: დაბა ჟ----ლი კორპ. N6, ბინა N19, ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–---ის რაიონის სოფელ ა---------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე, დ--–---ის რაიონის სოფელ ხ-----ში, დანით შეიარაღებული დ----- ჟი–--–---–ი, ყაჩაღურად თავს დაესხა ს-----ა წ---–-ურს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ყელის გამოჭრით და მოსთხოვა ფული. ს-----ა წ---–-ურს შეეშინდა თავდამსხმელის, ტანსაცმლის ჯიბიდან ამოიღო 9000 (ცხრა ათასი) ლარი და მისცა მას, რასაც დ----- ჟი–--–---–ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დ----- ჟი–--–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა, მოინანია და ითხოვა პატიება. ბრალდებულის ჩვენებით, მას წინასწარ არ ჰქონდა დაგეგმილი დანაშულის ჩადენა. ის წარსულში ცხოვრობდა პატიოსნად, არასოდეს არ ჩაუდენია კანონის საწინააღმდეგო მოქმედება, მაგრამ მძიმე მატერიალური ოჯახური მდგომარეობის გამო მას მოუხდა აღნიშნული შემთხვევა, რასაც ძალიან განიცდის. მასზე იყო ოჯახის ყველა წევრი დამოკიდებული, ოჯახში არც ის და არც სხვა წევრი არ მუშაობდა. მას ჰყავს ერთი წლის და ოთხი თვის მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, ორი არასრულწოვანი ძმა, დედა, ხოლო მამა დაღული ჰყავს. მისი ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას. მას დაზარალებულთან, ს-----ა წ---–-ურთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მის ხელშია გაზრდილი, ყველაფერში ეხმარებოდა. ორი კვირით ადრე მივიდა დაზარალებულთან ფულის სასესხებლად, მაგრამ მან ფული არ ასესხა. მართალია, მომხდარი დანაშაულის შემდეგ ის ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, რა დროსაც დააკავეს, მაგრამ ის ფიქროდა არა მიმალვას, არამედ მანქანის ყიდვას, რათა შემდეგ წართმეული თანხა ისევ დაებრუნებინა დაზარალებულისათვის. მან დაკავების პირველი დღიდანვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. დაზარალებულ ს-----ა წ---–-ურისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად ანაზღაურებული აქვს, შერიგებულები არიან, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათები.

2.2. დაზარალებულ ს-----ა წ---–-ურის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 სექტემბერს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში დ--–---ის რაიონის სოფელ ხ-----ში, ღამით, სანამ დაიძინებდა ეზოს მხრიდან შემოესმა ძაღლის ყეფის ხმა, რა დროსაც გაიგო კარის შემოღების ხმა, იგი საწოლიდან წამოდგა და აიღო ფანარი, რომელიც იქვე საწოლის გვერდით ღუმელზე ედო. მან ამ დროს დაინახა, რომ სახლში შემოსული იყო გამხდარი, მაღალი მამაკაცი, რომელსაც პირზე ჰქონდა აფარებული ნაჭერი. მან ს-----ა წ---–-ურს ხელიდან წაართვა ფანარი და მიანათა თვალებში. იმ პიროვნებამ ს-----ას უთხრა, თუ სად ჰქონდა ფული შენახული, მისთვის მიეცა. იმ დროს, როდესაც ის ფანარს ანათებდა და თან ხელს ამოძრავებდა, დაზარალებულმა დაუნახა მარცხენა ხელში დანა. მის მოთხოვნაზე, რომ ფული მიეცა, მან უარით უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა. მან თავში ჩაარტყა ერთხელ ძლიერად ხელი ს-----ა წ---–-ურს და დარტყმის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი, მაგრამ ს-----ა წ---–-ურს გონება არ დაუკარგავს. აღნიშნულმა პიროვნებამ აგრესიული ტონით, მუქარით კიდევ გაუმეორა, რომ ყელს გამოჭრიდა დანით, თუ ფულს არ მისცემდა. ს-----ა წ---–-ურმა მას კვლავ უარით უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა ფული, რის შემდეგაც დანით შეირაღებულმა პიროვნებამ მეორედ ჩაარტყა მუშტი თავში და მარცხენა მხარეს გვერდის არეში მიარტყა ძლიერად ხელი და უთხრა: ,,მაშ, აქ რა გიდევს, დროზე ამოიღე ფული და მომეციო“. ს-----ა წ---–-ური შეშინდა, რომ მართლა არაფერი დაეშავებინა მისთვის და ამოიღო ფული, რომელიც მართლაც შენახული ჰქონდა ტანსაცმლის შიგნით, მარცხენა მხარეს, ხელით შეკერილ პატარა ზომის ნაჭრის ჯიბეში, რომელიც თასმით ჰქონდა ტანზე შემოხვეული და გადასცა მთლიანად, აღნიშნული თანხა შეადგენდა 9 000 (ცხრა ათას) ლარს. აღნიშნულის შემდეგ, ხსენებული პიროვნება გავიდა სახლიდან. მან ფულის გამტაცებელი ამოიცნო ხმით და განმარტა, რომ იგი იყო მისს მეზობლად მცხოვრები ს----- ჟი–--–---–ის შვილიშვილი, სოფელ ა---------ში მცხოვრები დ----- ჟი–--–---–ი. მანვე განმარტა, რომ ხმაზე იმიტომ იცნო, რომ მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინაც ასესხა 1500 ლარი და დაახლოებით ორი კვირის წინ აღნიშნულ ფაქტამდე იყო მისული ფულის სასესხებლად, რომელმაც კიდევ სთხოვა ფული, მაგრამ აღარ მისცა, ვინაიდან მანამდე ნასესხები ვალი არ ჰქონდა დაბრუნებული. ს-----ა წ---–-ურმა აჩვენა, რომ დ----- ჟი–--–---–ი ამოიცნო ფიზიკური აღნაგობითაც, რომელიც არის გამხდარი და მაღალი. ს-----ა წ--–-----მა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც 2018 წლის მარტის თვეში დ----- ჟი–--–---–ს ასესხა 1500 ლარი, მან დაინახა, რომ ფული ამოიღო ტანსაცმლის შიგნით თასმით ტანზე დამაგრებული ჯიბიდან და როდესაც გადაუთვალა აღნიშნული თანხა, დ----- ჟი–--–---–მა დაინახა, თუ როგორ შეინახა ისევ მარცხენა გვერდში ტანსაცმლის შიგნით ჯიბეში დარჩენილი თანხა. მანვე მიუთითა, რომ დ----- ჟი–--–---–ის გარდა არავინ არ იცოდა აღნიშნული ფულის შესახებ, ვინაიდან როდესაც ასესხა თანხა, მხოლოდ მან დაინახა, თუ საიდან ამოიღო ფული. ს-----ა წ--–-----მა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული თანხა ჰქონდა წლების განმავლობაში პენსიით და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყიდვის შედეგად დაგროვებული.

2.3. მოწმე ი---- ფი–---–აურის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგებულია, რომ იგი მუშაობს შსს დ--–---ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. მან აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა დ----- ჟი–--–---–ი ბრალდებულის სახით და გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, ასევე გამოკითხვა სხვა პირები.

2.4. მოწმე გ--–- წ---–-ურის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს დილით დაახლოებით 8 საათზე მასთან სახლში მივიდა მისი ნათესავი ს-----ა წ---–-ური, რომელმაც თხოვა დახმარება და უამბო, რომ წუხელ ღამით დაახლოებით თორმეტის ნახევარზე დააყაჩაღეს და წაართვეს 9 000 ლარი. გ--–- წ---–-ური დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დელატურად გამოკითხა ს-----ა წ---–-ური, რომელმაც მოუყვა, რომ გვიან ღამით თორმეტის ნახევარზე მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სახეში ფანარი მიანათა, თავში ორჯერ ჩაარტყა მუშტი და დანით დაემუქრა მას, რომ ყელს გამოჭრიდა, თუ ფულს არ მისცემდა. შეშინებულმა ს-----ამ კი ამოუღო ტანსაცმლის შიგნით შეკრული ტანზე შემოხვეული საფულედან დაგროვილი ფულადი თანხა 9 000 ლარი და მისცა. ს-----ა წ---–-ურმა განუმარტა, რომ მან იცნო ფულის გამტაცებელი და იგი იყო ს----- ჟი–--–---–ის შვილიშვილი დ----- ჟი–--–---–ი. მის შეკითხვაზე, თუ რითი იცნო ფულის გამტაცებელი, მან განუცხადა, რომ ხმით იცნო და აღნაგობით.

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ს-----ა წ---–-ურს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.6. ბრალდებულ დ----- ჟი–--–---–ის და დაზარალებულ ს-----ა წ---–-ურის ჩვენებებით დასტურდება, რომ დ----- ჟი–--–---–მა ყაჩაღობის მიზნით 2018 წლის 29 სექტემბერს შეაღწია ს-----ა წ---–-ურის საცხოვრებელ სახლში - ბინაში, დ--–---ის რაიონის სოფელ ხ-----ში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ს-----ა წ---–-ურის სახლის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათებით, ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოსურათებით, ნიმუშის აღების ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ოქმები ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, დახასიათება, რეზერვისტის დროებითი მოწმობა, მადლობის წერილი, სერტიფიკატი, ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის განცხადება, ვ-----–- ქუ-----–ვილის, ი----- ძ---–---–ის, შ-------- პ----–--რის, თ------ პ----–--რის, გ--–- წ---–-ურის, რ-----ი წ---–-ური, პ----- პ----–--რი, გ--- პ-------შვილი, მ------ გ-----–-ძე, ე-–------ ნო----ე და ლ---- მა--–-ილის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- ჟი–--–---–მა 2018 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე, დანით შეიარაღებული, ყაჩაღურად თავს დაესხა ს-----ა წ---–-ურს მის საცხოვრებელ სახლში, ე.ი მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ დ----- ჟი–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ორი არასრულწლოვანი ძმა, დედა, ხოლო მამა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ის პირველად არის სამართალში მიცემული, მას მეზობლები და ნაცნობები ახასიათებენ მშვიდ, უკონფლიქტო, შრომისმოყვარე, დადებით პიროვნებად, მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, სადაც ასევე ხასიათდება დადებითად, დაზარალებული ს-----ა წ---–-ური შერიგებულია, პატიობს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათები, დაზარალებულს ანაზღაურებული აქვს როგორც ძველი ვალი, ასევე აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი, დაკავების მომენტიდან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც სასამართლო პროცესზე დაადასტურა ბრალდების მხარემ, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, - განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

5.6. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ის არ ყოფილა დაკავებული დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია, -სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ჟი–--–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც პირობით მსჯავრად უნდა ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ჟი–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რომლიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

2. დ----- ჟი–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

3. დ----- ჟი–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. დ----- ჟი–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: პლასტმასის ფანარის ნატეხები, ხის ტარიანი დანა, ქვა, პლასტმასის ე.წ. ფანარი, ექსპერტის მიერ გამოყენებული ხელთათმანი, ს-----ა წ---–-ურის სისხლის ნიმუში და დ----- ჟი–--–---–ის სისხლის ნიმუში განადგურდეს, შავი ფერის მაისური და დ----- ჟი–--–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს დ----- ჟი–--–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ს-----ა წ---–-ურის კუთვნილი შავი ფერის ნაჭრის საფულე და ამოღებული ფულადი თანხა 1850 აშშ დოლარი, 660 ევრო და 133 თურქული ლირა დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-----ა წ---–-ურს, ხოლო სიდი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი