გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N210210018002686024
საქმე №2/732 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე- ბე-------- ალ----–---–-
წარმომადგენელი - იზ---–--- ელ-–---–-, მა-- წე-------–-
მოპასუხე- და---- ობ---–-–---–-
წარმომადგენელი- ნი---–- ხა---–---–-
მესამე პირი- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი- ნა-- ბ---–-–---–-
დავის საგანი- არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ბე-------- ალ----–---–-(პ/ნ4----------) 2--- წლის 0------------ დაბადებულ ბა------- ალ----–---–----(პ/ნ4----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დრო ყოველი კვირის პარასკები დღის 16:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 18:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.
1.2. განისაზღვროს ბავშვთან ურთიერთობის წესი დასვენების დღეებში და არადდეგებზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმებიან.
მოპასუხემ და მისმა წარმოდგენილმა შესაგებელით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ იგი წინააღმდეგია ბავშვმა ყოველ შაბათ-კვირას იაროს თბილისიდან სოფელში, მითუმეტეს ,,მარშოტკით’’ და არ ჰქონდეს მას დასვენების საშუალება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი ექვს საათზე(მითუმეტეს შემოდგომაზე) ვეღარ ასწრებს დასვენებას, ვეღარც ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას და მეორე დღეს მომზადებული წასვლას სკოლაში. ამიტომ მოპასუხის პოზიციაა, რომ მოსარჩელემ ბავშვი წაიყვანოს ყოველ მეორე შაბათ-კვირას. ხოლო არდადეგებს რაც შეეხება, მხარე განმარტავს, რომ თვითონაც არ იცის როდის ექნება დასვენება, რადგან არასრულწლოვანი ბავშვი დადის სხვადასხვა წრეებზე.
მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს.
მისი განმართებით ორივე ოჯახში არის ბავშვის აღსაზრდელად ნორმალური პირობები, თუმცა მიზანშეწონილია სწავლის პროცესში ის ძირითადათ ცხოვრობდეს მეურვის საცხოვრებელ ადგილზე. მან სრულად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა ქონდეს ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა, როგორც დასვენების დგეებში ისე არდადეგების დროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 აპრილს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მი----– ალ----–---–- და მა----- ობ---–-–---–-, რომელთაც დარჩათ შვილი, 2--- წლის 0------------ დაბადებული, ბა------- ალ----–---–- (პ/ნ4----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მი----– ალ----–---–-სა და მა----- ობ---–-–---–-ს გარადცვალების მოწმობები;
_ ბა------- ალ----–---–-ს დაბადების მოწმობა.
3.1.2. ბე-------- ალ----–---–- არის არასრულწლოვანი, 2--- წლის 0------------ დაბადებული, ბა------- ალ----–---–-ს (პ/ნ4----------) პაპა(გარდაცვლილი მამის მამა), და---- ობ---–-–---–- კი -მეურვე და პაპა (გარდაცვლილი დედის მამა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბა------- ალ----–---–-ს მეურვედ დაინიშნა და---- ობ---–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელე ბე-------- ალ----–---–-(პ/ნ4----------) 2--- წლის 0------------ დაბადებულ ბა------- ალ----–---–---- (პ/ნ4----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 18:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.
4.2. ზამთრის არდადეგების პირველი კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მეორე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------).
4.3.ზაფხულის არდადეგების ყოველი თვის პირველი და მეორე კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მესამე და მეოთხე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------).
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლი, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 26 აპრილს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მი----– ალ----–---–- და მა----- ობ---–-–---–-, რომელთაც დარჩათ შვილი, 2--- წლის 0------------ დაბადებული, ბა------- ალ----–---–- (პ/ნ4----------). ბე-------- ალ----–---–- არის არასრულწლოვანი, 2--- წლის 0------------ დაბადებული, ბა------- ალ----–---–-ს (პ/ნ4----------) პაპა(გარდაცვლილი მამის მამა), და---- ობ---–-–---–- არის-მეურვე და პაპა(გარდაცვლილი დედის მამა). სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ბა------- ალ----–---–-ს მეურვედ დაინიშნა და---- ობ---–-–---–-.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის და კანონით გათვალისწინებულ სხვა პირთა უფლებას ურთიერთობა იქონიონ ბავშვებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
სასამართლოში წარმოდგენილი იქნა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. დასკვნების თანახმად ორივე ოჯახი ხასიათდება დადებითად, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვის აღზრდისათვის. სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ორივე ოჯახში არის ბავშვის აღსაზრდელად ნორმალური პირობები, თუმცა მიზანშეწონილია სწავლის პროცესში ის ძირითადათ ცხოვრობდეს მეურვის საცხოვრებელ ადგილზე. მან სრულად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა ქონდეს ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა, როგორც დასვენების დგეებში ისე არდადეგების დროს.
1.1. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა: ბე-------- ალ----–---–- არის არასრულწლოვანი, 2--- წლის 0------------ დაბადებული, ბა------- ალ----–---–-ს (პ/ნ4----------) პაპა(გარდაცვლილი მამის მამა), და---- ობ---–-–---–- არის მეურვე და პაპა(გარდაცვლილი დედის მამა). არასრულწლოვანი ბა------- ალ----–---–- ცხოვრობს მეურვესთან -და---- ობ---–-–---–----. მხარეებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, არსებობს დავა არასრულწლოვანი ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელე ბე-------- ალ----–---–-(პ/ნ4----------) 2--- წლის 0------------ დაბადებულ ბა------- ალ----–---–---- (პ/ნ4----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 18:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით. ზამთრის არდადეგების პირველი კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მეორე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------). ზაფხულის არდადეგების ყოველი თვის პირველი და მეორე კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მესამე და მეოთხე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------).
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა .
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბე-------- ალ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.2. მოსარჩელე ბე-------- ალ----–---–-(პ/ნ4----------) 2--- წლის 0------------ დაბადებულ ბა------- ალ----–---–---- (პ/ნ4----------) ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 18:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.
1.2. ზამთრის არდადეგების პირველი კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მეორე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------).
1.3.ზაფხულის არდადეგების ყოველი თვის პირველი და მეორე კვირა ბავშვმა ბა------- ალ----–---–--(პ/ნ4----------) გაატაროს და---- ობ---–-–---–----(პ/ნ4-----------), ხოლო მესამე და მეოთხე კვირა ბე-------- ალ----–---–----(პ/ნ4----------).
2. დაეკისროს მოპასუხე და---- ობ---–-–---–- მოსარჩელე ბე-------- ალ----–---–-ს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი