გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/4------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილ---
თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ--–---–------ე
მოპასუხე - ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–------ე
მოპასუხე - ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - გ---------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტიის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მის მიერ შერჩეული პროექტის ფარგლებში.
(იხ. 2018 წლის 05 დეკემბრის სხდომის ოქმი ს.ფ. 192- 197)
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ---–---- მუნიციპალიტეტის მერიის წარმოდგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საჯარო რეესტრის 2013 წლის 16 აგვისტოს ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლ---, „გ-------–-------ში“ მდებარე, N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შ--–---–------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 51)
3.2. ქალაქ თბილსის მერის 2013 წლის 22 ივლ---ს N1--- განკარგულებით, ქ, თბილისში ლისში „გ-------–-------ში" არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N7----------- , ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საცხოვრებელი ზონა 1-ის პარამეტრებით: კ1=0,5, კ2=0,8, კ3=0,3.
3.3. ქ. თ---–---- მერიის სსიპ თ---–---- არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა N7----- გადაწყვეტილება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ.
ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ წინამდებარე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილსის მერის 2013 წლის 22 ივლ---ს განკარგულება N1--- (ს.ფ 24)
-ქ. თ---–---- მერიის სსიპ თ---–---- არქიტექტურული სამსახურის 2013 წლის 30 ივლ---ს გადაწყვეტილება/ თანხმობა N7----- (ს.ფ 25-27)
3.5. 2018 წლის 31 მაისს მოსარჩელემ NA-------- განცხადებით მიმართა ქ. თ---–---- მერიას სსიპ თ---–---- არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა პოზიციის გაცემა შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ასევე მიუთითა, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები აღებული ჰქონდა 2013 წლის 30 ივლ---ს N7----- გადაწყვეტილებით და სურდა მოესწრო პროექტის შეთანხმება.
2018 წლის 1 ივნისს სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა N3------ გადაწყვეტილება (ნომენკლატურა: საჩუქარი პროექტები, შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობის განსაზღვრა მიწის ნაკვეთზე), სადაც მიუთითა, რომ ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ---ს ტ--- მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა). აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ასევე იმ მიწის ნაკვეთებზე რომელთა მიმართაც ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დაინტერესებული პირების განცხადებები, თუმცა, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ლ---ს ტ--- მიმდებარე ტერიტორიის არეალში, სამსახურმა უარი უთხრა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 1 ივნისის ქ.თ---–---- სსიპ თ---–---- არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება N3------ (ს.ფ 44-45)
3.6. 2018 წლის 1 ივნისს მოსარჩელემ N1---------------- განცხადება-საჩივრით მიმართა ქ.თ---–---- მერს, ხოლო 2018 წლის 5 ივნისს წარადგინა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი ( N1---------------1).
ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2---ე ბრძანებით, შ--–---–------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 1 ივნისის განცხადება-საჩივარი ადმინისტრაციული აქტის ბათილობის შესახებ (ს.ფ 46-49)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესი“, ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ", ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ„.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიზლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს. რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება N3------ და 2019 წლის 22 მარტის #2-- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის განხილვისას, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე მათი გამოცემის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
6.2. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის, თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: 60 კმ.მ -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ -მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. ხოლო ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად I კლასს განეკუთვნება: გრუნტის ზედაპირიდან 2.2მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და ,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ლ---ს ტ--- მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი N4) კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა). ამასთან, საყურადღებოა, რომ აღნიშნული შეზღუდვა დაწესებული იქნა ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 მაისის N18-62 დადგენილებით და იგი ამოქმედდა 2018 წლის 08 მაისიდან (საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 08.05.2018წ. ).
,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება დანართი №4-ით განსაზღვრულ ლ---ს ტ--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ: ა) საცხოვრებელ ზონებზე (სზ), რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა (წითელი ხაზ(ებ)ი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები); ბ) მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის; გ) მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.“;
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შ--–---–------ემ სწორედ ზემოაღნიშნული შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, 2018 წლის 31 მაისს, მიმართა სსიპ თ---–---- არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა პოზიციის გაცემა (თანხმობა) შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზე, მოპასუხემ მხარემ, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა და არავის გაუუქმებია ზემოაღნიშნული დადგენილებით დაწესებული შეზღუდვა და მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთიც მოქცეული იყო რეკრეაციულ ზონაში, სასამართლოს მოსაზრებით, სავსებით საფუძვლიანად მიუთითა, რომ ვინაიდან ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ლ---ს ტ--- მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი N4) კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე "ჩარჩო გეგმის" შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცეოდა ზემოაღნიშნულ არელაში, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ. ამასთან, მართალია მოსარჩელე მხარე ითხოვდა პროექტზე თანხმობას და არა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, რაც მითითებულია განკარგულების ბოლო აბზაცში, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის სწორად მითითების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარისათვის შედეგი ვერ შეიცვლებოდა, რადგან ზემოაღნიშნული შეზღუდვა ასევე დაწესებული იქნა I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემის მიმართაც.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ ქ. თ---–---- მერიის სსიპ თ---–---- არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებულს N7----- გადაწყვეტილებას (სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ) გასდიოდა მოქმედების 5 წლიანი ვადა, რადგან ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თ---–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მას შეეძლო მიემართა შესაბამისი სამსახურისთვის იგივე მოთხოვნით და თუ არქიტექტურის სამსახური უარს ეტყოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სამშენებლოდ გამოყენების პირობების ვადის გასვლის გამო, შეეძლო გაესაჩივრებინა მიღებული გადაწყვეტილება. სადავო აქტის ბათილობის საფუძველი ასევე ვერ გახდება 2019 წლის 22 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ არქიტექტურის სამსახურმა 2019 წლის 23 იანვრის 6------------- აქტის (წერილის (ს.ფ. 242)) გამოცემისას არ გაიზიარა წინამდებარე საქმის სასამართლოს წარმოებაში არსებობის ფაქტი, რადგან ეს გარემოება შეიძლება საფუძვლად დაედოს ზემოაღნიშნული წერილი (აქტის) ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს და თუ მოსარჩელე არ ეთანხმება მას, შეუძლია გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის სსიპ თ---–---- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის #3------ გადაწყვეტილება, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო მიიჩნევ, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ქ. თ---–---- მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შ--–---–------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–---–------ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თ---–---- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილ---, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თ---–---- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილ---, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი