განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
080100118002637223
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/830-18 (№041090818001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ-----------------ე

მამის სახელი: ა-–------ი

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ-----------------------------------------

 

ადვოკატი - ა-----------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 4 აგვისტოს დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–--–-----------------------ში, ქალაქ ქუთაისის მ------ ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებულ სკვერში ეჭვიანობის ნიადაგზე ნ-----------------ემ მეუღლეს - დ-------------ს ხელი დაარტყა სახის არეში. დ-------------მ ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 9 აგვისტოს დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–-------------------------------ში მდებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ნ-----------------ემ მეუღლეს - დ-------------ს ხელი დაარტყა სახის არეში. დ-------------მ ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----------------ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ-----–--–---------მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-----------–-----------–---–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 აგვისტოს მოქალაქე დ-------------მ მიმართა განცხადებით, რომ მეუღლე და მეუღლის ბებია ახორციელებდნენ მის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნულ ფაქტს ასევე ადგილი ჰქონდა 2018 წლის 9 აგვისტოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, მოწმის სახით დაკითხა დ-------------, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობდა დ-------------. დაათავლიერეს ქუთაისში, ბ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დ-------------ს განმარტებით მეუღლის ბებიამ მიაყენა მას სიტყიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე აღნიშნული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეუღლემ დაარტა ხელი სახეში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარეს ასევე მ------ წინამდებარე ცენტრალურ ბაღში წ------------ს ქუჩაზე, სადაც დ-------------ს გადმოცემით 2018 წლის 4 აგვისტოს მისმა მეუღლემ მეგობრის მ--------------–-–---–-ს თანდასწრებით დაარტყა ხელი. აღნიშნულზე შეგდა შესაბამისი ოქმები, რაზეც დ-------------მ და მასში მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ. მანვე, ბრალის დადგენილება გააცნო ნ-----------------ს ადვოკატების თანდასწრებით და ასევე დაკითხა სხვა მოწმეები. თავად ფაქტს არ შესწრებია, ეს ინფორმაცია მიღებული აქვს დაზარალებულისაგან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დ-------------ს ვიზუალურად დაზიანებები არ ეტყობოდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----------–---მ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 9 აგვისტოს განყოფილებას დ-------------მ მიმართა განცხადებით, რომ მისმა მეუღლემ ნ-----------------მ და მეუღლის ბებიამ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ-------------მ განმარტა, რომ მისი მეუღლე ცხოვრობს ქუთაისში, ბ----------------- ქუჩაზე და ახლაც იქ იმყოფება. ოპერატიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყო გ----------------ე და თავად, გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც დააკავეს ნ-----------------, მოწმემ შეადგინა დაკავების ოქმი და გააცნო დაკავებულს უფლებები. დაკავებისას ნ-----------------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ ასევე შეატყობინა ბრალდებულის ახლობელს დაკავების შესახებ. სხვა საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ საქმეზე მას არ ჩაუტარებია. მოწმე კონფლიქტს არ შესწრებია.

 

დაზარალებულმა დ-------------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 9 აგვისტოს ქ. ქუთაისში, ბ----------------------------ში 1995 წელს დაბადებულ დ-------------ს მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 9 აგვისტოს 02:10 საათზე უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გ--------------ს განცხადებით მიმართა დ-------------მ 2018 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში ბ----------------- N3--ში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია 2018 წლის 9 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა დ----------–---მ ქუთაისში, ბ----------------------------ში ბრალდებულის სახით დააკავა ნ-----------------ე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 09.08.2018წელს 07:00-07:07 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. დ-------------ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2018 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ-------–-------------------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე და ქ-------–--–-----------------------ში მდებარე მ------ შენობასთან განთავსებულ სკვერში (ქუთაისის ც--------–----------ი). ქ-------–-------------------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებაში მონაწილე დ-------------მ მიუთითა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს მას აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მიდებარე ტერიტორიაზე მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ-----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის შემდეგ მან მიუთითა ადგილზე, სადაც მისი თქმით იყო ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოსულმა მისმა ყოფილმა ქმარმა გადმოსვლისთანავე ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნულის შემდეგ საავტომობილო გზიდანვე მიუთითა საცხოვრებელ ბინაზე სადაც მისი თქმით იყო მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი სახლი, სადაც მას 2018 წლის 9 აგვისტოს ყოფილი მეუღლის ბებიამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ტელეფონი ესროლა და მოარტყა თავში, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სამეთვალყურეო კამერები არ არის განთავსებული. აღნიშნულის შემდეგ გავიდნენ ქუთაისის მ------ ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებულ სკვერში (ქუთაისის ც--------–----------ი), სადაც დ-------------მ მიუთითა ადგილზე, რომელ ადგილზეც მისი თქმით ის შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს 2018 წლის 4 აგვისტოს მეგობარ მ--------------–-–---–---ნ ერთად, რომლის თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე ნ-----------------ემ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა დასურათდა ექსპერტების მიერ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა ან დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ნ-----------------ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოდ მიჩნეული მოწმე მ---------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 აგვისტოს 01:30 საათზე დ------------- შეხვდა ნ-----------------ეს ქ. ქუთაისში, მ------ წინამდებარედ არსებულ სკვერში, ეჭვიანობის ნიადაგზე ნ-----------------ემ დ-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ორჯერ სახის არეში დაარტყა მუშტი. რაც შეეხება 2018 წლის 9 აგვისტოს ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ღამით დაურეკა დ-------------მ და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ბ----------------- ქ------ის მიმდებარედ თავისსავე საცხოვრებელ სახლთან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც იმყოფება პოლიციის განყოფილებაში. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, ბ----------------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე და ქ-------–--–-----------------------ში მდებარე მ------ შენობასთან განთავსებულ სკვერში (ქუთაისის ც--------–----------ი). დათვალიერებაში მონაწილე დ-------------მ მიუთითა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს მას აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ-----------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ქუთაისის მ------ ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებულ სკვერში (ქუთაისის ც--------–----------ი), დ-------------მ მიუთითა ადგილზე, სადაც ის შეხვდა მის ყოფილ მეუღლეს 2018 წლის 4 აგვისტოს მეგობარ მ--------------–-–---–---ნ ერთად, რომლის თანდასწრებითაც ეჭვიანობის ნიადაგზე ნ-----------------ემ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, 09.08.2018 წელს 07:00-07:07 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას დ-------------ს სხეულზე გარეგნულად თვალით ხილულ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული დასკვნის პირადი გასინჯვის მონაცემებში ასევე გადმოცემულია, რომ დ------------- ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელი ელემენტი, რომ დაზარალებულმა დ-------------მ ნ-----------------ის ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ლ-----–--–--------- და დ----------–--- არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არცერთ ფაქტს შესწრებიან და ისინი საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისა და მოწმეებისაგან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ნ-----------------ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ნ-----------------ეს წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-2560-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დაადგინა:

 

ნ-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ნ-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ნ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, გირაოს თანხა დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მის შემტან პირს.

 

გამართლებულ ნ-----------------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფოტოსურათები - ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ( ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური