განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-----------–-----–ი
ბრალდებული: დ--- ა--–------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–----ო, დ---------------------ში.
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–---------–--ს, დაახლოებით 0---- საათზე, ქ.თბილისში, გ-–-----ს რ-----ში, მ------–--------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--- ა--–------მა, შელაპარაკებისას, მოკვლის განზრახვით, ფ------- მ-----–---–ს დანა სამჯერ დაარტყა სხეულზე, რითაც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო გულმკერდის არეში მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზაინებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. დ--- ა--–------მა გამოძიებით დაუდგენელ დროს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ------–----ოს რ-----ში, დ---------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, თავის საძინებელ ოთახში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგირიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ NE--------,9 მმ. კალიბრის „H-------------“ პისტოლეტს; 3 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის 13 ცალ ვაზნის ტევადობის მჭიდს, რომელიც განკუთვნილია „H-------------“ მოდელის პისტოლეტებისთვის; საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 55 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის „P---------/ L----“-ის 1--- წლის ნიმუშის ვაზნებს; ხელის მსხვრევადი ყუმბარების ,,У----”-ის ტიპის სამ ცალ საბრძოლო ფალიას; ორ ცალ „Ф--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით და ერთ ცალ „Р--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, რაც ამოღებული იქნა 2----–-–---------–--ს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. დ--- ა--–------მა გამოძიებით დაუდგენელ დროს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ------–----ოს რ-----ში, დ---------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, თავის საძინებელ ოთახში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგირიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ NE--------,9 მმ. კალიბრის „H-------------“ პისტოლეტს; 3 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის 13 ცალ ვაზნის ტევადობის მჭიდს; რომელიც განკუთვნილია „H-------------“ მოდელის პისტოლეტებისთვის; საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 55 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის „P---------/ L----“-ის 1--- წლის ნიმუშის ვაზნებს; ხელის მსხვრევადი ყუმბარების ,,У----”-ის ტიპის სამ ცალ საბრძოლო ფალიას; ორ ცალ „Ф--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით და ერთ ცალ „Р--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, რაც ამოღებული იქნა 2----–-–---------–--ს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ---მტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი
3.3. დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა განმარტა, რომ 2----–-–-ს ზაფხულში (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) მისი სიძე - გ------- ლ---------–---–ი იყო ნასვამი, რის გამოც მისივე ,,B--” X- მარკის ავტომანქანით წაიყვანა სახლში. გზაში საწვავი გაუთავდათ. ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდებთან, დაინახა გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა ავარიული მაშუქები. მანქანიდან გადმოსული იყო ორი მამაკაცი, მათ შორის იყო დ--- ა--–------ი და ორი ქალი, რომელთაგან ერთი მანქანაში ჯდებოდა. მან მანქანა მიაგორა ვერცხლისფერ ავტომანქანასთან, რამაც გააღიზიანა დ--- ა--–------ი. მათ შორის რამდენიმე წუთიანი დაძაბული საუბარი და გაწევ-გამოწევა გაიმართა, თუმცა ერთმანეთისთვის ხელი არავის დაურტყამს. იგი შეეცადა სიტუაციის დამშვიდებას, აუხსნა ყველას, რომ თავად იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ჩაჯდა ავტომანქანაში, დაქოქა ავტომანქანა, თუმცა 7-- მეტრის გავლის შემდეგ ჩაუქრა და გაჩერდა. ამაზე გაღიზიანდა ნასვამი დ--- ა--–------ი, გადმოხტა მანქანიდან და მისკენ წავიდა აგრესიულად. თავადაც გადავიდა მანქანიდან და მასსა და დ--- ა--–------ს შორის ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს და შეხლა-შემოხლას. ქალები კიოდნენ, გარს ეხვიათ ბევრი ადამიანი. დ--- ა--–------ი იდგა ქალების უკან და ერთმანეთთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ. ამ დროს გვერდიდან გაიგო მისი მისამართით დედის გინება, შეტრიალდა, ხელი ასწია დასარტყამად და გულის არეში იგრძნო ტკივილი. ის ჩამოეკიდა თავდამსხმელს და მუცელში კიდევ იგრძნო რამდენჯერმე ტკივილი. იყვირა ,,გ------- დამჭრესო“, დაიჩოქა და დაეცა. მერე დაიყვირა, ,,გარბიან და მანქანის ნომერი დაიხსომეთო“. პირი, ვინც შეაგინა, იყო მასზე დაბალი, ჩაფსკვნილი და მელოტი, რომელიც ადრე არასდროს უნახავს. მას არც დანა დაუნახავს. მათ გარშემო შეკრებილი იყო ბევრი ადამიანი, იყო ხმაური, ამასთან ბნელოდა და არ დაუნახავს, საიდან მოვიდა ის ადამიანი, რომელმაც დაჭრა. პირველადი დახმარება გაუწია გ------- ლ---------–---–მა და მისმა მეზობელმა, რომლის სახელი არ ახსოვს. მალევე მივიდა სასწრაფოც. ინციდენტის შედეგად ჰქონდა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში. დ--- ა--–------ი როდის წავიდა შემთხვევის ადგილიდან, დაელოდა თუ არა სასწრაფოს - არ დაუნახავს, რადგან პერიოდულად გონებას კარგავდა. იგი არ გაცნობია მისი გამოკითხვის ოქმს, რომელიც მას ჩამოართვა გამომძიებელმა რეანიმაციაში ყოფნის დროს. გამომძიებელს მან უთხრა, რომ იგი დაჭრა მასზე დაბალმა, ჩაფსკვნილმა, მელოტმა კაცმა, რომელიც არ იყო დ--- ა--–------ი, რადგან ეს უკანასკნელი ინციდენტის დროს იდგა ქალების უკან. ოქმზე მინაწერი, ,,ჩვენება წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ მისი შესრულებულა, თუმცა ჩვენება არ წაუკითხავს. გამოკითხვის დროს მას ჰქონდა ტკივილები და მთელი დღის განმავლობაში იღებდა გ---ყუჩებელ პრეპარატებს, შესაბამისად იყო სუსტად.
3.4. მოწმე გ------- ლ---------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, ღამის 2-------სთვის, ფ------- მ-----–---–თან ერთად, B-- X- ავტომანქანით მოძრაობდა გ-–-----დან დ----ის მიმართულებით. ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდზე გაუთავდათ საწვავი. ხიდზე იყო გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა, ჩართული ავარიული მაშუქებით, რომელსაც ძალიან ახლოს გაუჩერეს მანქანა. მანქანიდან გადმოსული იყო მამაკაცი (დ--- ა--–------ის ბიძა) და ქალი. მანქანაში იჯდა დ--- ა--–------ი, რომელმაც დაუძახა, ,,ლამის დაგვარტყიო“. იგი გადავიდა მანქანიდან, ბოდიში მოიხადა და აუხსნა, რომ საწვავი გაუთავდათ. ამას მოჰყვა ფ------- მ-----–---–სა და დ--- ა--–------ს შორის შელაპარაკება. საუბრისას ფ------- მ-----–---–მა უთხრა, რომ იყო თანამშრომელი (პოლიციის), ხელითაც შეეხნენ ერთმანეთს, მაგრამ მალევე დაწყნარდნენ და ჩასხდნენ მანქანებში. მანქანა დაძრეს, თუმცა ვინაიდან არ ჰქონდათ საწვავი, მალევე გაჩერდნენ. იგი იყო მთვრალი და იჯდა მანქანაში უკანა სავარძელზე. მასთან მივიდა ჭ-----ა ა--–------ი, რომელსაც აინტერესებდა, რომელმა მათგანმა აჩვენა ,,საბუთი“, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო ცუდი საქციელი და შეაგინა. მან სახეში ხელი გაარტყა ჭ-----ა ა--–------ს. ამასობაში დ--- ა--–------იც გადავიდა მანაქანიდან. ის და ჭ-----ა ა--–------ი იდგნენ გზაზე, დ--- ა--–------ი და ფ------- მ-----–---–ი - ჯებირს მიღმა. თავად იდგა მოშორებით და დაინახა, როგორ დაეცნენ დ--- ა--–-----ი და ფ------- მ-----–---–ი, თუმცა ფ------- მ-----–---–ის დაჭრა არ დაუნახავს, ვინაიდან იგი ჭ-----ა ა--–------თან ჩხუბობდა. მან ტრასაზე იპოვნა პლასტმასის მილი და ჩაარტყა ჭ-----ა ა--–------ს, რომელიც ფიზიკურად იყო მასზე ძლიერი. ჭ-----ა ა--–------ი გაიქცა და ის გაეკიდა. ამ დროს დაინახა, დ--- ა--–------ი და ფ------- მ-----–---–ი ჩხუბისას ძირს როგორ გორავდნენ. მათ მახლობლად იყო ქალი, რომელიც კიოდა და შველას ითხოვდა. სხვა არავინ დაუნახავს. მოგვიანებით დაინახა დ--- ა--–------ი, რომელმაც გვერდით ჩაურბინა და მანქანაში ჩაჯდა. ფ------- მ-----–---–მა კი დაუძახა, ,,დამჭრესო“. რომ მიიხედა, ფ------- მ-----–---–ი უკვე დაჭრილი იყო. მას არც დანა დაუნახავს დ--- ა--–------ის ხელში და არც ფ------- მ-----–---–ის დაჭრის მომენტი. როგორც დაზარალებულისგან მოგვიანებით შეიტყო, დაჭრის მომენტი ვერც მან იგრძნო, რომ წამოდგა და დაიხედა, დაინახა რომ სისხლი მოსდიოდა. ამასობაში მანქანებიც გაჩერდნენ, გამოიძახეს სასწრაფო და დაზარალებული წაიყვანეს საავადმყოფოში. დ--- ა--–------ის მანქანის წასვლამდე უცხო მანქანა არ შეუნიშნავს, თუმცა ვინაიდან თავადაც ჩართული იყო ჩხუბში, მის უკან მანქანა გაჩერდა თუ არა, დაზუსტებით ვერ იტყვის.
3.5. მოწმე ე-–---ა ი-----ემ განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, გვიან ღამით, დაახლოებით 0---- საათისთვის, თ----- ა--–------ის ვერცხლისფერი ავტომანქანით ბრუნდებოდა ახლობლის ქორწილიდან. მანქანაში ისხდნენ დ--- ა--–------ი, ჭ-----ა ა--–------ი, თ----- ა--–------ი და ორი ბავშვი. გზაში ბავშვი გახდა შეუძლოდ, რის გამოც მანქანა შეაჩერეს ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდზე. თ-----ი და ჭ-----ა გადავიდნენ ავტომანქანიდან. ისიც აპირებდა გადასვლას, თუმცა თ-----მა კარი მიუხურა და მანაქანას აეკრა. დაინახა მანქანა, რომელიც არ ეცნო. ესმოდა ჭ-----ა ა--–------ის ხმა, რომელიც ვიღაცას მადლობას უხდიდა ყურადღებისთვის, უხსნიდა, რომ დახმარება არ სჭირდებოდათ, უბრალოდ ბავშვი ჰყავდათ შეუძლოდ, რასაც მოულოდნელად მოყვა მათ შორის გაწევ-გამოწევა. უცხო მანქანიდან გადმოვიდა ორი ბიჭი, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია, რომ არასწორად გაუგეს. მისი აღქმით, უცნობები იყვნენ ნასვამები. მანქანიდან გადავიდა ასევე დ--- ა--–------ი. დაიწყო მამაკაცებს შორის უხამსი სიტყვებით ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკება. ის და თ-----ი შუაში ჩადგნენ და ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას. ერთ-ერთი უცხო მამაკაცი, მივიდა საკუთარ მანქანასთან და გადმოიღო პლასტმასის ,,დუბინკისმაგვარი“ საგანი. მან და თ-----მა მოახერხეს და დ--- მანქანაში ჩასვეს. თ-----მა მანქანა დაქოქა, კონფლიქტი თითქმის ამოწურული იყო, რა დროსაც კვლავ შემოესმა შელაპარაკების ხმა. დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებმა წინ გადაუყენეს მანქანა, თითქოს გაგრძელება უნდა მომხდარიყო. დ--- მანქანიდან გადავიდა და გაიქცა ჯებირის მიღმა საფეხმავლო ბილიკისკენ. იგი ხედავდა, როგორ გადმოახტა ჯებირს საჭესთან მჯდომი უცნობი და როგორ წააქციეს მან და დ---მ ერთმანეთი. დ---ს ფეხდაფეხ მიჰყვა ჭ-----აც. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიწყო შეხლა-შემოხლა. ის და თ-----ი უკან დაედევნენ დ---ს, თ-----ი გადაეფარა ბრალდებულს და თავადაც წაიქცა. მას თვალებზე ხელი ჰქონდა აფარებული და ტიროდა. ყველაფერი ორ წუთში დასრულდა. ჭ-----ამ გამოიყვანა დ---, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მანქანა რომ დაძრეს, ერთი-ორი უცხო მანქანა იყო შემთხვევის ადგილზე შეჩერებული და გადმოსული იყო 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. ჩხუბის დროს დ--- ა--–------ს ხელში დანა ან რაიმე საგანი არ სჭერია. შემთხვევის ადგილიდან წამოსვლისას, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, მან დ--- დაათვალიერა, აინტერესებდა, რამე დაზიანება ხომ არ ჰქონდა. დ---ს თითზე ჰქონდა კანი გადამძვრალი, თუმცა სისხლი არ დაუნახავს.
3.6. მოწმე თ----- ა--–------მა განმარტა, რომ 2----–-–-ს 1-----–--ს, ვერცხლისფერი ავტომანქანით ბრუნდებოდა ახლობლის ქორწილიდან. მის გვერდით იჯდა მისი მეუღლე ჭ-----ა ა--–------ი, უკან დ--- ა--–------ი, ე-–---ა ი-----ე და მისი ორი შვილი. ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდზე გააჩერა ავტომანქანა, რადგან ბავშვი გახდა შეუძლოდ და გადავიდა. სიგარეტის მოსაწევად იყო გადასული მისი მეუღლეც. მანქანის კარი რომ გააღო, მოულოდნელად უცხო ავტომანქანა გაჩერდა მათ უკან. ჭ-----ა შეეკითხა უცხოებს, ხომ მშვიდობა ჰქონდათ, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. მანქანაში ორი ბიჭი იჯდა და უპასუხეს, რომ ყველაფერი იყო რიგზე. ერთ-ერთი მამაკაცი იყო ნასვამი და მის მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება. მანქანიდან გადავიდნენ დ--- ა--–------ი და ე-–---ა ი-----ეც. თუმცა სიტუაცია მალევე დაწყნადრა. ისინი მანქანაში სხდებოდნენ, როდესაც უცნობებმა ისევ გააჩერეს მანქანა მათ წინ და გადმოვიდნენ. დ--- და ჭ-----აც გადავიდნენ მანქანიდან. ისიც გაიქცა მამაკაცებისკენ, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. იგი დ---ს ჩაუდგა შუაში და ხელი ჰკრა, რათა გაერიდებინა სიტუაციისათვის. დ--- დაემორჩილა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. მთელი ინციდენტი მაქსიმუმ 2 წუთს გაგრძელდა. იგი არც ჭ-----ას და არც დ--- ა--–------ს არ მოშორებია. მამაკაცებს შორის დაპირისპირება ფიზიკურში არ გადაზრდილა. არც მისი მეუღლისთვის და არც დ--- ა--–------ისთვის ხელი არავის დაურტყამს. დ--- ა--–------ს ხელში არც დანა და არც სხვა რაიმე საგანი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე შეჩერდნენ სხვა ავტომანქანებიც და ადგილზე ბევრი ხალხი მოგროვდა. მისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, თუმცა კონფლიქტის დროს იგი იდგა შუაში და მოგვიანებით პოლიციაში შენიშნეს, რომ ჰქოდა დაზიანებები. გამოძიებაში მასზე განხორციელდა ზეწოლა და მისი გამოკითხვის ოქმს არ ადასტურებს.
3.7. მოწმე ჭ-----ა ა--–------მა განმარტა, რომ 2----–-–-ს 1--------–--ს ბრუნდებოდა წვეულებიდან მეუღლე - თ----- ა--–------თან, ძმისშვილ - დ--- ა--–------თან, ახლობელ - ე-–---ა ი-----ესთან და შვილებთან ერთად. მოძრაობდნენ ვერცხლისფერი ავტომანქანით გ-–-----დან დ----ის მიმართულებით. ბავშვის შეუძლოდ გახდომის გამო გაჩერდნენ ხიდზე. იგი, მეუღლესთან და ე-–---ა ი-----ესთან ერთად იყო მანქანიდან გადასული, სიგარეტს ეწეოდნენ და საუბრობდნენ. გაჩერდა უცხო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი მამაკაცი, რომლებთანაც მას მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამ დროს დ--- ა--–------ი იყო მანაქანაში და არავისთან შეხება არ ჰქონია. შელაპარაკება ცოტა ხანს გაგრძელდა, რის შემდეგ ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში. თუმცა მალევე, მათ შორის ადგილი ჰქონდა ხელახალ შელაპარაკებას, რა დროსაც მის გვერდით იყო მისი მეუღლე, რომლის უკან იმყოფებოდა დ--- ა--–------ი. დ---ც მონაწილეობდა სიტყვიერ შელაპარაკებაში, თუმცა ქალების უკან იდგა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. დ--- ა--–------ს შემთხვევის დროს დანა არ სჭერია და არც სხეულზე ან ტანისამოსზე სისხლი არ ჰქონია. ჩხუბი, არც ერთ ეპიზოდში ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ვისთან მოუვიდა ჩხუბი, არ ახსოვს. როდესაც მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას ტოვებდა, ადგილზე ხალხი იყო შეგროვილი. მას ჰქონდა დაზიანებები, რომელიც ამ შემთხვევამდე მიიღო, თუმცა არ ახსოვს რა ვითარებაში. მისმა მეუღლემ შესაძლებელია მაშინ მიიღო დაზიანებები, როცა შელაპარაკება მოუვიდა და მისი მეუღლე იდგა შუაში. მოგვიანებით, გამოძიებაში ჩატარებული ამოცნობისას, ამომცნობი პირები პოლიციელებმა გაიყვანეს და სავარაუდოდ მიუთითეს, რომ მისთვის უნდა დაედოთ ხელი. საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმი, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი, არაა ის ოქმი, რომელსაც გაეცნო. გაცნობისა და შესწორებების შეტანის შემდეგ, გამომძიებელმა ახალი ოქმი ამობეჭდა კომპიუტერიდან, რომელიც არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი. სწორედ ამითაა განპირობებული საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმში სხვა ინფორმაციის მითითება.
3.8. მოწმე ს---–------ მ----------ომ განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს ღამით, 0---- საათზე კუთვნილი ავტომანქანით მიდიოდა გ-–-----დან დ----ის მიმართულებით, რა დროსაც გზის პირას დაინახა ქალი, რომელიც შველას ითხოვდა. გადავიდა ავტომანქანიდან და ნახა, რომ მისი მეზობელი - ფ------- მ-----–---–ი იყო დაჭრილი, გულ-მკერდიდან სისხლი სდიოდა და ხელი ჰქონდა აფარებული. იქვე იყვნენ ქალი და სამი მამაკაცი. ასევე დაინახა ორი ავტომანქანა, მათ შორის ერთი იყო ,,B--“ X-. დაჭრილი ბორდიურზე გადააწვინეს და დაჭრილისა და მისი ახლობლის თხოვნით 0---- საათზე სასწრაფოში დარეკა. რომ მიიხედა, ქალი და მამაკაცები, ვინც მანამდე ნახა შემთხვევის ადგილზე, აღარ იყვნენ, თუმცა როდის წავიდნენ, არ დაუნახავს. ადგილზე აღარც ის ავტომანქანა იყო, რომელიც მისვლისას ნახა. 5-6 წუთში სასწრაფოც მივიდა და დაჭრილს დახმარება აღმოუჩინეს. ამასობაში სხვა გამვლელებიც შეჩერდნენ.
3.9. მოწმე ტ------– გ-------–--ემ (ექიმი-ქირურგი) განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს იყო მორიგე მ-----–--------------–----ის სახელობის კლინიკაში. დაახლოებით ღამის 0-----0---- საათისთვის, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში შეიყვანა მძიმე მდგომარებაში მყოფი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ჭრილობა თეძოს ფრთის და საზარდულის მიდამოში, ასევე ჭრილობები გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა ნახევარში, რომლებიც არ იყო შემავალი და არ იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. ჭრილობები იყო ნაკვეთი, მიყენებული ბასრი საგნით. პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, რადგან დაკარგული ჰქონდა ერთ ლიტრამდე სისხლი. გონება ჰქოდა დაბინდული და სასიცოცხლო ჩვენება იყო დათრგუნული. პაციენტს, სამედიცინო ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3.10. ბრალდებულმა დ--- ა--–------მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს თ------–----ოს რ-----ში. 2----–-–-ს 1-----–--ს იყო თბილისში, ახლობლის ქორწილში, საიდანაც გვიან ღამით ბრუნდებოდა მანქანით ბიძა - ჭ-----ა ა--–------თან, ამ უკანასკნელის მეუღლე - თ----- ა--–------თან, ახლობელ - ე-–---ა ი-----ესთან და ორ მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად. გზაში ბავშვი გახდა შეუძლოდ და გაჩერდნენ ხიდზე. მანქანიდან გადავიდა ჭ-----ა ა--–------ი. იგი დაძინებას აპირებდა, თუმცა დაინახა, რომ იქვე გაჩერდა ჯიპის ტიპის ავტომანქანა, საიდანაც ორი უცხო მამაკაცი გადმოვიდა. ხმაურზე გამოფხიზლდა და გადავიდა მანქანიდან. მოუვიდათ შელაპარაკება, თუმცა რასთან დაკავშირებით არ ახსოვს. სიტუაცია მალევე დაწყნარდა და მანქანებში ჩასხდნენ. მალე ისევ შელაპარაკდნენ, მაგრამ ფიზიკურად ერთმნეთს არ დაპირისპირებიან. შემთხვევის ადგილზე შეჩერდნენ სხვა ავტომანქანებიც. ფ------- მ-----–---–ის უკან იდგნენ ახალგაზრდა ბიჭები და მან დაინახა, როგორ მიუტრიალდა ერთ ბიჭს ფ------- მ-----–---–ი. შემდეგ იგი გამობრუნდა, ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა იქაურობა. მისი, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას, არავინ დაჭრილა, არც არავინ უცემიათ. შემთხვევის დღეს მას დანა არ ჰქონია. იგი საერთოდ არ ატარებს დანას. მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც მასთან ერთად მყოფი ამოსაცნობი პირები ფიზიკურად და ასაკით აშკარად განსხვავდებოდნენ მისგან. ამოცნობა შუშის მიღმა არ მომხდარა, იგი ხედავდა გ------- ლ---------–---–ს, რომელსაც მიუთითეს, რომ იგი უნდა ამოეცნო.
3.11. ბრალდებულმა დ--- ა--–------მა ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა.
3.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (16.07.2---) მიხედვით, 2----–-–---------–--ს 0---------- საათზე ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, გ-–-----ს დასახლებიდან დ---- დ----ის მიმართულებით მდინარე მტკვარზე გადებული მ------–--------–----------ის დასაწყისიდან დაახლოებით 50-60 მეტრში, ხიდზე, ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის უჯრედი, სადაც ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტების მიერ აღმოჩენილი იქნა 9 ობიექტი, რომლებიც რიგითობით იქნა დანომრილი. N1 - ამოღებული იქნა ქვეითად მოსიარულეთა სავალი გზისა და სამანქანო გზის გამყოფი ბორდიურის თავზე. მუქი ფერის ტყავის საფულე, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, მასში მოთავსებული ფ------- მ-----–---–ზე გაცემული საქართველოს მოქალაქის ID ბარათი და სამსახურებრივი მოწმობა, მეტრომანი, სარეკლამო სავიზიტო ბარათი, ბარათი წარწერით ,,---------“, მიკროკრედიტის სასესხო ბარათი. აღნიშნულ ნივთებზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. N2 - ერთი მუქი ფერის, დაახლოებით 30 სმ სიგრძის პლასტმასის მილი, რომელიც ამოღებული იქნა ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის ბეტონის ზედაპირიდან. N3, N6, N9 - მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ამოღებული იქნა ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის ბეტონის ზედაპირიდან. N4, N5 - ამოღებული იქნა სამანქანო სავალი გზის ზედაპირიდან. N7 - საღებავის ფრაგმენტი, მოწითალო ფერის ლაქით, ამოღებული იქნა ქვეითად მოსიარულეთა და სამანქანო გზის გამყოფი ბორდიურის ზედაპირიდან.
3.13. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის (23.07.2---) მიხედვით, 2----–-–-ს 2-----–---------------------ზე, დათვალიერდა ,,მ-–----–ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N------, ვერცხლისფერი, ოთხკარიანი, რომელსაც 2----–-–---------–--ს მართავდა თ----- ა--–------ი. რა დროსაც უკანა სავარძლის მარცხენა ნაწილის საჯდომის ზედაპირიდან ნანახი და ამოღებული იქნა ქსოვილის ნიმუში, მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით.
3.14. პირის ამოცნობის ოქმის (17.07.2---) მიხედვით, 2----–-–---------–--ს 1----------------ზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირმა - გ------- ლ---------–---–მა, მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო დ--- ა--–------ი და განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თავის ნათესავთან ფ------- მ-----–---–თან ერთად, რა დროსაც მათ ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდებზე შელაპარაკება მოუხდათ ორ უცნობ მამაკაცთან, რა დროსაც ერთ-ერთმა, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის მამაკაცმა დანით დაჭრა ფ------- მ-----–---–ი.
3.15. პირის ამოცნობის ოქმის (18.07.2---) მიხედვით, 2----–-–-ს 1-----–-------------------თზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირმა - გ------- ლ---------–---–მა, მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო ჭ-----ა ა--–------ი და განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თავის ნათესავთან ფ------- მ-----–---–თან ერთად, რა დროსაც მათ ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდებზე შელაპარაკება მოუხდათ ორ უცნობ მამაკაცთან, რა დროსაც ერთ-ერთმა, დაახლოებით 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა მას სახეში გაარტყა ხელი.
3.16. მოწმე გ------- ლ---------–---–მა ჩვენებაში განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო დ--- და ჭ-----ა ა--–------ების ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ორივე და განმარტა, რომ მათთან მოუვიდა ჩხუბი. ამოცნობის დროს იგი იმყოფებოდა მინის მიღმა. ამოცნობამდე პოლიციაში არც ერთი ამოსაცნობი პირი არ უნახავს და არც გამომძიებელს მიუნიშნებია რამეზე.
3.17. პირის ამოცნობის ოქმის (03.08.2---) მიხედვით, 2----–-–-ს 3-----------------------------ზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირმა - ფ------- მ-----–---–მა, მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო ჭ-----ა ა--–------ი და განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თავის ნათესავ გ------- ლ---------–---–თან ერთად, რა დროსაც მათ ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდებზე შელაპარაკება მოუხდათ ორ უცნობ მამაკაცთან, რა დროსაც ერთ-ერთმა, დაახლოებით 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა მას შეაგინა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.18. ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმის (11.0--2---) მიხედვით, 2----–-–-ს 1--------------------------------ზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ამომცნობმა პირმა - ფ------- მ-----–---–მა, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო დ--- ა--–------ი და განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თავის ნათესავთან ფ------- მ-----–---–თან ერთად, რა დროსაც მათ ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდებზე შელაპარაკება მოუხდათ ორ უცნობ მამაკაცთან, რა დროსაც ერთ-ერთმა, მამაკაცმა იგი დანის გამოყენებით დაჭრა.
3.19. დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა ჩვენებაში განმარტა, რომ მან გამოძიებაში ამოიცნო დ--- ა--–------ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნახა, თუმცა გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ უშუალოდ მან დაარტყა დანა ან რაიმე სხვა ბასრი საგანი. გამომძიებელმა მობილურში აჩვენა დ--- ა--–------ის ფოტო, რაზეც მან იკითხა, ,,ამან დამჭრაო?“, რაზეც გამომძიებელი დაეთანხმა. ამოცნობისას მან დაუდასტურა გამომძიებელს, რომ დ--- ა--–------ი მან ნახა შემთხვევის ადგილზე და ისე მოაწერა ხელი ამოცნობის ოქმს, რომ არ გაცნობია.
3.20. მოწმე თ-- ბ-------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს საგამოძიებო ორგანოში მიიღეს ინფორმაცია, რომ ფ------- მ-----–---–ი იყო ჭრილობებით გადაყვანილი კლინიკაში. მან დაიწყო გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თბილისში, ე.წ. ,,მ------–ის“ ხიდის მიმდებარედ, საიდანაც ამოღებული იქნა გამოძიებისთვის აუცილებელი ნივთმტკიცებები. ასევე გამოკითხა გ------- ლ---------–---–ი, რომელმაც დეტალურად აღწერა, როგორც დ---, ასევე ჭ-----ა ა--–------ები. ამოიღო თ----- ა--–------ის ავტომანქანა, რომლითაც დ--- ა--–------ი მოძრაობდა დანაშაულის ჩადენის დღეს. ჩაატარა ამოცნობები, რა დროსაც გ------- ლ---------–---–მა მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო, როგორც დ--- ა--–------ი, ასევე ჭ-----ა ა--–------ი. ამოცნობები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ვინაიდან დაზარალებული იყო პოსტოპერაციულ მდგომარეობაში, ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, მხოლოდ რამდენიმე დღეში ჩაატარა ამ უკანასკნელის გამოკითხვა, რომელმაც დეტალურად აღწერა როგორც დ---, ასევე ჭ-----ა ა--–------ები. გამოკითხვა ჩატარდა პალატაში, სადაც დაზარალებულის გარდა იყო ორი მწოლიარე პაციენტი. ფ------- მ-----–---–ი იყო წამომჯდარი და ჩვენებაში გაიხსენა ყველაფერი, დეტალურად აღწერა ბრალდებული, მისი ინდივიდუალური ნიშნებისა და ტანისამოსის მითითებით. დაზარალებული სრულად გაეცნო ჩვენებას, მათ შორის ერთხელ თავად წაუკითხა ტექსტი, რის შემდეგ დაზარალებულმაც გადაიკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი. ჩვენება იყო ვრცელი, რის გამოც მოუწია ლოდინი, ვიდრე ფ------- მ-----–---–ი დაასრულებდა მის წაკითხვას და მოაწერდა ხელს. ვინაიდან ბრალდებულმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, მან ჩაატარა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო დ--- ა--–------ი. ფ------- მ-----–---–მა მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ასევე ამოიცნო ჭ-----ა ა--–------ი. ბრალდებული უარს აცხადებდა ნიმუშის აღებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პროპორციული ძალის გამოყენებით, აუღო ბრალდებულს ნერწყვის ნიმუში, რაც გადაიგზავნა შემდგომი კვლევისთვის. ამ საგამოძიებო მოქმედებისას ბრალდებულის წინააღმდეგ, არათანაზომიერი ძალა გამოყენებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მან გადაამოწმა, რომ ნიმუშის აღების პროცედურა ფიქსირდებოდა ვიდეოჩანაწერში, რომლის ამოღების უფლება დაცვის მხარეს სურვილისამებრ, შეეძლო. ასევე დანიშნა საქმეზე ექსპერტიზები და მიღებული კვლევის შედეგები დაურთო სისხლის სამართლის საქმეს. გამოკითხა მოწმეები, რა დროსაც მისი მხრიდან რაიმე სახის იძულებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე, რაც განხორციელდა კანონის სრული დაცვით.
3.21. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით, ,,წმინდა მ-----–--------------–----ის სახელობის მ------–---------–--ნი კ-–-------------------------ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან, მოქ. ფ------- მ-----–---–ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 16.07.2--- წ. სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და მისი ჯორჯლის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, რეტროპერიტონეალური სივრცის ვრცელი ჰემატომა, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში. მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და მისი ჯორჯლის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, რეტროპერიტონეალური სივრცის ვრცელი ჰემატომა / მუცლის წინა კედელზე მარცხნივ თეძოს ფრთის მიდამოზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 2----სმ./ - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნული ჭრილობის არხის მიმართულების თაობაზე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის. ჭრილობა მდებარეობს მუცლის წინა კედელზე მარცხნივ თეძოს ფრთის მიდამოზე. ფ------- მ-----–---–ის სხეულზე გულმკერდის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა: მარცხნივ შუა აქსილარულ ხაზზე, მე-5 ნეკნის დონეზე ზომით დაახლ. 4--,5სმ., სწორი კიდეებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, ჭრილობა მიემართება კანქვეშ, ქვემოდან ზემოთ, გარედან შიგნით, სიღრმე დაახლოებით 6-7სმ. და მთავრდება ნეკნების დონეზე; მარცხნივ უკანა აქსილარულ ხაზზე, მე-7-- ნეკნების დონეზე ჭრილობა ზომით დაახლ. 3----სმ., სწორი კიდეებით. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, ჭრილობა მიემართება კანქვეშ, ქვემოდან ზემოთ, გარედან შიგნით. სიღრმე დაახლოებით 5-6სმ. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში /არაშემავალი გულმკერდის ღრუში/ განვითარებული არიან მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2----–-–---------–--ს. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ზურგის მიდამოში სხვადასხვა ზომის ექსკორიაციები. ექსკორიაციები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
3.22. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
3.23. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (14.0--2---) გ------- ლ---------–---–ს 2----–-–---------–--ს ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.
3.24. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.
3.25. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (02.10.2---) 2----–-–---------–--ს თ----- ა--–------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
3.26. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
3.27. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (02.10.2---) 2----–-–---------–--ს ჭ-----ა ა--–------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის და მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
3.28. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
3.29. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (19.10.2---) სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკურ ანალიზით დადგინდა: თ----- ა--–------ის ავტომანქანიდან ამოღებულ ქსოვილის ფრაგმენტზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ფ------- მ-----–---–ს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საფულეზე, მუყაოს ბარათზე წარწერით ფ------- მ-----–---–ი, ID ბარათზე, პლასტიკურ ბარათზე N------, მეტრომანზე, მუყაოს ბარათზე წარწერით: „მ------------------–--–-ბი“ და მუყაოს ბარათზე, წარწერით: „S--------” არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ფ------- მ-----–---–ს; დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დ--- ა--–------ის შარვალზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და დ--- ა--–------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია და პროფილებში ჭ-----ა ა--–------ის, გ------- ლ---------–---–ის და ფ------- მ-----–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პერანგზე და ფეხსაცმელებზე არსებული მოყავისფრო ნადებები სისხლს არ წარმოადგენს; ფ-------ი მ-----–---–ის მაისურზე, საცვალზე, შარვალზე, ერთ-ერთ წინდასა და მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და ფ------- მ-----–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამასთან, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
3.30. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
3.31. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (15.01.2019) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ--- ა--–------ის პერანგის, შარვლის და ფ------- მ-----–---–ის შორტის და მაისურის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჭ-----ა ა--–------ის მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების ნართის შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც ზემოთ აღნიშნულ გამოსაკვლევ ობიექტებზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჭ-----ა ა--–------ის ტანსაცმლის ზედაპირზე არ აღინიშნება დ--- ა--–------ის ტანსაცმლის და ფ------- მ-----–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ--- ა--–------ის ტანსაცმლის და ფ------- მ-----–---–ის ტანსაცმლის ზედაპირებზე ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
3.32. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-- გ----------ემ.
3.33. საქართველოს შ--------------------------–---------------------------ის ექსპერტის N-------------- დასკვნით (14.03.2019), შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო ავტომობილების გამოსახულება, ავტომობილის მარკის, მოდელის და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დასადგენად, უვარგისია.
3.34. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ------- ხ------–---–---------------------------–---–-ა.
3.35. სასამართლოში გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2----–-–-ს 1-----–--ის ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ავტომანქანა და სავარაუდო ინციდენტი, თუმცა არის ღამის განათება, ჩანაწერი არ არის მკვეთრი და ხორციელდება შედარებით მოშორებული ადგილიდან, რისი გათვალისწინებითაც, შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ როდის, ან/და რა ვითარებაში, ან საერთოდ შემთხვევის ადგილზე მიაყენეს თუ არა დაზიანებები ფ------- მ-----–---–ს.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდი
3.36. მოწმე ი-----------–-----მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს დაიწყო გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. 2----–-–---------–--ს, მან მონაწილეობა მიიღო, თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში მდებარე დ--- ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, სადაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სისხლიანი დანა და ტანისამოსი, რომელიც დ--- ა--–------ს ეცვა შემთხვევის დღეს. მითითებულ მისამართზე დილის 7-- საათზე მივიდნენ. სახლი იყო ორსართულიანი. სახლში დახვდათ დ--- ა--–------ი, რომელიც იყო ნამძინარევი, ეცვა საშინაო სპორტული ტანისამოსი, რაც მოგვიანებით გამოიცვალა. დ--- ა--–------მა უარი განაცხადა ნებაყოფლობით წარმოედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგნები. დაიწყეს ჩხრეკა. დ--- ა--–------მა მიუთითა სახლის მეორე სართულზე მდებარე მის საძინებელ ოთახზე, სადაც იყო ამ უკანასკნელის ტანისამოსი და კუთვნილი ნივთები. დაიწყეს საძინებლის ჩხრეკა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ კომპიუტერის მაგიდის ერთ-ერთი უჯრა იყო ჩაკეტილი. დ--- ა--–------მა უთხრა, რომ გასაღები თავად ჰქონდა და თავადვე გახსნა უჯრა, საიდანაც ამოიღო სამხედრო ნაჭრის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 3 ხელყუმბარა, 3 დეტონატორი, იარაღი (რომლის მოდელი არ ახსოვს) და 3 მჭიდი, საიდანაც ერთი ეკეთა იარაღს, ორი - იყო ცალკე. აქედან ორი მჭიდი იყო დატენილი, ერთი - ცარიელი. ასევე ნახეს და ამოიღეს კოლოფში მოთავსებული 29 ცალი ვაზნა. დ--- ა--–------მა განმარტა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა მან ტყეში იპოვნა, მოეწონა და სახლში ინახავდა. ასევე, იმავე ოთახში არსებული კარადიდან დ--- ა--–------მა წარუდგინა ტანისამოსი, რომელიც მისივე განმარტებით, ეცვა შემთხვევის დროს. სახლში მოგვიანებით მივიდა დ--- ა--–------ის დედა, რომელიც იყო განერვიულებული და შვილს ეჩხუბებოდა მისი საქციელის გამო.
3.37. მოწმე მ-----–----------მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად დ--- ა--–------ს ჩადენილი ჰქონდა ფ------- მ-----–---–ის მკვლელობის მცდელობა და ასევე მის საცხოვრებელ სახლში - თ------–----ოს რაონში, დ------------------ში, ინახავდა დანაშაულის იარაღს - დანას და სისხლიან ტანისამოსს. დ--- ა--–------ის სახლი იყო ორსართულიანი. შინ დახვდათ ბრალდებული, რომელსაც ეცვა საშინაო ტანისამოსი და უარი განაცხადა ნებაყოფლობით წარმოედგინა საქმისთვის მნიშვნელბის მქონე საგნები. დაიწყეს ჩხრეკა. დ--- ა--–------მა თავად აჩვენა მეორე სართულზე არსებული მისი საძინებელი ოთახი, სადაც ნახეს კომპიუტერის მაგიდის უჯრა, რომელიც იყო ჩაკეტილი. დ--- ა--–------მა თავად გადასცა უჯრის გასაღები, რომელიც ი-----------–-----მა გახსნა და ამოიღო სამხედრო ჩანთაში მოთავსებული შავი ფერის პისტოლეტი, სამი მჭიდით, საიდანაც ერთი ეკეთა პისტოლეტს, ორი იყო ცალკე. ორი მჭიდი იყო სავსე, ერთი - ცარიელი, სულ 26 საბრძოლო ვაზნით, 3 ხელყუმბარა, თავისი კაფსულა-დეტონატორებით, ასევე მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო 29 ცალი ტყვია. დ--- ა--–------ის საძინებელში არსებული კარადიდან ასევე ამოღებული იქნა დ--- ა--–------ის ტანისამოსი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, სახლში მივიდა ბრალდებულის ძმა, რა დროსაც ჩხრეკა თითქმის დასრულებული იყო. თანამშრომლისგან შეიტყო, რომ დედაც იყო მისული, თუმცა მას პირადად არ უნახავს.
3.38. მოწმე ნ-----–-------–----ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–---------–--ს დაიწყო გამოძიება ფ------- მ-----–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. 2----–-–---------–--ს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში მცხოვრებ დ--- ა--–------ს. მან მონაწილეობა მიიღო დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკაში. სახლი იყო ორსართულიანი. დაძახებისთანავე, სახლიდან გამოვიდა დ--- ა--–------ი, რომელსაც გააცნეს საქმის ვითარება. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნებაყოფლობით წარედგინა გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე საგნები. დ--- ა--–------მა მიუთითა მის საძინებელ ოთახზე, საიდანაც იგი გამოვიდა დაძახებისას და იმავე ოთახში ჩატარდა ჩხრეკა. როდესაც ჯერი მიდგა კომპიუტერის მაგიდაზე, აღმოჩნდა, რომ ერთი უჯრა იყო ჩაკეტილი. დ--- ა--–------ი შეკრთა. მას აუხსნეს, რომ უჯრას ძალის გამოყენებით მაინც გახსნიდნენ, რა დროსაც დ--- ა--–------მა ჯიბიდან ამოიღო გასაღები, გააღო უჯრა, სადაც აღმოჩნდა ნაჭრის სამხედრო ჩანთა, რომელიც პოლიციამ ამოიღო. ჩანთაში მოთავსებული იყო შავი ,,ჰ---–--------ის“ მოდელის პისტოლეტი, 3 მჭიდი, საიდანაც ორი იყო სავსე 13-13 ტყვიით (სულ 26 ტყვია), ასევე მუყაოს ყუთში მოთავსებული 29 ,,ლუგერის“ ოქროსფერი ვაზნა, 3 ხელყუმბარისმსგავსი საგანი, საიდანაც 2 იყო ერთნაირი, ერთი განსხვავებული (ჟანგიანი). მის შეკითხვაზე, დ--- ა--–------მა განმარტა, რომ მისი სახლიდან ამოღებული ნივთები მან ტყეში იპოვნა და ვინაიდან იარაღი ძალიან უყვარს, ჩაკეტილ უჯრაში ინახავდა, რათა უცხოთათვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. დ--- ა--–------მა სახლის ჩხრეკის ოქმზე გააკეთა შენიშვნა, სადაც მიუთითა, რომ ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა. დ--- ა--–------მა ნებაყოფლობით გადასცა ტანისამოსი, რომელიც იმავე ოთახში არსეული კარადიდან გამოიღო და მისივე განმარტებით ეცვა შემთხვევის დღეს. სახლის ჩხრეკის დროს, დაბრუნდა დ--- ა--–------ის დედა, რომელიც ეზოში იყო, სახლში არ შესულა, საიდანაც საყვედურობდა შვილს მისი საქციელის გამო.
3.39. მოწმე თ----- ა--–------მა განმარტა, რომ დ--- ა--–------ის სახლი ორსართულიანია, თუმცა პირველი სართული ერთი წელია, რაც გაქირავებულია. დ--- ა--–------ის ოჯახი ცხოვრობს მეორე სართულზე, სადაც არის ორი საძინებელი. დ--- ა--–------ს საკუთარი ოთახი არ აქვს. ოჯახში, დ--- ა--–------ის გარდა ცხოვრობენ მისი მშობლები, და, ძმა და ბიძაშვილი.
3.40. მოწმე ჭ-----ა ა--–------მა განმარტა, რომ დ--- ა--–------ის სახლი ორსართულიანია, თუმცა პირველი სართული ერთ წელზე მეტია, რაც გაქირავებულია. მეორე სართულზე ცხოვრობს დ--- ა--–------ის ოჯახი - დ---ს მშობლები, ორი დედმამიშვილი და ბიძაშვილი. დ--- ა--–------ს საკუთარი ოთახი არ აქვს, ხან სად წევს, ხან სად.
3.41. მოწმე ხ---------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის დ--- ა--–------ის დედა. დაახლოებით 15-16 წელია, რაც იგი, თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში ცხოვრობს მეუღლესთან, სამ შვილთან და ნათესავ ბიჭთან - ვ-----–-----------–---–თან ერთად. მისი მეუღლე ხანგრძლივად იმყოფება ხოლმე საზღვარგარეთ. მათი სახლი არის ორსართულიანი, რომლის პირველი სართული დაახლოებით წელიწადნახევარი - ორი წელია, რაც გაქირავებულია. მათი ოჯახი ცხოვრობს მეორე სართულზე, სადაც არის ორი საძინებელი და მისაღები. მეორე სართულზე დგას სულ 6 საწოლი, აქედან ორი საწოლი დგას იმ ოთახში, საიდანაც იარაღი ამოიღეს, ორი - მეორე საძინებელში, ხოლო მისაღებში დგას ერთი საწოლი და გასაშლელი დივანი. ერთ საძინებელში სძინავს მას და მის ქალიშვილს, მეორე საძინებელში - მათ ნათესავს. დ--- ა--–------ს კონკრეტული საძინებელი არ აქვს და სძინავს მისაღებში, გასაშლელ დივანზე. 2----–-–---------–--ს, იგი იყო სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციელები, რომლებსაც იგი ფეხდაფეხ შეყვა სახლში. დ---ს ეძინა მისაღებ ოთახში. ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მეორე სართულზე მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოიღეს იარაღები და ხელყუმბარა. ოთახში, საიდანაც ამოიღეს იარაღი, სძინავს მას და მის ქალიშვილს. იგი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მისი სახლიდან იარაღი ამოიღეს. სხვა ოთახები არ გაუჩხრეკავთ. დ--- ა--–------ი ჩხრეკას ესწრებოდა. პოლიციელებმა დ--- ა--–------ს თავის ხელით ჩაალაგებინეს იარაღი დასალუქად. იგი ადასტურებს რომ მისი სახლიდან ამოიღეს იარაღი, თუმცა მისთვის უცნობია საიდან აღმოჩნდა ეს იარაღი მის სახლში.
3.42. ბრალდებულმა დ--- ა--–------მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში დედასთან, და-ძმასთან და ბიძასთან - ვ-----–-----------–---–თან ერთად. სახლი ორსართულიანია, თუმცა პირველი სართული გაქირავებულია და მათი ოჯახი ცხოვრობს მეორე სართულზე, სადაც არის ორი საძინებელი და მისაღები ოთახი. მას საკუთარი ოთახი არ აქვს. 2----–-–---------–--ს, როდესაც მის სახლში მივიდნენ პოლიციელები, მას ეძინა მისაღებ ოთახში და ხმაურზე გაეღვიძა. დაინახა დედამისთან ერთად სახლში მყოფი პოლიციელები, რომლებმაც მხოლოდ ერთი ოთახი გაჩხრიკეს. მან პოლიციელებს გაუღო მაგიდის უჯრა, საიდანაც ამოიღეს მისთვის უცხო ნივთები, იარაღები და ხელყუმბარები, რაც მანამდე არასდროს უნახავს. ამოღებული ნივთები პოლიციელებმა საკუთარი ხელით ჩააწყობინეს დასალუქად და უთხრეს, რომ უნდა ეთქვა, თითქოს იარაღი იყო მისი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ძმას ან ბიძას დაიჭერდნენ. სახლის ჩხრეკის ოქმზე არსებული შენიშვნა, რომლის თანახმად იარაღი ეკუთვნოდა მას, მისი შესრულებული არ არის, თუმცა ოქმზე ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს. მისი სახლიდან ასევე ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ქორწილში და ამოღებამდე არ გაურეცხავს. ოთახი, საიდანაც იარაღი ამოიღეს, სძინავს მის ძმას და ბიძას - ვ-----–-----------–---–ს, ასევე პერიოდულად იძინებს ხოლმე დედაც.
3.43. ბრალდებულმა დ--- ა--–------მა ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხი არ გასცა.
3.44. დ--- ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის (17.07.2---) მიხედვით, 2----–-–---------–--ს 0------------ საათზე, თ------–----ის რ-----ში, დ------------------ში, დ--- ა--–------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც დ--- ა--–------ის საძინებელ ოთახში მდგარი კომპიუტერის მაგიდის ზედა უჯრიდან, ამოღებული იქნა ერთი ხაკისფერი სამხედრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო სამი მწვანე ხელყუმბარის მსგავსი საგანი, სამი კაფსულ-დეტონატორი, შავი პისტოლეტის ტიპის იარაღი, ნომრით: E----------, სამი მჭიდი, აქედან ორი ტყვიებით სავსე და 29 ოქროსფერი ვაზნა - წარწერით ,,L----”, რომელიც ჩალაგებულია პოლიეთილენის პარკში და მოთავსებულია მუყაოს ყუთში. ასევე, დ--- ა--–------ის საძინებელში არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა ერთი თეთრი პერანგი, შავი ჯინსის შარვალი, ორი შავი ,,ზამშის“ ფეხსაცმელი, რომელიც, დ--- ა--–------ის განმარტებით ეცვა 2----–-–---------–--ს ქ. თბილისში ყოფნისას. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნის გრაფაში მითითებულია, რომ ,,აღნიშნული ტყვიები, ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ,,ჰ---–--------ის“ მოდელის, სამი ცალი მჭიდი შიგ არსებული ვაზნებით და ვაზნები ცალკე ყუთში მოთავსებული რომლებიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული ჩემ საცხოვრებელ სახლში, ჩემს საძინებელ ოთახში, კომპიუტერის ზედა უჯრიდან მეკუთვნის მე რომელიც ნაპოვნია ჩემს მიერ და არ მაქვს კანონიერად გაფორმებული.“ - დ.ა--–------ი.
3.45. საქართველოს შ--------------------------–--------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით (18.07.2---), დ--- ა--–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული E-------- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. კალიბრის „H-------------“ პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. 3 (სამი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. კალიბრის 13 (ცამეტი) ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდი და განკუთვნილია, „H-------------“ მოდელის პისტოლეტებისათვის (მათ შორის წარმოდგენილი E-------- პისტოლეტისთვისაც). აღნიშნული 3 (სამი) ცალი მჭიდი ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. 55 (ორმოცდათხუთმეტი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ. კალიბრის “P---------/ L----”-ის 1--- წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ. (9X19 მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დ---- ჯგუფისათვის, (მათ შორის წარმოდგენილი E-------- პისტოლეტისთვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტის მარცხენა მხარეს ჩამკეტის გარსაცმზე, მარჯვენა მხარეს სავაზნეზე და ლულის ქვედა მხარეს არსებული ნომრები: „E--------“, ადგილმდებარეობით, შრიფტის სახეობით, კონფიგურაციით, დატანის მეთოდით, საცნობარო მონაცემების და საექსპერტო პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული მარკირებებისა.
3.46. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ---------------მ.
3.47. საქართველოს შ--------------------------–--------------------------ის ექსპერტის N------ დასკვნით (20.07.2---), დ--- ა--–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი ცილინდრული ფორმის ლითონის კონსტრუქცია, ბერკეტით, ჭილიბითა და რგოლით, წარმოადგენდა, თითოეული ქარხნული წესით დამზადებულ ხელის მსხვრევადი ყუმბარების ,,У----”-ის ტიპის საბრძოლო ფალიას, ისინი წარმოადგენდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მიეკუთვნებოდნენ საბრძოლო მასალათა კატეგორიას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყვნენ დანიშნულებით გამოსაყენებლად. ორი ცალი ელიფსური ფორმის ლითონის ნაწიბურებიანი, ლითონის საგანი, წარმოადგენდა, თითოეული ქარხნული წესით დამზადებულ „Ф--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით, ისინი წარმოადგენდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და მიეკუთვნებოდნენ საბრძოლო მასალათა კატეგორიას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყვნენ დანიშნულებით გამოსაყენებლად. ერთი ცალი ელიფსური ფორმის, ხაკისფერი, ლითონის საგანი, წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ „Р--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს, სასკდომი მუხტით, რომელიც წარმოადგენდა ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ქარხნული წესით დამზადებულ ხელის მსხვრევადი ყუმბარების ,,У----”-ის ტიპის საბრძოლო ფალია დანიშნულებისამებრ განკუთვნილია „Р---5“-ის „Ф--“-ის და „Р----“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის.
3.48. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------------–---–მა.
3.49. საქართველოს შ--------------------------–--------------------------ის ექსპერტის N-------- დასკვნით (18.07.2---), დ--- ა--–-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღიდან E-------- ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
3.50. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----–--–---–მა.
3.51. საქართველოს შ---------------–--------–--------------------------ის N----------- წერილის (19.07.2---) მიხედვით, შ---------------–--------–--------------------------ის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ,,H----------“-ის მარკა-მოდელია E-------- პისტოლეტი, რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში არ იმყოფება.
3.52. სასამართლოში წარმოდგენილმა სხვა მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა ვინაიდან მათი ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად/უარსაყოფად არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
3.53. ამდენად, სასამართლო შეაფასებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად/უარსაყოფად რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი
3.54. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–---------–--ს, თბილისში, გ-–-----ს რ-----ში, მ------–ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------- მ-----–---–მა მიიღო მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და მისი ჯორჯლის დაზიანებით და ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში, საიდანაც მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, გულმკერდის არეში არსებული ჭრილობები, განვითარებული არიან მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3.55. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, მიაყენა თუ არა ზემოაღნიშნული დაზიანებები ფ------- მ-----–---–ს დ--- ა--–------მა.
3.56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ, ფ------- მ-----–---–ისთვის დ--- ა--–------ის მიერ დანით ჭრილობების მიყენების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები - დაზარალებული ფ------- მ-----–---–ი, მოწმეები გ------- ლ---------–---–ი, ჭ-----ა ა--–------ი, თ----- ა--–------ი, ე-–---ა ი-----ე და ს---–------ მ----------ო.
3.57. ამასთან, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ს---–------ მ----------ო მისსავე ჩვენებაში ადასტურებს, რომ იგი დ--- ა--–------ის და ფ------- მ-----–---–ის კონფლიქტს არ შესწრებია და არც ამ უკანასკნელის დაჭრის მომენტი უნახავს. იგი შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებული უკვე დაჭრილი იყო და დაეხმარა მას. ამდენად, ს---–------ მ----------ოს ჩვენებით, შესაძლოა იმის გარკვევა, რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე ფ------- მ-----–---–ის დაჭრის შემდეგ, მაგალითად იყო თუ არა ადგილზე ბრალდებული ან იმყოფებოდნენ თუ არა სხვა, გარეშე პირები. თუმცა იმის დადგენა, ვინ და რა ვითარებაში მიაყენა ჭრილობები ფ------- მ-----–---–ს, ს---–------ მ----------ოს ჩვენების საფუძველზე, ცალსახად შეუძლებელია.
3.58. რაც შეეხება, კონფლიქტის თვითმხილველ, მათ შორის კონფლიქტის უშუალო მონაწილეთა ჩვენებებს, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა თვითმხილველმა მოწმემ, მათ შორის თავად დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა დაადასტურა, დ--- ა--–------სა და მას შორის არსებული სიტყვიერი კონფლიქტი. წინააღმდეგობრივია მოწმეთა ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, შეეხნენ თუ არა ხელით ერთმანეთს დ--- ა--–------ი და ფ------- მ-----–---–ი, თუ კონფლიქტი იყო მხოლოდ სიტყვიერი და ფიზიკურში არ გადაზრდილა. ასე მაგალითად, დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა დაადასტურა, რომ მასსა და დ--- ა--–------ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას და კონფლიქტის არც ერთ ეპიზოდში, ისინი ერთმანეთს ხელით არ შეხებიან; შელაპარაკების დროს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ფიზიკური კონტაქტი ასევე გამორიცხეს შემთხვევის თვითმხილველმა - ჭ-----ა ა--–------მა და თ----- ა--–------მა. რაც შეეხება გ------- ლ---------–---–ისა და ე-–---ა ი-----ის ჩვენებებს, პირველმა განმარტა, რომ ფ------- მ-----–---–ი და დ--- ა--–------ი ჩხუბისას ძირს დაეცნენ, თუმცა დაზარალებულის დაჭრის მომენტი არ დაუნახავს; ხოლო მეორემ დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ წააქციეს ერთმანეთი დ--- ა--–------მა და ფ------- მ-----–---–მა, თუმცა იქვე განმარტა, რომ თვალებზე ხელი ჰქონდა აფარებული და ტიროდა. თავად ბრალდებულმა დ--- ა--–------მა დაადასტურა, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ფ------- მ-----–---–თან, თუმცა გამორიცხა ამ უკანასკნელთან ფიზიკური დაპირისპირება. სასამართლო აქვე დასძენს, რომ დ--- ა--–------სა და ფ------- მ-----–---–ს ერთმანეთთან ფიზიკური შეხების ფაქტი არ დადასტურებულა არც საქმეში სხვა მტკიცებულებებით - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბუნდოვანი ვიდეოჩანაწერით, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (19.10.2---), რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ საგნებზე არსებული სისხლის კვალი ეკუთვნის მხოლოდ ფ------- მ-----–---–ს, ხოლო დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დ--- ა--–------ის ტანსაცმელზე, რომელიც ამ უკანასკნელს ეცვა შემთხვევის დროს, ფ------- მ-----–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლენილა; ასევე ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს N--------- დასკვნით (15.01.2019) - დ--- ა--–------ის ტანსაცმლის და ფ------- მ-----–---–ის ტანსაცმლის ზედაპირებზე, რომელიც მათ ეცვათ შემთხვევის დროს, ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღმოჩენილა. გარდა ამისა, ყევლა მოწმემ, ვინც თვალყურს ადევნებდა დ--- ა--–------ის და ფ------- მ-----–---–ის დაპირისპირებას, ცალსახად დაადასტურა ის გარემოება, რომ დ--- ა--–------ს შემთხვევის დროს თან დანა არ ჰქონია. მეტიც, მოწმე ე-–---ა ი-----ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან წამოსვლისას მან მანქანაში კარგად დაათვალიერა დ--- ა--–------ი და ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებული არც დაჭრილი იყო და არც დანა ჰქონია თან. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ დ--- ა--–------მა სწორედ დანით მიაყენა ჭრილობები ფ------- მ-----–---–ს (სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ ჭრილობები განვითარებულია ზოგადად რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით) თუმცა დანაშაულის იარაღი - დანა, გამოძიების ფარგლებში ამოღებული არ ყოფილა. ამდენად, საქმეში არსებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი არც ერთი მოწმის ჩვენებით, არ დადასტურებდა ის გარემოება, რომ სწორედ დ--- ა--–------მა მიაყენა დანით ჭრილობები ფ------- მ-----–---–ს. მეტიც, დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა მიუთითა, რომ შემთხვევის დროს, მას ჭრილობები მიაყენა არა დ--- ა--–------მა, არამედ დაბალმა, მელოტმა უცნობმა პირმა.
3.59. რაც შეეხება დაზარალებულ ფ------- მ-----–---–ისა და გ------- ლ---------–---–ის გამოძიებაში გამოკითხვის ოქმებსა და ამოცნობის ოქმებს, სასამართლო განმარტავს, რომ არც დაზარალებულმა და არც მოწმე გ------- ლ---------–---–მა არ დაადასტურეს გამოძიებაში გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რისი გათვალისწინებით, სასამართლოს გაუჭირდება მხოლოდ გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით რაიმე ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენა. რაც შეეხება ფ------- მ-----–---–ისა და გ------- ლ---------–---–ის მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობებს (რომლის თანახმად მოხდა დ--- და ჭ-----ა ა--–------ების ამოცნობა), დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა განმარტა, რომ ამოცნობისას მიუთითა დ--- ა--–------ზე და მხოლოდ ის დაუდასტურა გამომძიებელს, რომ ბრალდებული ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა არ უთქვამს, რომ ამ უკანასკნელმა დაჭრა იგი. რაც შეეხება გ------- ლ---------–---–ს, მან დაადასტურა, რომ გამოძიებაში ამოიცნო როგორც დ--- ა--–------ი, ასევე ჭ-----ა ა--–------ი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ამოცნობის ოქმები ვერ დაედება საფუძვლად გ---მტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ამოცნობის ოქმი არის მოწმის (დაზარალებულის) ჩვენების გაგრძელება და ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმის განყენებულად, დამოუკიდებელ მტკიცებულებად განხილვა შეუძლებელია. მითუფრო, როდესაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ფ------- მ-----–---–მა, კატეგორიულად უარყო, რომ იგი ბრალდებულმა დ--- ა--–------მა დაჭრა, ხოლო მოწმე გ------- ლ---------–---–მა განაცხადა, რომ არ დაუნახავს ვინ და რა ვითარებაში მიაყენა ჭრილობები დაზარალებულს, რისი გათვალისწინებით, სასამართლო, საჭიროდ აღარ მიიჩნევს სიღმისეულად განიხილოს დაცვის მხარის არგუმენტები ამოცნობის ოქმების დაუშვებელ მტკივცებულებად ცნობის თაობაზე.
3.60. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2----–-–---------–--ს, სწორედ დ--- ა--–------მა მიაყენა დაზარალებულ ფ------- მ-----–---–ს დანით ჭრილობები.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა და შენახვის ეპიზოდი
3.61. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–---------–--ს, დ--- ა--–------ის საცხოვრებელი სახლის, მდებარე თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში ჩხრეკისას, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგირიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ NE--------,9 მმ. კალიბრის „H-------------“ პისტოლეტი, 3 ცალი ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის 13 ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდი, რომელიც განკუთვნილია „H-------------“ მოდელის პისტოლეტებისთვის, საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული 55 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. კალიბრის „P---------/ L----“-ის 1--- წლის ნიმუშის ვაზნები, ხელის მსხვრევადი ყუმბარები ,,У----”-ის ტიპის სამი ცალი საბრძოლო ფალია, ორი ცალი „Ф--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით და ერთი ცალი „Р--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით.
3.62. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, ეკუთვნოდა თუ არა დ--- ა--–------ს.
3.63. სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკუთვნოდა დ--- ა--–------ს, რომელსაც იგი ინახავდა მის საძინებელ ოთახში არსებულ კომპიტერის მაგიდის დაცულ უჯრაში. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.64. მოწმეებმა - ი-----------–-----მა, მ-----–----------მა და ნ-----–-------–----ემ ცალსახად დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–---------–--ს მათ ჩაატარეს ჩხრეკა დ--- ა--–------ის საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკისას სწორედ დ--- ა--–------მა მიუთითათ, სად იყო მისი საძინებელი ოთახი და გაუღო კომპიუტერის მაგიდის დაკეტილი უჯრა, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავად ბრალდებულმა დ--- ა--–------მაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ სწორედ მან გაუღო ჩაკეტილი უჯრა პოლიციელებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დაკვირვებოდა ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელებს სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები არის ზედმიწევნით მშვიდი, გაწონასწორებული და თანმიმდევრული, ამასთან თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს არ გასჩენია ობიექტური საფუძველი მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ასევე ეჭვს არ ბადებს სახლის ჩხრეკის ოქმის შინაარსობრივი მხარე, ვინაიდან ამ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა სამივე გამომძიებელმა დაადასტურა მისი სისწორე და მიუთითა, რომ ნივთმტკიცებები ამოღებული იქნა სახლის მეორე სართულზე არსებული დ--- ა--–------ის საძინებელში არსებული მაგიდის უჯრიდან და სამივე მათგანის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ამოღებული ნივთმტკიცებების რაოდენობასთან, მათ ინდივიდუალურ და გვარეობით ნიშნებთან მიმართებით. სახლის ჩხრეკის ოქმზე არსებული შენიშვნა, სადაც დ--- ა--–------ის სახელით მითითებულია, რომ სახლის ჩხრეკისას მისი საძინებლიდან ამოღებული იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკუთვნის მას, ტყეში იპოვა და სახლში ინახავდა, ბრალდებულის განმარტებით, მას არ შეუსრულებია. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოს წინაშე ამგვარი არგუმენტის გაჟღერების შემდეგ, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მხარე, როგორც მინიმუმ, წარმოადგენდა ამ ვერსიის დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებას, თუნდაც ექსპერტიზის დასკვნას და ეს არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შებრუნება.
3.65. იმ საკითხის გადაწყვეტისას, დ--- ა--–------ის სახლიდან ამოღებული იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობლობა ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა დ--- ა--–------ს, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული სახლში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა არ ცხოვრობდა მარტო, თუმცა სასამართლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ჩაკეტილი (დაცული) სათავსო (მაგიდის უჯრა), საიდანაც იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ამოღებული, სწორედ დ--- ა--–------მა გაუღო მისივე გასაღებით პოლიციელებს, რასაც თავის მხრივ არც დ--- ა--–------ი უარყოფს. ამასთან, დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მისი ტანისამოსი. საყურადღებოა, რომ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ტანსაცმელი დ--- ა--–------მა კარადიდან გამოიღო, რომელიც იმ ოთახში იდგა, სადაც აღმოჩენილი იქნა იარაღი და საბრძოლო მასალა. იგივე დაადასტურა ირიბად დ--- ა--–------მაც, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ პოლიციელებმა ჩხრეკა სახლის მხოლოდ ერთ ოთახში ჩაატარეს. ამდენად, სასამართლოსთვის მეტად არასარწმუნო და არადამაჯერებელია დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ დ--- ა--–------ს საკუთარი საძინებელი არ გააჩნდა და ხან სად ეძინა და ხან სად. აღნიშნულზე მიუთითებდნენ სასამართლოში დაკითხული მოწმეები ჭ-----ა ა--–------ი, თ----- ა--–------ი, ხ---------------–---–ი და თავად ბრალდებული დ--- ა--–------ი. ამასთან, გარდა იმისა, რომ სამივე მოწმე არის დ--- ა--–------ის ახლო ნათესავი - დედა, ბიძა და ბიცოლა და მათ ჩვენებებს სასამართლო იმთავითვე მეტად სკეპტიკურად აფასებს, ვინაიდან არსებობს მეტი ალბათობა მათი ბრალდებულის სასარგებლოდ მიკერძოებისა, ასევე შეინიშნება მათ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, ასე მაგალითად - დ--- ა--–----მა განმარტა, რომ ოთახში, საიდანაც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს სძინავს მის ძმას და ბიძას, ასევე ზოგჯერ დედას, ხოლო ხ---------------–---–მა განმარტა, რომ იმავე ოთახში სძინავს მას და მის ქალიშვილს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგულწრფელად მიაჩნია დ--- ა--–------ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სახლიდან ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა, მას არ ეკუთვნოდა.
3.66. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხმსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკუთვნოდა სწორედ დ--- ა--–------ს. ამასთან საქართველოს შ---------------–--------–--------------------------ის N----------- წერილით (19.07.2---) უტყუარად არის დადგენილი, რომ დ--- ა--–------ს ამოღებული იარაღის კანონიერი შეძენისა და შენახვის უფლება, მოპოვებული არ ჰქონია.
3.67. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
3.68. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დ--- ა--–------ის ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენასა და შენახვაში ემყარება საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს, რომელთა ჩვენებებში წინააღმდეგობებია. მაგალითად: პოლიციელები განმარტავენ, რომ ბრალდებული იყო მარტო, გამოვიდა საძინებლიდან და გაუღო კარი, რაც შეუძლებელია. ერთი პოლიციელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ბრალდებულის დედა მივიდა, მაგრამ სახლში არ შემოსულა. მეორე პოლიციელი ამბობს, რომ დედა მივიდა და სახლში შევიდა, ხოლო მესამე პოლიციელმა თქვა, რომ ძმა მივიდა. ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ბრალდებულმა ჩანთას მოკიდა ხელი, მეორე ამბობს, რომ მარტო უჯრა გამოაღო და ა.შ.
3.69. სასამართლო, ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არარელევანტურია, ვინაიდან მიქიაშვილის საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელთა ჩვენებების სუბიექტურობა, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რასაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ ჰქონია. სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე, ბრალდებულ დ--- ა--–------ს არ განუცხადებია პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობდა პოლიციელთა სუბიექტური მიკერძოების ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მაგალითად პოლიციელები განმარტავენ, რომ ბრალდებული იყო მარტო, გამოვიდა საძინებლიდან და გაუღო კარი, რაც შეუძლებელია. ერთი პოლიციელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებისას ბრალდებულის დედა მივიდა, მაგრამ სახლში არ შემოსულა. მეორე პოლიციელი ამბობს, რომ დედა მივიდა და სახლში შევიდა, ხოლო მესამე პოლიციელმა თქვა, რომ ძმა მივიდა. ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ბრალდებულმა ჩანთას მოკიდა ხელი, მეორე ამბობს, რომ მარტო უჯრა გამოაღო და ა.შ. თუმცა სასამართლოს გადმოსახედიდან პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. სამივე მოწმე, საგამოძიებო მოქმედების - სახლის ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცებების ამოღებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. სამივე მათგანი ცალსახად მიუთითებს, რომ გამოძიება დაიწყო და ისინი შემთხვევის ადგილზე გავიდნენ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. სამივე მოწმე ზუსტად უთითებს დ--- ა--–------ის სახლის მისამართს, სადაც ჩატარდა ჩხრეკა - თ------–----ოს რ-----ში, დ------------------ში და სად, რომელ სართულზე იყო დ--- ა--–------ის საძინებელი, საიდანაც ამოიღეს ნივთმტკიცებები. სახლში დახვდათ დ--- ა--–------ი, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას. სამივე მოწმის ჩვენება იდენტურია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი მიმდინარეობის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამივე მოწმემ მიუთითა, რომ ჯერ ჩატარდა დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკა, რასაც მოყვა ამ უკანასკნელის დაკავება. ამოღებულ იარაღებთან და საბრძოლო მასალებთან მიმართებით, სამივე მოწმე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ იგი ნანახი და ამოღებული იქნა მეორე სართულზე მდებარე ოთახში არსებული კომპიუეტრის მაგიდის დაკეტილი უჯრიდან, რომელიც დ--- ა--–------ის მითითებით იყო მისი საძინებელი. აქედან ი-----------–-----მა განმარტა, რომ დ--- ა--–------ს გასაღები თავად ჰქონდა და თავადვე გახსნა უჯრა, საიდანაც ამოიღო სამხედრო ნაჭრის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნივთმტკიცებები; მ-----–----------მა განმარტა, რომ დ--- ა--–------მა თავად მისცათ უჯრის გასაღები, რითაც ი-----------–-----მა გახსნა ჩაკეტილი უჯრა და ამოიღო სამხედრო ჩანთაში მოთავსებული ნივთმტკიცებები; ხოლო ნ-----–-------–----ემ განმარტა, რომ დ--- ა--–------მა ჯიბიდან ამოიღო გასაღები, გააღო უჯრა, სადაც აღმოჩნდა ნაჭრის სახმედრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნივთმტკიცებები. ასევე, ი-----------–-----მა განმარტა, რომ ჩხრეკისას სახლში მივიდა დ--- ა--–------ის დედა, რომელიც იყო განერვიულებული და შვილს ეჩუბებოდა მისი საქციელის გამო. მ-----–----------მა განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, სახლში მივიდა ბრალდებულის ძმა, რა დროსაც ჩხრეკა თითქმის დასრულებული იყო. თანამშრომლისგან შეიტყო, რომ დედაც იყო მისული, თუმცა მას პირადად არ უნახავს, ხოლო ნ-----–-------–----ემ დაადასტურა, რომ სახლის ჩხრეკის დროს, დაბრუნდა დ--- ა--–------ის დედა, რომელიც ეზოში იყო, სახლში არ შესულა, საიდანაც საყვედურობდა შვილს მისი საქციელის გამო. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.
3.70. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
3.72. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გ---მტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ---მტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გ---მტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
5.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
5.5. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე და სხვა.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
5.8. სასამართლო ასევე იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
5.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ 2----–-–---------–--ს, ღამით, ფ------- მ-----–---–სა და დ--- ა--–------ს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. ასევე დადასტურებულია, რომ ფ------- მ-----–---–მა ნამდვილად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით (არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით) ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ დ--- ა--–------მა მიაყენა დანით ჭრილობები ფ------- მ-----–---–ს. ინციდენტის თვითმხილველი მოწმეების ნაწილმა კატეგორიულად უარყო, რომ ფ------- მ-----–---–ი დ--- ა--–------მა დაჭრა, ნაწილმა განაცხადა, რომ არ დაუნახავს რა ვითარებაში დაიჭრა ფ------- მ-----–---–ი, ხოლო თავად დაზარალებულმა სულ სხვა პირზე მიუთითა, რომელიც არ იყო დ--- ა--–------ი.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი დ--- ა--–------ის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს - ფ------- მ-----–---–ის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენებას შორის, ფ------- მ-----–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებაში დ--- ა--–------ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
5.12. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას, პოვნას და სხვა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში, დაცულ სათავსოში და სხვა.
5.14. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგირიას მიკუთვნებული - ქარხნული წესით დამზადებული NE--------,9 მმ. კალიბრის „H-------------“ პისტოლეტი, 3 ცალი ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ. კალიბრის 13 ცალი ვაზნის ტევადობის მჭიდი, რომელიც განკუთვნილია „H-------------“ მოდელის პისტოლეტებისთვის, ასევე საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული 55 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. კალიბრის „P---------/ L----“-ის 1--- წლის ნიმუშის ვაზნები, ხელის მსხვრევადი ყუმბარების ,,У----”-ის ტიპის სამ ცალი საბრძოლო ფალიას, ორი ცალი „Ф--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ერთი ცალი „Р--“-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი უფლება, დ--- ა--–------ს მინიჭებული არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
5.15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--- ა--–------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებაში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ დ--- ა--–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების მართლსაწინაარმდეგო ხასიათსა და ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. რაც შეეხება დ--- ა--–------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასეთი, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ--- ა--–------ს, უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
7.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას - დ--- ა--–------ისგან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე დ--- ა--–------ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ მართლსაწინააღმდეგო ნებას, კერძოდ იმ გარემოებას, რომ დ--- ა--–------ისგან ამოღებული იარაღიდან, ბოლო გასროლის შემდეგ, ნაწარმოებია გასროლა, რაც ამყარებს სასამართლოს დასკვნას, ასევე ბრალდებულის პიროვნების მომეტებული საშიშროების თაობაზე და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დ--- ა--–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებების ბედი. კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, დ--- ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დ--- ა--–------ის ტანსაცმელი, ჭ-----ა ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჭ-----ა ა--–------ის ტანსაცმელი, ფ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, ჭ-----ა ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის მილის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, გ------- ლ---------–---–ის, დ--- ა--–------ის, ჭ-----ა ა--–------ის ნერწყვისა და ხელის კვალის ნიმუშები, ფ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,მ-–----ში კ---–--ის“ დათვალიერებისას ამოღებული ქსოვილის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს. ავტომანქანა ,,მ-–----–ი კ---–--ი“ (სახ. ნომრით N--------), ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია, ავტომანქანა ,,მ-–----–ი კ---–--ის“ (სახ. ნომრით N--------) დათვალიერების ფოტო ილუსტრაცია, შპს ,,გ---დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი და ,,ე-----------ან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--- ა--–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ--- ა--–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
დ--- ა--–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–--იდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყავის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, დ--- ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დ--- ა--–------ის ტანსაცმელი, ჭ-----ა ა--–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჭ-----ა ა--–------ის ტანსაცმელი, ფ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, ჭ-----ა ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის მილის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, გ------- ლ---------–---–ის, დ--- ა--–------ის, ჭ-----ა ა--–------ის ნერწყვისა და ხელის კვალის ნიმუშები, ფ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,მ-–----–ი კ---–--ის“ დათვალიერებისას ამოღებული ქსოვილის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· დ--- ა--–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი, მჭიდები და ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
· ავტომანქანა ,,მ-–----–ი კ---–--ი“ (სახ. ნომრით N--------), ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
· შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია, ავტომანქანა ,,მ-–----–ი კ---–--ის“ (სახ. ნომრით N--------) დათვალიერების ფოტო ილუსტრაცია, შპს ,,გ---დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი და ,,ე-----------ან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე