გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
020210018002695922
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002695922 (2/2104-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - ა-–----------------ა

წარმომადგენელი - ფ-------------ა

 

მოპასუხე - შ----------------–-------------’

წარმომადგენელი - მ------------–---

 

დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, პროცენტის დაკისრება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.მოსარჩელე ა-–----------------ასთან, როგორც შპს ,,ს----------–-----------ის’’ სერ---–---------------------------------------------------------------–-------ს მენეჯერთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს ,,ს----------–-----------ის’’ გ-------–----- დირექტორის 20---–-–--------------------------------------- ბათილად ცნობა;

 

1.2.ა-–----------------ას ზუგ---------------------–------------------ის თანამდებობაზე აღდგენა;

 

1.3.სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 20---–-–-----------------დან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით;

 

1.4.სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 20---–-–-----------------დან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე ყოველდღიურად მოპასუხისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის დაკისრება;

 

1.5.მოპასუხის მიერ მოსარჩელე მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა სასამართლოს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ა-–----------------ა 2012 წლიდან მუშაობდა შპს ,,ს----------–-----------აში’’, ხოლო 20---–-–------------------–-------------––-------–---ს საფუძველზე იგი 20---–-–---------------ან განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა შპს ,,ს----------–-----------ის’’ სე-----–---------ს მართვის დეპარტამენტში ზუგ---------------------–------------------ის თანამდებობაზე და 20---–-–---------------ნ მისი ხელფასი იყო 1250 ლარი. ხელშეკრულების 6.2.7 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია წინამდებარე ხელშეკრულებით, შინაგანაწესით ან/და სხვა შიდა დოკუმენტით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

№--------- ბრძანებით დამტკიცდა სე-----–-------------------ს სამუშაოს აღწერილობა, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის, როგორც სე-----–-------------------ს ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები და რომელსაც შრომითი ხელშეკრულების 2.1.4 მუხლის საფუძველზე გაეცნო მოსარჩელე ა-–----------------ა. ასევე, იგი გაეცნო შპს ,,ს----------–-----------ის’’ შინაგანაწესსა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს, რომლის მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტის შესაბამისად, უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს, კერძოდ, სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, მენეჯერის ა-–----------------ას ერთ-ერთი ვალდებულება იყო:

 

-დაეგეგმა სამუშაოს პროცესი, მოეხდინა პროცესების კონტროლი...

 

-წარემართა საფოსტო საქმიანობა და ეკონტროლებინა პროცესის მიმდინარეობა, რომელიც მოიცავდა: წერილების, საფოსტო ბარათების, მცირე პაკეტების, ამანათების და სხვადასხვა საფოსტო გზავნილების გაგზავნას და მიღებას, დეპეშების მიღებას და გაგზავნას, ფულადი გზავნილების მიღებას და გაგზავნას...

 

-ემართა დაქვემდებარებული პერსონალი, გაენაწილებინა საქმიანობა ეფექტურად, განეხორციელებინა მათ მიერ სამუშაოს შეფასება;

 

-ყოველდღიურად განეხორციელებინა გზავნილების ჩაბარების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მიენიჭებინა პროგრამული სტატუსი;

 

-მონიტორინგი განეხორციელებინა კურიერის საქმიანობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-20--------–-–---–-------------––-------–----ი (ს.ფ. 38-49);

-31.12.2----–-–---–------------––----ულება (ს.ფ. 213);

-ხელფასის ცნობა (ს.ფ. 12-);

-სამუშაოს აღწერილობა (ს.ფ. 2-0);

-დოკუმენტაციის გაცნობის დასტური (ს.ფ. 108);

-მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ს.ფ. 140-2-8);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–--------------------

 

3.1.2.შპს ,,ს----------–-----------ის’’ გ-------–----- დირექტორის 20---–-–------------------------------ ბრძანებით ზუგ---------------------–------------------ს - ა-–----------------ას გამოეცხადა შენიშვნა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ კურიერების მუშაობის არასათანადო კონტროლი, კერძოდ, გამოვლინდა კურიერების მხრიდან სამუშაო დროის არაეფექტურად გამოყენების ფაქტები, რა იწვევს სერვისცენტრში ვადაგადაცილებული გზავნილების დაგროვებას.

 

აღნიშნულ ბრძანებას 13.09.2--- წელს გაეცნო და დაეთანხმა ა-–----------------ა, რადგან მას ბრძანება არ გაუსაჩივრებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ბრძანება და მიმართვა (ს.ფ. 106-107);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–--------------------

 

3.1.3. 24.07.2--- წლიდან 15.08.2----–-–----ე პერიოდში ზუ----------------------–------ში ჩატარდა მონიტორინგი, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა შემდეგი სახის დარღვევა:

 

1--------------------------------–-------–-----–---------------–---------------------------------------------–---–-----–--------------–---------------------–---------------–---–--------------–----------------------------------------------–--–-----------------–----------------–--------------------–---------–----------------------–---------------–--–-------------–--

 

6) 1----------–---------------------------------------–----–-------------------–--------------------------

 

აღნიშნული დარღვევები დადასტურებული იქნა მოსარჩელე ა-–----------------ას მიერ მონიტორინგის პერიოდში - 25.07.2----–--–- შედგენილი ახსნა-განმარტებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მონიტორინგის ანგარიშები (ს.ფ. 93-98);

-მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 101);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–--------------------

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 16.08.2--- წლის მონიტორინგის ანგარიში დარღვევების შესახებ საფუძვლად დაედო შპს ,,ს----------–-----------ის’’ გ-------–----- დირექტორის მიერ 20---–-–--------------------------------------- გამოცემას, რომლითაც 20---–-–-----------------დან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება №--------------თან - ა-–----------------ასთან მისთვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სადავო ბრძანება (ს.ფ. 34);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–--------------------

 

3.2.2.გ-------–----- დირექტორის 2----–-–---------------------------- შეტყობინებით ა-–----------------ას ეცნობა, რომ 20---–-–-----------------დან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი და განემარტა გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

აღნიშნული წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2-.08.2----–--–-. ა-–----------------ას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში №---------- შეტყობინების ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მან სასამართლოს გ-------–----- დირექტორის 20---–-–--------------------------------------- ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელით მომართა სასამართლოს 20---–-–----------------რს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შესაგებელი;

-სადავო ბრძანება (ს.ფ. 34);

-წერილობითი დასაბუთება და მისი ჩაბარების დასტური (შეტყობინება (ს.ფ. 2-, 130);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–--------------------

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს შრომის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა თავისი კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის პოზიციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სოციალური დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების დასაბუთების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მოპასუხე სადავო ბრძანების მიღების საფუძვლად უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. ამრიგად, იმისათვის, რომ დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას მიმართოს ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დებულებას, აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: 1. სახეზე უნდა იყოს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი; 2. დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს დამსაქმებლის მხრიდან ,,თ’’ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას.

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით სამართალწარმოების პროცესში მოპასუხეს დაეკისრა მის მიერ მითითებული საფუძვლით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის გამოყენებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის აუცილებლობის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო მოსარჩელეს - მის მიერ მითითებული იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც გამორიცხავენ მის ბრალეულობას დამსაქმებლის მიმართ.

 

მოცემულ ვითარებაში, საქმეზე წარმოდგენილია შპს ,,ს----------–-----------ის’’ გ-------–----- დირექტორის 20---–-–------------------------------ ბრძანება, რომლითაც ზუგ---------------------–------------------ს ა-–----------------ას გამოეცხადა შენიშვნა, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ კურიერების მუშაობის არასათანადო კონტროლი, კერძოდ, გამოვლინდა კურიერების მხრიდან სამუშაო დროის არაეფექტურად გამოყენების ფაქტები, რა იწვევს სერვისცენტრში ვადაგადაცილებული გზავნილების დაგროვებას.

 

ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 13.09.2--- წელს, თუმცა იგი არ გაუსაჩივრებია.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ მითითებული ბრძანება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოპასუხეს ეხელმძღვანელა ,,თ’’ ქვეპუნქტით. ეს გარემოება მოპასუხეს გაცნობიერებული აქვს და თავის პოზიციას ასაბუთებს იმ ფაქტზე, რომ შენიშვნის გამოცხადების შემდგომ, მოსარჩელემ კვლავ არაჯეროვნად შეასრულა შრომითი ხელშეკრულების 6.2.7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტით - სამუშაოს აღწერილობით მისთვის დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ, №--------- ბრძანებით დამტკიცებული სე-----–-------------------ს სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, მოსარჩელის, როგორც მენეჯერის ერთ-ერთი ვალდებულება იყო:

 

-დაეგეგმა სამუშაოს პროცესი, მოეხდინა პროცესების კონტროლი...

 

-წარემართა საფოსტო საქმიანობა და ეკონტროლებინა პროცესის მიმდინარეობა, რომელიც მოიცავდა: წერილების, საფოსტო ბარათების, მცირე პაკეტების, ამანათების და სხვადასხვა საფოსტო გზავნილების გაგზავნას და მიღებას, დეპეშების მიღებას და გაგზავნას, ფულადი გზავნილების მიღებას და გაგზავნას...

 

-ემართა დაქვემდებარებული პერსონალი, გაენაწილებინა საქმიანობა ეფექტურად, განეხორციელებინა მათ მიერ სამუშაოს შეფასება;

 

-ყოველდღიურად განეხორციელებინა გზავნილების ჩაბარების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მიენიჭებინა პროგრამული სტატუსი;

 

-მონიტორინგი განეხორციელებინა კურიერის საქმიანობაზე.

 

უდავოა, რომ 24.07.2--- წლიდან 15.08.2----–-–----ე პერიოდში ზუ----------------------–------ში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

 

1--------------------------------–-------–-----–---------------–---------------------------------------------–---–-----–--------------–---------------------–---------------–---–--------------–----------------------------------------------–--–-----------------–----------------–--------------------–---------–----------------------–---------------–--–-------------–--

 

6) 1----------–---------------------------------------–----–-------------------–--------------------------

 

აღნიშნული დარღვევები აღიარებული იქნა მოსარჩელე ა-–----------------ას მიერ მონიტორინგის პერიოდში - 25.07.2----–--–- შედგენილი ახსნა-განმარტებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა, რომლითაც ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

აღსანიშნავია, რომ შრომის შინაგანაწესის 17.20.1 მუხლის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის, ასევე, 17.21 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც შრომითი ურთიერთობის დაწყებისთანავე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა ,,შენიშვნა’’ და ,,სამსახურიდან გათავისუფლება/შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა’’. ამასთან, უხეშ დარღვევად ითვლება დასაქმებულის მიერ 1 წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შენიშვნის მიღების შემდგომ 1 წლის განმავლობაში მოსარჩელის მიერ განმეორებით განხორციელებული და მისი მხრიდან აღიარებული დარღვევების სერიოზული ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს გააჩნდა კანონიერი საფუძველი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო - 2----–-–---------------------------- ბრძანებით შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს დისკრიმინაციის საფუძვლებს.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე, ასეთი მითითება კი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის გამოხატულებაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარემ მოითხოვა 2----–-–------------------------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და პროცენტის დაკისრება. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.

 

სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რამდენადაც ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, რომლის გასვლით პირი კარგავს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობას, სასამართლოს ვალდებულებაა მსჯელობის საგანად აქციოს აღნიშნული საკითხი.

 

6.4.საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

იმავე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, კერძოდ, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ ვადის გაშვების შემდგომ, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (---------------–--------------------------–----------------–-------------–--------------–--------------–----------------------–-----------------------------–---------------–-----------------------------------------------

 

„მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (-----------–------------------–---------------–----------–-–------------–--------–-------–----------------------------------–----------–------------–-------------–---–----------------------------------–---------–---------–--------------

 

მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სამართლებრივ ურთიერთობასა და ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც იზიარებს ქართული სასამართლოს სულისკვეთებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 2- ოქტომბერი).

 

ყურადსაღებია ასევე ს----------–--------------------------–------------–-----------------–-----------–-–---------------–----------------------–-------–---- რომლითაც საკასაციო სასამართლოს მიერ შრომის კოდექსის 38-ე მუხლთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ,,ნებისმიერ შემთხვევაში, დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30 დღიანი ვადით. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი...’’.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2-.08.2--- წლის №---------- წერილობითი დასაბუთება (შეტყობინება) ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მითითებით ჩაბარდა პირადად 2-.08.2----–--–-. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანება მას უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში მითითებული შეტყობინების ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მან სასამართლოს ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელით მომართა 20---–-–----------------რს.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი 30 დღიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია 2-.10.2--- წლის მდგომარეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო თვლის, რომ ზემოთ მითითებული მსჯელობის საფუძველზე, მოპასუხეს უფლება აქვს უარყოს შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო.

 

6.5.რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და 0,07 პროცენტის დაკისრების თაობაზე, ამ კუთხით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, ხსენებული ნორმის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

განსახილველ ვითარებაში, წარმოდგენილი სარჩელით მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი და ხანდაზმულია, მითითებული ნორმის საფუძველზე, იგივე სამართლებრივი რეჟიმი უნდა გავრცელდეს სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და პროცენტის დაკისრების მოთხოვნაზეც.

 

6.6.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ა-–----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა