განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/551-18
გამოძიების (069260518004)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ--------------------
ბრალდებული - კ---- ტ-------
მამის სახელი: თ------
პირადი ნომერი: N6----------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი, ვ-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ეპიზოდი)
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის აგვისტოში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე მ--–---ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი). ძალადობის შედეგად მ--–---ა ტ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2017 წლის 08 სექტემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებთ, იძალადა დედაზე მ--–---ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი). ძალადობის შედეგად მ--–---ა ტ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2018 წლის აპრილში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის აივანზე, მთვრალმა კ---- ტ-------მ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე მ--–---ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი). ძალადობის შედეგად მ--–---ა ტ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლში თანაცხოვრებისას კ---- ტ------- სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას მ--–---ა ტ-------ს. შეურაცხყოფებს თითქმის ყოველთვის ესწრებოდა მ--–---ა ტ------ის არასულწლოვანი შვილიშვილი თ----- ტ-------. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მ--–---ა ტ------- შვილის ქმედებით განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
5. 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ დედას მ--–---ა ტ-------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. მ--–---ა ტ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა კ---- ტ-------მ ჩაიდინა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახს ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახს ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მ---–--ა ტ-------მ განმარტა, რომ ბრალდებული კ---- ტ------- არის მისი შვილი. როდესაც კ---- ტ------- 2017 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის მერე არ იყო კარგად, ძალიან შეიცვალა, იყო ანერვიულებული, არ იყო ნორმალურად. კ---- ტ-------მ იმის მაგივრად, რომ გამოსწორებულიყო დაიწყო ალკოჰოლის მიღება, სადღაც დადიოდა და როდესაც უკან ბრუნდებოდა აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. განმარტავს, რომ სახლში ყავს მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც განიცდიდა მისი შვილის კ---- ტ------ის ასეთი საქციელს. განმარტავს, რომ მის შვილს არაფერს არ უშლიდა, მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ წყნარად ყოფილიყო, როცა იცოდა, რომ მისი შვილი კ---- ტ------- ღამით მთვრალი მივიდოდა სახლში აუცილებლად აუშარდებოდა მას და ამის გამო, რომ კონფლიქტი არ მომხდარიყო მის რძალთან და შვილიშვილთან ერთად იძინებდა. განმარტავს, რომ 2017 წლის 8 სექტემბერს კ---- ტ------- მივიდა სახლში, რა დროსაც, სახლში წყალი არ იყო, ხოლო ვედრო ჭაში იყო ჩავარდნილი, ვედრო ჩავარდნილი რომ დახვდა მას ეგონა, რომ ძალით გაუკეთეს ეს და წამოვიდა მისი მიმართულებით საცემად, რა დროსაც, მისმა რძალმა უთხრა, რომ ,,რა გინდა მაგასთან მე ჩამივარდა ვედრო ჭაშიო“. ეს, რომ გაიგონა მისი რძლის მიმართულებით გაიწია დასარტყმელად, რა დროსაც, მოასწრო და ჩადგა მათ შორის, რომ არ დაერტყა მისი რძლისთვის ამ დროს რძალზე მოქნეული ვედრო თვითონ მოხვდა ხელზე, რის გამოც განიცადა ტკივილი, ამის გამო გამოიძახა პოლიცია. განმარტავს, რომ მიუხედავად ამისა შეძლო, რომ ეპატიებია მისი შვილისთვის, არ უნდოდა, რომ ის ციხეში ყოფილიყო, თუმცა მიახლოვების უფლებას არ აძლევდა და ამის გამო ის ცხოვრობდა მის მაზლთან სოფელ გეგუთში. განმარტავს, რომ კ---- ტ------- უგზავნიდა ხალხს, რომ შერიგებოდა. მას შეეცოდა მისი შვილი და ისევ მიცა უფლება, რომ მათთან ერთად ეცხოვრა. თუმცა კ---- ტ-------მ ისევ დაიწყო ალკოჰოლის მიღება, სახლში დაბრუნებული ისევ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას, არავის არ ერიდებოდა, არც მის რძალს, არც ძმას და არც მის ძმის შვილს. განმარტავს, რომ 19 წლის იყო კ----, როდესაც ცოლი მოიყვანა, თუმცა ვერც ის შეეგუა მისი შვილის საქციელებს და დღემდე წასულია მათგან მის შვილიშვილთან ერთად. მოწმე ადასტურებს პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განმარტავს, რომ 2017 წლის აგვისტოში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) მაშინაც მთვრალი მივიდა მისი შვილი ბრალდებული კ---- ტ------- სახლში, რა დროსაც, იგი აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე ფეხი ჩაარტყა ბარძაყის და გვერდის არეში. ადასტურებს, რომ 2018 წლის აპრილის თვეშიც მოხდა მათ შორის კონფლიქტი, ზუსტად არ ახსოვს თუ რის გამო, მაგრამ ახსოვს, რომ კ---- ტ------ისაგან დასაცავად გადაეფარა მის შვილიშვილს თ----- ტ-------ს. განმარტავს, რომ 2018 წლის 26 მაისს, ასევე კონფლიქტი იყო მათ ოჯახში, რის გამოც, მისი შვილიშვილი და რძალი გაიყვანა გარეთ, რომ დაეცვა ისინი კ----საგან, ხოლო შიგნით დარჩენილმა კ---- ტ-------მ ჯოხს მოკიდა ხელი და თუ რამე იყო ოთახში და კედლებზე ყველაფერი ძირს დაყარა. ამის შემდეგ აიღო ბენზინი, რომელიც მის მეორე შვილს ჰქონდა სახლში და იყენებდა ოჯახის ტრაქტორისთვის და ეგონა, რომ სახლს დაწვავდა, რადგან კ---- ტ------- იძახდა, რომ ,,მოგკლავთ და გადაგწვავთ, დაგილეწავთ ყველაფერსო“ და ამის გამო გამოიძახა პოლიცია. განმარტავს, რომ მის რძალსა და კ---- ტ-------ს შორის კარგი დამოკიდებულება იყო, როდესაც კ---- ტ------- პირველად დააკავეს, მისმა რძალმა და მისმა მეორე შვილმა კ------- ტ-------მ ყურადღება მიაქციეს, ტანსაცმელი უყიდეს, ფულიც მისცეს, თუმცა, როდესაც უფრო მეტ თანხას ითხოვდა და ოჯახს არ ჰქონდა ამის საშუალება ამაზე ძალიან ღიზიანდებოდა. როდესაც მისი შვილი ციხიდან გამოვიდა უნდოდა, რომ წაეყვანა ფსიქიატრთან და ემკურნალა მისთვის, რადგან იყო არაადეკვატური, თუმცა ამის გამო უარესი კონფლიქტი და შეურაცხყოფები მოდიოდა მისი მხრიდან. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ითხოვს მისი შვილის დასჯას კანონის შესაბამისად.
მოწმის სახით დაკითხულმა ა------------მ, საქმის სამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებული კ---- ტ------- არის მისი მეუღლის ძმა. იგი გაიცნო დაახლოებით 6 წლის წინ როდესაც გახდა ამ ოჯახის რძალი. მისი მაზლი კ---- ტ------- არის ნასამართლევი და ახალი გამოსულია ციხიდან. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 8 სექტემბერს საქმიანობდა ეზოში და ჭიდან ამოჰქონდა წყალი, მაგრამ წყლის ვედრო ჩაუვარდა ჭაში და ვერ ამოიღო იგი. ამის გამო კ---- ტ-------მ ხელი მოჰკიდა იქვე რკინის ვედროს მის დასარტყმელად, მაგრამ მისი დედამთილი, კ---- ტ------ის დედა მ---–--ა ტ------- გადაეღობა მას და ამ უკანასკნელს მოხვდა ვედრო ხელის არეში, რომელიც ჩაულურჯდა. ამის დანახვაზე იქვე მყოფმა მისმა ბავშვმა დაიწყო ტირილი. განმარტავს, რომ ამ დროს კ---- ტ------- ნასვამ მდგომარეობაში არ იყო. 2017 წლის 26 მაისს სახლში იმყოფებოდა დედამთილთან და ბავშვთან ერთად, რა დროსაც, სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კ---- ტ------- და დაუწყო მათ გინება. იქვე მყოფ ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. კ---- ტ-------მ ჩაამტვრია ფანჯრები და იგინებოდა დედამისის მისამართით. იძახოდა ,,გადადით ჩემი სახლიდანო, უნდა მოგკლათო“. მოწმე განმარტავს, რომ კ---- ტ------- სიმთვრალეში უფრო აგრესიული ხდებოდა და ეჩხუბებოდა დედამისს. სულ სთხოვდა ფულს, დედამისიც აძლევდა როცა ჰქონდა. მაგრამ ერთხელ, როდესაც ფულის მიცემაზე უარი უთხრა ფეხი ჩაარტყა დედამისს გვერდებში და ფულის გამო სცემა იგი. როდესაც მისმა დედამთილმა პოლიცია გამოიძახა მათი მოსვლის მიუხედავად კ---- ტ------- არ გაჩერდა და მათ ორივეს აგინებდა პოლიციელთა თანდასწრებით. განმარტავს, რომ თვითონ კ---- ტ-------ს არ უჩივის. მიუთითებს, რომ კ---- ტ------- ემტერება დედამისს, არ უნდა მუშაობა. მოწმის განმარტებით, პირადად მას ფხიზელ მდგომარეობაში არაფერს არ უშვებდა, მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგი შეკამათებას ვერ იტანდა.
მოწმის სახით დაკითხულმა რ-----------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ბრალდებულ კ---- ტ------ის მეზობლად. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 26 მაისს თავისი დის შვილის ოჯახიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც, უნდა გაევლო კ---- ტ------ის ჭიშკართან, ამ დროს ნახა, რომ ჭიშკართან იმყოფებოდა კ---- ტ------- იგინებოდა და ილანძღებოდა მისი დედის და რძლის მისამართით. მოწმის განმარტებით, იგი შეეცადა კ---- ტ------ის დაწყნარებას, ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ამის მიუხედავად კ---- ტ-------მ კვლავ გააგრძელა ლანძღვა და გინება მისი ოჯახის მისამართით. მათი ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. ამ ფაქტის გარდა სხვა დროს მათ ჩხუბს არ შესწრებია. განმარტავს, რომ კ---- ტ------ის დედა მ---–--ა ტ------- ამბობდა, რომ მისი შვილი კ---- ტ------- ურტყამს მას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოწმის სახით დაკითხულმა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს სოფელ გეგუთის განყოფილების უფროსმა კ------- გ-------მ განმარტა, რომ მაისის თვეში განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმადა, მოქალაქე მ---–--ა ტ-------ს კონფლიქტი ქონდა შვილთან. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, როდესაც მივიდნენ საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ნახეს, რომ კ---- ტ------- იგინებოდა მისი დედისა და რძლის მისამართით. ძალიან ცუდი სიტყვებით მიმართავდა დედას. მათი მისვლის მიუხედავად კ---- ტ-------მ განაგრძო მათი მისამართით გინება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კ---- ტ------ის დედამ უთხრა მათ, რომ მისი შვილი კ---- ტ------- იყო აგრესიული და ემუქრებოდა მოკვლით, ჩაუმსხვრევია სახლის ფანჯრები და მიუთითა, რომ ,,იგი კარგს არ იზამსო“. იქვე განუმარტა მათ, რომ იმდენად ეშინოდა მისი შვილის, რომ იგი მის რძალთან და შვილიშვილთან ერთად წვება ღამით. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ კ---- ტ------ის დაკავება, რადგან ეს უკანასკნელი აგრძელებდა აგრესიას და მუქარას მისი ოჯახის მიმართ და ეუბნებოდა მათ ,,პოლიციას რატომ გამოუძახეთო“. კ---- ტ------- ამბობდა ,,გამოვალ ციხიდან და მაინც გადაგწვავთო“ და ოქმზე ხელი არ მოაწერა. შემდგომ საქმის გამოძიება გააგრძელა გამომძიებელმა. ადასტურებს, რომ ამ ფაქტამდეც პოლიციის განყოფილებაში შესული იყო შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. შემთხვევის დროს კ---- ტ------ის ძმა სახლში არ იმყოფებოდა. მაგრამ იქვე იმყოფებოდა მისი პატარა ძმის შვილი. ბავშვი შეშინებული იყო და ეუბნებოდა მათ ,,ბიძია წამიყვანეო“. მოწმის განმარტებით, დაკავების ოქმი შედგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით, დაკავებულს განემარტა მისი უფლებები.
გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ----------ამ მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ 2018 წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ოჯახურ ძალადობის ფაქტზე გასული იყო შემთხვევის ადგილას. სადაც ნახეს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი კ---- ტ------- აგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის დედას და რძალს. შემთხვევის ადგილზე მყოფმა დედამ უთხრა მათ, რომ კ---- ტ------ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მის შეურაცხყოფას ჩაუმსხვრევია საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები. შემთხვევის ადგილზე მყოფი კ---- ტ------- დედამისს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების დაზიანებით. რის გამოც, მოხდა მისი ადგილზე დაკავება. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ კ------- გ-------ს მიერ და კ---- ტ------- გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, როგორც კ---- ტ------ის დედა, ასევე მისი რძალიც, ხოლო თავად ტ------- კი ეზოს წინ იდგა და იქედან აგინებდა მათ.
ანალოგიურად აჩვენა, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–---მ და განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად 2018 წლის მაისის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) საღამოს საათებში გასული იყო შემთხვევის ადგილზე. სადაც კ---- ტ------- აგინებდა და ეჩხუბებოდა თავისი ოჯახის წევრებს. კერძოდ, დედას და რძალს. რის გამოც, მოხდა მისი დაკავება. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ კ------- გ-------ს მიერ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კ---- ტ------ის დედამ უთხრა მათ, რომ მისი შვილი იყო აგრესიული მათ მიმართ. შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ საცხოვრებელის სახლის ფანჯარა იყო ჩალეწილი და გადმოყრილი იყო ნივთები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულმა, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ------------–---------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა განყოფილებაში და ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. რა დროსაც, შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. პოლიციის თანამშრომლების მიერ განყოფილებაში მიყვანილი იქნა კ---- ტ-------. დაიწყო გამოძიება, გავიდა შემთხვევის ადგილზე სადაც კ---- ტ------ის დედასთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ნახა, რომ დაზიანებული იყო საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები. მის მიერ ამოღებული იქნა დაზიანებული მინები და კ---- ტ------ის დედისგან წარდგენილი ლითონის ნაჭერი. დაკითხა დაზარალებული მ---–--ა ტ-------. განმარტავს, რომ საქმეზე გამოძიება გააგრძელა სხვა გამომძიებელმა.
მოწმის სახით დაკითხულმა, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ---------------ემ განმარტავს, რომ თავდაპირველად გამოძიება აღნიშნულ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით დაიწყო 2017 წლის 8 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, კ---- ტ------ის დედა მ---–--ა ტ------- ითხოვდა ოჯახური კონფლიქტის გამო დახმარებას. მის მიერ მოხდა მოწმეების დაკითხვა მათ შორის კ---- ტ------ისა და მ---–--ა ტ------ის. როგორც მ---–--ა ტ-------მ განუმარტა, მისმა შვილმა კ---- ტ-------მ მოარტყა ხელზე წყლის ვედრო, რომელიც მისი რძლისთვის ჰქონდა მოქნეული, თუმცა თვითონ გადაეფარა. აღნიშნულ ფაქტზე მ---–--ა ტ-------ს ჩაუტარდა ექსპერტიზა, ასევე, მ---–--ა ტ-------მ მისცა გამოძიებას ჩვენება, რომლითაც ითხოვდა, რომ მისი შვილი კ---- ტ------- არ დასჯილიყო. 2018 წლის 26 მაისს დაიწყო ახალ ფაქტებზე გამოძიება, პროკურორიდან მას დაევალა კ---- ტ------ისთვის ბრალის გაცნობა, კ---- ტ------- გაეცნო ბრალს ჩაიბარა მტკიცებულებები, აღიარა დანაშაული, თუმცა ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. დაზარალებულმა მ---–--ა ტ-------მ განუმარტა, რომ იმის გამო დაინდო შვილი 2017 წლის 8 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმედი ჰქონდა მისი გამოსწორების, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ძალადობამ და შეურაცხყოფამ სისტემატიური ხასიათი მიიღო ბრალდებულის მხრიდან. განმარტავს, რომ მის მიერ ასევე მოხდა ექსპერტიზის მიერ გადაღებული ფოტომასალის გახსნა და დათვალიერება, ხოლო სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ბრალდებულმა კ---- ტ-------მ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის მხოლოდ ,,აფსურდი“, მოგონილი, სიცრუით დაწერილი. განმარტავს, რომ მისი ოჯახის წევრებთან არ ცხოვრობდა, იმყოფებოდა უკრაინაში, ხოლო როდესაც იქედან დაბრუნდა, მისი რძალი იწვევდა კონფლიქტში, მის ნაყიდ საჭმელზე ეუბნებოდა ,,რატო ჭამო, რატო გაცვიაო“. საკუთარ ფულს როდესაც ინახავდა ლოგინის ქვემოთ, მისი რძალი ჩუმად აკლებდა ამ თანხას. განმარტავს, რომ თვითონ კი არა არამედ მისი რძალი ახორციელებდა დედამისზე მ--–---ა ტ-------ზე ძალადობას. განმარტავს, რომ როდესაც სახლიდან არაყი წაიღო დასალევად, უკან მობრუნებულს, მისმა რძალმა ა------------მ დაუწყო წყევლა ,,რატომ წაიღე ჩემი არაყიო“ და გამოიწია მისკენ დასარტყმელად, რის გამოც, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩაამსხვრია სახლის ფანჯრის მინა. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია და დააკავეს. განმარტავს, რომ როდესაც პოლიციაში ითხოვდა სახალხო დამცველთან ან ადვოკატთან დაკავშირებას მათ ამის უფლება არ მისცეს. განმარტავს, რომ მისი დედისთვის მ---–--ა ტ------ისთვის შეურაცხყოფა არასოდეს არ მიუყენებია.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ კ---- ტ------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებებით.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ,,სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო კვლევის მონაცემებით, კ---- ტ------ის ქმედებიდან გამომდინარე მ---–--ა ტ------- განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას“.
მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგმა ექსპერტმა ეკატერინე არაბიძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა ამბოლატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მ---–--ა ტ------ის მიმართ. რომლის დასკვნის თანახმად საქმის მასალების და ამბოლატორიული კვლევის დროს მოპოვებული მონაცემებით კ---- ტ------ის ქმედებიდან გამომდინარე მ---–--ა ტ------- განიცდიდა სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რაც იწვევდა მის ტანჯვას.
საქმეში არსებული 12.09.2017 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: ,,08.09.17წ. 22:30-22-40 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---–--ა ტ-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტმა შ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა. მ--–---ა ტ-------ს მარცხენა ხელის მტევნის წინა ზედაპირზე მეორე თითთან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, ასევე მარცხენა მხარზე ასეთივე ფორმის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. აღნიშნული სისხლნაჟღენთები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში არსებული 2017 წლის 8 სექტემბერს შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N069080917002 საქმეზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მ---–--ა ტ------ის ოჯახში მომხდარი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეში არსებული N2160060 შეტყობინების ოქმის თანახმად, ადგილი აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტს. ინციდენტის თარიღია 2017 წლის 8 სექტემბერი. ინციდენტის ადგილი წყალტუბოს რაიონი სოფელი პ----------ი მ---–--ა ტ------ის ოჯახი. შეტყობინების ინიციატორია მ---–--ა ტ-------.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N011841 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2017 წლის 8 სექტემბერს 18:00 საათზე მოძალადე (კ---- ტ-------მ) მსხვერპლს (დედას მ---–--ა ტ-------ს და რძალს ა------------ს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორდერი ხელმოწერილია მსხვერპლის მ---–--ა ტ------ის ანა ტ------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დაჩი მაჩიტაძის მიერ.
საქმეში არსებული 2018 წლის 26 მაისს შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 26 მაისს წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში კ---- ტ------ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა მუქარის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დამწყები პირია წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი თ------------–---------ე.
საქმეში არსებული N1239735 შეტყობინების ოქმის თანახმად ადგილი აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტს. ინციდენტის თარიღია 2018 წლის 26 მაისი. ინციდენტის ადგილი წყალტუბოს რაიონი სოფელი პ----------ი. შეტყობინების ინიციატორი არის მარიკა ტ-------.
საქმეში არსებული ბრალდებულ კ---- ტ------ის დაკავების ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილი იქნა 2018 წლის 26 მაისს: ,,ადგილზე მისვლისას კ---- ტ------- იმუქრებოდა მისი დედის და რძლის მიმართ, განაგრძობდა მუქარას ქონების და ჯანმრთელობის დაზიანებით, დედამ მ---–--ა ტ-------მ და ა------------მ განგვიმარტეს, რომ პოლიციის მისვლამდეც კ---- ტ------- ემუქრებოდა მათ სხეულის დაზიანებით და დაფშვნა სახლის მინები, დაკავება მოხდა წინააღმდეგობის გარეშე. დაკავებულს ვიზუალურად სხეულის რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. დაკავებული გადაყვანილი იქნა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში“. ბრალდებულის დაკავება მოახდინა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლმა კ------- გ-------მ. კ---- ტ------- გაეცნო დაკავების ოქმს, მაგრამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, ასევე არ ჩაიბარა დაკავების ოქმის ასლი.
საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თ------------–---------ის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, „შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონ სოფელ პ----------ში და წარმოადგენს ბრალდებულ კ---- ტ------ის საცხოვრებელ სახლს და ეზოს სადაც მივდივართ, გეგუთი-ხულოს საავტომობილო გზიდან, ხელმარცხნივ ჩამავალი სოფლის გზით სადაც გზის ისევ ხელმარცხნივ მდებარეობს კ---- ტ------ის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი, ჭიშკრის გავლით შევდივართ ეზოში, სადაც ჭიშკრიდან 20 მეტრში მდებარეობს ერთსართულიანი ე.წ. ცოკოლზე აშენებული სახლი, რომელსაც აქვს შუაში ხის კარები და გვერდებზე ფანჯრები, რომლის მარცხენა ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია და ნატეხები ყრია ოთახის შიგნით, რომელიც მ--–---ა ტ------ის განმარტებით ჩაამსხვრია მისმა შვილმა კ---- ტ-------მ, ამის შემდეგ მ--–---ა ტ------ის მითითებით გავდივართ სახლის მარჯვენა მხარეს სახლის უკან მდებარე ერთსართულიან სამზარეულოში, სადაც ჩამსხვრეულია წინა მხრიდან არსებული ფანჯრის მინა, მარჯვენა მხარეს ასევე ჩამსხვრეულია და ნამსხვრევები ყრია სამზარეულოს შიგნით. შემდეგ მ---–--ა ტ-------მ გამოაღო ოთახში მდებარე სამზარეულო კარადის უჯრა, მიუთითა ლითონის მრგვალ ფრაგმენტზე და განმარტა, რომ ეს საგანი არის ე.წ ქაფქირის თავი, რომლის ტარითაც კ---- ტ------- მას ემუქრებოდა შემდეგ ესროლა ქუჩაში“.
ფოტომასალის დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული CD-R დისკით დგინდება, რომ დასურათდა შემთხვევის ადგილი.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული დაზარალებულ მ---–--ა ტ------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, მან დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცა კ---- ტ------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ მოწმემ მიუთითა, რომ კ---- ტ------- 2017 წლის მაისში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, დაიწყო ალკოჰოლის მიღება, სადღაც დადიოდა და როდესაც უკან ბრუნდებოდა აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახლში ყავს მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც განიცდიდა მისი შვილის კ---- ტ------ის ასეთი საქციელს. დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები, ასევე, დადასტურებულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ კ---- ტ------ის ქმედებიდან გამომდინარე, მ---–--ა ტ------- განიცდიდა სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მის ტანჯვას. დაზარალებულმა ასევე, სრულად და თანმიმდევრულად გადმოსცა ბრალდებულის მხრიდან 2017 წლის აგვისტოში, 2017 წლის 8 სექტემბრს და 2018 წლის 8 აპრილს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები, კერძოდ, განმარტავს, რომ 2017 წლის 8 სექტემბერს კ---- ტ------- მივიდა სახლში, რა დროსაც, ჭაში ჩავარდნილი ვედროს გამო, გაბრაზდა, ეგონა, რომ ძალით ჩააგდო იგი მისმა რძალმა და წამოვიდა მის საცემად და მის რძალზე მოქნეული ვედრო თვითონ მოხვდა ხელზე, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, 2017 წლის აგვისტოში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) მაშინაც მისი შვილი ბრალდებული კ---- ტ------- მთვრალი მივიდა სახლში, რა დროსაც, მიაყენა მას სიტყვიერ შეურაცხყოფა და ასევე ფეხი ჩაარტყა ბარძაყის და გვერდების არეში, ხოლო 2018 წლის აპრილის თვეშიც მოხდა მათ შორის კონფლიქტი, ზუსტად რის გამო არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ კ---- ტ------ისაგან დასაცავად გადაეფარა მის შვილიშვილს თ----- ტ-------ს, ამ დროს კ---- ტ-------მ ფეხი ჩაარტყა მას. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ მ---–--ა ტ-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზარალებული მ---–--ა ტ------- თავის ჩვენებაში, ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 26 მაისს კონფლიქტი იყო მათ ოჯახში, კ---- ტ-------მ ჯოხს მოკიდა ხელი და თუ რამე ოთახში კედლებზე ყველაფერი ძირს დაყარა. ამის შემდეგ აიღო ბენზინი, და იძახდა, რომ ,,მოგკლავთ და გადაგწვავთ, დაგილეწავთ ყველაფერსო“, ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით, რის გამოც, გაუჩნდა საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გარემოებები დადგენილია, როგორც საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწმე ანა ტ------ის, რ-----------–--ის მიერ მიცემულ ჩვენებებში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებით, ასევე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული ოპერატიული ჯგუფის გამომძიებლების კ------- გ-------ს, ლ----------ას და მ----------–---ს ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ შეესრწრნენ კონფლიქტის ფაქტს და დაადასტურეს, რომ კ---- ტ------- დედამისს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების დაზიანებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენების სისწორეში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ამასთან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა შინაარსიც სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოწმე მ---–--ა ტ------ის ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ 2017 წლის აგვისტოში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე მ---–--ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი); 2017 წლის 08 სექტემბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, იძალადა დედაზე მ---–--ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი); 2018 წლის აპრილში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის აივანზე, მთვრალმა კ---- ტ-------მ შელაპარაკების გამო იძალადა დედაზე მ---–--ა ტ-------ზე. (ფეხი ჩაარტყა გვერდში და უჯიკავა ხელი). წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლში თანაცხოვრებისას კ---- ტ------- სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას მ---–--ა ტ-------ს. შეურაცხყოფებს თითქმის ყოველთვის ესწრებოდა მ---–--ა ტ------ის არასულწლოვანი შვილიშვილი თ----- ტ-------, ასევე, 2018 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში მდებარე სახლის ეზოში, მთვრალმა კ---- ტ-------მ დედას მ---–--ა ტ-------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. მ---–--ა ტ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდებულ კ---- ტ------ის ჩვენებას, სადაც იგი არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, მის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართ წარდგენილი ბრალი არის მოგონილი, სიცრუით შეთხზული გამოძიების მიერ, აღნიშნული ბრალდებულის ჩვენების გარდა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შეიცავენ საკმარის საფუძველს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რის გამოც, სასამრთლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ---- ტ------ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.
ქმედების, სამართლებრივი აღწერა:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ კ---- ტ------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ისეთი სახის დანაშაულს, როდესაც კონკრეტულ ადამიანს ემუქრებიან კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების შიში უჩნდება. მუქარა - ესაა ისეთი დანაშაულებრივი ქმედება, როდესაც დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება, ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისია, როდესაც მუქარის შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად დანაშაული ამ მომენტისათვის დამთავრებულად ითვლება.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, კერძოდ ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არ ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორცილება, არამედ სურდეს პირის დაშინება.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.
წარდგენილ ბრალდებებში, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის დროს და ამის შედეგად შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა კ---- ტ-------მ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მიმართული იყო მისი დედის მ---–--ა ტ------ის მიმართ, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ---–--ა ტ-------მ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულმა სისტემატიურმა შეურაცყოფამ, რომელსაც თითქმის ყოველთვის ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილიშვილი გამოიწვია მისი ტანჯვა, მის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულების შემადგენლობებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტს.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა კ---- ტ-------მ ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახს ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახს ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი,(ორი ეპიზოდი) (ძვ.რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (ძვ.რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ კ---- ტ-------ს შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედების ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში, არის ნასამართლობის მქონე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედება (დანაშაულის რეციდივი) აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ კ---- ტ------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული კ---- ტ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს:
2. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, კ---- ტ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
8. კ---- ტ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
9. კ---- ტ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მაისიდან.
10. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები და ლითონის ფრაგმენტი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე