განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
080100118002705549
დავის ტიპი
210 1
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/987-18

გამოძიების N092271117003

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------------------

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ-----------------–---

 

ბრალდებული - მ------ ჯ------

მამის სახელი: დ-------

პირადი ნომერი: N0----------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ბ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მ------ ჯ------ 2002 წლის 04 თებერვალს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხე-მორების შესყიდვა, დახერხვა და მიღებული ხის მასალის რეალიზაცია. მ------ ჯ------მ 2016 წლის 17 მაისს და 2016 წლის 18 მაისს შპს „ი-------------“-ს (ს/ნ 412696729) 11 578 ლარად მიყიდა ჯამში 24 მ3 დახერხილი ხე-მასალა. მას არ გააჩნდა ხის მასალის წარმომავლობის დამადასტურებელი შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები და შპს „ი-------------“-ზე გასაღების მიზნით ი/მ „ზ---------------ის“ სახელით ყალბად დაამზადა N0---------, N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები რომლებშიც ყალბად დააფიქსირა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის და სპეციალური ფირნიშის ნომრები. კერძოდ, 2016 წლის 17 მაისს ი/მ „ზ---------------ის“ სახელით ყალბად დაამზადა 10 535 ლარის, N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც 21.5 მ3 დახერხილი ხე-მასალის წარმოშობის დოკუმენტად ყალბად დააფიქსირა N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და სპეციალური ფირნიშის ნომრებად ყალბად მიუთითა N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0--------- სპეციალური ფირნიშების ნომრები, ხოლო 2016 წლის 18 მაისს ი/მ „ზ---------------ის“ სახელით ყალბად დაამზადა 1 225 ლარის N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც 2.5 მ3 დახერხილი ხე-მასალის წარმოშობის დოკუმენტად ყალბად დააფიქსირა N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და სპეციალური ფირნიშის ნომრებად ყალბად მიუთითა N0---------, N0---------, N0--------- სპეციალური ფირნიშის ნომრები. აღნიშნული ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები მის მიერ გასაღებული იქნა შპს „ი-------------“-ზე.

ზემოაღნიშნული სპეციალური ფირნიშებით მარკირებული მორები ი/მ „მ------ ჯ------მ“ 2015 წლის 11 დეკემბერის N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შეისყიდა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-დან, რომელთა გადამუშავებით მიღებული ხის მასალის რეალიზება მოახდინა 2016 წლის 13 მაისს, N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შპს „ბ--–--------------ზე“ (ს/ნ 4--------).

 

2. მ------ ჯ------მ 2016 წლის 28 ოქტომბერს შპს „ნ--------“ (ს/ნ 4--------) 5 000 ლარად მიყიდა 10 მ3 დახერხილი ხე-მასალა. მას არ გააჩნდა ხის მასალის წარმომავლობის დამადასტურებელი შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები და შპს „ნ-------ზე“ გასაღების მიზნით ი/მ „ზ---------------ის“ სახელით ყალბად დაამზადა N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც დახერხილი ხე-მასალის წარმოშობის დოკუმენტად ყალბად დააფიქსირა N0--------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და ფირნიშის ნომრებად ყალბად მიუთითა N0---------, N0---------, N0---------, N0---------, N0--------- სპეციალური ფირნიშების ნომრები. აღნიშნული ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები მის მიერ გასაღებული იქნა შპს „ნ-------ზე“.

 

ზემოაღნიშნული სპეციალური ფირნიშებით მარკირებული მორები ი/მ „მ------ ჯ------მ“ 2015 წლის 11 დეკემბერის N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შეისყიდა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-დან, რომელთა გადამუშავებით მიღებული ხის მასალის რეალიზება მოახდინა 2016 წლის 13 მაისს, N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შპს „ბ--–--------------ზე“ (ს/ნ 4--------).

 

3. მ------ ჯ------მ შპს „ა--------–-------“-ს (ს/ნ 4--------) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში სკოლის მშენებლობისათვის 2016 წლის დეკემბრის თვეში ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე მიაწოდა (მიყიდა) ჯამში 34 მ3 წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა. ხის მასალის მიღების შემდეგ შპს „ა--------–-------“-ს დირექტორმა გ------------ამ მ------ ჯ------ს ხის მასალის წარმომავლობის დასტურად მოთხოვა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა. მ------ ჯ------ს არ გააჩნდა მიწოდებული ხის მასალის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები და 2017 წლის 16 მაისს ი/მ „ზ---------------ის“ სახელით ყალბად დაამზადა და შპს „ა--------–-------ზე“ გაასაღა 18 700 ლარის N0--------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად ყალბად მიუთითა N0--------1, N0--------3, N0--------2 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები, ხოლო ამავე ზედნადების ფირნიშის ნომრების გრაფაში ყალბად დააფიქსირა N0--------2, N0--------0, N0--------3, N0--------5, N0--------7, N0--------1, N0--------4, N0--------6, N00-------9, N00-------8, N00-------7, N00-------5, N00-------4 სპეციალური ფირნიშების ნომრები. აღნიშნული ფირნიშებით მარკირებული მორები მან აუქციონის გზით შეისყიდა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-დან, რომელთა გადამუშავების შედეგად მიღებული ხის მასალა 2016 წლის 01 ივნისს და 2016 წლის 02 ივნისს N0--------3, N0---------, N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან ქ. თბილისში, ქ ზუგდიდში და თიანეთში სადაც მოახდინა მათი რეალიზება. შპს „ა--------–-------“ 2017 წლის 22 ნოემბერს, სატვირთო ავტომობილებით ახდენდა მ------ ჯ-----ისგან მოწოდებული ზემოაღნიშნული დახერხილი ხე-მასალიდან 11.2 მ3 წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურადან ქ. ზესტაფონის მიმართულებით რა დროსაც ხის მასალით მოძრავი ავტომობილები შეჩერებული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ მ------ ჯ-----ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ------ ჯ------მ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის (ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები) დამზადება, გასაღების მიზნით და გასაღება (სამი ეპიზოდი).

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ მ------ ჯ-----ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა N1; N:DES21700083526 მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, თანდართული მასალებით; მოწმე ლევან გუნიავას გამოკითხვის ოქმი; სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმი და მასზე დართული ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები - N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------3 ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; მოწმე კ-------------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე დ---------–----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე გ--------------ის გამოკითხვის ოქმი; შუამდგომლობა ამოღების ჩატარების შესახებ; N1------- განჩინება ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე; N1--------------- მიმართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოს; N:D------------- მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოდან; ავტომობილის და ხის მასალის ამოღების ოქმი; N1--------------- მიმართვის წერილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს; ქონების მიბარების აქტი, ხელწერილი; ოქმი ავტომობილის დალუქვის შესახებ; მოწმე მამუკა ორდინიძის გამოკითხვის ოქმი; N1--------------- მიმართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოს; N:D------------- მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოდან, თანდართული დოკუმენტებით (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები); N1--------------- მიმართვის წერილი სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“; N03/29326 მომართვის წერილი სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-დან, თანდართული დოკუმენტაციით; მოწმე გ------------ას გამოკითხვის ოქმი; მოწმე მ------ ჯ-----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ა-–--------------–--ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ზ---------------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ლ----------ის გამოკითხვის ოქმი; N15-04-09/17-1188 მიმართვის წერილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს; დადგენილება საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; მომართვის წერილი და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს N000471018 ექსპერტიზის დასკვნა; N15-04-09/17-1126 მიმართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტს; N21-11/198261 მომართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტიდან თანდართული მასალით; N15-04-09/17-1187 მიმართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტს; N21-11/3390 მომართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტიდან თანდართული მასალით; N15-04-09/08-33 მიმართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტს; N21-11/8257 მომართვის წერილი სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს მომსახურების დეპარტამენტიდან თანდართული მასალით; დოკუმენტის და ინტერნეტ საიტის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული დოკუმენტაცია; Nს24/11-5 შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; N11/18 განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; დადგენილება ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსაიდუმლოების შესახებ; N15-04-09/08-43 მიმართვის წერილი სს „სილქნეტს“ ; ოქმი სს „სილქნეტი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და მასზე დართული დოკუმენტაცია; N15-04-09/08-41 მიმართვის წერილი შპს „სისტემ ნეტს“; ოქმი სს „სისტემ ნეტი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და მასზე დართული დოკუმენტაცია; მოწმე დ----- ჯ-----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ი-------–---ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე მ------ ჯ-----ის გამოკითხვის ოქმი; შუამდგომლობა მ------ ჯ-----ის დაკავების შესახებ; N11-96 განჩინება მ------ ჯ-----ის დაკავების შესახებ; მ------ ჯ-----ის დაკავების ოქმი; ოქმი მ------ ჯ-----ის ბრალდებულის სახით დაკავების შეტყობინების შესახებ; მიმართვის წერილი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორს; მიმართვის წერილი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორს; დადგენილება მ------ ჯ-----ის ბრალდების შესახებ; ოქმი ფარული საგამოძიებო მოქმედების გასაჩივრების უფლების განმარტების შესახებ; ოქმი ნივთიერი მტკიცებულების ცნობის სახით გადაცემის შესახებ; ოქმი შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; N10/დ-457/18წ განჩინება მ------ ჯ-----ის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე; ადვოკატ მ-----------------–--ის განცხადება, თანდართული დოკუმენტებით; ოქმი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; ოქმები გირაოს შეტანის გაფრთხილების შესახებ; ოქმი მ------ ჯ-----ის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გამომძიებელზე ჩაბარების თაობაზე; ოქმი შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზის დათვალიერების შესახებ და მასზე დართული ზედნადებები - N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N0--------- ყალბი ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები; N16509/15-04-09 მიმართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოს; N:DES4180050497 მომართვის წერილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოდან, თანდართული დოკუმენტებით (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები); ბრალდებულ მ------ ჯ-----ის გამოკითხვის ოქმი; N6520/15-04-09 მიმართვის წერილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N21-14/115141 მომართვის წერილი თანდართული დოკუმენტაციით; ოქმი დაცვის მხარისათვის წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შეტყობინების შესახებ; შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ; N10-126-2018წ განჩინება წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ; N7785/15-04-09 მიმართვის წერილი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს; ქონების მიბარების აქტი, ხელწერილები; სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს ელ. ბაზის და ინტერნეტ საიტის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული მასალა; Nს24/11-286 შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; N457/18წ განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე; დადგენილება ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსაიდუმლოების შესახებ; N8387/15-04-09 მიმართვის წერილი სს „სილქნეტს“ ; N8384/15-04-09 მიმართვის წერილი შპს „მაგთიკომს“; ოქმი სს „სილქნეტი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და მასზე დართული დოკუმენტაცია; NO -18/10-2998 მომართვის წერილი შპს „მაგთიკომიდან“; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; მოწმე ი-------–---ს გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის (ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადები) დამზადება, გასაღების მიზნით და გასაღება - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება. შესაბამისად მ------ ჯ-----ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ მ------ ჯ-----ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ამასთან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------ ჯ-----ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. ამასთან, სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს საქმის გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული მ------ ჯ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, (შპს „ი--------------“-ს ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ნ-------ის“ ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ა--------–-------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ი--------------“-ს ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ნ-------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „ა--------–-------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ, მ------ ჯ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. მ------ ჯ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განჩინებით ყადაღადადებულ ა------ ჯ-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ამბროლაურის რაიონი, სოფელ ბ--------ში, საკადასტრო კოდი 8------------

 

7. მსჯავრდებულ მ------ ჯ------ს სასჯელის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 ივლისიდან -2018 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მ------ ჯ-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მ------ ჯ------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 2017 წლის 30 ნოემბერს ამოღებული დახერხილი ხის მასალა, რომელიც განთავსებულია სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს“ სასაწყობო ბაზაზე - გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე