განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100118002701563
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი--------------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #3----------), საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ს-----------------------------–--–---–---ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------–--------------------------.

 

ადვოკატები - ნ--–---------–---–ი და დ---------------ე

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის სექტემბრიდან, ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ--------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, ი-----------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ--------------ეს, რომელიც აღნიშნულის შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ი-----------–---–ი და ზ--------------ე, მათ მცირეწლოვან შვილთან 1 წლის და 3 თვის ნ-------------ესთან ერთად იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–--------------------------------–---------------------------ში. ოჯახურ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ი-----------–---–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ მისი მეუღლე ზ--------------ე იყო 36 კვირის ორსული, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად მარცხენა ხელი მოუჭირა კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელით აიღო სკამი და ემუქრებოდა აღნიშნული სკამის ჩარტყმით. ამის შემდეგ, ზ--------------ე წააქცია ლოგინზე, ხოლო სკამი ისროლა იმ მიმართულებით, საითაც იმყოფებოდა მცირეწლოვანი ნ--------–---–ი. აღნიშნულის გამო ზ--------------ის მიერ გამოთქმულ საყვედურზე, ი-----------–---–მა მას კვლავ მოუჭირა ხელი სახეზე, თან უყვიროდა, რომ გაჩუმებულიყო თორემ მოკლავდა.

ზ--------------ის შეპასუხებაზე, რომ ის მონა არ იყო და მასაც ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ი-----------–---–მა აიღო მაგიდაზე არსებული სამზარეულოს დანა, რომელიც მიუშვირა ზ--------------ეს და დაემუქრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა ღორივით დაკლავდა. ზ--------------ეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთანავე, ი-----------–---–ის მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ მასში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ხოლო კომფლიქტით შეშინებულმა მცირეწლოვანმა ნ--------–---–მა დაიწყო ტირილი. აღნიშნულზე ზ--------------ემ მეუღლეს განუცხადა, რომ ძალადობაზე არ გაჩუმდებოდა, რის გამოც ი-----------–---–მა აიღო მეუღლის მობილური ტელეფონი და შევიდა აბაზანაში. ზ--------------ემ იპოვა სახლში ძველი ტელეფონი, რომლითაც შეძლო 112-ზე ზარის განხორციელება და საპატრულო პოლიციის გამოძახება. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორის მიერ, ი-----------–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, მეუღლის - ზ--------------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

დაზარალებულმა ზ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულთან ქორწინებაში იმყოფება 2016 წლის 10 სექტემბრიდან. მათ ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად, მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------–--------------------------

შემთხვევის დღეს, - 2018 წლის 23 სექტემბერს, იგი იყო 36 კვირის ორსული. მათ მშობიარობისა და ახალშობილის მოვლისთვის არ ჰქონდათ ფული, ამიტომ მეუღლეს შესთავაზა, რომ მშობლებისთვის მოეთხოვა ნასესხები თანხა, რაზეც ი-----------–---–ი გაღიზიანდა და განაცხადა, რომ არ სთხოვდა მშობლებს ვალს, რადგან მათ ჩუქნიდა ფულს. დაზარალებული ვალის ჩუქების წინააღმდეგი იყო. ამის გამო ი----- მივარდა მას, საწოლზე გადააწვინა მარცხენა ხელი წაუჭირა ყელში, ხოლო მარჯვენა ხელით სკამის ჩარტყმას ცდილობდა. შემდეგ სკამი გაისროლა, რაც ბავშვს მცირე მანძილით აცდა. მან უსაყვედურა ი-----ს, რომ შვილი არ უყვარდა, რაზეც ბრალდებული გაღიზიანდა, ყბებში წაავლო ხელი და შეეცადა მის გაჩუმებას. ამ დროს მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

შემდეგ ი-----------–---–მა სამზარეულოს დანა აიღო და ემუქრებოდა „ღორივით დაკვლით“, რაც მან აღიქვა რეალურ საფრთხედ. ი-----ს ოთახიდან გასვლის დროს ზ---მ „ვაიბერში“ დედას შეატყობინა მომხდარის შესახებ. პოლიციაში დარეკვა ვერ შეძლო, რადგან ტელეფონი ი-----------–---–მა წაართვა. შემდეგ შევიდა აბაზანაში და თავისი მობილურიც აიღო. პოლიციაში დარეკა ძველი ტელეფონით, რომელშიც სიმ-ბარათი არ იდო. პატრული მათთან გამოძახებიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდა. პატრულის მისვლის შემდეგ ი----- დაემუქრა მას, რომ „მისი ხელით სიკვდილი უწევდა“.

პოლიციელს გადასცა სამზარეულოს უჯრიდან ამოღებული დანა, რომლითაც მანამდე დაემუქრა ბრალდებული. ამ კომფლიქტის შედეგად ხელსა და ფეხზე აღენიშნებოდა სილურჯეები, მან განიცადა მორალური ტრავმა იმის გამო, რომ იყო ორსულად და ფიქრობდა მუცლადმყოფის ჯანმრთელობაზე. ასევე ამ კომფლიქტს შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ძალიან განიცდიდა მომხდარს და ძლიერად ტიროდა. დაზარალებულმა ადგილზე მისულ პოლიციას განუცხადა, რომ კანონის შესაბამისად დასჯილიყო ბრალდებული. პატრულმა დაზარალებულის დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერი გამოწერა ი-----------–---–ის მიმართ.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა 20 სექტემბრის კომფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა მას საფეთქლებზე მოუჭირა ხელი, რის შემდეგაც დაზარალებული აბაზანაში ჩაიკეტა, შემდეგ კი წავიდა ნათლიასთან. ამ კომფლიქტისას ბრალდებული მას დაემუქრა, რომ თუ იქ წავიდოდა, უკან ვეღარ დაბრუნდებოდა.

ქორწინების პერიოდში მეუღლესთან პერიოდულად ჰქონდა მცირედი კომფლიქტები; ბრალდებული ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დავობდნენ ასევე იმის გამო, რომ ი-----------–---–ი არ აძლევდა მას ფულს, მათ შორის, არც ორსულობის პერიოდში გამოკვლევების ჩასატარებლად, ასევე ბავშვის სამკურნალოდ და სათანადოდ გამოსაკვებად; ზოგჯერ ი-----------–---–ი მას არ აძლევდა საწოლში დაძინების უფლებასაც, რის გამოც დაზარალებული იძინებდა იატაკზე; ბრალდებული ცოლ-შვილს ნაკლებად უზრუნველყოფდა ფინანსურად და შემოსავალს ძირითადად მშობლებსა და ძმას ახმარდა. დეკრეტული შვებულების ფულის აღების შემდეგ მას თავისი შემოსავალი არ ჰქონდა.

პირველი სერიოზული კომფლიქტი მოხდა 2017 წლის 29 ივლისს, იმ პერიოდში, როდესაც პირველი შვილი შეეძინათ. მშობიარობის შემდეგ მეუღლის თხოვნით წავიდა სოფელში, სადაც საძინებელში მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვა ტელეფონიც, რომელიც შემდეგ მამის თხოვნით დაუბრუნა. აღნიშნულის გამოც დაიწყო ტირილი, რა დროსაც საძინებელში შევიდა დედამთილი და თავის შვილს მოსთხოვა დაზარალებული „წათრეულიყო“ სახლიდან. დაზარალებულმა დაურეკა დედამისს და სთხოვა, ჩასულიყო ან ტაქსი გაეგზავნა მისთვის. სოფელში ჩავიდნენ დაზარალებულის დედა და და. მათი მისვლისას მისი ნივთები ეზოში ეყარა. იგი გაჰყვა მათ. ი-----------–---–ს ხუთი დღის განმავლობაში არ მოუკითხავს ცოლ-შვილი. შემდეგ თვითონ დაურეკა ბრალდებულს და შერიგდნენ. ერთ-ერთი კომფლიქტის დროს, როდესაც დაზარალებული პატრულთან დარეკვას ცდილობდა, ბრალდებულმა მას ტელეფონი გაუტეხა.

ერთხელ ხელი ყელზე წაუჭირა და უთხრა, რომ თუ მის ჭკუაზე არ ივლიდა, მოკლავდა.

ასევე ბაკურიანში ყოფნისას, სადაც შვილი ჰყავდა წაყვანილი, ბრალდებულის დედა ეჩხუბა იმის გამო, რომ მას საკუთარი დისშვილები უფრო უყვარდა, ვიდრე ქმრის ძმისშვილები; დაზარალებულს დაეწყო ტახიკარდია და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რასაც მოჰყვა საპატრულო პოლიციაც. პოლიციელებმა დედამთილის - თ---------------–---–-------–---–ის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოწერას ასევე აპირებდნენ ბრალდებულის მიმართ, მაგრამ დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო, არ გამოწერეს. ასევე 2018 წლის მაისში ი-----------–---–ი მას ბალიშით გაგუდვას უპირებდა.

დაზარალებულს სურს მართლმსაჯულების აღსრულება და მოძალადე მეუღლისგან დაცვა, რადგან მეუღლესთან სამოქალაქო დავა აქვს დიდი ოდენობით თანხის გამო და შესაძლებლად მიაჩნია, ბრალდებულმა მუქარა აღასრულოს და იგი მოკლას.

 

მოწმე ს------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ზ--------------ის და, ხოლო ი-----------–---–ი არის მისი სიძე (დის ქმარი). 2018 წლის 23 სექტემბერს სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო სახლში, სადაც დედამისიც იმყოფებოდა, ამ დროს ზ--------------ისგან ტელეფონზე მიიღეს შეტყობინება, რომ მისი მეუღლე ი-----------–---–ი აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თავზე და კისერზე უჭერდა ხელს და ემუქრებოდა დანით. მან დაურეკა ზ---ს, რომელმაც ტელეფონით საუბრისას იგივე უთხრა, რაც შეტყობინებაში მიწერა. დაზარალებულს თან ჰყავდა პატარა ბავშვი და ორსულად იყო, ამიტომ სთხოვა მისულიყო ბავშვის წასაყვანად. იგი თვითონ წავიდა დასთან, დედა სახლში დატოვა. ბინაში მისვლისას, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი უკვე იქ იყო და მის დას კითხავდნენ. მისი და აღელვებული იყო და ტიროდა, ხოლო ბავშვი ეჭირა ი-----------–---–ს. მისმა დამ უთხრა, რომ რძე არ ჰქონდა ბავშვს, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვს თავად უყიდიდა რძეს. მისვლისას ზ---მ მას იგივე გაუმეორა, რომ ბრალდებული ხელს უჭერდა კეფის უკანა მხარეს, შემდეგ სამზარეულოს დანა დაადო მუცელზე და მოკვლით ემუქრებოდა, ასევე ისროლა სკამი, რომელიც კინაღამ ბავშვს მოხვდა. იმავე დღეს ზ--------------ე მათ სახლში მივიდა და მას შემდეგ მათთან ცხოვრობს. სახლიდან წამოსვლის შემდეგ ბრალდებულის მშობლებმა ბინის კარის საკეტი გამოცვალეს, რის გამოც ზ---ს სახლიდან ნივთების წამოსაღებად საპატრულო პოლიციის გამოძახება დასჭირდა.

ზ--------------ესა და ი-----------–---–ს შორის არსებული კომფლიქტის შესახებ მანამდეც იყო მისთვის ცნობილი. ი-----------–---–ის დედამ ქორწილის დღესვე გალანძღა დედამისი. ოჯახის წევრები ვითარების გამწვავებას მოერიდნენ და დატოვეს ქორწილი. შემდეგში, როდესაც მისი დისშვილი ახალი დაბადებული იყო, ღამის 12:00 საათისთვის დარეკა ზ---მ დედასთან იმ სოფლიდან, სადაც ბრალდებულის მშობლები ცხოვრობდნენ და შველა ითხოვა. პატრული იმ შემთხვევაში არ გამოიძახეს დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით. როდესაც ჩავიდნენ, მთელი ოჯახი გარეთ იყო და ი-----------–---–ი ზ--------------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მან ზ---ს მიმართა სიტყვებით ,,წაეთრიე აქედან“. ოჯახში ზ--------------ეს ყველაფერზე ჩხუბი უწევდა ი-----------–---–თან.

 

მოწმე დ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ი-----------–---–ი მისი ყოფილი სიძეა, ხოლო ზ--------------ე არის მისი ქალიშვილი, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო ქორწინებაში ი-----------–---–თან.

2018 წლის 23 სექტემბერს ზ--------------ემ მიწერა მშობლებს, რომ ი-----------–---–ი მას მოკვლით დაემუქრა, რის გამოც პატრულის გამოძახებას აპირებდა და თავის დას სთხოვდა ბავშვის წაყვანას. მან ზ---სგან გადმოცემით იცის, რომ იგი საწოლზე იჯდა, როდესაც კამათი დაიწყეს. კამათისას ი----- მივარდა მას, წაუჭირა კისერზე ხელი და გაგუდვას უპირებდა, ამ დროს მან მეორე ხელით გაიქნია სკამი, რაც ბავშვს მილიმეტრებით აცდა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით ემუქრებოდა. როდესაც ბინაში ზ--------------ის და ს------ მივიდა, მას იქ დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ხოლო ზ--- ტიროდა. ზ---ს სასამართლო განხილვის დღემდე ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები.

გარდა ამისა, მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან კომფლიქტი. ერთ-ერთი სერიოზული კომფლიქტი მათ მოუვიდათ ბაკურიანში, რა დროსაც პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა ზ--------------ის დედამთილს. პირველი შვილის შეძენიდან რამდენიმე თვის შემდეგ მეუღლეები წავიდნენ სოფელში, ი-----------–---–ის მშობლებთან, საიდანაც ერთ დღეს (ზუსტი თარიღი ვერ გაიხსენა), ღამის თორმეტი საათისთვის დაურეკა ზ--------------ემ და დახმარება სთხოვა, რადგან სახლიდან გააგდეს, ნივთები გარეთ გადმოუყარეს და ბავშვსაც არ ანახებდნენ. სოფელში ის და მისი შვილი ს------ ტაქსით ჩავიდნენ, სადაც ნახეს, რომ ზ---ს ნივთები ეზოში ეყარა, ხოლო თავად ზ--- გარეთ იყო გამოგდებული. ი----- მას მიმართავდა, რომ წაეყვანა მათი შვილი და იგი ამ დროს ფიზიკურადაც შეეხო ზ--------------ეს, ყბებში წაუჭირა ხელი და მანქანაში ,,ტენიდა“.

 

მოწმე ი----------–-----–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თბილისის საპატრულო პოლიციის ს---------------------–-----------------–----–ის პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რადიო მიმღების საშუალებით მიიღო შეტყობინება. მეწყვილესთან - ი----- ჭ----------ესთან ერთად მალევე გამოცხადდა ვ---------–---------------ში. ბინაში იყო პანიკური სიტუაცია, ზ--------------ე იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ხელში ეჭირა ბავშვი. მას ყელის არეში ჰქონდა სიწითლეები და აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში წაუჭირა ხელი, შემდეგ აიღო დანა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ქალბატონს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ორსულად იყო. აღნიშნულის შედეგად დაკავებული იქნა მისი მეუღლე ი-----------–---–ი. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა რა გაუწევია, არ გამოუხატავს აგრესია. როგორც ყველა ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, მან ი-----------–---–ის მიმართაც გამოწერა შემაკავებელი ორდერი.

 

მოწმე ი----- ჭ----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–ოში. 2018 წლის 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალბატონის მიერ 112-ში განხორციელებული გამოძახების საფუძველზე, გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, გამოცხადდა ვ---------–--------ში, მის მეწყვილე ი----------–-----–-–---–თან ერთად. ადგილზე დახვდათ აღელვებული ქალბატონი, რომლის მეუღლეც იქვე იმყოფებოდა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მეუღლე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, იმ დღეს კი დანით დაემუქრა. როგორც ახსოვს, ქალბატონმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ გაგუდვის მიზნით მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელები, ბალიშში ჩააყოფინა თავი და სახეზე მოუჭირა ხელი, ასევე ისროლა სკამი. ქალბატონს ვიზუალურად სილურჯეები არ ეტყობოდა. მან ქალბატონს ჰკითხა, თუ რომელი დანით ემუქრებოდა მეუღლე, რაზედაც უჩვენა სამზარეულოს დანა. დანა სამზარეულოდან იქნა ამოღებული საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოწმემ დაადასტურა ამოღების ოქმზე თავისი ხელმოწერა. მოწმემ გამოჰკითხა ი-----------–---–იც, რომელმაც ნაწილობრივ უარყო მეუღლის ბრალდება და თქვა, რომ ზ--------------ეს გამოჰყავდა იგი მდგომარეობიდან და ამიტომაც დაემუქრა. ბრალდებული საუბრისას აგრესიას არ გამოხატავდა. როგორც მოწმემ გაარკვია, კომფლიქტის დროს ადგილზე უნდა ყოფილიყო ბავშვიც, მაგრამ მისი მისვლის მომენტში იგი წაყვანილი ჰყავდა დაზარალებულის დას.

 

მოწმე რ---------------–იამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შ------------------------------------------–--------------------------–---------------------------–ოს უფროს გამომძიებლად. ბრალდებულთან შეხება ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტის გამო, როგორც საქმის გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე. ადგილზე დახვდა საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, რომელსაც დაკავებული ჰყავდა ი-----------–---–ი, ასევე სახლში იმყოფებოდა ზ--------------ე, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა, მას ეტყობოდა ორსულობა. ზ--------------ემ აღნიშნა, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, დაემუქრა დანით, რასაც მათი მცირეწლოვანი შვილი ესწრებოდა. იგი დაუკავშირდა დედას და დას. ამ უკანასკნელს მის მისვლამდე წაეყვანა ბავშვი, ამიტომ მას ბავშვი არ დახვედრია ადგილზე. ზ--------------ემ მას წარუდგინა დანა, რაც მის მიერ იქნა ამოღებული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. მოწმემ დაადასტურა ამოღების ოქმზე თავისი ხელმოწერა და საქმეზე ნივთმტკიცებად დართული დანის იგივეობა მის მიერ ამოღებულ დანასთან.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 23 სექტემბერს, 22:45 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------–-----------------------------ში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა ი-----------–---–ი (ს.ფ. 8-15).

 

2018 წლის 24 სექტემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------–-----------------------------ში, ზ--------------ისგან ამოღების წესით ამოღებულ იქნა მცირე ზომის იასამნისფერი სამზარეულოს დანა (ს.ფ. 24-27).

 

დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ ნ--------–---–ი (პ/#0----------) დაბადებულია 2017 წლის 29 ივნისს და მისი მშობლები არიან ი-----------–---–ი და ზ--------------ე (ს.ფ. 55).

 

ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ზ--------------ე და ი-----------–---–ი 2016 წლის 10 სექტემბრიდან არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ს.ფ. 56).

 

ჩ---------–----ის ცნობით დასტურდება, რომ ზ--------------ე 2018 წლის 6 აგვისტოს იყო 28 კვირის ორსული (ს.ფ. 57).

 

2018 წლის 25 ოქტომბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #2----–- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ს.ფ. 102-104).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ლ--------–------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2018 წლის 31 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 24 სექტემბერს, მოქ. ზ--------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მხრის და მარცხენა წვივის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 172-174).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

მოწმე თ---------------–---–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----------–---–ის დედა. ოჯახი ძირითადად მეცხოველეობა-მესაქონლეობით არის დაკავებული, მისი შვილი გაიზარდა სოფელში და არ აქვს უმაღლესი განათლება. 2016 წელს მან მშობლებს განუცხადა ზ--------------ის შესახებ და უთხრა, რომ იგი მასზე 2 წლით უფროსი იყო, რაც არ ესიამოვნა მას. ზ--------------ის ახლობლებმა ნიშნობის დღესვე აღნიშნეს, რომ ი-----------–---–ი განათლებული არ იყო. ქორწილის დღესვე ი-----ს ეჩხუბნენ ზ---ს დედა და და იმის გამო, თუ რატომ გადაუხადა ფოტოგრაფს თავისი ფულიდან 50 ლარი და არა მამამისის ფულიდან. მოწმეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა, ზ--------------ე კი ანტიბიოტიკს არ აძლევდა, ზ--------------ემ ავადმყოფი უწოდა მას, რადგან ასთმა აქვს, რაც გამოძახებულ პატრულთან ერთად მისულმა ექიმმაც დაადასტურა. ზ--------------ემ პატრულს განუცხადა, რომ დედამთილი ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა მასზე. 2017 წლის 17 აგვისტოს, როდესაც პირველი შვილის შეძენის შემდეგ ჩავიდნენ სოფელში, მოწმემ სუფრა გააწყო, ზ--------------ემ გადახედა სუფრას, შემდეგ დედას დაურეკა და უთხრა, რომ შემწვარი კარტოფილი დაახვედრეს. ამის შემდეგ დაიწყეს კამათი, რა დროსაც ზ--------------ემ ი-----------–---–ს თავში რამდენჯერმე დაარტყა. ამის გამო მან ზ---ს მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა სახლი. ამის შემდეგ სოფელში ჩავიდნენ ზ--------------ის დედა და და. კომფლიქტი ცოლ-ქმარს ყოველთვის ფულის გამო ჰქონდა, ზ---ს არ ჰყოფნიდა ის შემოსავალი, რაც მის ქმარს ჰქონდა. მოწმე სოფლიდანაც უგზავნიდა მათ ნატურალურ საკვებს. ი-----------–---–ის დაკავების შემდეგ, მეორე ბავშვის შეძენის დროს, 700 ლარი ითხოვა ზ---მ, რაზეც უარი უთხრეს, მაგრამ შესთავაზეს ექიმთან მიყვანა და საჭმლისა და წამლების შეძენა. მას შემდეგ იგი ბავშვებს არ ანახებს, რადგან ფული არ მისცეს. ზ--- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და მამამთილს, ხოლო ერთხელ ბავშვისთვის ხიზილალის ყიდვასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაუგზავნა მამამთილს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ---------–---–მა, რომელიც არის ი-----------–---–ის მამა. მან ზ--------------ე დაახასიათა აგრესიულ პიროვნებად, რომელიც ოჯახში ხშირად აჩენდა კამათის მიზეზს. იგი თავის ქმარს ხშირად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე თავის შვილს მატერიალურადაც ეხმარებოდა და სოფლიდან სანოვაგესაც უგზავნიდა.

 

მოწმე ი---–----------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ი-----------–---–ი და ზ--------------ე იყვნენ მისი მეზობლები. თვითონ მე-2 სართულზე ცხოვრობს, ხოლო ცოლ-ქმარი მე-3 სართულზე ცხოვრობდა. 2018 წლის 23 სექტემბერს, საღამოს საათებში მან გაიგონა ზ--------------ის ძლიერი ყვირილი. ფანჯრები ღია იყო და ხმაც კარგად ისმოდა. ი-----------–---–ის ხმა არ გაუგია, მხოლოდ ზ--------------ის ხმა ისმოდა, ასევე არ გაუგია საგნის დაცემის ხმა. ყოველ დილით, 7 საათზე იწყებდა ჩხუბს ზ--------------ე, იგი ი-----ს ეჩხუბებოდა და შემდეგ ბავშვს. ზ--------------ე თავის მცირეწლოვან შვილს სისტემატურად ეჩხუბებოდა, მაგრამ იგი არასდროს ჩასულა მათთან და არც სამართალდამცავებისთვის მიუმართავს, მისი თქმით, ,,ზ--------------ეს თუ უნდა მოუკლია თავისი შვილი“. მეუღლეები ძირითადად ფულის გამო დავობდნენ. ზ--------------ე მეუღლეს სთხოვდა ფულს. მისალმებისას მხოლოდ ი----- ესალმებოდა, ზ--- არ კადრულობდა სალამს, ეზოშიც ცალკე ჯდებოდა, ზოგჯერ მანქანაში ტოვებდა 1 წლის ბავშვს, თვითონ კი სახლში ბრუნდებოდა რაღაცის ჩამოსატანად.

 

მოწმე დ-----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----------–---–ის მეზობელი. 2018 წლის 23 სექტემბერს ი-----------–---–ის დაკავების შესახებ მეზობლებისგან შეიტყო, თვითონ იმ დღეს სახლში არ იმყოფებოდა. ღამის ცვლაში მუშაობს და სახლში დილით ბრუნდება. მისი სამუშაო გრაფიკის გამო დღისით სძინავს. ერთ დღეს იგი სახლში დილის 8 საათზე დაბრუნდა. იმ დღეს ცხელოდა და ფანჯრები ღია ჰქონდა, ამ დროს მას შემოესმა ბავშვის საშინელი ხმა, ასევე, მოზრდილი ქალის წივილ-კივილი, მამაკაცის ხმა არ გაუგია. ფანჯრიდან გადაიხედა და მიხვდა, რომ ხმა ქვემოდან, მესამე სართულიდან ამოდიოდა. ბინის კარზე დააკაკუნა, კარი მოგვიანებით გაუღო არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა. ბოდიშის მოხდით სთხოვა, რომ ბავშვისთვის წყნარად მიერთმია საჭმელი, რადგან დასვენება სჭირდებოდა, რაზეც ქალმა ცუდი სიტყვებით უპასუხა.

 

ნ------------–--–---–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ს-----------------------------–--–---–---ში. ბრალდებული და მისი მეუღლე თბილისში ცხოვრობენ, იგი მათ ოჯახში არ ყოფილა და არასდროს არაფერს შესწრებია, თუმცა ზ--------------ეს ხშირად ხვდებოდა, როდესაც იგი სოფელში ჩადიოდა და მას თავის პრობლემებზე ესაუბრებოდა. ზ--------------ე აგრესიული ადამიანია, მას მეუღლესთან კომფლიქტი ჰქონდა, თავის განათლების გამო ქმარს თავს ამეტებდა და ქმრის ახლობლებს სოფლელებს უწოდებდა. ისინი ხშირად იმაზეც კამათობდნენ, რომ ზ---ს სურდა ბავშვი არა თვითონ, არამედ ი-----ს სჭეროდა ხელში, თვითონ კი 15-16 წლის ბავშვებთან ერთად „ჯოკერს“ და დომინოს თამაშობდა, სახლში კი არაფერს საქმიანობდა. იცის, რომ ბრალდებულს სოფლიდან ხშირად მიჰქონდა სანოვაგე ჩანთებით და ვარაუდობს, რომ ამ ჩანთებს სახლში მიიტანდა.

 

მოწმე ხ----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----------–---–ის ოჯახის ახლობელი. 2018 წლის 23 სექტემბერს კონკრეტულად რა მოხდა, არ იცის. ზ--------------ეს სულ ორჯერ შეხვედრია. ერთხელ მას მისი 11 წლის შვილი შემთხვევით დაეჯახა, რის გამოც მან ყვირილი ატეხა და ამით კომფლიქტური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ი-----------–---–ი არის გაწონასწორებული და მშრომელი ადამიანი. მოწმეს მეუღლეებს შორის არსებული კომფლიქტური ურთიერთობის შესახებ არაფერი სმენია.

 

ბრალდებულმა ი-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ავეჯის საამქროში, შპს „ა-----–---ში“, მისი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 800 ლარია. მისი მეუღლე - ზ--------------ე ბანკში მუშაობდა და 380 ლარი ჰქონდა ხელფასი. ქორწილიდან რამდენიმე თვეში კი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და მის კმაყოფაზე იმყოფებოდა. იგი ყოველდღიურად 20-25 ლარზე მეტს არ უტოვებდა, რომ არ დაეხარჯა და კაზინოში არ ეთამაშა, სადაც ხშირად წაუგია. თვითონ ოჯახს იმითაც უზრუნველყოფდა, რომ სოფლიდან ჩატანილი საკვები მიჰქონდა. 2018 წლის 23 სექტემბერს მეუღლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ისინი ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში, სადაც საოჯახო ტექნიკა თვითონ შეიძინა.

ზ--------------ე მის მიმართ აგრესიული იყო, ამცირებდა მას გაუნათლებლობის გამო. მათ ერთმანეთთან კომფლიქტი ჰქონდათ ფულთან დაკავშირებით, ასევე იმის გამო, რომ დაზარალებული ბავშვს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, მძინარეს ტოვებდა სახლში და დედამისთან ჩადიოდა, ბავშვთან კი ჩართულ კომიუტერს ტოვებდა, რომელსაც შემდეგ „ვაიბერით“ უკავშირდებოდა და მაშინ ბრუნდებოდა, როცა დაინახავდა, რომ ბავშვი ატირდა. მანქანაში ორჯერ დატოვა ბავშვი, თვითონ კი სახლში ავიდა საქმის საკეთებლად. ერთხელ საწოლიდანაც გადმოუვარდა, რის გამოც ბავშვს სახე დაულურჯდა. მათ შვილს ფეხზე ჰქონდა პრობლემა, რის გამოც დანიშნული ჰქონდა მასაჟი, რისთვისაც ფული თვითონ გადაიხადა. მასსა და მეუღლეს შორის კომფლიქტი ქორწილის დღიდანვე დაიწყო, რადგან დაზარალებულმა ფოტოგრაფები შეთანხმებულზე დიდხანს დატოვა ქორწილში, რის გამოც მათთვის ფულის დამატება გახდა საჭირო.

2018 წლის 23 სექტემბერს იმის გამო დაიწყო კომფლიქტი, რომ ზ--------------ე მას სთხოვდა მამისთვის გამოერთმია ნასესხები ფული, რომ ის ფული მისი მშობლებისთვის დაემატებინა, რომელთაც ბინა ნაგირავები ჰქონდათ და ფულის გადახდის დრო მოდიოდა. როდესაც კარზე ზარი გაისმა და სახლში პატრული შევიდა, ბავშვს ვაშლს აჭმევდა და ვაშლი დანასთან ერთად ეჭირა ხელში. მეუღლეს პირზე ხელს აფარებდა, თუმცა არა ძლიერად, რომ არ ეყვირა და მეზობლებს მისი ხმა არ გაეგონათ. ამ დროს დანა ხელში არ სჭერია. ასევე, არ უსვრია სკამი. მანამდე აბანოში იყო, სადაც ბავშვი ჰყავდა შეყვანილი დასაბანად. ტელეფონი ჯიბეში ედო და ზ--------------ემ როგორ მოახერხა საპატრულო პოლიციაში დარეკვა, არ იცის. უარყო, რომ საპატრულო პოლიციის მისვლის მომენტში დანით ემუქრებოდა მეუღლეს. კომფლიქტის დროს მისი მეუღლე ყვიროდა და მხოლოდ პოლიციის მისვლის შემდეგ დაწყნარდა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ბრალდებულმა მას ყელში რამდენჯერმე მოუჭირა. დანა პოლიციას ბინაში მისვლის მომენტში არ ამოუღია, ის მოგვიანებით ამოიღეს სამზარეულოს კარადიდან.

 

შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ი-----------–---–ის მიერ ზ--------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისა და მუქარის ფაქტებს. დაზარალებულმა ზ--------------ემ სასამართლოს დეტალურად და თანმიმდევრობით აღუწერა თუ როგორ იძალადა მასზე ი-----------–---–მა, რითაც განიცადა ტკივილი, ასევე განმარტა, რომ მისი მეუღლე ქორწინების პერიოდში სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც განიცდიდა ტანჯვას, ხოლო შემთხვევის დღეს მას სამზარეულოს დანით დაემუქრა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, აღნიშნული დანა მან წარუდგინა გამოძიებას, რაც ამოღებული იქნა სათანადო წესით. სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დაადასტურეს დაზარალებულის დედამ - დ--------------–---–მა და დამ - ს------------------ემ, რომლებმაც გაიხსენეს, რომ ი-----------–---–ი თავის მეუღლეს ადრეც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადებული სამართალდამცავების - გ-----------–-----–-–-ილის, ი----- ჭ----------ისა და რ---------------–იას ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ პანიკური სიტუაცია, ზ--------------ე, რომელიც იყო ფეხმძიმე - იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა.

თავად ბრალდებულმაც არ უარყო ის ფაქტი, რომ მას და მის მეუღლეს კომფლიქტები ჰქონდათ, რაც ასევე მოხდა ქორწილის დღესაც. კომფლიქტის ფაქტები ასევე დაადასტურეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, თუმცა ისინი კომფლიქტის მიზეზებში ადანაშაულებენ ზ--------------ეს მისი კომფლიქტური ხასიათის გამო, რაც ი-----------–---–ის ბრალეულობას მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ არ გამორიცხავს. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმის - ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი აცხადებს, რომ მას ხშირად ესმოდა თუ როგორ ეჩხუბებოდა ზ--------------ე თავის მცირეწლოვან შვილს, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა იგი არასდროს ჩასულა მათთან და ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე არც სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიუმართავს, მისი თქმით, ,,ზ--------------ეს თუნდაც მოუკლია საკუთარი შვილი“. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მოწმის ხსენებული განმარტება მიუთითებს მის არასწორ დამოკიდებულებაზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობსა და ოჯახური ძალადობის შესახებ დაბალ ცნობიერებაზე, რაც აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მითითებულ მოწმეს ი-----------–---–ის მიერ ზ--------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებაც რომ გაეგონა, არც მაშინ დაინტერესდებოდა ამ საკითხით და არ მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს, იმ პრინციპით, რომ ,,ი-----------–---–ს თუნდაც მოუკლია თავისი მეუღლე“.

 

ბრალდებულ ი-----------–---–ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 24 სექტემბერს, ზ--------------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მხრის და მარცხენა წვივის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ამასთანავე, დაზარალებულ ზ--------------ის, მოწმეების დ--------------–---–ის, ს------------------ის, გ-----------–-----–-–-ილის, ი----- ჭ----------ისა და რ---------------–იას ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ი-----------–---–მა ზ--------------ის მიმართ ჩაიდინა მუქარა, ვინაიდან იგი მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამ ფაქტს წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობა, აგრესია და ჩხუბი. ი-----------–---–ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, ჩხუბის დროს სკამიც კი ისროლა თავისი მცირეწლოვანი შვილის მიმართულებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის, როგორც დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით, კერძოდ, მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას (იგი არის აგრესიული და გაუწონასწორებელი პიროვნება), ურთიერთამოკიდებულებას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის (იგი სისტემატურად აყენებდა მსხვერპლს სიტყვიერ შეურაცხყოფას; მეუღლეებს ჰქონდათ კომფლიქტური ურთიერთობა) და მუქარის გამოხატვის ხერხს (ცივი იარაღის - დანის დემონსტრირება).

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანს (და არა ძალიან მშიშარა ან, პირიქით ძალიან გულადი) გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების შიში, მითუმეტეს 36 კვირის ორსულ ქალს, რომელსაც ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე თავდაცვის შესაძლებლობა ნაკლები აქვს, აგრესიული მეუღლის მხრიდან დანის დემონსტრირებისას მოკვლის შიში გაუჩნდებოდა, როდესაც ამას წინ უძღოდა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია საკმარის და უტყუარ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მუქარის ნაწილში ი-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს - 2018 წლის 23 სექტემბერს ზ--------------ე იყო 36 კვირის ორსული (იხ. ჩ---------–----ის ცნობა), რაც მოწმეთა გადმოცემით, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა და კომფლიქტის დროს სახლში იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ--------–---–ი, რომელიც ზოგადად მშობლებთან ცხოვრობდა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფს არც თავად ბრალდებული.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ი-----------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

 

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ ,,ადამიანის ღირსება ხელშეუვალია”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; სისტემატურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია: ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ--------------ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ი-----------–---–ი იყო აგრესიული და გაბრაზებული მასზე, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა. დაზარალებულის განმარტებით, მას ამ დროს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ამდენად, დაზარალებულ ზ--------------ის ჩვენებით, მოწმეების დ--------------–---–ის, ს------------------ის, გ-----------–-----–-–-ილის, ი----- ჭ----------ისა და რ---------------–იას ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ამოღების ოქმით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ--------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, ი-----------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ზ--------------ეს, რომელიც აღნიშნულის შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ი-----------–---–ი და ზ--------------ე, მათ მცირეწლოვან შვილთან 1 წლის და 3 თვის ნ-------------ესთან ერთად იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–--------------------------------–---------------------------ში. ოჯახურ საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებებისას, ი-----------–---–მა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ მისი მეუღლე ზ--------------ე იყო 36 კვირის ორსული, ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავდროულად მარცხენა ხელი მოუჭირა კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელით აიღო სკამი და ემუქრებოდა აღნიშნული სკამის ჩარტყმით. ამის შემდეგ, ზ--------------ე წააქცია ლოგინზე, ხოლო სკამი ისროლა იმ მიმართულებით, საითაც იმყოფებოდა მცირეწლოვანი ნ--------–---–ი. აღნიშნულის გამო ზ--------------ის მიერ გამოთქმულ საყვედურზე, ი-----------–---–მა მას კვლავ მოუჭირა ხელი სახეზე, თან უყვიროდა, რომ გაჩუმებულიყო თორემ მოკლავდა.

ზ--------------ის შეპასუხებაზე, რომ ის მონა არ იყო და მასაც ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ი-----------–---–მა აიღო მაგიდაზე არსებული სამზარეულოს დანა, რომელიც მიუშვირა ზ--------------ეს და დაემუქრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა ღორივით დაკლავდა. ზ--------------ეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთანავე, ი-----------–---–ის მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ მასში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ხოლო კომფლიქტით შეშინებულმა მცირეწლოვანმა ნ--------–---–მა დაიწყო ტირილი. აღნიშნულზე ზ--------------ემ მეუღლეს განუცხადა, რომ ძალადობაზე არ გაჩუმდებოდა, რის გამოც ი-----------–---–მა აიღო მეუღლის მობილური ტელეფონი და შევიდა აბაზანაში. ზ--------------ემ იპოვა სახლში ძველი ტელეფონი, რომლითაც შეძლო 112-ზე ზარის განხორციელება და საპატრულო პოლიციის გამოძახება. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორის მიერ, ი-----------–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, მეუღლის - ზ--------------ის მიმართ მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

შესაბამისად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----------–---–ს პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ი-----------–---–ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო ითვალისწინებს რა, ი-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, დაზარალებულის პოზიციას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი-----------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ი-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ერთი ცალი დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე