განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
080100119002799799
დავის ტიპი
126 1
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/13-19 (N057141218003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01.02.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - ა---------–-------–--–--ე

მამის სახელი: ნ------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ბ---------------------------–--------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------

 

ადვოკატი - ი-–---------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა---------–-------–--–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ--------–---------–--–-----------–- დ------------ეს, მის საცხოვრებელ სახლში, ა---------–-------–--–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სანთებელა მოარტყა თავის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად დ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 21 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა---------–-------–--–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ა---------–-------–--–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ა---------–-------–--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეთა დ------------ის, ე-----------------------------------–--–------------------–--------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; პრობაციის ბიუროს ცნობით; სააღსრულებოს ცნობით; განაჩენებით ა---------–-------–--–--ის მიმართ; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ა---------–-------–--–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ა---------–-------–--–--ემ აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ძალადობა გამოიხატა ყოფით ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტის დროს მცირე ზომის პლასტმასის სანთებელას სროლით მისივე ნათესავის მიმართ, თუმცა, შედეგად მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები დაზარალებულს სხეულზე არ აღენიშნებოდა. ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმეზე არ არსებობს.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგიდან და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------–-------–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

2. მსჯავრდებულ ა---------–-------–--–--ეს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით (სულ 3 დღე), სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, ანუ მოხდილად ჩაეთვალოს 15 საათი და ა---------–-------–--–--ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

3. ა---------–-------–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (მარიამ ფურცელაძე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.

 

4. მსჯავრდებულ ა---------–-------–--–--ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სკამი, რაც ინახება შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სანთებელა, რაც ინახება შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე