გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17155-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - მ----- ც--–--ე
წარმომადგენლები – ც---- მ---------ე, დ----- დ--------–---ი
მოპასუხე - თ------- გ-------–--ე
წარმომადგენელი – გ------ი ს-------–---–ი
დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე თ------- გ-------–--ისათვის მოსარჩელე მ----- ც--–--ის სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის 7900 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 10 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მორიგების ხელშეკრულება, რომელიც 2--- წლის 10 ივნისს დამტკიცდა სასამართლოს მიერ და შეწყდა მიმდინარე საქმის წარმოება. მხარეები მორიგდნენ შემდეგზე: მ----- ც--–--ემ განაცხადა თანხმობა, რომ თ------- გ-------–--ეს 2--- წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდიდა 150 000 აშშ დოლარს, სანაცვლოდ თ------- გ-------–--ე დაუბრუნებდა ნასყიდობის საგანს, რომლის მონაცემებია: ქ.თ---–--ი, ქუჩა ა---–------ი, №-, სართული1-2, ფართი-131.69 კვ,მ, მ--------ა -79.10 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე თ------- გ-------–--ემ მ----- ც--–--ისაგან მიიღო არა 150 000 აშშ დოლარი, არამედ 157 900 აშშ დოლარი, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ზედმეტად მიიღო 7900 აშშ დოლარი, რაც სასამართლოში სარჩელით მიმართვის საფუძველი გახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხეს თანხა ზედმეტად არ მიუღია; თ------- გ-------–--ის საბ---ო ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 150 900 აშშ დოლარიდან, ბ---ის მიერ დაქვითული საკომისიო თანხის ოდენობამ შეადგინა 900 აშშ დოლარი; სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 10 ივნისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოსარჩელე მ----- ც--–--ესა და მოპასუხე თ------- გ-------–--ეს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ----- ც--–--ე თ------- გ-------–--ეს 6 თვის ვადაში - 2--- წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდიდა 150 000 აშშ დოლარს; ამ თანხის თ------- გ-------–--ის ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის შემდეგომ უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ე-–--- ა---–------ი, №-, სართული 1-2, ფართი - 131.69 კვ.მ, მ--------ა 79,10 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- აღირიცხებოდა მ----- ც--–--ის საკუთრებაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 36).
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 37).
3.1.2. 2--- წლის 2- დეკემბერს მ----- ც--–--ესა და თ------- გ-------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება ვალდებულების შესრულებისა და ნასყიდობის საგნის უკან გამოსყიდვის შესახებ, რომლის თანახმად, 2--- წლის 2- დეკემბერს მ----- ც--–--ემ გამოისყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ე-–--- ა---–------ი, №-, სართული 1-2, ფართი - 131.69 კვ.მ, მ--------ა 79,10 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ მ----- ც--–--ემ გადასცა, ხოლო თ------- გ-------–მა მიიღო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 170 000 აშშ დოლარის ნაცვლად სასამართლო დადგენილებით გათვალისწინებული ღირებულების თანხა 157 900 აშშ დოლარი სრულად, უნაღდო ანგარიშსწორებით.
მხარეებმა შეთანხმებით დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა და უძრავი ქონება, ნასყიდობის საგანი უნდა დაუბრუნდებოდა საკუთრებაში მ----- ც--–--ეს.
2--- წლის 2- დეკემბრიდან უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ე-–--- ა---–------ი, №-, სართული 1-2, ფართი - 131.69 კვ.მ, მ--------ა 79,10 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0---------------------- მესაკუთრედ აღირიცხა მ----- ც--–--ე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულებისა და ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის შესახებ №---------, დამოწმების თარიღი 2-/1-/2---, ნოტარიუსი ი. ხ-------ი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 2- დეკემბერის შეთანხმება ვალდებულების შესრულებისა და ნასყიდობის საგნის უკან გამოსყიდვის შესახებ (ს.ფ. 44).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ----- ც--–--ის მიერ თ------- გ-------–--ის სასარგებლოდ საფუძვლის გარეშე გადახდილია 7 900 აშშ დოლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით თ------- გ-------–--ისათვის გადახდილი აქვს 7 900 აშშ დოლარი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი:
2--- წლის 10 ივნისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოსარჩელე მ----- ც--–--ესა და მოპასუხე თ------- გ-------–--ეს შორის დამტკიცდა მორიგების პირობები, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მ----- ც--–--ე თ------- გ-------–--ეს 6 თვის ვადაში - 2--- წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გადაუხდიდა 150 000 აშშ დოლარს;
როგორც წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, ასევე თ------- გ-------–--ის სს „ბ--- რ-------–--აში“ გახსნილი ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, დგინდება, რომ თ-----ის გ-------–--ეს მ----- ც--–--ემ განჩინებაში მითითებულ საბ---ო ანგარიშზე G------------------------- ჩაურიცხა ჯამში - 150 900 აშშ დოლარი, ამასთან, 900 აშშ დოლარი ჩარიცხულია 2--- წლის 2- დეკემბერს ცალკე, ერთიანი თანხის სახით, ხოლო მეორე ანგარიშზე G------------------------- 2--- წლის 1 ივლისს ჩაირიცხა - 7 000 აშშ დოლარი (დანიშნულება „პირადი თანხა“), თანხის შემტანი პირი იდენტიფიცირებული არ არის.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეაფასა რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ ზედმეტად ჩარიცხული თანხა 900 აშშ დოლარი წარმოადგენს ბ---ის მიერ დაქვითული საკომისიო თანხის ოდენობას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს აღნიშნულის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად დარღვეულია სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტი, სასამართლო მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ სადავო გარემოებას დადასტურებულად.
რაც შეეხება 7000 აშშ დოლარის ჩარიცხვას, საბ---ო ამონაწერით დგინდება 2--- წლის 1 ივლისს აღნიშნული თანხის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი, მართალია ამონაწერში არ არის ასახული თუ ვინ განახორციელა თანხის შეტანა, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თვით მოპასუხე მხარის მიერ ხელმოწერილ 2--- წლის 2- დეკემბერის შეთანხმებაზე, რომლითაც თ------- გ-------–--ემ დაადასტურა მოსარჩელისაგან 157 900 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.
მიუხედავად იმისა, რომ თანხის ზედმეტად მიღების ფაქტი მოპასუხე მხარემ გახადა სადავოდ, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო სადაო გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით გადახდილი 150 000 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხული 7 900 აშშ დოლარი, თ------- გ-------–--ეს მიღებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მ----- ც--–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ- კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
მოცემული ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობა გულისხმობს შემდეგი სამი პირობის ერთდროულად არსებობას: მოპასუხის გამდიდრებას, რაც ხდება მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის საფუძველზე და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლებას უსაფუძვლოდ. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულისა, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე ხდება.
მოცემულ შემთხვევაში, 2--- წლის 10 ივნისის თ---–--ის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ე-–--- ა---–------ი, №-, სართული 1-2, ფართი - 131.69 კვ.მ, მ--------ა 79,10 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------, გამოსყიდვის მიზნით, მ----- ც--–--ე თ------- გ-------–--ეს გადაუხდიდა 150 000 აშშ დოლარს; დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მორიგების დამტკიცებიდან გამოსყიდვამდე პერიოდში გადაურიცხა საერთო ჯამში 157 900 აშშ დოლარი, რისი უნაღდო ანგარიშსწორებით მიღების ფაქტი მოპასუხე თ------- გ-------–--ემ აღიარა მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2- დეკემბრის შეთანხმებით.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოსაყენებლად საჭირო ყველა ელემენტი, რის გამოც მ----- ც--–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; თ------- გ-------–--ეს უნდა დაეკისროს 7 900 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 582 ლარისა და უზრუნველყოფის 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 2-7-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:
1. მ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ------- გ-------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 7 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე თ------- გ-------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 582 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე