გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2019
საქმის ნომერი
330310018002697930
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6802-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები:

1. რ---–-----------–---–ი

წარმომადგენელი - ჯ----–----–-----ი

2. ბ-----–---–--–------ე

3. პ------------–---–ი

4. მ----------------ი

5. ქ----------------–---–ი (კანონიერი წარმომადგენლები - პ------------–---–ი, მ----------------ი)

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოსარჩელეები - რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი და ქ----------------–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

 

2017 წლის 13 მარტის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, გ-–-----------–----------------, წ---–------ის ქუჩა (ბ----------ი), კ-----------, ბ-------. სარეიტინგო ქულა - 4---- (ქულის მინიჭების თარიღი 10.03.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.02.2017 წელი).

 

2017 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, გ-–-----------–----------------, წ---–------ის ქუჩა, კ-----------, ბ-------. სარეიტინგო ქულა - 4---- (ქულის მინიჭების თარიღი 31.08.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 01.08.2017 წელი).

 

2018 წლის 15 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი, მ----------------ი და ქ----------------–---–ი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: თბილისი, გ-–-----------–----------------, ა----–-, ლ----ის ქ., კ---------, მ-----------------------, ბ------. სარეიტინგო ქულა - 1--- (ქულის მინიჭების თარიღი 17.02.2018 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 18.01.2018 წელი).

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2011 წლის 14 იანვარს, თბილისში, ლ----ის ქ. N---ში მდებარე ბინა N---ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0----------------------) რეგისტრირებულია ს--------–--------იას საკუთრების უფლება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N----- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით რ---–-----------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები (იხ.ს.ფ. 15-17);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 121);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 106);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ.ს.ფ. 125);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი - 14.01.2011 (იხ.ს.ფ. 107-108);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 თებერვლის N----- წერილი (იხ.ს.ფ. 126).

 

3.2. 2017 წლის 27 თებერვალს, რ---–-----------–---–მა N---- განცხადებით (საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი, შვილიშვილი - ქ----------------–---–ი და გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რ---–-----------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: თბილისი, წ---–------ის ქუჩა N----- (სასტუმრო „ბ----------ი“), განსახლების ქალაქად ირჩევს გ-----. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი და არასრულწლოვანი შვილიშვილი - ქ----------------–---–ი. განმცხადებლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსია: რ---–-----------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, ბ-----–---–--–------ე - დიასახლისი, პ------------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, მ----------------ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში. ოჯახის საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

2017 წლის 23 ოქტომბერს, რ---–-----------–---–მა N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში (აპლიკაციაში) ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ქ-------–---- წ---–------ის ქუჩა N-, ბინა N--- (ცხოვრობდა ქირით). მესაკუთრის მოთხოვნის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა მითითებული საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად, ქირით გადავიდა მისამართზე: ქ-------–---- ლ----ის ქუჩა N--, ბ------. განმცხადებელმა მითითებული მისამართის განაცხადში დაფიქსირება და მონიტორინგის ამ მისამართზე ჩატარება მოითხოვა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2017 წლის 24 ოქტომბერს ქ--–--------–--–ი, ლ----ის ქ. N--, ბინა N---ში შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ოჯახი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს ქირით 2017 წლის 22 ოქტომბრიდან. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდნენ თბილისში, წ---–------ის ქუჩა N--ში (სასტუმრო „ბ----------ში“), გარკვეული პერიოდი კი ქ-------ში, ჯ-----–---–ის ქ. N---ში, პაპისეულ ერთსართულიან სახლში ცხოვრობდნენ, სახლი ამჟამად დაკეტილია. რ---–-----------–---–ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 6-- ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 6-- ლარს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახი ფიქსირდება 4---- ქულით, რომელიც მინიჭებულია 2017 წლის 31 აგვისტოს, წინა საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის განმარტებით, მათ სახელზე ქონება არ ფიქსირდება.

 

დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2017 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ-------ი, ჯ-----–---–ის ქ. N--. ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის - რ---–-----------–---–ის მეუღლე - ბ-----–---–--–------ე. ბ-----–---–--–------ის განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა დედამთილს - გ---–-----------–--–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 1--- წელს. აღნიშნულ სახლში პატიმრობამდე ცხოვრობდა მისი შვილი გ------ი ოჯახით. სახლიდან წილს ითხოვს განმცხადებლის ძმა - რ------------–---–ი. სახლი ძირითადად დაკეტილია და აკითხავენ პერიოდულად, გ------ის გათავისუფლდებამდე.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს ქ--–--------–--–ი, ლ----ის ქ. N---ში, ბინა N---ში განმეორებით შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ს--------–--------ია, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ აქვს. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, წ---–------ის ქუჩაზე (სასტუმრო „ბ----------ში“). ოჯახის შემოსავალი შეადგენს 8-- ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ განმცხადებელი - რ---–-----------–---–ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის ინფორმაციით, დედის - გ-------–--–---–-ს სახლიდან (ქ-------ი, ჯ-----–---–ის ქ. N--) ამოეწერა 1994 წელს. საბინაო წიგნში მუდმივ მაცხოვრებლებად მითითებულნი არიან დედა - გ-------–--–---–- და ძმები - რ------------–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი. გ---–-----------–--–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო რ------------–---–ი არადევნილ მეუღლესთან და დაოჯახებულ ვაჟთან ერთად ცხოვრობს რუსეთში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რ---–-----------–---–ის 2017 წლის 27 თებერვლის N---- განცხადება (იხ.ს.ფ. 78-79);

- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 80-87);

- რ---–-----------–---–ის 2017 წლის 23 ოქტომბრის N-------- განცხადება (იხ.ს.ფ. 110);

- 2017 წლის 24 ოქტომბრის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 95-100).

- 2017 წლის 8 ნოემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი (იხ.ს.ფ. 94).

- 2018 წლის 11 აპრილის მონიტორინგის ფორმა (იხ.ს.ფ. 88-93).

 

3.3. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2017 წლის 5 ივლისს შეფასდა 4 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა;

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2018 წლის 5 მარტს შეფასდა 4.5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით კომისიამ იმსჯელა ქ-------ში, ა-–-----–--------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დარჩენილი ბინების განაწილების საკითხზე, მათ შორის განხილულ იქნა რ---–-----------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N--) რ---–-----------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) ქ-------ში, ა-–-----–--------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა რ---–-----------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 5 ივლისის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა (იხ.ს.ფ. 118);

- 2018 წლის 5 მარტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა (იხ.ს.ფ. 109);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 73-77);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 72).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეები - რ---–-----------–---–ი, ბ-----–---–--–------ე, პ------------–---–ი და ქ----------------–---–ი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მ----------------ი არის ოჯახის არადევნილი წევრი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 27 თებერვალს, რ---–-----------–---–მა N---- განცხადებით (საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი, შვილიშვილი - ქ----------------–---–ი და გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რ---–-----------–---–მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: თბილისი, წ---–------ის ქუჩა N----- (სასტუმრო „ბ----------ი“), განსახლების ქალაქად ირჩევს გ-----. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ბ-----–---–--–------ე, შვილი - პ------------–---–ი, რძალი - მ----------------ი და არასრულწლოვანი შვილიშვილი - ქ----------------–---–ი. განმცხადებლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსია: რ---–-----------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, ბ-----–---–--–------ე - დიასახლისი, პ------------–---–ი - შემთხვევით და/ან ერთჯერადად სამუშაოებზე დასაქმებული, მ----------------ი - დაქირავებით მომუშავე. ოჯახს არ გააჩნია მოძრავი და უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან სარგებლობაში.

 

დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2017 წლის 5 ივლისს შეფასდა 4 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა;

 

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 23 ოქტომბერს, რ---–-----------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აცნობა, რომ ოჯახი ამჟამად ცხოვრობდა მისამართზე: ქ-------–---- ლ----ის ქუჩა N--, ბ------ (ქირით). განმცხადებელმა მითითებული მისამართის განაცხადში დაფიქსირება და მონიტორინგის ამ მისამართზე ჩატარება მოითხოვა.

 

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 ოქტომბერს, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ქ--–--------–--–ი, ლ----ის ქ. N---ში, ბინა N---ში შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ის ოჯახი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის 22 ოქტომბრიდან, 2011 წლიდან - 2017 წლამდე თბილისში, წ---–------ის ქუჩა N--ში (სასტუმრო „ბ----------ში“) ცხოვრობდა, გარკვეული პერიოდი კი ქ-------ში, ჯ-----–---–ის ქ. N---ში, პაპისეულ ერთსართულიან სახლში, რომელიც ამჟამად დაკეტილია. რ---–-----------–---–ის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 6-- ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 6-- ლარს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახი ფიქსირდება 4---- ქულით, რომელიც მინიჭებულია 2017 წლის 31 აგვისტოს, წინა საცხოვრებელ მისამართზე. ოჯახის სახელზე ქონება არ ფიქსირდება.

 

დადგენილია, რომ დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2017 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ-------ი, ჯ-----–---–ის ქ. N--. ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის - რ---–-----------–---–ის მეუღლე - ბ-----–---–--–------ე. ბ-----–---–--–------ის განმარტებით, სახლი ეკუთვნოდა დედამთილს - გ---–-----------–--–---–ს, რომელიც გარდაიცვალა 1--- წელს. აღნიშნულ სახლში პატიმრობამდე ცხოვრობდა მისი შვილი გ------ი ოჯახით. სახლიდან წილს ითხოვს განმცხადებლის ძმა - რ------------–---–იც. სახლი ძირითადად დაკეტილია.

 

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, რ---–-----------–---–ის ოჯახის მდგომარეობა 2018 წლის 5 მარტს შეფასდა 4.5 ქულით. კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი: ქირა - 1.5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს ქ--–--------–--–ი, ლ----ის ქ. N---ში, ბინა N---ში განმეორებით შემოწმდა რ---–-----------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რ---–-----------–---–ი მოცემულ მისამართზე ცხოვრობს (ქირით) 2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ს--------–--------ია, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ აქვს. 2011 წლიდან - 2017 წლამდე ცხოვრობდა თბილისში, წ---–------ის ქუჩაზე (სასტუმრო „ბ----------ში“), რ---–-----------–---–ის ოჯახის შემოსავალი შეადგენს 8-- ლარს. რ---–-----------–---–ის რძალი - მ----------------ი არ არის დევნილი პირი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ განმცხადებელი - რ---–-----------–---–ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. განმცხადებლის ინფორმაციით, დედის - გ---–-----------–--–---–ის სახლიდან (ქ-------ი, ჯ-----–---–ის ქ. N--) ამოეწერა 1994 წელს. საბინაო წიგნში მუდმივ მაცხოვრებლებად მითითებული არიან დედა - გ---–-----------–--–---–ი და ძმები - რ------------–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი. გ---–-----------–--–---–ი, რ----------------–---–ი და თ------------–---–ი გარდაიცვალნენ, ხოლო რ------------–---–ი არადევნილ მეუღლესთან და დაოჯახებულ ვაჟთან ერთად ცხოვრობს რუსეთში.

 

დადგენლია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა რ---–-----------–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (25.06.2018წ., ოქმი N--) რ---–-----------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობიდან გამომდინარე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) ქ-------ში, ა-–-----–--------------–- მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა რ---–-----------–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია - დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით – 1,5 ქულა; ე) 1---01-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა.

 

ამდენად, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება, ხოლო, ამჟამად ქ--–--------–--–ი, ლ----ის ქ. N---ში, ბინა N---ში ქირით ცხოვრობენ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის განმარტებას, რომ რ---–-----------–---–ს გააჩნია ალტერნატიულის საცხოვრებელი ფართი, მდებარე გ. გ----–ი, ჯ-----–---–ის ქუჩა N---ში. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს ამ ეტაპზე ისარგებლოს ნათესავის საკუთრებით, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება მოსარჩელეთა განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ---–-----------–---–ის, ბ-----–---–--–------ის, პ------------–---–ის, მ----------------ის და ქ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 25 სექტემბრის N--------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---–-----------–---–ის ოჯახი (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე