გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310018002470132
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/3319-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - იბა ,,ნ--–-------5-“ (თავმჯდომარე - ნ----- ფ---–---–--–---–-)

წარმომადგენელი - ც------------–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ------------------ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენლები - გ---------------ე, ს--–------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა აქტება აღიარება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არარად იქნეს აღიარებული ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება;

 

1.2. არარად იქნეს აღიარებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის სა ქმეზე;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანება იბა ,,ნ--–-----ის-5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენლის ც------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. ტომი 1, ს.ფ. 287-308).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.3. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 18 ივნისის №3-- ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ნ--–-----ის ქ. №5--ში ა---------- იბა ,,ნ--–-------5-’“-ის საცხოვრებელ სახლზე მიშენება-დაშენების კორექტირებული პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 18 ივნისის №3-- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 160).

 

3.1.2. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 ივნისის №0------- მიწერილობის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის ობიექტზე, შეთანხმებული პროექტის დარღვევით, ტექნიკურ სართულზე, მოწყობილია საცხოვრებელი ფართები. სადარბაზოებში მოწყობილია დამატებითი კარის ღიობები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საცხოვრებელი ბინების გადაგეგმარებას, შენობის წინა, უკანა და გვერდით ფასადებზე შეცვლილია იერსახე, პროექტის დარღვევით მოწყობილია დამატებითი კოლონები. ასევე, პროექტის დარღვევით არ არის მოწყობილი კოლონები განსაზღვრულ ადგილებზე.

 

ამავე მიწერილობით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა---------- ,,ნ--–-----ის 5-’’-ის თავმჯდომარეს ც----------–--ეს დაევალა სათანადოდ კორექტირებული დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 ივნისის №0------- მიწერილობა (ტომი 2, ს.ფ. 163-164).

 

3.1.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 26 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-------, რომლითაც დადგინდა, რომ ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ც----------–--ის მიერ 2007 წლის 25 ივნისის №0------- მიწერილობის შესაბამისად არ იქნა ობიექტი მოყვანილი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში და არც კორექტირებული დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტი №0------- (ტომი 2, ს.ფ. 165-166).

 

3.1.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 06 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0------- ,,არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, ინდ. ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’ დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით პროექტის დარღვევისათვის და 3 000 (სამი ათასი) ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.

 

ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილება ,,არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 2, ს.ფ. 124-126).

 

3.1.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 30 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-------/2, რომლითაც დადგინდა, რომ ,,ნ--–-------5-’’-ის მიერ არ აღმოიფხვრა ის დარღვევა, რაზედაც ის დაჯარიმებული იყო 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტი №0------- (ტომი 2, ს.ფ. 156).

 

3.1.6. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანებით, დაკმაყოფილდა ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ც----------–--ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ვ----ს----------–--ს რაიონში, ნ--–-----ის ქ. №5--ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე პროექტის დარღვევით მიშენება-დაშენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 63-64).

 

3.1.7. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის წევრთა 2008 წლის 21 აპრილის №-- საერთო კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის მიერ უძრავი ქონების განშლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2008 წლის 21 აპრილის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის წევრთა საერთო კრების ოქმი №-- (ტომი 1, ს.ფ. 116-120).

 

3.1.8. 2008 წლის 24 ივნისს მ-----–-----------–--ემ და სხვებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილიის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანების ბათილად ცნობა.

3.1.9. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანებით, დაკმაყოფილდა მოქ. მ. უ-------–--ის და სხვათა განცხადება №ლ------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----–-----------–--ის და სხვათა ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 78-79);

- ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 89-90).

 

3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3--------) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–------ 5-“-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2009 წლის 22 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3--------) (ტომი 1, ს.ფ. 91-97).

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 02 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2--------) ბინათმესაკუთრეთა ა---------- ,,ნ--–------ 5-’’-ის სარჩელი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის 2008 წლის 21 აპრილის №-- წევრთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2--------) (ტომი 1, ს.ფ. 136-144).

 

3.1.11. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 01 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ ,,ნ--–-------5-“-ის მიერ არ არის აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 01 დეკემბრის შემოწმების აქტი №0----- (ტომი 2, ს.ფ. 134-135).

 

3.1.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ინდ. ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’ დაჯარიმდა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №დ------- №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (ტომი 2, ს.ფ. 121-123).

 

3.1.13. 2016 წლის 16 თებერვალს იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარემ ნ----- ფ---–---–--–---–მა №5------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის №1-- ბრძანებით იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს 2016 წლის 16 თებერვლის №5------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს 2016 წლის 16 თებერვლის №5------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 178-185);

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 19 აპრილის №1-- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 187-190);

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №3-- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 202).

 

3.1.14. 2016 წლის 20 მაისს იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარემ ნ----- ფ---–---–--–---–მა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარად აღიარება (დაზუსტებული მოთხოვნა).

 

3.1.15. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანებით იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს 2016 წლის 20 მაისის №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს 2016 წლის 20 მაისის №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 274-280);

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 200-201).

 

3.1.16. 2017 წლის 23 იანვარს იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენელმა ც------------–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება (დაზუსტებული მოთხოვნა).

 

3.1.17. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანებით იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენლის ც------------–---–ის 2017 წლის 23 იანვრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენლის ც------------–---–ის 2017 წლის 23 იანვრის №1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ. 228-238);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანება ,,იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენლის ც------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 220-226).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, რომ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანება ,იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენლის ც------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარად აღიარება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაუქმების ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმა - არარად აღიარებაა. არარა ადმინისტრაციული აქტი იმთავითვე ბათილია და არ არის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, შესაბამისად, ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართალურთიერთობანი ან მოქმედებანი ვერ შეიძენს ლეგიტიმურ ხასიათს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის არარად აღიარების საფუძვლების დადგენისას კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრირების კანონიერებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლო წესით აქტის არარად აღიარება, ანუ აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძვლის დადგენა - დადასტურება იწვევს მძიმე იურიდიულ შედეგს, რადგან მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ასევე მიიჩნევა არალეგიტიმურად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, მე-601 და 61-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ერთმანეთისგან გამიჯნა არარა, უკანონო და კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რათა დადგინდეს თითოეულის სამართლებრივი შედეგების გაუქმების საკითხი, კერძოდ, არარა აქტს მიღებისთანავე არა აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ხოლო კანონიერ (მე-601 ) და უკანონო (61-ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს შეუძლიათ შეიძინონ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი მათი ადრესატისათვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ოთხი შემთხვევა, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძველს, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ვ----ს----------–--ს რაიონში, ნ--–-----ის ქ. №5--ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე პროექტის დარღვევით მიშენება-დაშენება.

 

დადგენილია ასევე, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის წევრთა 2008 წლის 21 აპრილის №-- საერთო კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის მიერ უძრავი ქონების განშლის შესახებ.

 

ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანებით კი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანება.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №3--------), რომლითაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–------ 5-’’-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 02 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2--------) თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ა---------- ,,ნ--–------ 5-’’-ის სარჩელი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის 2008 წლის 21 აპრილის №-- წევრთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, იბა ,,ნ--–-------5-’’-ის წარმომადგენელი სადავო აქტის არარად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანებისა და იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის წევრთა საერთო კრების 2008 წლის 21 აპრილის №-- ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლებები რეგისტრირებული აქვთ კონკრეტულ პირებს, ამ პირთა უფლებები კი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 ნოემბრის (საქმე №2--------) გადაწყვეტილებით, რომლითაც ძალაში დარჩა იბა „ნ--–-----ის 5-“-ის წევრთა საერთო კრების 2008 წლის 21 აპრილის №-- ოქმი. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს შესაძლებელია თუ არა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების შესრულება ფაქტობრივი მიზეზების გამო.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება, რომლის არარად აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, აღსრულდა და მას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, გაბათილდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანება და ლეგალიზებული ობიექტი დაუბრუნდა თავის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას - აღდგა ის მდგომარეობა, რომელიც იყო მითითებული ბრძანების გამოცემამდე, ხოლო ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანებისა და იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის წევრთა საერთო კრების 2008 წლის 21 აპრილის №-- ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლებები რეგისტრირებული აქვთ კონკრეტულ პირებს, აღნიშნული არ ქმნის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების შეუსრულებლობის საფუძველს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 17 მარტის №ლ------ ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ შეიძლება განხილულ იქნეს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელ ფაქტად. კონკრეტული შენობა-ნაგებობის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილად დარეგისტრირება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გარეშე, აზრს უკარგავს მშენებლობის სფეროში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით სამართლებრივად შეუძლებელი ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულზე დაკისრებული ერთიანი საჯარო პოლიტიკის განხორციელება სამშენებლო საქმიანობის სფეროში, რადგან კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სამართლებრივ რეჟიმში მოქცევის და სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად გახდომის დოკუმენტის - მშენებლობის ნებართვის ან ლეგალიზების აქტის გვერდის ავლით უძრავი ქონების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და რეგულირების ბერკეტის გარეშე ტოვებს მშენებლობის ნებართვის გამცემ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის კანონიერების დასადგენად საკმარისად მივიჩნევთ მხოლოდ შენობა-ნაგებობს, როგორც მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის, რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და არ მივიჩნევთ ობიექტის კანონიერების დასადგენად აუცილებელ დოკუმენტად სათანადო წესით გაცემულ მშენებლობის ნებართვას ან ლეგალიზების აქტს, მაშინ აზრს დაკარგავს მოქმედი არაერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი სამშენებლო საქმიანობის სფეროში. აღნიშნული კი დაუშვებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება უკვე აღსრულებულია, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება ფაქტობრივი მდგომარეობის გამო მისი შესრულების შეუძლებლობის შესახებ, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე მისი არარად ცნობის საფუძველი.

 

6.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილების არარად აღიარება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იბა ,,ნ--–-------5-“-ის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მდგომარეობის გამო. კერძოდ, უნებართვო სართულის მიშენება-დაშენების მონგრევა შეუძლებელია, რადგან მისი ქვედა და ზედა სართულები კანონიერია. ასევე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა გადახდილია და მისთვის გაუგებარია სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 ივნისის №0------- მიწერილობის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა---------- ,,ნ--–-------5-’’-ის ობიექტზე, შეთანხმებული პროექტის დარღვევით, ტექნიკურ სართულზე, მოწყობილია საცხოვრებელი ფართები. სადარბაზოებში მოწყობილია დამატებითი კარის ღიობები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საცხოვრებელი ბინების გადაგეგმარებას, შენობის წინა, უკანა და გვერდით ფასადებზე შეცვლილია იერსახე, პროექტის დარღვევით მოწყობილია დამატებითი კოლონები. ასევე, პროექტის დარღვევით არ არის მოწყობილი კოლონები განსაზღვრულ ადგილებზე. ამავე მიწერილობით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ა---------- ,,ნ--–-----ის 5-’’-ის თავმჯდომარეს ც----------–--ეს დაევალა სათანადოდ კორექტირებული დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის მოყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 26 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-------, რომლითაც დადგინდა, რომ ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ც----------–--ის მიერ 2007 წლის 25 ივნისის №0------- მიწერილობის შესაბამისად არ იქნა ობიექტი მოყვანილი შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში და არც კორექტირებული დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი.

 

შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2007 წლის 06 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №0------- ,,არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, ინდ. ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’ დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით პროექტის დარღვევისათვის და 3 000 (სამი ათასი) ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის. ამასთან, ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 01 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ ,,ნ--–-------5-’’-ის მიერ არ არის აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები.

 

შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 24 დეკემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ინდ. ბინათმშენებლობის ა---------- ,,ნ--–-------5-’’ დაჯარიმდა 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №დ------- №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მართალია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა გადახდილია, თუმცა ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ,,ნ--–-------5-’’-ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის პოზიციას ფაქტობრივი მდგომარეობის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილების შესრულების შეუძლებლობის შესახებ, რადგან სადავო დადგენილებით მოსარჩელე მხარეს დაეკისრა მხოლოდ ჯარიმის 24 000 ლარის და არ დავალებია სამართალდარღვევის აღმოფხვრა, შესაბამისად გაუგებარია რატომ არის შეუძლებელია 24 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ და რატომ უშლის ხელს მის ასრულებას სადავო უკანონო სართულის არსებობა ორ ლეგალიზებულ სართულს შორის. ამასთან, საყურადღებოა, რომ დადგენილების მიღების საფუძველი გახდა სწორედ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №0------- დადგენილება, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალაშია და მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა და თუ მხარე მიიჩნევს, რომ დემონტაჟი და შენობა-ნაგებობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია და წარმოადგენს აქტის არარად ცნობას საფუძველს, მას უნდა მოეთხოვა სწორედ იმ აქტის არარად აღიარება, რომლითაც დაევალა ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოფხვრა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 24 დეკემბრის №0----- დადგენილებით განხორციელდა მხოლოდ 24 000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება და ვერ იქნა დასაბუთებული თუ რა ფაქტობრივი მიზეზის გამოა მისი შესრულება შეუძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე მისი არარად აღიარების საფუძველი.

 

6.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანების ბათილად ცნობა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 20 მაისს იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარემ ნ----- ფ---–---–--–---–მა №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარად აღიარება, ხოლო თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანება.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 23 იანვარს იბა ,,ნ--–-------5-’’-ის თავმჯდომარის ნ----- ფ---–---–--–---–-ს წარმომადგენელმა ც------------–---–მა №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანებით კი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- ბრძანება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანებებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 01 ოქტომბრის №ლე------ ბრძანების არარად ცნობის თაობაზე, რაზეც სასამართლომ უკვე არსებითად იმსჯელა წინამდებარე გადაწყვეტილებით (იხ. გადაწყვეტილების 6.2. პუნქტი) და არ დააკმაყოფილა იგი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანებები გამოცემულა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 20 ივნისის №3-- და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №----- ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილშიც უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, იბა ,,ნ--–-----ის 5-’’-ის სარჩელზე ნ----- ფ---–---–--–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 25-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. იბა ,,ნ--–-----ე- 5-“-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. იბა ,,ნ--–-----ე-5-“-ის სარჩელზე ნ----- ფ---–---–--–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი