გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6398-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მ----------–--ე, ე---–--------–--ა
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------–--ე
მესამე პირი - ნ-------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 აგვისტოს N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული N2/2----13 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 26 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მონაცემების შესაბამისად, შიტანოს ცვლილება ქ. თბილისში, შ------–----------- მდებარე სახლის (ს/კ 0---------------) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებში. კერძოდ, გაუქმებული იქნას ჩანაწერი - მ----------–--ე 3/5 წილი, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. ე---–--------–--ა 2/5 წილი, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - მ----------–--ე 3/5 წილი, ე---–--------–--ა 2/5 წილი, ნ-------------–-–---–ი - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ოთახი ფართით 18.71 კვ.მ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ნ-------------–-–---–ი არ დაეთანხმა სარჩელს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: ა) მოსარჩელეები, მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე ვალდებულნი არიან მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს წინამდებარე მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 თვის განმავლობაში გადაუხადონ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, ამასთან მოსარჩელეები, მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე ნაწილს 5000 (ხუთი ათას) აშშ დოლარს მოპასუხეებს გადაუხდიან განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 (ორ) დღეში.
ბ) მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს მოსარჩელეების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მომენტიდან უქარწყლდებათ (უწყდებათ) თბილისში, შ------–-------- მისამართზე მდებარე (საკადასტრო კოდი 0---------------) სახლში განთავსებულ საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება.
გ) იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეები - მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე არ შეასრულებენ ან ნაწილობრივ შეასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს აქვთ უფლება მოსარჩელეებს - მ----------–--ეს და ნ-------–-----–--ეს გადაუხადონ 6700 (ექვსი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, რაც განაპირობებს თბილისში, შ------–-------- მისამართზე მდებარე მოსარჩელეთა წილობრივ საკუთრებაში არსებულ სახლში №5 (21.53 კვ.მ) და N7 (18.71 კვ.მ) ფართებზე მოპასუხეთა თანასაკუთრებას, ხსენებული ფართების ნომრები აღებულია საინვენტარიზაციო გეგმიდან. ამასთან მოპასუხეები ვალდებულნი არიან მოსარჩელეთა მხრიდან ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების ანგარიშში გადახდილი თანხა დაუბრუნონ მოსარჩელეებს.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის N2/2----13 განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებაში და მის საფუძველზე 2014 წლის 11 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხის ზ----------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ-------------–-–---–ი (პ/ნ 0----------), ასევე ნ-------–-----–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ე---–--------–--ა (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 ივნისის სააღსრულებო ფურცელი N2/2----13 - ს/ფ 61-62.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის N2/2----13 განჩინება - ს/ფ 63-66.
4.1.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 03 აპრილი) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის 3/5 წილზე და ე---–--------–--ას 2/5 წილზე საკუთრების უფლება.
2018 წლის 25 ივლისს ნ-------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, შ------–------------ში მდებარე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 02 აგვისტოს მიღებული იქნა N8------------05 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 02 აგვისტო) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - მ----------–--ის 3/5 წილიდან სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
2018 წლის 03 აგვისტოს ნ-------------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, შ------–------------ში მდებარე უძრავი ქონებაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 03 აგვისტო) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - მ----------–--ის 3/5 და ე---–--------–--ას 2/5 წილიდან სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 75-76
- ნ-------------–-–---–ის 2018 წლის 25 ივლისის განცხადება - ს/ფ 77-78
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 აგვისტოს N8------------05 გადაწყვეტილება - ს/ფ 81
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 84-85.
- ნ-------------–-–---–ის 2018 წლის 03 აგვისტოს განცხადება - ს/ფ 86-87
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 აგვისტოს N8------------03 გადაწყვეტილება - ს/ფ 88
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 89-90.
4.1.3. 2018 წლის 06 აგვისტოს ე---–--------–--ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, შ------–------------ში მდებარე უძრავი ქონებაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს მიღებული იქნა N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 აგვისტოს N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ - ს/ფ 98
4.1.4. 2018 წლის 15 აგვისტოს მ----------–--ემ და ე---–--------–--ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება შემდეგნაირად - მ----------–--ე 3/5 წილი, ე---–--------–--ა 2/5 წილი, ნ-------------–-–---–ი - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ოთახი ფართით 18.71 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებით მ----------–--ის და ე---–--------–--ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი - ს/ფ 103-104
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება - ს/ფ 110-112
4.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, პირობითი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 12 თებერვალს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2019 წლის 12 თებერვალი) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის N8------------03 გადაწყვეტილება - ს/ფ 184
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს/ფ 179-180
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----------–--ის და ე---–--------–--ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 აგვისტოს N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ”კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: ა) მოსარჩელეები, მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე ვალდებულნი არიან მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს წინამდებარე მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 თვის განმავლობაში გადაუხადონ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, ამასთან მოსარჩელეები, მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე ნაწილს 5000 (ხუთი ათას) აშშ დოლარს მოპასუხეებს გადაუხდიან განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 (ორ) დღეში. ბ) მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს მოსარჩელეების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მომენტიდან უქარწყლდებათ (უწყდებათ) თბილისში, შ------–-------- მისამართზე მდებარე (საკადასტრო კოდი 0---------------) სახლში განთავსებულ საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლება. გ) იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეები - მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე არ შეასრულებენ ან ნაწილობრივ შეასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს აქვთ უფლება მოსარჩელეებს - მ----------–--ეს და ნ-------–-----–--ეს გადაუხადონ 6700 (ექვსი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, რაც განაპირობებს თბილისში, შ------–-------- მისამართზე მდებარე მოსარჩელეთა წილობრივ საკუთრებაში არსებულ სახლში №5 (21.53 კვ.მ) და N7 (18.71 კვ.მ) ფართებზე მოპასუხეთა თანასაკუთრებას, ხსენებული ფართების ნომრები აღებულია საინვენტარიზაციო გეგმიდან. ამასთან მოპასუხეები ვალდებულნი არიან მოსარჩელეთა მხრიდან ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების ანგარიშში გადახდილი თანხა დაუბრუნონ მოსარჩელეებს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 26 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის N2/2----13 განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებაში და მის საფუძველზე 2014 წლის 11 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხის ზ----------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ-------------–-–---–ი (პ/ნ 0----------), ასევე ნ-------–-----–--ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ე---–--------–--ა (პ/ნ 0----------).
ასევე დადგენილია, რომ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 03 აპრილი) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის 3/5 წილზე და ე---–--------–--ას 2/5 წილზე საკუთრების უფლება. ნ-------------–-–---–ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 03 აგვისტო) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - მ----------–--ის 3/5 და ე---–--------–--ას 2/5 წილიდან სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
7.3 ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 06 აგვისტოს ე---–--------–--ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, შ------–------------ში მდებარე უძრავი ქონებაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს მიღებული იქნა N8------------04 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა.
სასამართლო თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 აგვისტოს N8------------04 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.4. ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს მ----------–--ემ და ე---–--------–--ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება შემდეგნაირად - მ----------–--ე 3/5 წილი, ე---–--------–--ა 2/5 წილი, ნ-------------–-–---–ი - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ოთახი ფართით 18.71 კვ.მ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და 2018 წლის 14 სექტემბერს მიღებული იქნა N3----- გადაწყვეტილება მ----------–--ის და ე---–--------–--ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, პირობითი განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 12 თებერვალს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2019 წლის 12 თებერვალი) უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, შ------–-----------, რეგისტრირებულია მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მითითებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება არ ითვალისწინებს მოსარჩელეთა წილის შემცირებას, ასევე ნ-------------–-–---–ს საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციით კი აღნიშნული ფართი აკლდება, როგორც მ----------–--ის, ასევე ე---–--------–--ას წილსაც და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებაში ცალსახად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეები - მ----------–--ე და ნ-------–-----–--ე არ შეასრულებენ ან ნაწილობრივ შეასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოპასუხეებს - ზ----------–---–ს და ნ-------------–-–---–ს აქვთ უფლება მოსარჩელეებს - მ----------–--ეს და ნ-------–-----–--ეს გადაუხადონ 6700 (ექვსი ათას შვიდასი) აშშ დოლარი, რაც განაპირობებს თბილისში, შ------–-------- მისამართზე მდებარე მოსარჩელეთა წილობრივ საკუთრებაში არსებულ სახლში №5 (21.53 კვ.მ) და N7 (18.71 კვ.მ) ფართებზე მოპასუხეთა თანასაკუთრებას, ხსენებული ფართების ნომრები აღებულია საინვენტარიზაციო გეგმიდან. ამდენად, საფუძველსმოკლებულია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაცია უნდა განეხორციელებინა შემდეგი სახით - მ----------–--ე 3/5 წილი, ე---–--------–--ა 2/5 წილი, ნ-------------–-–---–ი - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ოთახი ფართით 18.71 კვ.მ., ვინაიდან თუ მ----------–--ისა და ე---–--------–--ას საკუთრებაში დარეგისტრირებული იქნებოდა ქ. თბილისში, შ------–------------ში მდებარე მთლიანი ქონება, მაშინ ნ-------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული N5 და N7 ოთახების ინდეტიფიცირება ვეღარ განხორციელდებოდა. სასამართლო თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით და სწორად დაარეგისტრირა საკუთრების უფლება შემდეგნაირად - მ----------–--ის საკუთრების უფლება 3/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ., ე---–--------–--ას საკუთრების უფლება 2/5 წილზე, გარდა სახლში N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ. და ნ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება - N5 ოთახი ფართით 21.53 კვ.მ. და N7 ფართით 18.71 კვ.მ.
სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში თავად გამოიკვლია არსებობდა თუ არა ე---–--------–--ას მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. მოპასუხემ დაადგინა, რომ რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება მიღებული იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის N5---- მომართვისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის N2/2----13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნა სარეგისტრაციო დოკუმენტებში დაცული მონაცემების შესაბამისად. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 აგვისტოს N8-------------04 და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ----------–--ისა და ე---–--------–--ას მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------–--ეს და ე---–--------–--ას უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------–--ის და ე---–--------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი