განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
200100118002385536
დავის ტიპი
151 , 118 1
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100118002385536

N1/96-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

21 მაისი 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: შ----------------–ი

ბრალდებული: ლ---- ბ--------–---–ი

მამის სახელი: ხ----

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ.თელავი, რ---------–ის ქუჩა N90

მცხოვრები: ქ.თელავი, რ---------–ის ქუჩა N90

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდი:

 

1. 2018 წლის 04 თებერვალს, ქ.თელავში, თ-----ის ქუჩა N28-ში არსებული ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ბ--------–---–მა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის კონდახის გამოყენებით, სახისა და ხელის არეში დაზიანებები მიაყენა ა-–---------- ვ-----–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა-–---------- ვ-----–---–ს აღენიშნება მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა და ქვედა ტუჩზე ორი ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე ბასრი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ორივე ლოყისა და ნიკაპის არეში აღენიშნება ზედაპირული ჭრილობები. ასევე, ა-–---------- ვ-----–---–ს აღენიშნება მარჯვენა ჰაიმორის წიაღის წინა კედლის მოტეხილობა შეცილებით - აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის 04 თებერვალს, ქ.თელავში, თ-----ის ქუჩა N28-ში არსებული ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- ბ--------–---–მა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–---------- ვ-----–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა ლ---- ბ--------–---–მა არასადავო გახადა მტკიცებულებები და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა, ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, ჩხრეკის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ბ--------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

6. მან ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

7. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ წარდგენილი ბრალის მიხედვით, ლ---- ბ--------–---–მა ა-–---------- ვ-----–---–ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახის გამოყენებით, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დანიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტიზა, სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და ადგენს, რომ ლ---- ბ--------–---–მა ა-–---------- ვ-----–---–ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ცივი იარაღის და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის კონდახის გამოყენებით, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ცივი იარაღისა და ცეცხლსასროლის მსგავსი იარაღის გამოყენებით. რაც შეეხება ცივი იარაღის გამოყენებას, მართალია საქმეში არ არის ცივი იარაღის დამდგენი ექსპერტიზა, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ დაზარალებულს, რაიმე ბასრი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, მიყენებული აქვს მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში ორი ნაკვეთი ჭრილობა და ქვედა ტუჩზე ორი ნაკვეთი ჭრილობა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სასამართლოს ბრალდებულ ლ---- ბ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

9. ლ---- ბ--------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ლ---- ბ--------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე რეციდივის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის მინიმუმზე ერთი წლით მეტი.

12. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით ლ---- ბ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03(სამი) წელი.

13. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარი.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენით ლ---- ბ--------–---–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან - თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03(სამი) წელი.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება და ლ---- ბ--------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პრველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილზე, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განაჩენი სხვა - დამატებითი სასჯელის - ნაწილში დარჩა უცვლელი.

18. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ბ--------–---–ი ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც არ აქვს გაქარწყლებული, ვინაიდან, მას არ აქვს გადახდილი დამატებითი სასჯელი ჯარიმა. შესაბამისად, ლ---- ბ--------–---–ს საბოლოო სასჯელი დაენიშნება განაჩენთა ერთობლიობით.

19. ლ---- ბ--------–---–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რასაც აღიარებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობით.

20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

21. ლ---- ბ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.

22. ლ---- ბ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ბ--------–---–ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ბ--------–---–ს დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02(ორი) წელი.

25. ლ---- ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ლ---- ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით დაყადაღებულ ხ---- ბ--------–---–ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.

26. ნივთიერი მტკიცებულება - ა-–---------- ვ-----–---–ის ტანსაცმელი და ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფი ნომრით N------, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

27. მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ა-–---------- ვ-----–---–ის სისხლის ნიმუში და ლ---- ბ--------–---–ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

28. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

29. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური