განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002947146
saqme #1/78-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–- ლ-----–---–--,ბრალდებულების - ჟ--- ა-–----–---–--- და ნ----- ჯ---–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040260119001 ბრალდებულების:
ჟ--- ა-–----–---–--
დაბადების თარიღი: 1-.1-.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ს-–----–-- გ------–---- მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: დ--------–--–------ს რაიონი, სოფელი ა-----–---
ფატობრივად მცხოვრები: დ--------–--–------ რაიონი, სოფელი ა-----–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი)
ნ----- ჯ---–---–-- მიმართ
დაბადების თარიღი: 2-.0-.1---–.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1----------
განათლება: ს-–----–-- გ------–---- მქონე
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი მ--------–-,ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, ქ. წ------, ს---–------ დ-----–---–-- ქუჩა №--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნია, რომ:
1. ჟ--- ა-–----–---–-- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ა-----–--–- მდებარე ფ--–------–---–---- საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ჟ--- ა-–----–---–-- სახის არეში ხელის დარტყმით და თმების მოქაჩვით სცემა 16 წლის თ----- ფ--–------–---–-, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე, დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ა-----–--–- მდებარე ფ--–------–---–---- საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ჟ--- ა-–----–---–-- თმების მოქაჩვით სხვაგვარი ძალადობა განახორციელა 16 წლის თ----- ფ--–------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ესე იგი, ჟ--- ა-–----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი).
2. ნ----- ჯ---–---–-- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 იანვარს, დილის საათებში, დ--------–--–------ს რაიონის, სოფელ ა-----–--–-, №- საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ შენობის მე-2 სართულზე არსებულ დერეფანსა და საკლასო ოთახში, კონფლიქტის დროს, ნ----- ჯ---–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 16 წლის თ----- ფ--–------–---–-, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
ესე იგი, ნ----- ჯ---–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა - ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- მთლიანად სცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრალდებულების მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულებმა ითხოვეს მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 7 მაისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჟ--- ა-–----–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი) ხოლო, ნ----- ჯ---–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჟ--- ა-–----–---–--- და ნ----- ჯ---–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინებები №205467 და №207023 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება თ----- ფ--–------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ თ----- ფ--–------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - მ----- ფ--–------–---–--, ლ--–- ფ--–------–---–--, ქ------- ზ-----–-–---–--, ვ---- ა-–----–---–--, მ------ ს-------–---–--, გ------- ა-–----–---–--, ლ-–- ხ----–-----, დ-------- ბ----–---–--, მ------ ზ-----–-–---–--, თ----- ა-–----–---–--, ნ--- ზ-----–---–--, ლ---- ბ---–-----–---–--, კ----–-- ს-----–---–--, ხ------- მ--------–---–-- და მ------ ო--------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 30 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №000638819; ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულების - ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულების მიერ მათ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ჟ--- ა-–----–---–-- ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (დანაშაულებრივი ქმედების 2 ეპიზოდი). ხოლო, ნ----- ჯ---–---–-- ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულების ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო, რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მათი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდნენ როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, ბრალდებულები განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, ბრალდებული ნ----- ჯ---–---–- არის მარტოხელა დედა და კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, კერძოდ, 15 და 11 წლის შვილები, დაკავებულია დროებით დაქირავებული შრომით, რაც ძირითადად გამოიხატება მისი მხრიდან ფიზიკური სამუშაობის შესრულებაში და სწორედ აღნიშნული საქმიანობით უზრუნველყოფს საკუთარი და შვილების რჩენას. ხოლო, ჟ--- ა-–----–---–- ჰყავს ექვსი თვის მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც დაბადებიდან აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და პერიოდულად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში კვლევების ჩატარებას. მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--- ა-–----–---–-- და ნ----- ჯ---–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ--- ა-–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 იანვრის 03:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ჟ--- ა-–----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 იანვრის 09:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 იანვრის 03:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 იანვრის 09:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ჟ--- ა-–----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. გაუქმდეს ჟ--- ა-–----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ - ჟ--- ა-–----–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნ----- ჯ---–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 (ას სამოცდაათი) საათის ოდენობით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ - ნ----- ჯ---–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ----- ჯ---–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
9. გაუქმდეს ნ----- ჯ---–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
10. საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თ----- ფ--–------–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი (დაზიანებულ მდგომარეობაში), რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს თ----- ფ--–------–---–- კანონით დადგენილი წესით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი