განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100118002574391
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1--------

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ს------- ბ--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ი---- ხ-–----- - დაბადებული 1--- წლის 9------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მ--------–ის რაიონი, სოფელი ს--------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------------------------------

 

ადვოკატი - ლ---- კ-------ე

 

კვალიფიკაცია:

ი---- ხ-–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 1-------–---- ბრძანებით ი---- ხ-–----- მუშაობდა ქ. თბილისში, წ-------–--------------------ში მდებარე შპს ,,ი---------------ს“ კუთვნილ კაზინო ,---------ს“ დარბაზის მენეჯერად. 2018 წლის 25-26 მაისს, როდესაც ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ამავე ორგანიზაციის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ისარგებლა რა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კაზინოს დირექტორებისათვის - გ---- შ----------ისა და ვ------- ქ---------ისათვის ვითომდა გადასაცემად, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, კაზინოს მორიგე მოლარეს -ს------- ო------ეს მოტყუებით გამოართვა 30 000 ლარი, ხოლო 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ამავე კაზინოს მორიგე მოლარეს - თ----- ვ-----------ას, ამავე საფუძვლით - ვითომდა ხელმძღვანელი პირებისათვის გადასაცემად გამოართვა 5 000 ლარი. ი---- ხ-–-----მ მოტყუებით დაუფლებული შპს ,,ი---------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობის თანხა ჯამში - 35000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და განკარგა შეხედულებისამებრ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

2.1. ბრალდებულმა ი---- ხ-–-----მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ იგი 2017 წლის 1-------–---- ბრძანებით მუშაობდა ქ. თბილისში, წ-------–--------------------ში მდებარე შპს ,,ი---------------ს“ კუთვნილ კაზინო ,---------ს“ დარბაზის მენეჯერად, რა დროსაც კაზინოს დირექტორებისათვის-გ---- შ----------ისა და ვ------- ქ---------ისათვის ვითომდა გადასაცემად კაზინოს მორიგე მოლარეს - ს------- ო------ეს გამოართვა 30 000 ლარი, ასევე, ამავე კაზინოს მორიგე მოლარეს - თ----- ვ-----------ას, ამავე საფუძვლით - ვითომდა ხელმძღვანელი პირებისათვის გადასაცემად გამოართვა 5 000 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და განკარგა შეხედულებისამებრ; შემდგომში მან დააბრუნა თანხის ნაწილი - 15 ათასი ლარი, ასევე ცდილობს ნაწილ-ნაწილ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ი---- ხ-–----- ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი---- ხ-–----- თაღლითურად დაეუფლა შპს ,,ი---------------ს“ კუთვნილ თანხას.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.5. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ი---- ხ-–----- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,,ი--------------ს“ მიადგა 35000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- ხ-–-----მ ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ი---- ხ-–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: გ---- შ----------ის, ვ------- ქ---------ის, ი-----–- შ----------ის, ნ-------- შ----------ის, ს------- ო------ის, მ--- გ------–--ე-ი----–---–ის, თ----- ვ-----------ა-მ------–-–---–ის, ა-–--- დ--–------ას გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მიღებული ინფორმაცია, ვიდეო-ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმით მიღებული ინფორმაცია, 2017 წლის 1-------–----- ბრძანება და საქმეში არსებულ წერილობით ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- ხ-–-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით, თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყნებით, დიდი ოდენობით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი---- ხ-–-----ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი---- ხ-–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. ი---- ხ-–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ი---- ხ-–----- წარსულში არ არის ნასამართლევი, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ცდილობს ოჯახის წევრების დახმარებით, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან სამუშაოდ, ნაწილ-ნაწილ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, არის განქორწინებული და მარტო ზრდის 12 წლის შვილს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ი---- ხ-–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ი---- ხ-–-----ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. შპს „-------------ან“ გადმოგზავნილი CD-R დისკი, მასში მოთავსებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.2. კაზინო „----------ან“ განჩინების საფუძველზე გადმოგზავნილი 5(ხუთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- ხ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ი---- ხ-–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ი---- ხ-–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულ ი---- ხ-–-----ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.ნივთმტკიცება:

5.1. შპს „-------------ან“ გადმოგზავნილი CD-R დისკი, მასში მოთავსებული შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

5.2. კაზინო „----------ან“ განჩინების საფუძველზე გადმოგზავნილი 5(ხუთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/