გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
330210019002879861
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4590 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე თ----- ტ----–---–-

წარმომადგენელი ქ------- ხ------–---

მოპასუხე ნ--- ნ----------

წარმომადგენელი ლ------ შ--–-----

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ნ--- ნ----------სათვის არასრულწლოვანი შვილის, ე-–------- ნ----------- (დაბადებული 2018 წლის 2------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე თ----- ტ----–---–- და მოპასუხე ნ--- ნ---------- დაქორწინდნენ 2017 წლის 2------------–-. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 2------------ შეეძინათ შვილი ე-–------- ნ----------. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2018 წლის 4------------. არასრულწლოვანი ე-–------- ნ---------- ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ----- ტ----–---–----. მოსარჩელე არის ს----------–--------------------------------------------------------–-----------–-------------–-- სტუდენტი. იგი ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში და მას არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარებიან მშობლები. ბავშვის აღზრდისა და ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ყველანაირ ხარჯს ფარავენ თ----- ტ----–---–-ს მშობლები. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ე-–------- ნ----------- აღზრდა-განვითარებაში. ნ--- ნ---------- ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში და უწევდეს მას სტაბილურ ფინანსურ დახმარებას (სარჩელი, 2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ე-–------- ნ----------- (დაბადებული 2018 წლის 2------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის დაკისრების შესახებ.

მოპასუხე ნ--- ნ---------- არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამ ეტაპზე, მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი. იგი სტუდენტია. ამასთან, მოპასუხე ნ--- ნ----------ს ერიცხება საბანკო დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც ყოველთვიურად იხდის თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(შესაგებელი, 2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე თ----- ტ----–---–- და მოპასუხე ნ--- ნ---------- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).

3.1.2. მოსარჩელე თ----- ტ----–---–- არასრულწლოვან ე-–------- ნ----------სთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მათთან ერთად ცხოვრობენ მოსარჩელის ბებია და თ----- ტ----–---–-ს არასრულწლოვანი ძმა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).

3.1.3. თ----- ტ----–---–- 2015 წლის 3 სექტემბერს N--------- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–--------------------------------------------------------–------------–-------------–------------–-- საბაკალავრო პროგრამაზე. პროგრამა მოიცავს ოთხ კურსს. ამჟამად, თ----- ტ----–---–- არის მესამე კურსის სტუდენტი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 მაისის სხდომის ოქმი).

_ს----------–---------------------------------------------- მიერ 26.02.2019 წელს გაცემული ცნობა N--------- (ს.ფ. 16).

3.1.4. მოსარჩელე თ----- ტ----–---–- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, თ----- ტ----–---–- 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 02 აპრილის მიმართვა N----------- (ს.ფ. 48).

3.1.5. მოპასუხე ნ--- ნ---------- ჩაირიცხა უ----------------–-----------–---------------------------------------–--–----------–---------------- უნივერსიტეტში ჰ--------------–------------------------–-------- სპეციალობით ფ----------------------------------------. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ფასიანია და ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 2500 (ორი თას ხუთასი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).

_უ----------------–-----------–---------------------------------------–--–----------–---------------- უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 2------------–- გაცემული ცნობა N--- (ს.ფ. 65-67).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ----- ტ----–---–- და ნ--- ნ---------- დაქორწინდნენ 2017 წლის 2------------–-. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 2------------ შეეძინათ შვილი ე-–------- ნ----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 2------------–- გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 3 სექტემბერს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).

3.2.2. თ----- ტ----–---–- და ნ--- ნ---------- განქორწინდნენ 2018 წლის 4------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 4------------ გაცემული განქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15).

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ--- ნ----------- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდისათვის მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 470.39 ლარს, თებერვლის თვეში - 628.6 ლარს, მარტის თვეში - 502.04 ლარს, აპრილის თვეში - 890.86 ლარს, მაისის თვეში - 653.13 ლარს, ივნისის თვეში - 567.19 ლარს, ივლისის თვეში - 472.66 ლარს, აგვისტოს თვეში - 1058.8 ლარს, სექტემბრის თვეში - 1168.55 ლარს, ნოემბრის თვეში - 300 ლარს, დეკემბრის თვეში - 288.46 ლარს და 2019 წლის იანვრის თვეში - 27.17 ლარს. მითითებული პერიოდიდან, ნ--- ნ----------- სახელზე შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება;

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2019 წლის 29 მარტის მდგომარეობით, ნ--- ნ----------- მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7027.85 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 1405.47 ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2019 წლის 29 მარტის მდგომარეობით, ნ--- ნ----------- მიერ 2019 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 27.17 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 5.33 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 02 აპრილის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 48-49);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 29 მარტს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 61-62);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 63).

3.2.4. 2018 წლის 13 ივნისს ნ--- ნ----------მ სს ,,ს----------–----------“ მიერ მიიღო სესხის თანხა 5 480 (ხუთი ათას ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით. კრედიტის დასაფარად ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შეადგენს 312.96 (სამას თორმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს. სესხის დაფარვის ბოლო ვადაა 2020 წლის 08 ივნისი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი N------- (ს.ფ. 33).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, თ----- ტ----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე თ----- ტ----–---–-- ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი 2018 წლის 2------------ დაბადებული ე-–------- ნ----------. (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- ტ----–---–- და მოპასუხე ნ--- ნ---------- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 4------------. მოსარჩელე არასრულწლოვან ე-–------- ნ----------სთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მათთან ერთად ცხოვრობენ მოსარჩელის ბებია და თ----- ტ----–---–-ს არასრულწლოვანი ძმა (3.1.1., 3.1.2.. 3.2.2). საქმეში არსებული მასალებით, თ----- ტ----–---–- 2015 წლის სექტემბრის თვიდან სწავლობს ს----------–--------------------------------------------------------–------------–-------------–------------–-- საბაკალავრო პროგრამაზე. მოსარჩელე თ----- ტ----–---–- არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, თ----- ტ----–---–- 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი, პრემია, სხვა) მიღება არ უფიქსირდება (3.1.3., 3.1.4).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

მოპასუხე ნ--- ნ---------- არის სტუდენტი. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, იგი სწავლობს უ----------------–-----------–---------------------------------------–--–----------–---------------- უნივერსიტეტში ჰ--------------–------------------------–-------- სპეციალობით ფ----------------------------------------. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ფასიანია და ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 2500 (ორი თას ხუთასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ--- ნ----------- მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე პერიოდისათვის მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 470.39 ლარს, თებერვლის თვეში - 628.6 ლარს, მარტის თვეში - 502.04 ლარს, აპრილის თვეში - 890.86 ლარს, მაისის თვეში - 653.13 ლარს, ივნისის თვეში - 567.19 ლარს, ივლისის თვეში - 472.66 ლარს, აგვისტოს თვეში - 1058.8 ლარს, სექტემბრის თვეში - 1168.55 ლარს, ნოემბრის თვეში - 300 ლარს, დეკემბრის თვეში - 288.46 ლარს და 2019 წლის იანვრის თვეში - 27.17 ლარს. მითითებული პერიოდიდან, ნ--- ნ----------- სახელზე შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება (3.1.5., 3.2.3). საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მიმდინარე პერიოდისათვის მოპასუხე მხარის დასაქმებას და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამჟამად, იგი არ მუშაობს და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაქმებული არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარე. ისინი არიან სტუდენტები. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახით შემოსავლის მიღება. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს, გარდა არასრულწლოვანი ე-–------- ნ-----------ა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის სასესხო ვალდებულებაზე. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივნისს ნ--- ნ----------მ სს ,,ს----------–----------“ მიერ მიიღო სესხის თანხა 5 480 (ხუთი ათას ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით. კრედიტის დასაფარად ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა შეადგენს 312.96 (სამას თორმეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარს. სესხის დაფარვის ბოლო ვადაა 2020 წლის 08 ივნისი (3.2.4). სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან არასრულწლოვანის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით კი სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.

 

შვილის რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

მოპასუხე ნ--- ნ---------- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანისათვის ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 13.05.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 160.5 ლარს, აპრილის თვისათვის - 163.9 ლარს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის ფიზიკური შრომა და დატვირთვა, რაც აწევს იმ მშობელს, რომელთანაც აღსაზრდელად იმყოფება არასრულწლოვანი. როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია ალიმენტის თანხა ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარი, რაც შეესაბამება ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობას. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ე-–------- ნ-----------ათვის უნდა განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ----- ტ----–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ნ--- ნ----------მ ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს თ----- ტ----–---–-ს (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ნ--- ნ----------- (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ნ--- ნ----------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ე-–------- ნ----------- (დაბადებული 2018 წლის 2------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ნ--- ნ----------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე