განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
240100119002947028
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100119002947028 №1/47

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01.05.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: დ-----------------

დაბადებული: 09.05.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: სენაკი, ს------------------–--- კორპუსი N2--, ბინა N2-

 

ადვოკატი - გ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე -ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, დ-----------------მ არასრულწლოვან შვილს, ა---------------ს, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის თ-------------ს თანდასწრებით, საკუთარ ბინაში მისამართზე ქ.სენაკი, ს------------------–--- კორპუსი N2--, ბინა N2--ში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ზურგის არეში, ასევე მარჯვენა იდაყვის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ა---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ბრალდებულმა დ-----------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ-----------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს დ-----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6. დ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.

 

7. დ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულმა, ა---------------მ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ შეურიგდა ბრალდებულს და სურს, რომ სასჯელის სახედ განესაზღვროს არასაპატიმრო სასჯელი.

 

10. ბრალდებულ დ-----------------ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ

 

11. დ-----------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 4--ე, 62-ე მუხლებით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 269-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ----------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

დ-----------------ს პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, (პატიმრობაში იმყოფებოდა_ 18 დღე), საქართველოს სსკ-ის 4--ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოდენობა შემდეგი გაანგარიშებით - პატიმრობის 01 (ერთი) დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 05 (ხუთი) საათი.

საბოლოოდ დ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორასათი) საათის ვადით.

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, დ-----------------ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის - 210 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ დ-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

 

3. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით გირაოს თანხის 10000 ლარის სანაცვლოდ, ა---------------ს (პ/ნ 6----------), დ-----------------ს (პ/ნ 6----------), თ-------------ს (პ/ნ 3----------) და ნ-------------ეს (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების კუთვნილ წილზე - ქალაქი სენაკი, ს------------------–--- №3; კორ. №2--, ბინა №2-), საკადასტრო კოდით - 4-.01.37.1--.01.0--, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 16 000 /თექვსმეტი ათასი/ ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 ,,ბილაინი’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე