განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
330100115793435
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#-------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ-------- ჭ-----ის

განსასჯელ ზ---- ნ------ს ადვოკატ – მ--- ყ------–---–-ს

განსასჯელ ზ---- ფ------–---–ის ადვოკატ – დ----- ა-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განსასჯელების - ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მონაწილეობის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

– ზ---- მ--------ს ძე ნ------ს, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------–---–--------------------------------------ში, ამჟამად ძებნაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

– ზ---- ა--------- ძე ფ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–-----------–---–---------------------------------------ში, ამჟამად ძებნაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ესე იგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით);

 

მათვე ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ესე იგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ა-–---------- ჯ---–----ს ძე ს--------–--ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ--–- პ---–-ს ძე ქ---------ეს, დ----- ა-–----------ს ძე ს------–---–ს, ზ---- ა--------- ძე ფ------–---–ს, ზ---- მ--------ს ძე ნ------ს და გადაწყვიტეს ფულის გამოძალვის მიზნით ქ-------–--–--------–-----–-------------------ში მცხოვრები ლ---- დ-----ის ძე ა-–----ის მოტაცება. ამ მიზნით 1994 წლის 23 ოქტომბერს, ა-–---------- ს--------–--ე, გ--–- ქ---------ე, ზ---- ფ------–---–ი და ზ---- ნ------ ლურჯი ფერის ვ-------- მარკის უნომრო ჟიგულით დაუდარაჯდნენ ლ---- ა-–----ეს მის საცხოვრებელ სახლთან. დაახლოებით 11:00 საათზე დაინახეს ეზოდან გამომავალი ვ-------- მარკის, სერია ა------ ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ---- ა-–----ე, მას გვერდით ეჯდა მამინაცვალი ი-----–- მ--–--ე. დაედევნენ ხსენებულ ავტომანქანას და ძნელაძის (დღევანდელი თაბუკაშვილის) ქუჩაზე ლ---- ა-–----ე აიძულეს გაეჩერებინა ავტომანქანა. გადმოიყვანეს იგი და ძალის გამოყენებით ჩასვეს თავიანთ ავტომანქანაში, თვალები აუკრეს პირსახოცით, დაადეს ხელბორკილი და წაიყვანეს მ----------------------------------------–--------------------------ში, სადაც მათ ელოდებოდათ დ----- ს------–---–ი და რომელიც ლ---- ა-–----ეს დარაჯობდა 1994 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

ამ ხნის განმავლობაში ა-–---------- ს--------–--ე, გ--–- ქ---------ე, ზ---- ნ------ და ზ---- ფ------–---–ი პერიოდულად უკავშირდებოდნენ ტელეფონით ლ---- ა-–----ის ოჯახს, ემუქრებოდნენ და სძალავდნენ გამოსასყიდ თანხას 50 000 (ორმოცდაათი ათას) აშშ დოლარს. ბოლოს შეთანხმდნენ 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარზე, მაგრამ თანხის აღება ვერ შეძლეს, რადგან 1994 წლის 31 ოქტომბერს ა-–---------- ს--------–--ე, გ--–- ქ---------ე და დ----- ს------–---–ი დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

ე.ი. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, განსასჯელებს ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ს ბრალი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

1995 წლის 27 თებერვალს ზ---- ფ------–---–ი და ზ---- ნ------ მიცემულ იქნენ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გამოძალვა) – 1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით, ხოლო 1995 წლის 28 თებერვალს პროკურორის სანქციით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

წარდგენილი ბრალდების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ 2015 წლის 29 აპრილის დადგენილების თანახმად, ზ---- ფ------–---–ს და ზ---- ნ------ს, რომელთაც ბრალი ედებოდათ მასში, რომ ჩაიდინეს ადამიანის მოტაცება და თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა ანგარებით და გამოძალვა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების მიცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის და მისი ახლობლების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის რედაქციით გათვალისწინებულ შესაბამის დანაშაულებთან, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით; ხოლო 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც შესაბამისია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლისა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით), სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ათ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც შესაბამისია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქციით), სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით, რის გამოც ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლოსთვის უცნობია განსასჯელების - ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მათ თავი აარიდეს გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადებას და იმყოფებიან ძებნაში.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ლ---- ა-–----ემ განმარტა, რომ 1994 წლის 23 ოქტომბერს, მამინაცვალთან - ი-----–- მ--–--ესთან და ხელოსანთან ერთად, კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ძნელაძის (ამჟამინდელი თაბუკაშვილის) ქუჩაზე, რა დროსაც შეაჩერეს უცნობმა პირებმა, რომლებიც მიიჩნია პოლიციის თანამშრომლებად, ვინაიდან მათ მოსთხოვეს ვენების ჩვენება. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ჩასვეს იგი თავიანთ ავტომანქანაში და თვალებახვეული და ხელებზე ბორკილდადებული წაიყვანეს მისთვის უცნობ ბინაში. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა შებოჭილ მდგომარეობაში, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი გათავისუფლება. როგორც შემდეგ გაარკვია, პირები, რომლებმაც იგი მოიტაცეს, მისი ოჯახისგან ითხოვდნენ გამოსასყიდ თანხას.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ლ---–- ქ------–---–მა განმარტა, რომ 1994 წლის 23 ოქტომბერს შეატყობინეს მისი შვილის - ლ---- ა-–----ის მოტაცების ამბავი, რის შემდეგაც მას სისტემატურად უკავშირდებოდნენ ტელეფონზე უცნობი პირები და სთხოვდნენ გათავისუფლების სანაცვლოდ 50.000 აშშ დოლარს. მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიცია, რომლებმაც მოახერხეს მისი შვილის გათავისუფლება ისე, რომ მას გამტაცებლებისათვის რაიმე თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი-----–- მ--–--ემ განმარტა, რომ 1994 წლის 23 ოქტომბერს ლ---- ა-–----ესთან და ხელოსანთან ერთად მგზავრობდა ლ---- ა-–----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც ეს უკანასკნელი შეაჩერეს მისთვის უცნობმა პირებმა, რომლებიც მან მიიჩნია პოლიციის თანამშრომლებად. მათ ლ---- ა-–----ე ჩასვეს თავიანთ ავტომანქანაში და წაიყვანეს. შემდეგ გამტაცებლები დაუკავშირდნენ მის მეუღლეს – ლ---–- ქ------–---–ს და გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს თანხა. გამტაცებლებსა და მის მეუღლეს შორის რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს ლ---- ა-–----ის გათავისუფლება. ლ---- ა-–----ის ოჯახს გამტაცებლებისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე დ----- ს------–---–მა განმარტა, რომ ა-–---------- ს--------–--ემ და გ--–- ქ---------ემ შესთავაზეს ბინის მოძიება, სადაც ჩაკეტავდნენ შეძლებული ოჯახის შვილს, რომლის გასათავისუფლებლადაც ოჯახი დიდ თანხას გადაიხდიდა. იგი დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და თავის მეგობარს, ვითომდა გოგონების ასაყვანად, დროებით ეთხოვა ბინა, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, მ------------------ზე, სადაც 1994 წლის 23 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდა ლ---- ა-–----ეს, რომელიც ა-–---------- ს--------–--ემ და გ--–- ქ---------ემ მიუყვანეს თვალებახვეული და ხელებზე ბორკილდადებული, თუმცა 1994 წლის 31 ოქტომბერს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ლ---- ა-–----ე გაათავისუფლეს, ხოლო თვითონ დააკავეს. მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, მისი წილი უნდა ყოფილიყო გადახდილი თანხის მესამედი. მოწმის განმარტებით, იგი ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ს იცნობს, მაგრამ არაფერი იცის ამ დანაშაულის ჩადენაში მათი მონაწილეობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე გ------- ქ---------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ძმამ - გ--–- ქ---------ემ მოცემულ საქმეზე - ლ---- ა-–----ის გატაცების გამო სასჯელი მოიხადა. იგი წლების მანძილზე იმყოფება გერმანიაში და ჯერ-ჯერობით ჩამოსვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ზ---- ნ------ იყო მისი ძმის - გ--–- ქ---------ის კლასელი, თუმცა მისი ადგილსამყოფელის, ასევე, ლ---- ა-–----ის გატაცების საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ არაფერი იცის.

 

სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნდა მოწმე გ--–- ქ---------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ის, მისი მეგობარი ზ---- ნ------ და ა-–---------- ს--------–--ე შეთანხმდნენ, რომ გაეტაცათ ამ უკანასკნელის უბანში მცხოვრები ბიჭი, რომელიც იყო შეძლებული ოჯახის შვილი და რომლის გათავისუფლების სანაცვლოდაც მისი მშობლები დიდ თანხას გადაიხდიდნენ. შეთანხმებისამებრ, ა-–---------- ს--------–--ემ მეგობრის - დ----- ს------–---–ის მეშვეობით გატაცებულის გადასამალად მოიძია ბინა, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, მ------------------ზე, ხოლო თვითონ და ზ---- ნ------მ აღნიშნულ საქმეში ჩართეს ზ---- ფ------–---–ი, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღები. 1994 წლის 23 ოქტომბერს, დილის საათებში, გ--–- ქ---------ე, ა-–---------- ს--------–--ე, ზ---- ნ------ და ზ---- ფ------–---–ი, ამ უკანასკნელის კუთვნილი ლურჯი ფერის 0--------ს, უნომრო ჟიგულით (რომელსაც მართავდა გ--–- ქ---------ე, რადგან ზ---- ფ------–---–ს ჰქონდა მილიციის მოწმობა და ლ---- ა-–----ე მას უნდა გაეჩერებინა), უკან გაყვნენ ლ---- ა-–----ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რომელსაც ახლდა დაახლოებით 40 წლის მამაკაცი. ლ---- ა-–----ემ და მისმა თანმხლებმა პირმა კოლმეურნეობის მოედანზე ჩაისვეს ვიღაც მამაკაცი და გაემართნენ ძნელაძის ქუჩაზე. დაახლოებით ოპერის უკან, მათ გადაუსწრეს მანქანით და ზ---- ფ------–---–მა ანიშნა, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა, რის შემდეგაც ზ---- ნ------ და ზ---- ფ------–---–ი გადავიდნენ და გარკვეული საუბრის შემდეგ ლ---- ა-–----ე ჩასვეს მათი ავტომანქანის უკანა სალონში და დიდი სისწრაფით გაემართნენ მ------------------ისკენ. გზად ლ---- ა-–----ეს აუკრეს თვალები და დაადეს ხელბორკილი. იგი მიიყვანეს დ----- ს------–---–ის მიერ ნათხოვარ ბინაში, რომლის საყარაულოდაც დატოვეს ეს უკანასკნელი, ხოლო თვითონ წამოვიდნენ ა-–----ის ოჯახში დასარეკად და გამოსასყიდი თანხის მოსათხოვად, რაც უნდა გაეკეთებინა ა-–---------- ს--------–--ეს. 1994 წლის 27 ან 28 ოქტომბერს, ვითარების გარკვევის მიზნით, მან და ზ---- ნ------მ მიაკითხეს ა-–---------- ს--------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ 50.000 აშშ დოლარი მოსთხოვა ლ---- ა-–----ის ოჯახს, თუმცა მათგან მიიღო პასუხი, რომ ამ ოდენობის თანხა არ ჰქონდათ. შემდეგ თავადაც ესაუბრა ლ---- ა-–----ის დედას ქ-–-----------–---ის წინ მდებარე ტელეფონის ჯიხურიდან, რომელმაც უთხრა, რომ აგროვებდნენ თანხას, თუმცა 6000 აშშ დოლარზე მეტი არ ჰქონდათ. 1994 წლის 31 ოქტომბერს, ის და ა-–---------- ს--------–--ე კვლავ მივიდნენ ზემოაღნიშნულ ტელეფონის ჯიხურთან, ზ---- ნ------ კი მათ შორიახლოს ელოდებოდა და იმ დროს, როდესაც თავად ელაპარაკებოდა თანხაზე ლ---- ა-–----ის დედას, ის და ა-–---------- ს--------–--ე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა (სფ. 37-43).

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1----–-–------------------- განაჩენით ა-–---------- ს--------–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ლ---- ა-–----ის მოტაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი გამოძალვაში; ამავე განაჩენით, გ--–- ქ---------ე და დ----- ს------–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ლ---- ა-–----ის მოტაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ანგარებით და გამოძალვაში, დანაშაულებისათვის რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

 

ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს ერთის მხრივ, საკმარისობის, ხოლო მეორეს მხრივ, სანდოობის სტანდარტს ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამდენადაც, ისინი სასამართლოს არ აძლევს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული ქმედებები მართლაც ზ---- ნ------მ და ზ---- ფ------–---–მა ჩაიდინეს. კერძოდ:

 

ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ უთითებს ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მონაწილოებაზე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გამოძალვაში, არის მოწმე გ--–- ქ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. იმის გამო, რომ დადგენილი ვერ იქნა გ--–- ქ---------ის ადგილსამყოფელი და ამოიწურა მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა, სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია, რომლის მიხედვითაც წარმოებს პროცესი მოცემულ საქმეზე) 481-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მან, ა-–---------- ს--------–--ესთან, ზ---- ნ------სთან, ზ---- ფ------–---–თან და დ----- ს------–---–თან ერთად დაგეგმა და განახორციელა ლ---- ა-–----ის მოტაცება თანხის გამოძალვის მიზნით, ხოლო შემდეგ ამავე პირებთან ერთად ლ---- ა-–----ის ოჯახს მოსთხოვეს გამოსასყიდი თანხა. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად განსასჯელების ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მსჯავრდებას.

 

გარდა არასაკმარისობისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების - გ--–- ქ---------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სანდოობის საკითხზეც, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1----–-–------------------- განაჩენით არ იქნა გაზიარებული გ--–- ქ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რადგან სასამართლო განხილვის ეტაპზე გ--–- ქ---------ემ აღნიშნული ჩვენება თავად შეცვლა და უარყო ლ---- ა-–----ის გატაცებაში ა-–---------- ს--------–--ის მონაწილეობა, ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე მის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რის გამოც გამოძიებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ამასთან, გ--–- ქ---------ის დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც მკურნალობდა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- ქ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არის არასანდო მტკიცებულება, რამდენადაც იგი, ერთის მხრივ, წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ გაზიარებულ ვერსიასთან, ხოლო მეორეს მხრივ, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საეჭვო ხდება ჩვენების შინაარსის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დანაშაულში თანამონაწილე ერთ–ერთი პირი – დ----- ს------–---–ი, რომელთან ერთადაც, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დანაშაული ჩაიდინეს ზ---- ნ------მ და ზ---- ფ------–---–მა, თუმცა დ----- ს------–---–მა დაკითხვისას მიუთითა თავისი წვლილის შესახებ მოცემულ საქმეში და განაცხადა, რომ ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ს იცნობს, თუმცა აღნიშნულ დანაშაულში მათი მონაწილეობის შესახებ არაფერი იცის.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, კერძოდ:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უხეშად იქნება დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ფუნდამენტური ნორმა-პრინციპი, რომლებიც ადგენენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო სტანდარტებს, კერძოდ: კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია, რომლის მიხედვითაც წარმოებს პროცესი მოცემულ საქმეზე) მე-10 მუხლი, რომლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას”. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის, მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით”, ხოლო მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს განმარტებული, რომ არარელევანტურ მტკიცებულებებზე პირის მსჯავრდება არღვევს მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.

როგორც წესი, მტკიცებულება და მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების მიერ (იხ. საქმე ბარბერა, მესეგე და ხაბარდო (Barberà, Messegué, Jabardo) ესპანეთის წინააღმდეგ, განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68), თუმცა პოპოვის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ მაინც გამოთქვა მოსაზრება იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებზეც ეროვნულმა სასამართლომ დააფუძნა მსჯავრდება, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდება ემყარებოდა ისეთ მტკიცებულებებს, რომლებსაც ბრალდებულის ბრალეულობასთან შემხებლობა არ ჰქონდა. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ეროვნულ სასამართლოს არ აუხსნია, თუ როგორ ამტკიცებდა მითითებული მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოსთვის ეროვნულ დონეზე ბრალდებულის მსჯავრდების საფუძველი იყო გადამწყვეტი ფაქტორი იმის შესაფასებლად, ბრალდებულის საქმის განხილვა იყო თუ არა სამართლიანი. ევროპული სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, არარელევანტურ მტკიცებულებებზე პირის მსჯავრდების დაფუძნებამ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ საქმეში (გადაწყვეტილების 181-ე და 189-ე პუნქტები).

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულ ლ---- ა-–----ის ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ ნამდვილად მოხდა მისი გატაცება, თუმცა გამტაცებელთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს; დაზარალებულ ლ---–- ქ------–---–ის ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ მოხდა მისი შვილის გატაცება და უცნობი პირები მისი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სთხოვდნენ თანხას, თუმცა არ იცის, ვინ იყვნენ გამტაცებლები ან პირები, ვინც თანხას სთხოვდნენ მას; მოწმე ი-----–- მ--–--ის ჩვენება, რომელიც უთითებს, რომ მართალია, მისი თანდასწრებით მოხდა ლ---- ა-–----ის გატაცება, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდაც უცნობი პირები ითხოვდნენ თანხას, თუმცა არ იცის, ვინ იყვნენ გამტაცებლები ან ის პირები, ვინც თანხას მოითხოვდნენ; მოწმე დ----- ს------–---–ის ჩვენება, რომელიც საუბრობს საკუთარ წვლილზე მოცემულ საქმეში, თუმცა არაფერი იცის ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მონაწილეობის შესახებ და ბოლოს, გ--–- ქ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც მართალია, ადასტურებს ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ის მონაწილეობას მოცემულ საქმეში, თუმცა, გარდა იმისა, რომ იგი არის ერთადერთი მტკიცებულება და ისიც გამოქვეყნებული ჩვენება, რომელზედაც დაყრდნობით დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, იმავდროულად იგი არის არასანდო მტკიცებულება, რამდენადაც ეს ჩვენება მიცემულია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის მიერ, რომელმაც თავადვე უარყო აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში დაკითხვისას, როგორც ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენება. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან იმ საკმარის, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საფუძვლად დაედებოდა განსასჯელების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რის გამოც ისინი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, მე-500, 504-ე, 507-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 514-ე, 523-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- ნ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ზ---- ნ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. ზ---- ნ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – წინასწარი პატიმრობა გაუქმდეს და შეწყდეს მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

 

4. ზ---- ფ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ზ---- ფ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

6. ზ---- ფ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – წინასწარი პატიმრობა გაუქმდეს და შეწყდეს მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

 

7. ზ---- ნ------ს და ზ---- ფ------–---–ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი