განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – თ----- პ-----ს
ბრალდებულ – ი----- გ-----–-–---–ის
ადვოკატ – ო-–--- გ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ი----- თ----------ის ძე გ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-----------------------–-------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- გ-----–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი----- გ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, გ--------- ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----- გ-----–-–---–მა “ს------------” ინსპექტორ ნ--- ხ--–-–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მოქაჩა თმები და სახეში ერთჯერადად გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ--- ხ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ე.ი. ი----- გ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი----- გ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, ქ-------–--–------–------------ში გაიცნო ა---------– კ--------ე, საიდანაც ისინი ალკოჰოლის მისაღებად ერთად წავიდნენ გ---------- ქუჩაზე მდებარე ი----- გ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში და აივანზე დაიწყეს არყის დალევა. შემდეგ მათთან სტუმრად მივიდა ე--------- კ--------ი, რომელმაც ავტომანქანა ეზოში ვერ შეიყვანა, ვინაიდან შესასვლელში ვიღაცის ავტომანქანა ისე იყო გაჩერებული, რომ გზა ჰქონდა ჩახერგილი. აღნიშნულის გამო, ი-----ის მითითების საფუძველზე, ე--------- კ--------მა ავტომანქანა პარკირების წესების დარღვევით გააჩერა აივნის წინ. მალევე ი-----მა აივნიდან დაინახა „ს------------“ ფორმაში ჩაცმული გოგონა, რომელსაც უთხრა, რომ აღნიშნული ავტომანქანის მფლობელი მასთან სტუმრად იყო მისული და არ დაეჯარიმებინა, თუმცა გოგონამ ავტომანქანას მაინც გადაუღო ფოტოსურათები, რის გამოც იგი ჩავიდა დაბლა და გოგონას მოუწოდა გაეუქმებინა ჯარიმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გოგონასთან მოუვიდა შელაპარაკება და უთხრა, რომ იყო უზრდელი და თავხედი, რადგან მისი თხოვნის მიუხედავად მან მაინც გამოწერა ჯარიმა. შემდეგ გოგონამ სცადა შემთხვევის ადგილიდან წასვლა, თუმცა ი-----მა ხელი მოჰკიდა მას და მოაბრუნა, რა დროსაც შესაძლებელია შემთხვევით მოექაჩა თმა. ბრალდებულის განმარტებით, შელაპარაკებისას გოგონას შეაგინა, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ხოლო მას შემდეგ, რაც ა---------– კ--------ემ და ე--------- კ--------მა ი-----ს ხელი მოკიდეს და სადარბაზოში შეიყვანეს, გოგონამ დარეკა საპატრულო პოლიციაში. ადგილზე მოსულმა პოლიციელებმა იქ მყოფი პირები - ნ--- ხ--–-–---–ი, ე--------- კ--------ი და ა---------– კ--------ე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით თავადაც გადაიყვანეს პოლიციაში.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, ი----- გ-----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულმა ნ--- ხ--–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა „ს------------“ პ-------------------------ს პოზიციაზე. 2017 წლის 31 აგვისტოს, საღამოს საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ქ. თბილისში, გ---------- ქუჩაზე, შენიშნა ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში გაჩერებული ავტომანქანა, რის გამოც გადაწყვიტა საჯარიმო ქვითრის გამოწერა. იგი ამ მიზნით აღნიშნულ ავტომანქანას უღებდა ფოტოსურათებს, რა დროსაც ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა მოქალაქემ ჰკითხა, - რას აკეთებდა. მან უპასუხა, რომ იყო „ს------------“ თანამშრომელი და ჯარიმას წერდა. უცნობმა მოუწოდა, არ გამოეწერა ჯარიმა, რადგან მანქანის პატრონი იყო მასთან სტუმრად მისული. აღნიშნული მამაკაცი მალევე მივიდა მასთან. იგი იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კამათის დროს მოქაჩა თმები, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მოძალადის თანმხლებმა პირებმა შეძლეს მათი გაშველება. დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული ამოცნობისას მან ამოიცნო მოძალადე მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ი----- გ-----–-–---–ი. იგი მკაფიოდ დაამახსოვრდა, რადგან კარგი გარე განათების პირობებში მოძალადემ მას ახლოს მიუტანა სახე და შეძლო მისი გარკვევით აღქმა.
2017 წლის 1 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ამომცნობ ნ--- ხ--–-–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი - გ------- ბ--–-------ე, გ-------– ჯ--------ე და ი----- გ-----–-–---–ი, რომელთაგან ნ--- ხ--–-–---–მა ამოიცნო ი----- გ-----–-–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პიროვნება, რომელმაც 2017 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში, გ---------- ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმები და ხელი დაარტყა მარცხენა თვალის არეში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ბ--–-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს სხვა ორ პირთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში, რის შემდეგაც ხელმოწერით დაადასტურა ამოცნობის ოქმის სისწორე.
საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში მონაწილეობა დაადასტურა ასევე მოწმე გ-------– ჯ--------ემ, რომელმაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩიდან წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი ამოსაცნობად დააყენეს ორ პირთან ერთად.
ნ--- ხ--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტი დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, მოქალაქე ნ--- ხ--–-–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, მარცხნივ საფეთქელ-ყვრიმალის მიდამოში - სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 31 აგვისტოს.
ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, მას 2017 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 22:13 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს დაზიანებები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ე--------- კ--------მა განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, სტუმრად მივიდა ი----- გ-----–-–---–თან ქ. თბილისში, გ--------- ქუჩაზე. მან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გააჩერა იქვე - ტაბიძის ქუჩაზე, ი----- გ-----–-–---–ის საცხოვრებელი ბინის აივნის მოპირდაპირედ, სადაც ი----- გ-----–-–---–თან და მის სტუმართან - ა---------– კ--------ესთან ერთად, რომლებიც ზემოაღნიშნულ აივანზე ქეიფობდნენ, ცოტა ხანს შეჩერდა. ამ დროს მან შენიშნა, რომ ვიღაც გოგონა მის ავტომობილს უღებდა ფოტოსურათებს. მის კითხვაზე: - რას აკეთებდა? გოგონამ უპასუხა, რომ იყო „ს------------“ პ-------------------------. ამის შემდეგ მან სთხოვა, რომ არ დაეჯარიმებინა და ავტომანქანას მაშინვე გაიყვანდა. ი----- გ-----–-–---–მაც უთხრა, რომ იგი იყო მისი სტუმარი და არ გამოეწერა საჯარიმო ქვითარი და ორივენი მაშინვე ჩავიდნენ დაბლა, თუმცა გოგონამ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა და მაინც გამოწერა ქვითარი, რის გამოც ი----- გ-----–-–---–სა და აღნიშნულ გოგონას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო შემდეგ შემობრუნების მიზნით, ი----- გ-----–-–---–მა გოგონას მოკიდა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიძახა „ვაიმეო“, რადგან ი-----მა თმებით მოქაჩა. აღნიშნულის შემდეგ, მან და ა---------– კ--------ემ, რომელიც მოგვიანებით მივიდა მათთან, ი----- გ-----–-–---–ი გაარიდეს სიტუაციას და შეიყვანეს სადარბაზოში, ხოლო გოგონამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ვ-–-------- ღ---–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ე--------- კ--------ის გამოკითხვაში. მან ყველაფერი სრულყოფილად უთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე და ე--------- კ--------მაც რაიმე შენიშვნის გარეშე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა---------– კ--------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს, პუშკინის სკვერში გაიცნო ი----- გ-----–-–---–ი, საიდანაც ისინი ერთად წავიდნენ იქვე ახლოს მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში და აივანზე დაიწყეს ალკოჰოლის მიღება. შემდეგ ი----- გ-----–-–---–თან სტუმრად მივიდა ე--------- კ--------ი, რომელმაც რაღაც პერიოდის შემდეგ შენიშნა, რომ მის ავტომობილს ახალგაზრდა გოგონა უღებდა ფოტოსურათებს. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ აღნიშნული გოგონა იყო „ს------------“ თანამშრომელი, მან სთხოვა, რომ არ დაეჯარიმებინა, თუმცა გოგონამ მაინც განაგრძო ფოტოსურათების გადაღება, რის გამოც ი----- გ-----–-–---–ი და ე--------- კ--------ი ჩავიდნენ დაბლა, ხოლო თავად კი დარჩა აივანზე. რამდენიმე წუთში თავადაც ჩავიდა დაბლა, რა დროსაც დაინახა, რომ ი----- გ-----–-–---–ი და აღნიშნული გოგონა ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მან და ე--------- კ--------მა გააშველეს ისინი და ი----- გ-----–-–---–ი შეიყვანეს სადარბაზოში. შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ზემოაღნიშნულ გოგონასთან ერთად ის და ე--------- კ--------ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2017 წლის 2 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძვ--–-------–-----------------–-------------------–--ის გამომძიებლის გ---- პ-----------ს მიერ, მოწმე ნ--- ხ--–-–---–ის, ადვოკატ ი---- ჩ----–---–ის და ს----------------------–---------------------------ის ექსპერტების - ს---- გ----------ის და ნ---- გ-----ის მონაწილეობით, მოწმე ნ--- ხ--–-–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ, ნ--- ხ--–-–---–ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი გავიდნენ ქ. თბილისში, გ--------- ქუჩაზე. დასახელებულ ქუჩაზე ნ--- ხ--–-–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც 2017 წლის 31 აგვისტოს პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული იყო „ა-–-------------“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით Z------, რის გამოც მან გამოწერა საჯარიმო ქვითარი. ნ--- ხ--–-–---–მა ასევე მიუთითა გ---------- ქუჩა #--ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებულ აივანზე, საიდანაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა გადმოსძახა - არ გამოეწერა საჯარიმო ქვითარი. ასევე მიუთითა სადარბაზო, საიდანაც აღნიშნული მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად მივიდა მასთან. აღნიშნულის შემდეგ, გ---------- ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე მან მიუთითა ადგილი, სადაც ი----- გ-----–-–---–მა, რომელიც ამოიცნო 2017 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული ამოცნობისას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთი ხელით მოქაჩა თმები, ხოლო მეორე ხელი ძლიერად დაარტყა სახის, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი - ნ---- გ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს, მეწყვილესთან - ს---- გ----------თან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მიუთითა მომხდარის დეტალები, ხოლო მისი და მისი მეწყვილის მიერ დასურათებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე. ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძვ--–-------–-----------------–-------------------–--ის გამომძიებლები - გ---- პ-----------, ჭ---–- ღ-–------- ვ----– ა--–---ე და ზ---- ნ------ე, რომელთაც დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმე გ---- პ----------მა ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვისას ნ--- ხ--–-–---–ს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯე.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ი----- გ-----–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ ი----- გ-----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა „ს------------“ თანამშრომლის - ნ--- ხ--–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებას, კერძოდ, უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ--- ხ--–-–---–ს მოქაჩა თმები და სახეში გაარტყა ხელი. მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტს, რომ პარკირების წესების დარღვევით მდგარი ავტომანქანის დაჯარიმების გამო „ს------------“ თანამშრომელ ნ--- ხ--–-–---–სა და ბრალდებულ ი----- გ-----–-–---–ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტს ადგილი, აღნიშნულს არც დაცვის მხარე უარყოფს. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მასსა და ნ--- ხ--–-–---–ს შორის ადგილი ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას, ერთმანეთის მიმართ ლანძღვა - გინებას, თუმცა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომლის თანახმად, 2017 წლის 31 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მის მიმართ ბრალდებულმა განახორციელა ფიზიკური ძალადობა - მოქაჩა თმაზე და სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ი----- გ-----–-–---–ის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტი დადასტურებულია ბრალდებულის თანმხლები პირის - ე--------- კ--------ის ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ ი----- გ-----–-–---–მა თმებში ჩაავლო ხელი „ს------------“ თანამშრომელ გოგონას და თმებით მოქაჩა, რის შედეგადაც გოგონამ დაიძახა „ვაიმეო“, შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ კონფლიქტისას ბრალდებულმა თმებში ჩაავლო ხელი დაზარალებულს, რომლის მოქაჩვის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ადასტურებს მისი შეძახილი - „ვაიმე“. დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტს ადასტურებს აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, რომლის თანახმადაც, ნ--- ხ--–-–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევი, ხოლო მარცხნივ საფეთქელ-ყვრიმალის მიდამოში - სისხლნაჟღენთი. ნ--- ხ--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანების ფაქტი ასევე დადასტურებულია გამომძიებელ გ---- პ-----------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ გამოკითხვისას დაზარალებულ ნ--- ხ--–-–---–ს სახეზე აღენიშნებოდა სილურჯე. ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტის ნ---- გ-----ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას დაზარალებულის სახეზე სილურჯის არსებობა. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია და ი----- გ-----–-–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენით ი----- გ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ი----- გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 12 ოქტომბრიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–-----------ის განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ამდენად, ნ--- ხ--–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ი----- გ-----–-–---–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გავრცელდა არაერთი შეღავათი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელად დაენიშნა შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, საიდანაც მხოლოდ მესამედი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაეთვალა პირობითად. ამის შემდეგ, იგი შეწყალებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მან საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მცირე დროში - დაახლოებით 6 თვეში, პირობითი მსჯავრის პირობებში, კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი, ძალადობრივი დანაშაული ქალის მიმართ, რომელიც ახორციელებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ პირობითი მსჯავრი არ აღმოჩნდა შემაკავებელი ახალი განზრახი დანაშაულის ჩასადენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კვლავაც არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება იქნება არაეფექტური მისი ნორმალური ქცევის უზრუნველსაყოფად და მომავალში ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და როგორც განსახილველი, ასევე იმ დანაშაულის ხასიათის, რომლის ჩადენისთვისაც ბრალდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, მხედველობაში მიღებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისა და არა სრული შეკრების წესი. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ი----- გ-----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------–ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი----- გ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. მსჯავრდებულ ი----- გ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 24 აპრილიდან.
4. საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი