განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
120100118002664700
დავის ტიპი
180 3 ბ
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №120100118002664700

№1/381-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი – კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული – მ-----–---------------------, დაბადებული 2---------წ, პირადი #3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ქვეშ მყოფი, რეგისტრირებული ს-------, სოფელი ბ-------, ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თ---–---, მუ--------–-------–---–-- ქ. კორპ. №4 ბინა №23

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2015 წლის ივლისის თვეში მ-----–---------ე როგორც შპს „რ--------- მეპატრონე ქ. ბ---------–- შეხვდა შპს „ბ---------------–----“ მეპატრონეს ა-–---------------–-----–---–ს, რომელსაც ბინათმშენებლობისთვის დაპირდა სამშენებლო მასალა არმატურით მომარაგებას ხელსაყრელ ფასებში, შეთანხმებისამებრ იმავე წლის 18 ივლისს მ-----–----------- დაბა ბ---------–ი ა-–---------------–-----–---–ს მიუტანა ათი ტონის ოდენობის სამშენებლო მასალა, ა-–---------------–-----–---–თან თაღლითურად ნდობაში შესულმა მ-----–----------- 2015 წლის 21 ივლისს 50 ტონა სამშენებლო მასალა არმატურის მიტანის მიზნით ა-–---------------–-----–---–ს მოტყუებით გადაარიცხინა მის ანგარიშზე 60446.25 ლარის დიდი ოდენობით თანხა, რომელსაც დაეუფლა და მიიმალა.

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით,დიდი ოდენობით;

 

2.1.ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-–---------------–-----–---–მა განმარტა, მას გააჩნია სამშენებლო კომპანია შპს „----------------–----- 2015 წელს მშენებლობისათვის ესაჭიროებოდათ არმატურა. მას დაუკავშირდა ტელეფონზე უცნობი პიროვნება, რომელმაც განუცხადა, რომ იყო რ--------- ქარხნიდან, ასევე ჰქონდა შპს „----------- რომლის ხელმძღვანელიც იყო მ-----–---------ე და შესთავაზა ნაკლებ ფასში მისცემდა არმატურას, რასაც ა-–---------------–-----–---–ი დასთანხმდა. ქ. ბ---------–- იგი შეხვდა ორ პიროვნებას, მათ შორის ერთი იყო მ-----–---------ე. მათ ა-–---------------–-----–---–ს, რომელიც მშენებლობით იყო დაკავებული შესთავაზეს არმატურა და მოილაპარაკეს პირობებზე. მ-----–----------- პირველ ჯერზე ა-–---------------–-----–---–ს ჩამოუტანა დაახლოებით 12 ტონა არმატურა, რაზეც ბ---–-----–---–-- გადაურიცხა შესაბამისი თანხა, მეორე ჯერზე მან მ-----–---------ეს შეუკვეთა 50 ტონა არმატურა და თანხაც წინასწარ ვინაიდან სიტყვაზე ენდო, თუმცა მეორე პარტია 50 ტონა არმატურა უკვე აღარ ჩამოუვიდა. გარკვევის მიზნით შეეცადა მ-----–---------ესთან დაკავშირებას თუმცა უშედეგოდ ტელეფონი უკვე გამორთული იყო. აღნიშნულის შემდეგ რამდენჯერმე ჰქონდა მ-----–---------ესთან კომუნიკაცია, რომელიც პირდებოდა, რომ თანხას გადაუხდიდა, თუმცა თანხა არ მოუღია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას პ------–---–---- განმარტა, რომ

მუშაობს ე-–----- ბაზრობაზე, ჰყავს სატვირთო ავტომანქანა და ასრულებს გადაზიდვებს. ივლისის თვეში მ-----–---------ე მივიდა მასთან და ჰკითხა, სად შეიძლებოდა არმატურის აღება. ასევე უთხრა, რომ 10 ტონა არმატურა უნდოდა და შემდეგ პერიოდულად ეტაპობრივად კიდევ წაიღებდა, რაზეც პ------–---–--- დაუკავშირდა მეგობარს თ------------–-–---–-- სთხოვა მისი ნაცნობისთვის დაერეკა, რათა არმატურა გაეტანებინათ, მათ მ-----–---------ეს 10 ტონა არმატურა გაატანეს ვალით, რის გარანტადაც მანქანა დატოვეს. მ-----–----------- თანხა ჩამოუტანა და კიდევ მოითხოვა 50 ტონა არმატურა, ვინაიდან დიდ თანხაზე იყო საუბარი მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა და თვითონ მ-----–---------ის მეგობარი მივიდა და მან უთხრა, რომ იყო მეწილე და იქნებოდა პასუხისმგებელი პირიც. მანქანები დაიტვირთა, დაურეკა მ-----–---------ეს და უთხრა, რომ მზად იყო მანქანები, რაზეც მ-----–----------- უთხრა, რომ ელოდებოდა თანხის ჩარიცხვას. შემდეგ მას დაურეკეს ბაზიდან როცა იკითხა თუ რა მოხდა უთხრეს, რომ არ ჩანდა მ-----–---------ე და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-–------------–------------ განმარტა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში მასთან მივიდა მ-----–---------ე და უთხრა, რომ დაფუძნებული ჰქონდა შპს „----------- აპირებდა სამშენებლო მასალის არმატურის შეძენას და გაყიდვას, ჰკითხა თუ ვისგან შეიძლებოდა მისი შეძენა, ა-–------------–------------ ურჩია შპს „----------, შეახვედრა კიდევაც მის დირექტორს. მ-----–---------ე და შპს-ს დირექტორი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ მ-----–----------- ა-–------------–------------ უთხრა, რომ სურდა 100 ტონა არმატურის შეძენა და სთხოვა გაყოლოდა რათა არ მოეტყუებინათ. ადგილზე როცა მივიდნენ იქ ასევე იმყოფებოდა ფ---------------–----. მ-----–----------- ა-–------------–------------ მისცა შპს „ბ---------------–----“ დირექტორის ტელეფონის ნომერი და უთხრა სმს სახით გაეგზავნა შპს „რ--------- რეკვიზიტები ანგარიშის ნომერი, სადაც მოხდებოდა თანხის ჩარიცხვა, რის შემდეგადაც მ-----–---------ე ჩ------–------- ერთად წავიდა თანხის ასაღებად.

 

ფ---------------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში შეხვდა მ-----–---------ე, რომელსაც ჰქონდა შპს „---------- და უთხრა, რომ ბ---------–ი უნდოდა წასვლა, ვინაიდან არმატურის კლიენტი ნახა, ასევე სთხოვა გაყოლოდა ბ---------–-. ბ---------–- ისინი შეხვდნენ შპს „ბ---------------–----“ დირექტორს ა-–---------------–-----–---–ს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ მ-----–---------ე 200 ტონა არმატურას ეტაპობრივად მიაწოდებდა. ა-–---------------–-----–---–ს ასევე დაუტოვა ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის ჩარიცხვა უნდა მოეხდინა. მეორე დღეს დაუკავშირდა ა-–---------------–-----–---–ი, რომელმაც ითხოვა 10 ტონა არმატურის გაგზავნა, მ-----–----------- არმატურა დატვირთა ქ. თ---–--–- და გაუგზავნა ბ---------–ი, რაზეც ა-–---------------–-----–---–მა გადმოურიცხა თანხა. არმატურის გაგზავნიდან მესამე დღეს მ-----–---------ეს შპს „ბ---------------–----თვის“ უნდა გაეგზავნა 50 ტონა არმატურა, რაზეც შპს „რ--------- ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, რომელიც აიღო მ-----–-----------. თანხის აღების შემდეგ მ-----–----------- ტელეფონის ნომერი გათიშა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მ-----–---------ე პირადად შეხვდა და უთხრა, რომ აიღო 60 000 ლარი, ხოლო არმატურა იმიტომ არ გააგზავნა, რომ თანხა სრულად ჩარიცხული არ იყო.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ-----–----------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2012 წელს დააფუძნა შპს „---------- სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის ფირმა. მასთან მივიდნენ ფ---------------–---- და პ------–---–---, რომლებმაც უთხრეს, რომ ბ---------–ი ვინმე ა-–---------------–-----–---–თან იყო არმატურა ასატანი. პ------–---–---ს ჰყავდა მანქანა, რომელსაც შეჰქონდა ბ---------–ი ტვირთი - არმატურა და მსგავსი რაღაცეები, უბრალოდ მას არ სურდა გამოჩენა, რადგან ვინმე ახლობელ „ლ-–--“ ახსენებდა და არ უნდა კონკურენცია გაეწია, მასთან გამოჩენილიყო და სთხოვა მ-----–---------ეს არმატურის ბ---------–ი მიტანა. მათ დააკავშირეს ა-–---------------–-----–---–თან, რომელიც იყო შპს „ბ---------------–----“ დირექტორი, რომელსაც ფ---------------–---- და მ-----–---------ე შეხვდნენ ბ---------–-, ისაუბრეს შესთავაზეს არმატურა, რომელიც არსებულ ღირებულებასთან შედარებით 15 დოლარით ნაკლები დაუფასეს. მ-----–----------- პ------–---–------- იცოდა, რომ წონაში ნაკლებს მიიტანდნენ და ამით მოგებას ნახავდნენ. ყველანაირი ტრანზაქცია კი შპს „რ--------- სახელით ხორციელდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ა-–---------------–-----–---–მა მას დაურეკა და შეუკვეთა დაახლოებით 12-10 ტონა არმატურა, რომლის თანხაც მოგვიანებით ჩაირიცხა, თანხა მ-----–----------- გადასცა პ------–---–---ს, რომლებმაც მ-----–---------ეს მხოლო 12 000 ლარი მისცეს. ამის შემდეგ ა-–---------------–-----–---–მა კვლავ შეუკვეთა 50 ტონა არმატურა, მათ მანქანები დატვირთეს ბაზაზე, თანხაც დაახლოებით 62 400 ლარი ჩაირიცხა შპს ანგარიშზე, რომელიც გამოიტანა მ-----–----------- გადასცა ჩ------–---- და ც---–----, რის ა-–---------------–-----–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ტვირთი არ იყო მასთან მისული. აღნიშნულზე დაინტერესდა თ------- იკითა რა ხდებოდა, რაზეც ჩ------–----ა და ც---–---- უთხრეს, რომ ტვირთი არ გაუგზავნიათ, ვინაიდან ბ---–-----–---–ი სანამ 50 ტონას წაიღებდა უნდა 100 ტონა, ანუ თავიდან იყო 100 ტონაზე საუბარი და 100 ტონის თანხა რომ ვერ გადმორიცხა და ეს 50 ტონა რომ გაეგზავნათ ზარალობდნენ, ხოლო ის 100 ტონა ისეთ ფასში გადმოჰქონდათ, რომ შეღავათიან ფასში იყო, ხოლო 50 ტონის გადმოტანის შემთხვევაში უკვე ზარალობდნენ. მან მხოლოდ იცოდა, რომ არარსებულ ფასებში მასალა უნდა მიწოდებოდა ბ---–-----–---–ს. წონაში უნდა მოეტყუებინათ სხვა არაფერი არ იცოდა. ჩ------–----ა და ც---–---- იგი დანაშაულის თანამონაწილედ გახადეს.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №2----- წერილით დადგენილია, რომ შპს „-----------ს (ს.ნ. 4--------) რეგისტრაციის თარიღია 16--------წ. იურიდიული მისამართია გ----------, ს. მ-----------, 100% წილის მფლობელი და დირექტორია მ-----–---------ე (პ.ნ 3----------).

 

სასაქონლო ზედნადებით №ელ 0---------, №ელ 0---------, №ელ 0---------- №ელ 0---------, №ელ 0--------- დადგენილია, რომ 18.07.2015წ შპს „-----------მ შპს „ბ---------------–-----“ ამოწერა 10 ტონა არმატურა თანხით 12150 ლარი, 20.07.2015წ შპს „-----------მ შპს „ბ---------------–-----“ ამოწერა 50 ტონა არმატურა თანხით 60446.26 ლარი, 21.07.2015წ შპს „-----------მ შპს „ბ---------------–-----“ ამოწერა 49 ტონა არმატურა.

 

20.07.2015 წლის საგადასახადო დავალების N3 დადგენილია, რომ შპს „----------------–----“ შპს „---------“ გადაურიცხა 12150 ლარი, 21.07.2015 წლის საგადასახადო დავალების N451 დადგენილია, რომ შპს „----------------–----“ შპს „---------“ გადაურიცხა 60446.25 ლარი.

 

სს „ს----------–----------“ 16.10.2015 წლის N125-ს წერილით დადგენილია, რომ №G-----------------------ნგარიშიდან 2015 წლის 21 ივლისს მ-----–---------ის (პ/ნ 3----------) მიერ გატანილია 60325 ლარი.

 

შპს „ო--------“ მიერ 22.10.2015წ. გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში სამშენებლო არმატურის გასაყიდი ფასი იყო 580 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარებში.

 

14.08.2018 წლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილია, რომ ა-–---------------–-----–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ ა-–---------------–-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ფლობს შპს „ბ---------------–---“, რომელიც ახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას ბ---------–ი, მას მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა არმატურა, რომელიც შეუკვეთა მ-----–---------ის კომპანიას შპს „-----------ს, რომელსაც შეუკვეთა 50 ტონა არმატურა და შპს-ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხა კიდევაც არმატურის ღირებულება 60446.25 ლარი, თუმცა მ-----–----------- მას არ მიაწოდა პროდუქცია.დაზარალებულის განმარტებით, მ-----–---------ის ქმედებით მიადგა 60446.25 ლარის ოდენობით ზიანი.

 

მოწმეების ალ------------–-----------ს და ფ---------------–----ს ჩვენებებით დადგინდა, რომ შპს „-----------ს ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა გამოიტანა მ-----–-----------.

 

ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ მ-----–---------ეს განზრახული ჰქონდა სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ, მოტყუებით დაუფლება. აღნიშნული მიზნით შეხვდა და შეუთანხმდა დაზარალებულს, რომელიც შევიდა ნდობაში და მოთხოვნილი პროდუქციის შესაძენად წინასწარ გადაურიცხა თანხა.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----–---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-----–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ მ-----–---------ე მოტყუებით დაეუფლა ა-–---------------–-----–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 60446.25 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 60446.25 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ-----–---------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----–----------- ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–---------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას იგი წარსულში ნასამართლევია.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–---------ე (პ/ნ3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მ-----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 04 სექტემბრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალების უფლება.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე