გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310018002691060
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6691-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13.05.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - ნა---- ბე-----–---–ი

 

მოპასუხე - ინ-- ინ-----ე

წარმომადგენელი - თა---- ინ-----ე

 

დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს ინ-- ინ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 9- ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სა----თლებრივი და ფაქტობრივ საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხე ინ-- ინ-----ის მეუღლე ნი----–---- ინ-----ე გარდაიცვალა 2017 წლის 25 ოქტომბერს.

 

მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 1 თებერვლის №------------- წერილით ბანკიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნი----–---- ინ-----ეს 2017 წლის 14 ნოემბერს ჩაერიცხა სახელმწიფო პესია (სოციალური პაკეტი). ამასთან, იმავე საბანკო დაწესებულების 2019 წლის 17 აპრილის ცნობით, მოპასუხე ინ-- ინ-----ის მეუღლესსს ნი----–---- ინ-----ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს და 14 ნოემბერს ჩაერიცხა 1------ ლარი, საიდანაც ორივე თვეში 9--9- ლარი ჩამოიჭრა სესხის დასაფარად, ხოლო 2017 წლის 15 ნოემბერს შესაბამისი პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ბანკომატიდან გატანილი იქნა 9- ლარი.

 

სს ლიბერთი ბანკის 2018 წლის 14 მარტის №--- წერილის თანახმად, ნი----–---- ინ-----ის სოციალური ან--რიშიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 8 დეკემბრის №-------- წერილის საფუძველზე, სააგენტოს სახაზინო ან--რიშზე დაბრუნებულია 9- ლარი, ხოლო სხვაობა 9- ლარი განაღდებულია ბანკომატიდან, ბენეფიციარის ძირითადი საბანკო ბარათიდან 2017 წლის 15 ნოემბერს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრმა 2018 წლის 01 თებერვალს N------------ წერილით მიმართა ინ-- ინ-----ეს და განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარის ნი----–---- ინ-----ის პ------------- გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, ინ-- ინ-----ეს დამატებით განემარტა, რომ ორი კვირის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრში ან ორი კვირის ვადაში გამოცხადების გარეშე აღედგინა თანხა მითითებულ საბანკო ან--რიშზე, თუმცა მის მიერ აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენა არ მოხდა.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა №----------- (ს.ფ. 19);

- სს ლიბერთი ბანკის 2018 წლის 14 მარტის №--- წერილი (ს.ფ. 25);

- სს ლიბერთი ბანკის 2019 წლის 17 აპრილის №----------- წერილი;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 იანვრის №------------ წერილი (ს.ფ. 28);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 1 თებერვლის №0------------ წერილი (ს.ფ. 29)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სა----თლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სა----თლებრივი შეფასების შედეგად, სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა:

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სა----თლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასა----თლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

„საჯარო სა----თლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სა----თლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასა----თლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასა----თლოში ადმინისტრაციული სა----თალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სა----თლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სა----თლის კანონმდებლობიდან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ სასა----თლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ინ-- ინ-----ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 9- ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

სასა----თლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაან--რიშება.

 

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს, ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სა----თლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაან--რიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

"სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიონერის გარდაცვალებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ინ-- ინ-----ის მეუღლე ნი----–---- ინ-----ე გარდაიცვალა 2017 წლის 25 ოქტომბერს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიული ერთეულის 2018 წლის 1 თებერვლის №------------- წერილით ბანკიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნი----–---- ინ-----ეს 2017 წლის 14 ნოემბერს ჩაერიცხა სახელმწიფო პენსია. ამასთან, იმავე საბანკო დაწესებულების 2019 წლის 17 აპრილის ცნობით, მოპასუხე ინ-- ინ-----ის მეუღლეს ნი----–---- ინ-----ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს და 14 ნოემბერს ჩაერიცხა 1------ ლარი, საიდანაც ორივე თვეში 9--9- ლარი ჩამოიჭრა სესხის დასაფარად, ხოლო 2017 წლის 15 ნოემბერს შესაბამისი პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ბანკომატიდან გატანილი იქნა 9- ლარი. ამასთან, ნოემბრის თვის, ჩარიცხული სახელმწიფო პენსიიდან 9- ლარი დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ამრიგად, სასა----თლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის ნოემბერში, მოპასუხე ინ-- ინ-----ის მეუღლის საბანკო ან--რიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაირიცხა სახელმწიფო პენსია 1-- ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც პენსიის მიმღები გარდაიცვალა იმავე წლის ოქტომბერში. შესაბამისად, 9- ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების გათვალისწინებით, მოპასუხე ინ-- ინ-----ის მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული 9- ლარი.

 

სასა----თლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ან--რიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.3. სასა----თლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასა----თლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ინ-- ინ-----ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 9- ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ინ-- ინ-----ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული და გამოყენებული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 9- ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ინ-- ინ-----ეს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის 2017 წლის ნოემბერში უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურება 9- ლარის ოდენობით.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასა----თლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსა----თლე დავით წერეთელი