გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
170210119002839558
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170210119002839558

საქმე # 2/15-19

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2019 წ. ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

მოსარჩელეები- შა-----------ძე, სუ-–-------------ძე, რუ--–------–-–--ლი, თე------–-–--–-ძე, ირ----------------ძე, ზვ------------ძე, ზვ---------ძე, მა-–------------ძე, ბა----------ძე, მე-----------ძე, ზუ----------–-ძე, ოლ--------–--ნი

წარმომადგენელი - ენ---------ძე

მოპასუხე- შპს ,,ვი----------------ი“ (ს/კ 4--------)

წარმომადგენელი - მა----------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ი“-ს (ს/კ 4--------) შა-----------ძის, სუ-–-------------ძის, რუ--–------–-–--ლის, თე------–-–--–-ძის, ირ----------------ძის, ზვ------------ძის, ზვ---------ძის, მა-–------------ძის, ბა----------ძის, მე-----------ძის, ზუ----------–-ძის და ოლ--------–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს 36 717.00 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ი“-ს შა-----------ძის, სუ-–-------------ძის, რუ--–------–-–--ლის, თე------–-–--–-ძის, ირ----------------ძის, ზვ------------ძის, ზვ---------ძის, მა-–------------ძის, ბა----------ძის, მე-----------ძის, ზუ----------–-ძის და ოლ--------–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1101.00 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი - 50.00 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი - 1480.00 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში მოსარჩელე შა-----------ძეს და შპს ,,ვი----------------ი“-ს დირექტორ გი----------------ეს შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება. რომლის თანახმადაც, მოსარჩელეებმა შა-----------ძემ და სუ-–-------------ძემ აიღეს ვალდებულება წა-–------------ს, სოფ. ხა-----ს მცხოვრებლებიდან მიღებული რძის შპს ,,ვი----------------ი“-სათვის მიწოდებაზე, ხოლო შპს ,,ვი----------------მა“ აიღო ვალდებულება, მიეღო მოსარჩელე შა-----------ძისაგან მიტანილი რძე და გადაეხადა მათთვის ყოველ ლიტრ რძეზე, ყოველი კვირის ბოლოს მხარეთა მიერ შეთანხმებული ფასი.

 

მოსარჩელების მიერ შპს ,,ვი----------------ი“-სათვის რძის მიწოდება დაიწყო 2017 წლის თებერვლის თვის დასაწყისიდან. ისინი რძეს აწვდიდნენ მოპასუხეს დროულად და ასრულებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას. თავის მხრივ მოპასუხე დროულად უხდიდა მიწოდებული რძის საფასურს, ხოლო 2017 წლის მაისის თვიდან მოპასუხემ დაიწყო მიწოდებული რძის საფასურის დაგვიანებით გადახდა, რის გამო მოსარჩელეებს: შ. მ----ძეს და ს. ნ-------ძეს შეექმნათ დანარჩენ მოსარჩელეებთან და რძის ჩამბარებელ სოფლის სხვა მოსახლეობასთან არაერთხელ შეექმნა პრობლემები მიღებული რძის ღირებულების თანხის დროულად გადაუხდელობის გამო. გადაუხდელმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 70 000 ლარამდე. აღნიშნული პირობის გადაჭრის მიზნით 2017 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხე მხარე, კერძოდ, და-------------ვი და ილ----------ძე შეხვდა სოფლის მოსახლეობას და შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინათ რძის მიწოდება და დარჩენილ დავალიანებას მთლიანად დაფარავდნენ 2 თვის განმავლობაში. მოსახლეობამ გააგრძელა რძის ჩაბარება, მაგრამ მოპასუხემ კვლავ დაარღვია მათ წინაშე დადებული პირობა და ნაწილ-ნაწილ დაიწყო ჩაბარებული რძისა და დარჩენილი დავალიანების დაფარვა. ვინაიდან მოპასუხის მიერ გადახდილი რძის ღირებულება საკმარისი არ იყო მოსახლეობაზე ვალის დასაფარად, მოსარჩელეები: ს. ნ-------ძე და შ. მ----ძე იძულებული გახდნენ შპს ,,ვი----------------ი“-ს ნაცვლად გადაეხადათ ნაწილი რძის საფასური. ამისათვის მ/ს ორგანიზაცია ,,კ------------ი“-დან გამოიტანეს 10 000 ლარი, რომლის პროცენტი მათ მიერ იქნა დაფარული. ასევე დააგირავეს ოქროს ნივთები 5 000.00 ლარის ღირებულების სს ,,-–-------------ში“ და პროცენტის თანხაც გადახდილი იქნა მათ მიერ. მოპასუხის წარმომადგენელმა გი----------------ემ და და-------------ვმა 2018 წლის 30 იანვრის აღიარების წერილით პირობა დადეს, რომ ძველ დავალიანებას 54 000 ლარს გადაიხდიდნენ 6 თვის განმავლობაში, მაგრამ მათ კვლავ არ შეასრულეს პირობა და მხოლოდ თანხის ნაწილი დაუფარეს. მოსარჩელეებმა კი კვლავ გააგრძელეს რძის ჩაბარება და შეწყვიტეს ჩაბარება 2018 წლის 19 ოქტომბერს. იმის გამო, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მას მოსარჩელის წინაშე ეკისრება დავალიანება 33 493. ლარი. საიდანაც ძველი ვალია 28 320.00 ლარი, ახალი 4 823 ლარი, ასევე შეძენილი სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომელთა ღირებულებაა - 350 ლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად, მოსარჩელეებმა მომართეს სასამართლოს და ითხოვეს დავალიანების სრულად ანაზღაურება 36 717 ლარის ოდენობით. საიდანაც 28 320 ლარი არის 2019 წლის 9 იანვრის ვალის აღიარების დროისათვის არსებული დავალიანება, 4823 ლარი ვალის აღიარების შემდგომ მიწოდებული რძის ღირებულება, 350 ლარი მოპასუხისათვის შეძენილი სხვდასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულება, 1580 ლარი მ/ს ორგანიზაციიდან 10 000 ლარის სესხზე ერთი წლის მანძილზე დამატებით გადახდილი თანხა, 1644 ლარი სს ,,-–-------------ში” დაგირავებული ოქროს ნივთების პროცენტი. ასევე, ითხოვეს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 1480 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 1 101 ლარის ანაზღაურება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას არ ეთანხმება და თვლის, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მისი განმარტებით, სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც ორივე მხარის პასუხისმგებლობას გულისხმობს. კერძოდ, 2019 წლის 09 იანვრის ხელშეკრულება ორივე მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას აკისრებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ვი----------------ი“ მოსარჩელეებს გადაუხდიდა 28 320 ლარს, ექვსი თვის განმავლობაში ანუ 2019 წლის პირველ ივნისამდე. თავის მხრივ, მოსარჩელეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ შეწყვეტდნენ რძის მიწოდებას შპს ,,ვი----------------ი“-სთვის. უნდა მიეწოდებიდათ დღეში მინიმუმ 1000 ლიტრი რძე. მოსარჩელეებმა ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ 2019 წლის 9 იანვრის ხელშეკრულების დადების შემდეგ ერთი ლიტრი რძეც კი არ მიუწოდებიათ მოპასუხისათვის. ფაქტობრივად მათ აღიარეს თავიანთი მხრიდან ვალდებულების დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი, ვალდებულების ძალით მოსთხოვონ მოპასუხეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას - კრედიტის პროცენტის თანხის, დაგირავებული ნივთების პროცენტის თანხის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა და ამ თანხების მოპასუხესთან შემხებლობა და კავშირი არანაირი მტკიცებულბით არ დასტურდება, ასევე არ დასტურდება მოპასუხესთან რაიმე ნივთების მიტანა, რის თანხის დაკისრებასაც მოსარჩელეები ითხოვენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში მოსარჩელე შა-----------ძესა და შპს ,,ვი----------------ი“-ს დირექტორ -გი----------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებმა შა-----------ძემ და სუ-–-------------ძემ აიღეს ვალდებულება წა-–------------ს, სოფ. ხა-----ს მცხოვრებლებისაგან მიეღოთ რძე და ჩაებარებინათ მოპასუხისათვის, ხოლო შპს ,,ვი----------------ი“-მ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეებისათვის გადაეხადათ მათ მიერ ჩაბარებული ყოველი ლიტრი რძის საფასური ჩაბარებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოპასუხემ არ გადასცა მოსარჩელეს ხელშეკრულების ერთი პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს დ.გ-------ვს, ს. ნ-------ძეს, შ. მ----ძესა და გ.გ-------ძეს შორის დადებული აღიარების წერილის თანახმად, დარჩენილი დავალიანება ამ დროისათვის შეადგენს 54 000 ლარს. მოპასუხე მხარე იღებს ვალდებულებას, დაფაროს დარჩენილი დავალიანება 6 თვის განმავლობაში, ხოლო მოსარჩელე მხარე იღებს ვალდებულებას, უწყვეტად გააგრძელოს რძის მიწოდება ამ პერიოდის მანძილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 30 იანვრის წერილი (ს.ფ. 29)

- სარჩელი (ს.ფ. 2-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. 2019 წლის 9 იანვარს დ.გ-------ვს, ს. ნ-------ძეს, შ. მ----ძესა და გ.გ-------ძეს შორის დადებული შეთანხმებით, მოპასუხე მხარე იღებს ვალდებულებას, დაფაროს დარჩენილი დავალიანება 28 320 ლარი 6 თვის განმავლობაში, ხოლო ს. ნ-------ძე და შ. მ----ძე იღებს ვალდებულებას, არ შეწყვიტონ რძის მიწოდება ამ პერიოდის მანძილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2019 წლის 9 იანვრის წერილი (ს.ფ. 38)

- სარჩელი (ს.ფ. 2-18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ს" სრულად არ შეუსრულებია 2019 წლის 9 იანვრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ აქვს გადახდილი მოსარჩელეებისაგან შესყიდული რძის ღირებულება - 28 320 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსის, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმადაც სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ.

 

ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა, როგორც ვალის აღიარება, მოპასუხის მიერ, ასევე, მოსარჩელეთა მოთხოვნა - კრედიტის პროცენტის თანხის, დაგირავებული ნივთების პროცენტის თანხის მოპასუხესთან შემხებლობის ფაქტი და მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითად მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 9 იანვრის ხელშეკრულება არ უნდა იქნეს გაზიარებული და არ უნდა შეფასდეს, როგორც მოპასუხე მხარის ვალდებულების შესრულების პირობად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული შეთანხმებით (ხელშეკრულება) მოპასუხე მხარე კისრულეობს ვალდებულებას გარკვეულ პერიოდში გადაიხადოს არსებული ვალი. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა. მართალია მოპასუხემ თავის შესაგებელში მიუთითა ვალდებულების შესრულების (თანხის გადახდა) შესახებ, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ვალდებულების შეუსრულებლობა. ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულებაში მითითებულ ვალდებულებას რძის მიწოდების არ შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ ვალდებულების შესრულებასთან ან/არ შესრულებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში, აღნიშნული სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოთხოვნას კრედიტის პროცენტის თანხის და დაგირავებული ნივთების პროცენტის თანხის დაკისრების ნაწილში. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, მოპასუხის ამ თანხებთან შემხებლობას. ასევე, ვერ დასტურდება მოპასუხესთან რაიმე ნივთების მიტანის ფაქტი. მარტოოდენ მოსარჩელეების მიერ, ცალმხრივად გაცხადება აღნიშნულის შესახებ ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 367-ე, 369-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული ნაკისრი ვალდებულება. მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წყდება ვალდებულების შესრულებით. მოვალე ვალდებულია დაიცვას წინდახედულობის სტანდარტი და ადასტუროს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომ მის მიერ მოსარჩელეების წინაშე არსებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად იქნა შესრულებული. აღნიშნული წარმოშობს შპს ,,ვი----------------ის" მიერ შა-----------ძისათვის და სუ-–-------------ძისათვის 28 320 გადახდის ვალდებულებას, რაც წარმოდგენს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალების, მხარეთა განმარტებების ანალიზის და შეფასების შედეგად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხამოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად უნდა დაეკროს მოსარჩელისათვის 849.60 ლარის გადახდა, ხოლო 251.90 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 50.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების გასაწევად გადახდილი აქვს 1480 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 361-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელეების შა-----------ძის, სუ-–-------------ძის, რუ--–------–-–--ლის, თე------–-–--–-ძის, ირ----------------ძის, ზვ------------ძის, ზვ---------ძის, მა-–------------ძის, ბა----------ძის, მე-----------ძის, ზუ----------–-ძის და ოლ--------–--ნის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ვი----------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ს“ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შა-----------ძის (პ/ნ 6----------) და სუ-–-------------ძის (პ/ნ 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს 28 320 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ს“ მოსარჩელე შა-----------ძის და სუ-–-------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 849.60 ლარის ანაზღაურება, ხოლო 251.90 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ი“-ს მოსარჩელე შა-----------ძის და სუ-–-------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 50.00 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე შპს ,,ვი----------------ს“ მოსარჩელე შა-----------ძის და სუ-–-------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 1480.00 ლარის გადახდა.

 

5. .გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა