განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ-----------------------–--–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–---------------------------------------------------------------ში.
ადვოკატი - ლ--–-----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 20:50 საათზე, შ----------–--–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–--------------------------------ში განთავსებულ ფართში, სადაც დანის მოღერებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა იქ მყოფ ინდოეთის მოქალაქეებს - ა-------------------------, ჰ----–-----------ს, გ------------–-----–---, ნ----------------ა და ვ------------------ს, რის შედეგაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჰ----–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში, სწავლობს ს------–------------–--ეტზე, ცხოვრობს ახ------–-ს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. 2018 წლის 14 ივლისს იმყოფებოდა „ახ------–-ს“ მეტროსთან მდებარე ს---------––-, ინდოეთში აპირებდა დაბრუნებას და მეგობრებთან ერთად იყო საყიდლებზე. აპირებდა სახლში წასვლას, რა დროსაც შეხვდა შ----------–--–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ შ----- ერქვა, სახელი ჰკითხა და შესთავაზა ლუდის დალევა, რაზეც უარი უთხრა. შემდეგ უთხრა, რომ მას უნდოდა ლუდის დალევა და სთხოვდა 4 ლარს, რაზეც უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, თუმცა შ----- გაყვა უკან. სახლთან რომ მივიდნენ, უთხრა, რომ სახლში ადიოდა, ფული არ ჰქონდა და კვლავ დაემშვიდობა, თუმცა შ-----მ არ გაუშვა „ფული მომეციო“. აღნიშნულზე უთხრა, რომ ქართული არ იცოდა. ბინაში იყო მისი მეგობარი ნ----------------, რომელიც უკეთ საუბრობს ქართულად და მას უთხრა, რომ გასაღები მიეტანა და კარები ჩაეკეტა, რადგან პიროვნება მიყვებოდა, რომელიც ფულს სთხოვდა. ნ---------------- ცდილობდა კარის დაკეტვას, მაგრამ სანამ გასაღები მიიტანა, შ----- შეიჭრა სახლში და არ მისცა კარის დაკეტვის საშუალება. მისი მეგობრები: ვ---------------ი, ა-----------ს ბ----------ი და გ------------–-----–-ა სამზარეულოში საკვებს ამზადებდნენ. შ-----მ მისი მეგობრები რომ დაინახა, ყველას მისამართით გინება დაიწყო და შევიდა სამზარეულოში. მივიდა სამზარეულოს მაგიდასთან და თქვა „ეს ჩემი ტერიტორია და ჩემი ადგილიაო“, მაგიდის კუთხეში დანა იდო, დაახლოებით 15-20 სმ სიგრძის, შავი ტარით და წითელი წინწკლებით, რომელიც აიღო, დაშინება და მუქარა დაიწყო, რის გამოც ყველას შეეშინდა და გავიდნენ გარეთ. შ----------–--–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანით ხელში გავიდა გარეთ, დანას უღერებდა მის მეგობარს ნ---------------- და იძახდა „ფული, ფულიო“ და ემუქრებოდა მათ. მის მეგობარს ვ---------------ს ჯიბეში ჰქონდა 15 ლარი, რომელიც ამოიღო და აძლევდა 10 ლარს, მაგრამ შ-----მ ხელიდან ის 5 ლარიც გასტაცა. შ----------–--–---–მა განუმარტა, რომ „ეს ჩემი ადგილია, ხვალ მოვალ და 15 ლარის ნაცვლად მომცემთ 20 ლარს, ზეგ 25 ლარს, ყოველდღე ვივლი აქ და ყოველდღე 5-5 ლარით მეტს გადამიხდითო“. შ----------–--–---–მა დანა თან წაიღო და წავიდა, რომელსაც მისი მეგობარი გაყვა უკან, აინტერესებდათ სად ცხოვრობდა, თუმცა შ----- ხელს იქნევდა და ემუქრებოდა უკან ნუ მომყვებიო. შეეშინდათ და გ------------–-----–-ამ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი და დარწმუნებულია ამოცნობაში, რადგან კარგად დაინახა მისი სახე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ორი წელია საქართველოში სწავლობს ს------–------------–--ეტზე. მას და მის მეგობრებს ნაქირავები აქვთ ფართი, სადაც ამზადებენ საკვებს. 2018 წლის 14 ივლისს მის მეგობრებთან: ვ------------------თან, ა-----------ს ბ------------ან, ნ-----------------ან და გ------------–-----–---თან ერთად იმყოფებოდა მათ მიერ ნაქირავებ ფართში, სადაც უნდა გაეკეთებინათ საჭმელი. ამ დროს მაღაზიიდან დაბრუნდა ჰ----–-----------ი, რომელიც შეშინებული იყო, უთხრა „კარი დაკეტე, ვიღაც ქართველი მთვრალია, ფულს მთხოვს და შემოსვლა უნდაო“. მას უნდოდა კარის დაკეტვა, მაგრამ ამ დროს პიროვნებამ ძალით გააღო კარი, ძალით შევიდა ფართში და უთხრა „მე მქვია შ-----ო“ და წავიდა სამზარეულოში, თავად მისაღებში დარჩა. ამ დროს ჰ----–-----------ი იყო სამზარეულოსთან ახლოს, ვ------------------ი და გ------------–-----–-ა იყვნენ სამზარეულოში. შ----------–--–---–ი მათ ქართულად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა „ფული მინდაო“. მოწმის ჩვენებით, მამ იცის ქართულად გინება როგორც ჟღერს და გაიგონა 2-3-ჯერ, როგორ შეაგინა შ-----მ ბიჭებს „შენიო“. მათ იფიქრეს, რომ იგი მთვრალი იყო და მალე წავიდოდა, რის გამოც თვითონ გავიდნენ შესასვლელის გარეთ და გაჩერდნენ ცენტრალური კარებიდან ერთი მეტრის მოშორებით, ხოლო ჰ----–-----------ი, გ------------–-----–-ა და შ----------–--–---–ი დარჩნენ შიგნით. შემდეგ გ------------–-----–-ა გავიდა გარეთ, რომელმაც უთხრა, რომ შ-----ს დანა ეჭირა. ამ დროს შ-----ც გავიდა, რომელიც კარებთან მარჯვენა მხარეს იდგა, შუაში იდგა თავად და დანარჩენები არ ახსოვს ვინ სად იდგა. შ----------–--–---–ს ხელში ეჭირა მათი კუთვნილი დაახლოებით 10-15 სმ სიგრძის შავი ფერის სამზარეულოს დანა, რომელსაც იქნევდა აქეთ-იქით და სთხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცით, ფული მინდაო“. ვინაიდან შ----------–--–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანას აქით-იქით აქნევდა და თანხას ითხოვდა, შეეშინდა, რომ არ მოხვედროდა მას ან მის მეგობარს. ვ------------------მა ამოიღო 15 ლარი, 3 ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა და უნდოდა შ-----სთვის გადაეცა 10 ლარი, მაგრამ შ-----ს ერთ ხელში ეჭირა დანა, ხოლო მეორე ხელით აიღო ფული, თან იგინებოდა. შ----------–--–---–მა უთხრა, რომ „ეს ტერიტორია ჩემი ტერიტორიაა, ხვალ კიდევ მოვალ და კიდევ მინდა ფულიო, ყოველდღე მოვალ ფულის წასაღებადო“. ამის შემდეგ შ----------–--–---–ი წავიდა, რომელსაც გ------------–-----–-ა გაყვა უკან. შ-----ს წასვლის შემდეგ შევიდნენ ბინაში, რა დროსაც დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც პატარა წვერ-ულვაშით, ათლეტური აღნაგობით და სახით, სამ ფოტოსურათს შორის, ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი არის სწორედ ის, ვინც იმყოფებოდა მათ მიერ ნაქირავებ ფართში და დანის დემონსტრირებითა და მუქარით ფულადი თანხა წაართვა ვ------------------ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის გ------------–-----–--- ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან სწავლობს საქართველოში. მას და მის მეგობრებს ნაქირავები ჰქონდათ ბინა ქ.თბილისში, გ-–--------------------------------ში, სადაც მეგობრებთან ერთად საკვებს ამზადებდა. 2018 წლის 14 ივლისს დაახლოებით 19:00-დან 20:00 საათამდე შუალედში ამზადებდნენ საკვებს. სახლში იმყოფებოდნენ: ვ------------------ი, ნ----------------, ა-----------ს ბ----------ი და გ------------–-----–-ა. ჰ----–-----------ი გასული იყო გარეთ, რომელიც დაბრუნდა დაახლოებით 21:00 საათზე. სახლში შესვლისას ნ---------------- უთხრა, რომ ვიღაც მთვრალი პიროვნება მიყვებოდა, რომელიც სთხოვდა ფულს, რის გამოც სთხოვა ჩაეკეტა კარი. წავიდა გასაღების მოსაძებნად, აიღო გასაღები და კარებში გაუკეთა, თუმცა ვერ მოასწრო კარის ჩაკეტვა. ამ დროს გაიხსნა კარები და შევიდა შ----------–--–---–ი, რომელმაც უთხრა „შ-----“ ვარო და გაემართა სამზარეულოსკენ. სამზარეულოში იმყოფებოდნენ თავად, ა-----------ს ბ----------ი და ვ------------------ი. აღნიშნულმა პირმა გინება დაიწყო ქართულად „დედას, დედასო“ ამბობდა გაბრაზებული ტონით და ფულს ითხოვდა, „ფული მჭირდება და ფული ფულიო“. შ----------–--–---–ი ძირითადად ქართულად, ხოლო ხანდახან ინგლისურად საუბრობდა, თავად ესმოდა საუბრის შინაარსი. შ----------–--–---–ი იმეორებდა „მე შ----- მქვია, ეს ჩემი ტერიტორიაა და ფული მომეცით, თუ გინდათ პოლიციაში წადით, ვერ შემაშინებს ვერავინო“. რამდენჯერმე უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ და მოუწოდეს წასულიყო, მაგრამ არ უსმენდა და იმეორებდა „ფული მომეცით, ფული მინდაო“. შ----------–--–---–მა სამზარეულოში შენიშნა მის გვერდით მაგიდაზე დაახლოებით 20-30 სმ შავი ფერის წითელი ლაქებით დანა, რომელიც აიღო. მან მეგობრებს დაუძახა, რომ შ----------–--–---–მა დანა აიღო და ფრთხილად ყოფილიყვნენ. ამის გაგონებაზე ყველა გარეთ გავიდა, რომლებსაც შ-----ც გაყვა, ხოლო თავად ყველაზე ბოლოს გავიდა, რადგან შეეშინდა და ცდილობდა დისტანცია დაეცვა. სახლის გასასვლელში დაახლოებით 3-4 მეტრში არსებულ ხესთან იდგენენ მისი მეგობრები და შ-----ც, რომელიც დანის დემონსტრირებით ეუბნებოდა „მე ყოველ დღე მოვალ და ყოველ დღე ხუთი ლარით მეტს გადამიხდითო“. შ----------–--–---–ს უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ და ვერ მისცემდნენ, თუმცა მაინც იქნევდა დანას. ნ-----------------ან ძალიან ახლოს მივიდა, მოუღერა დანა, რის გამოც შეეშინდათ. ვ------------------ს ჰქონდა თანხა, ამოიღო და აპირებდა 10 ლარის მიცემას, მაგრამ შ-----მ ხელიდან გასტაცა თანხა და დანასთან ერთად დატოვა ტერიტორია. შ----------–--–---–ს გაყვა უკან, რათა დაენახა სად მიდიოდა, თუმცა შ----- დანას აჩვენებდა, რის გამოც დაბრუნდა უკან. შემდეგ დარეკეს პოლიციაში. მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ვ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ წელიწადნახევარია საქართველოში სწავლობს ს------–------------–--ეტზე. იგი ცხოვრობდა ქ.თბილისში, ა-------–-----------ის მიმდებარედ 4 მეგობართან ერთად. ვინაიდან ბინის მეპატრონე ითხოვს წესრიგს, ბინა რომ არ დაბინძურდეს, საჭმელს ამზადებენ სხვა ბინაში. 2018 წლის 14 ივლისს მეგობრებთან: ნ-----------------ან, ა-----------ს ბ------------ან და გ------------–-----–---თან ერთად იმყოფებოდა აღნიშნულ ფართში, სადაც ამზადებდნენ საჭმელს. ამ დროს მივიდა დ------------–უ და უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქე მიყვებოდა უკან, რომელმაც ფული მოსთხოვა. მისმა მეგობარმა ნ----------------ა გასაღები აიღო და კარი უნდა დაეკეტა, თუმცა ამ დროს ისე, რომ შესვლის უფლება არ მიუციათ, შევიდა საქართველოს მოქალაქე, როგორც გამოძიებით დადგინდა - შ----------–--–---–ი. მან განუმარტა, რომ იყო შ-----, იგინებოდა და სთხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცითო“. ვინაიდან წელიწადნახევარია საქართველოშია და ცოტა ქართული ისწავლა, მიხვდა, რომ შ----- მათ აგინებდა დედის მისამართით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სთხოვდა თანხას, თუმცა თანხის გადაცემაზე უარი უთხრეს. შ----------–--–---–ი შევიდა სამზარეულოში, სადაც მაგიდიდან აიღო სამზარეულოს დანა, შავ ტარიანი დაახლოებით 20 სმ სიგრძის წითელი ფერის პლასტმასებით. დანის აღების მომენტში თავად იყო სახლში შემოსასვლელ კარებთან, გ------------–-----–-ა შიგნით იყო, დანარჩენები კარებთან იდგნენ. მისმა მეგობარმა ქართული კარგად იცის, რომელმაც გაიგონა, რომ ეს პირი გარეთაც და შიგნითაც ინგლისურადაც და ქართულადაც ამბობდა, თავადაც იცის ეს სიტყვები და მიხვდა, რომ ამბობდა „ეს ჩემი ტერიტორიააო“. დანის აღების შემდეგ სთხოვდა „ფული მომეცი, ფული მომეციო“. ამ დროს გავიდნენ გარეთ, ბინაში დარჩა გ------------–-----–-ა და შ----------–--–---–ი. გ------------–-----–--- გასვლამდე სახლიდან გამოვიდა შ----------–--–---–ი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მისი მეგობრისგან ნ----------------გან სამ ნაბიჯში იდგა და მისი მისამართით დანას იქნევდა მარჯვნივ და მარცხნივ და ემუქრებოდა, რის გამოც მას შეეშინდა. მას ჰქონდა 15 ლარი, 10 ლარი გადასცა, ხოლო ხუთი ლარი ხელიდან წაართვა შ-----მ. ფულის წართმევა კარის გარეთ 2 მეტრში მოხდა, ყველა იქ იყვნენ. კართან იდგა შ-----, ხოლო თავად და მისი მეგობრები იდგნენ მოპირდაპირე მხარეს. შ----------–--–---–მა თანხის აღების შემდეგ უთხრა „დღეს 15 ლარი ავიღე, ხვალ 20 ლარი მინდა, ზეგ 25 ლარიო, ყოველდღე უნდა მომცეო, ყოველ დღე მე მოვალ აქ, ეს ჩემი ადგილოაო“ და დანით ხელში დატოვა ტერიტორია, რომელსაც უკან გაყვა მისი მეგობარი. გ------------–-----–-ამ დარეკა საპატრულო პოლიციაში. შ----------–--–---–ის ხელში დანა რომ დაინახა, შეეშინდა. მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც წარედგინა 4 ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო მე-2 ფოტოსურათზე განთავსებული პირი ბრალდებული - შ----------–--–---–ი. მოწმის განმარტებით, პირი, რომელმაც დანის გამოყენებით წაართვა ფულადი თანხა, არის სხდომის დარბაზში ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი - შ----------–--–---–ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტი ჩადენილი ჰქონდა შ----- დ---------------–--–---–ს, დაბ: 1----–--–-, მცხოვრებს: გ-–--------------------------------–------------ში. ინფორმაციის თანახმად, იგი იმყოფებოდა გლდანში, ა-------–-----------ის მიმდებარე სავაჭრო ცენტრ გ-–----------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შემდეგ კი გამომძიებლის მიერ გამოიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ--------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტ--------------------ტეტში, არის პროფესორი და კითხულობს ლექციებს. აქვს უმაღლესი განათლება, არის ფილოლოგიის დოქტორი. მუშაობს თარჯიმანთა ბიუროში „------–--------------“, ძირითადად ახორციელებს ჰინდი ენაზე, ინგლისურ და რუსულ ენებზე თარგმნას. აღნიშნულ საქმეზე უწევდა თარჯიმნის მომსახურებას რამდენიმე ინდოეთის მოქალაქეს ჰინდი ენაზე და ერთს რუსულ ენაზე. ჩვენების დასრულების შემდეგ გააცნო მოწმეებს ჩვენებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–--–---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ თარჯიმნის მონაწილეობით გამოკითხული იქნა დაზარალებული ა-----------ს ბ----------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ თარჯიმნის მონაწილეობით მოხდა ინდოეთის მოქალაქეების გამოკითხვა, შეადგინა მიმართვის წერილები, ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გააცნო დაზარალებულებს. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. მანვე შეადგინა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ფ------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა პირის ამოცნობა, პირადი ჩხრეკა და დაკავება. პირის ამოცნობა ჩატარდა თარჯიმნის, ადვოკატის და დაზარალებულ ჰ----–-----------ის მონაწილეობით, რომელმაც სამ პირს შორის გარეგნობით, აღნაგობით, წარბების მოყვანილობით ამოიცნო ბრალდებული და განმარტა, რომ შ----------–--–---–ი იყო სწორედ ის პირი, რომელიც სახლში მივიდა და ფული წაართვა მის მეგობარს. მის მიერ შედგენილი იქნა ამოცნობის ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი. ამოცნობის დასრულების შემდეგ, ვინაიდან დაზარალებულმა მიუთითა შ----------–--–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, რომ არ მომხდარიყო მისი მიმალვა, თანამშრომელ ზ-------------ას და ადვოკატის მონაწილეობით შ----------–--–---–ს განუმარტა უფლებები და დააკავა ბრალდებულის სახით. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა ორი ცალი ხუთ ლარიანი და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა და მობილური ტელეფონი. მის მიერ გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში შედგენილი იქნა ამოცნობის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივლისს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ინდოეთის მოქალაქის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რომელმაც ამოიცნო შ----------–--–---–ი. ამოცნობის შემდეგ თანამშრომლის ფ------------------–---–ის მიერ შ----------–--–---–ს გაეცნო უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომლის პირად ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი. ფ------------------–---–ის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივლისს სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. სამძებრო ძაღლთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც იყო საცხოვრებელი ფართი. შემთხვევის ადგილიდან შენობაში შესასვლელი კარის წინიდან და შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე ოთახიდან აიღო ორი ქილა სუნის ნიმუში, სუნის კვალზე გაუშვა სამძებრო ძაღლი, დალუქა ამოღებული სუნის ნიმუშები და გადასცა გამომძიებელს. გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა რამდენიმე მოწმე, მათ შორის თარჯიმნის მონაწილეობით რუსეთის მოქალაქე - ა-–------------–------ი. დაზარალებულებს ინდოეთის მოქალაქეებს თარჯიმნის მონაწილეობით განუმარტა დაზარალებულის უფლებები, რომელთა სახელი-გვარები არ ახსოვს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ა-----------ს ბ----------ის 2018 წლის 1-----–---ს გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მისი ჩვენებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, გ-–-----------–-----ი, მეტროსადგურ ა-------–-----------ის მიმდებარედ. ბინის მეპატრონე სთხოვს მაქისიმალურად დაიცვას სისუფთავე, რის გამოც დაიქირავეს ქ.თბილისი გ-–-------------------------–--------------------------–----------–--ე ფართი, სადაც ამზადებენ საჭმელს და მიირთმევენ. 2018 წლის 14 ივლისს საღამო საათებში შეიკრიბნენ თავად, ნ----------------, გ------------–-----–-ა და კ------------------ი, ხოლო რამდენიმე ხანში შეუერთდა მათი მეგობარი დ------------–უ. დ------------–უმ შესვლისას უთხრა, რომ მოყვებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც სთხოვდა ფულს და სთხოვა ჩაეკეტათ ფართის კარები. გასაღების ასაღებად და კარების ჩასაკეტად წავიდა ნ----------------, რომელმაც მოათავსა გასაღები კარის საკეტში და სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა გადაეტრიალებინა, ფართში შევიდა ახალგაზრდა პიროვნება. ის ყვიროდა აგრესიულად, სახეზე ეტყობოდა, რომ ზიზღს გამოხატავდა მათ მიმართ. წელიწადნახევარია საქართველოში ცხოვრობს და შესაბამისად იცის გარკვეული სიტყვების გარჩევა, გაიგო, რომ ეს მამაკაცი აგინებდა. ის შევიდა მათ მიერ მოწყობილ სამზარეულოში, იქიდან აიღო დიდი ზომის შავტარიანი დანა, გამოვიდა, დადგა ფართის გასავლელ კარებთან და იძახდა „ფული ფულიო“. ვინაიდან ესმის გარკვეული ქართული სიტყვები, მიხვდა, რომ ეს პიროვნება ითხოვდა მისგან ფულს და უნდოდა ფულის წართმევა. ამ დროს მას ხელში ეჭირა ის დიდი დანა, რომელიც აიღო სამზარეულოდან და მოღერებული ჰქონდა მისი მისამართით. მას არ ჰქონდა თან არანაირი სახის თანხა. ამ დროს ვ------------------მა ჯიბიდან ამოიღო გარკვეული თანხა, მისცა ხელში, გამორთმევის დროს ამ მამაკაცმა კ------------------ს ხელიდან გამოგლიჯა 5 ლარიანი კუპიურა, შემდეგ კი წავიდა მისთვის უცნობი მიმართულებით, ასევე თან წაიღო მათი სამზარეულოდან აღებული დანა. ვინაიდან ფართი არის განათებული, მას არ ეკეთა ნიღაბი და კარგა ხანს უყურებდა, შესაბამისად მას შეუძლია აღნიშნული პირის ამოცნობა. იგი იყო საშუალო სიმაღლის, სპორტული დაკუნთული აღნაგობის, ჰქონდა რკალისებრი წარბები, მუქი ფერის თვალები, მუქი ფერის თმები, საშუალო ზომის ტუჩები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და ქონდა წვერი. მას ეცვა ლურჯი ფერის შარვალი, მონაცრისფრო ფერის მოკლემკლავიანი მაისური, დარწმუნებულია, რომ შეძლებს მის ამოცნობას. მას ძალიან შემეშინდა, რადგან ამ მამაკაცს ხელში ეჭირა დანა და შეეშინდა მისთვის არ მოეყენებინა ზიანი, დანა არ დაერტყა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ა-–------------–------ის 2018 წლის 1-----–---ს გამოკითხვის ოქმი, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მოწმის განმარტებით, ჰყავს ა/მანქანა „ლექსუსი LX450“ რუსული სარეგისტრაციო ნომრებით B-0-------, რომლის წინა საქარე მინაზეც დამონტაჟებული აქვს ვიდეო-რეგისტრატორი, რომელიც აწარმოებს ვიდეო ჩაწერას იმ დროს, როდესაც ა/მანქანა არის დაქოქილ მდგომარეობაში. 2018 წლის 14 ივლისს ლამის საათებში იმყოფებოდა გ-–---------------------ე კორპუსის მიმდებარედ და ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა კორპუსის მიმდებარედ, საიდანაც გამოვიდა უკანა სვლით. იყო ღამის საათები, რადგან ა/მანქანაზე ჩართული ჰქონდა მაშუქები, მაგრამ არ ახსოვს ზუსტი დრო. ამ დროს მისი ა/მანქანის წინა მხარეს მისი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, მოდიოდა მისი ა/მანქანისაკენ და თან იგინებოდა. წამიერად შეხედა მას, რომელიც გასცდა მის მანქანას მარცხენა მხრიდან და თვალს მოეფარა. აღნიშნული ახალგაზრდა პიროვნება დააფიქსირა მის ა/მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმა, რომელიც ჩანაწერს ინახავს დაახლოვებით 1 თვის განმავლობაში, ჩანაწერის მოცულობიდან გამომდინარე. ამის შემდეგ განაგრძო გზა. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 15 ივლისს მისთვის ცნობილი განდა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, მაშინვე გაახსენდა ზ/აღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და ხმამაღლა იგინებოდა და მიიჩნია, რომ მისი ვიდეო-რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული კადრები შესაძლოა შეიცავდეს პოლიციისათვის საჭირო ინფორმაციას, რის გამოც ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განცხადებით დააფიქსირა ყოველივე. ვიდეო-რეგისტრატორი დამონტაჟებულია ისევ მის კუთვნილ ა/მანქანაში და შესაბამისად მისი მეხსიერების ბარათიც ინახება მასთან, რომელზეც აღბეჭდილია ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი.
2018 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ რ-------–---ას მიერ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, გ-–---------------------------------------------------------- სართული, რა დროსაც ამოღებული იქნა 2 ცალი სუნის კვალის ნიმუში 2 ქილად, 3 ცალი ანაწმენდი 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე.
2018 წლის 1-----–---ს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ჰ----–-----------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარდგენილი სამი მამაკაციდან მარცხნიდან პირველი მარჯვნიდან მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც ქ.თბილისი, გ-–---------------------------------------------------------- სართულზე განთავსებულ ფართში დანის მუქარით მის მეგობარს - ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა 15 ლარის ოდენობით. ჰ----–-----------მა ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, წვერით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, საშუალო ტუჩებით და სხვა ზოგადი მახასიათებლებით.
2018 წლის 1-----–---ს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩატარებული იქნა ბრალდებულის შ----------–--–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ხუთ ლარიანი ქაღალდის კუპიურა და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა (მთლიანობაში 12 ლარის ოდენობით).
2018 წლის 1-----–---ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ვ------------------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა, ასევე მის მეგობარსაც დაემუქრა დანით. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბებით, თავის ფორმით, ცხვირის ფორმით, ტუჩების ფორმით, წვერით, სახის მოყვანილობით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით.
2018 წლის 1-----–---ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ა-----------ს ბ----------მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა, ასევე დაემუქრა დანით მას და მის მეგობრებსაც. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: წარბების ფორმით, თვალებით, თავის მოყვანილობით, ცხვირისა და ტუჩების ფორმით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით, წვერით.
2018 წლის 1-----–---ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ნ----------------ა განაცხადა, რომ მან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს დანის მუქარით მის მეგობარს გასტაცა ფულადი თანხა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბებით, თავის ფორმით, ცხვირის ფორმით, ტუჩების ფორმით, წვერით, სახის საერთო მოყვანილობით და იერით.
2018 წლის 1-----–---ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა გ------------–-----–-ამ განაცხადა, რომ მან ამოიცნო N4 ფოტოსურათზე წარდგენილი მამაკაცი - შ----------–--–---–ი. იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 14 ივლისს ვ------------------ს გასტაცა ფულადი თანხა დანის მუქარით, ასევე დანით დაემუქრა მას და მის მეგობრებს. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალებით, წარბების ფორმით, თავის ფორმით, ცხვირის და ტუჩების ფორმით და ზომით, წვერით, სახის საერთო მოყვანილობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ჰ----–-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ივლისს შ----------–--–---–ი სთხოვდა თანხას, რაზეც უარი უთხრა და განუცხადა, რომ თანხა არ ჰქონდა, დაემშვიდობა და წავიდა სახლში, თუმცა შ----- გაყვა უკან. ბინაში შესულმა მის მეგობარს ნ---------------- სთხოვა კარი ჩაეკეტა, რადგან პიროვნება მიყვებოდა, რომელიც სთხოვდა თანხას. ნ---------------- ცდილობდა კარის ჩაკეტვას, თუმცა შ----------–--–---–ი ძალით შევიდა ბინაში. იგინებოდა მისი და მისი მეგობრების მისამართით, შევიდა სამზარეულოში და თქვა, რომ „ეს ჩემი ტერიტორია და ადგილიაო“, მაგიდიდან აიღო დაახლოებით 15-20 სმ დანა, ემუქრებოდა და აშინებდა. ძალიან შეეშინდათ და გავიდნენ გარეთ. შ----------–--–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, დანით ხელში გავიდა გარეთ, დანას უღერებდა მის მეგობარს ნ---------------- და იძახდა „ფული, ფულიო“ და ემუქრებოდა. მის მეგობარს ვ---------------ს ჯიბეში ჰქონდა 15 ლარი. მან ამოიღო ფული და აძლევდა 10 ლარს, რა დროსაც შ-----მ ხელიდან გასტაცა ის 5 ლარიც. შ----------–--–---–მა განუმარტა, რომ „ეს ჩემი ადგილია, ხვალ მოვალ და 15 ლარის ნაცვლად მომცემთ 20 ლარს, ზეგ 25 ლარს, ყოველდღე ვივლი აქ და ყოველდღე 5-5 ლარით მეტს გადამიხდითო“.
აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს დაზარალებულებმა: ნ----------------ა, გ------------–-----–-ამ და ვ---------------მა. ნ----------------ს ჩვენებით: შ----------–--–---–ს დანა ეჭირა ხელში, რომელსაც აქით-იქით აქნევდა და ითხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცით, ფული მინდაო“, ასევე მათ აგინებდა „შენიო“... გ------------–-----–--- ჩვენებით: შ----------–--–---–ი მათ აგინებდა და იძახდა სიტყვებს: „დედას, დედასო“, გაბრაზებული ტონი და სახე ჰქონდა და დანის დემონსტრირებით ითხოვდა ფულს „ფული მჭირდება და ფული ფულიო“. ვ---------------ის ჩვენებით: შ----------–--–---–ი იგინებოდა დედის მისამართით და ითხოვდა „ფული მომეცით, ფული მომეცითო“, იგი იდგა ნ----------------სგან სამ ნაბიჯში, მისი მისამართით იქნევდა დანას და ემუქრებოდა, რის გამოც შეეშინდა და გადასცა 10 ლარი, ხოლო ხუთი ლარი გასტაცა ხელიდან.
დაზარალებულების: ჰ----–-----------ის, ნ----------------ს, გ------------–-----–--- და ვ---------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ იციან ინგლისური და მეტნაკლებად ქართული ენაც. ბრალდებული ინგლისურად და ქართულად მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სთხოვდა თანხას, რაც მათთვის გასაგები და აღსაქმელი იყო. ოთხივე დაზარალებულმა განმარტა დანის მახასიათებლები და მიუთითა, რომ დანა იყო შავ ტარიანი, დაახლოებით 20 სმ სიგრძის და ტანზე აღენიშნებოდა წითელი წინწკლები. ვინაიდან ბრალდებული ახდენდა დანის დემონსტრირებას, აგინებდა და სთხოვდა ფულს, ამის გამო შეეშინდათ, რომ ბრალდებულს მათთვის არ მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება.
დაზარალებულთა ჩვენებები დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ა-----------ს ბ----------ის გამოქვეყნებული ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, რა დროსაც მან ამოიცნო ბრალდებული - შ----------–--–---–ი, როგორც ყაჩაღობის ჩამდენი პირი.
დაზარალებულების: ჰ----–-----------ის, ვ---------------ის, ნ----------------ს, გ------------–-----–--- მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დადგინდა, რომ მათ ამოიცნეს ბრალდებული შ----------–--–---–ი, როგორც ყაჩაღობის ჩამდენი პირი.
დაზარალებულებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე მიუთითეს შ----------–--–---–ზე და განმარტეს, რომ იგი იყო სწორედ ის პირი, რომელიც მათ ემუქრებოდა დანის დემონსტრირებით, რის შედეგადაც დაეუფლა ვ------------------ის კუთვნილ 15 ლარს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ა-–------------–------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან იმ კორპუსთან, სადაც დაზარალებულებს დაქირავებული ჰქონდათ ფართი, დაინახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და იგინებოდა.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა ა-–--------–------ის ავტომანქანიდან ჩანაწერის ამოღება, ამასთან დაკაცვშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ა-–--------–------ი არ არის საქართველოს მოქალაქე და მას საქართველოში არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. იგი ბრალდების მხარის მიერ გამოკითხული იქნა 2018 წლის 15 ივლისს. მისგან ვიდეოჩანაწერის მოპოვება ბრალდების მხარის მიერ უნდა განხორციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში სასამართლოს შესაბამისი განჩინებით ინფორმაციის გამოთხოვის გზით, რასაც სჭირდებოდა გარკვეული გონივრული ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ ა-–--------–------მა 2018 წლის 22 ივლისს დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაემგზავრა საქართველოდან, ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეპოვებინა სასამართლოს შესაბამისი განჩინება და გამოეთხოვა მისგან შესაბამისი ინფორმაცია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს არ განუცხადებიათ, რომ შ----------–--–---–მა მათ წინაღმდეგ გამოიყენა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულებმა: ჰ----–-----------მა, ვ---------------მა, ნ----------------მა და გ------------–-----–-ამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ შ----------–--–---–ი მათ ემუქრებოდა, ჰქონდა დანა, რომლის დემონსტრირებით ითხოვდა თანხის გადაცემას, რის გამოც მათ შეეშინდათ და გადასცეს თანხა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნორმა მოიცავს 2 აუცილებელ ელემენტს: თავდასხმისას თავდამსხმელი უნდა მოქმედებდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომელსაც თან უნდა ახლდეს იმწუთიერი და რეალური მუქარა. ამასთან, დაზარალებულმა უნდა აღიქვას, რომ თავდამსხმელის მუქარა მართლაც მიმართულია მისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის წინააღმდეგ.
მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეფასების იმ კრიტერიუმით, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ჩათვლიდა თუ არა ბრალდებულის მიერ გამოვლენილ მოქმედებას რეალურად. ბუნებრივია თავდასხმის მომენტში დანის გამოყენებით ფულადი თანხის მოთხოვნისას ნებისმიერ ნორმალური ფსიქიკის ადამიანის მიერ მუქარა აღიქმება რეალურად, რამეთუ დანა არის მომეტებული საფრთხის წყარო და რეალურად არსებობს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი საფრთხე. დაზარალებულების განმარტებით, შ----------–--–---–ის მიერ დანის დემონსტრირებით განხორციელებული მუქარისა მათ შეეშინდათ, რომ ბრალდებულს მათთვის არ მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, მათ მუქარა რეალურად აღიქვეს, რის გამოც ვ------------------მა გადაწყვიტა შ-----–--–---–ისათვის თანხის გადაცემა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები მშვიდად იდგნენ კართან და ელოდებოდნენ შ----------–--–---–ის წასვლას. თუკი ვერ გაიქცეოდნენ, საშველად მაინც დაუძახებდნენ ვინმეს. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულებს არ განუცხადებიათ, რომ მშვიდად იდგნენ და ელოდებოდნენ შ----------–--–---–ის წასვლას. მათ განაცხადეს, რომ მათი მეგობარი იმყოფებოდა მათ მიერ ნაქირავებ ფართში, რის გამოც იგი ვერ დატოვეს და ვერ წავიდნენ, შეეშინდათ, რომ შ-----ს მისთვის არაფერი დაეშავებინა. რაც შეეხება საშველად ვინმეს მოხმობას, დაზარალებულებმა განმარტეს, რომ იმ დროს ირგვლივ არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, ვერც ვერავის მოუხმობდნენ საშველად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე გაუგებარია, რამდენად სწორად გაიგეს დაზარალებულებმა შ----------–--–---–ის სიტყვები. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულებმა: ჰ----–-----------მა, ვ---------------მა, ნ----------------ა და გ------------–-----–-ამ განმარტეს, რომ წელიწადნახევარია ცხოვრობენ და სწავლობენ საქართველოში. შესაბამისად, მათ ისწავლეს ცოტა ქართული და იციან როგორ ჟღერს უცენზურო მიმართვა ქართულად. მათივე განმარტებით, იციან ინგლისური ენაც. მათივე ჩვენებით დადგინდა, რომ შ----- იძახდა „დედა დედას“, იყო აგრესიული და დანის დემონსტრირებით ითხოვდა თანხის გადაცემას. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად გაიგეს, რას ამბობდა შ----------–--–---–ი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ----------–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ შ----------–--–---–ის მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 14 ივლისს, ბრალდებულმა შ----------–--–---–მა დანის მოღერებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა ინდოეთის მოქალაქეებს - ა-------------------------, ჰ----–-----------ს, გ------------–-----–---, ნ----------------ა და ვ------------------ს. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხასიათდება განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ განსაკუთრებული საშიშროება მომდინარეობს თვით ამ ხელყოფის ხასიათიდან, რაც გამოიხატება თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და შ----------–--–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ შ----------–--–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ----------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ----------–--–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შ----------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2.შ----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1-----–---დან.
3.შ----------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი