განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100119002885034
საქმე #1/95-19 (011200119004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- გ---–---–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გო--–---------------------------–-)
ადვოკატი - მ------ ი------–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 18 იანვარს, დილით, გ------------------------–------–- მდებარე მ------ მ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, უძრავი ქონების ჩუქებასთან დაკავშირებული შელაპარაკებისას, ლ-–- გ---–---–---–მა ბებიას - მ------ მ-----–---–ს მოქაჩა თმაზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ლ-–- გ---–---–---–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ მ-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2 2019 წლის 20 იანვარს, შუადღით, ლ-–- გ---–---–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბებიას - მ------ მ-----–---–ს და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ------ მ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ლ-–- გ---–---–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ------ მ-----–---–ის, თ---------- ჯ------–---–ის, ლ-- ჯ------–---–ის, ი----- მ-----–---–ის, ლ---- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ლ-–- გ---–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ლ-–- გ---–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, ასაკს - იგი 20 წლისაა. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის სპეციფიკას, რაოდენობას, დაზარალებულის ასაკს (65 წლის) და მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ლ-–- გ---–---–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- გ---–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი);
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით (2019 წლის 20 იანვრის ეპიზოდი);
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ლ-–- გ---–---–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ამავე ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ლ-–- გ---–---–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 20 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი