განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002869889
საქმე #1/81-19 (011170119005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ მ--------–---–ი (დაბადებული 1----–-–-----------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-----–-----–-)
ადვოკატი - ქ------- გ------ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ------------------------–-----–-----–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ზ------ მ--------–---–მა შელაპარაკებისას დედას - რ----- მ--------–---–ს, არასრულწლოვანი შვილიშვილის - ა-–---- მ------–---–ის თანდასწრებით, ძლიერად მოქაჩა თმაზე და ორჯერ დაარტყა ხელი თავზე, რის შედეგად რ----- მ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ზ------ მ--------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----- მ--------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ მ--------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული რ----- მ--------–---–ის, ე-–---- მ--------–---–ისა და ა-–---- მ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ------ მ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ მ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, დადებით დახასიათებას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს - სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას. ამასთან, დაზარალებულს მას შეურიგდა და პრეტენზია არ გააჩნია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი;
5.2 პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობისა და არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების პირობებში, დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებითაც სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი ზ------ მ--------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება. ამასთან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება მიზანშეუწონელია, რადგან, როგორც აღინიშნა, ზ------ მ--------–---–ი სოციალურად დაუცველია, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილიც და ოჯახის სარჩენად ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ მ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ზ------ მ--------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ზ------ მ--------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 18 იანვრიდან 5 მარტის ჩათვლით;
მსჯავრდებულ ზ------ მ--------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი