განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002730942
საქმე #1/480-18 (011150818002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–- თ------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------–---, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–----------–-–---–-------------–-)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 7 სექტემბერს, გ----–----------–-–---–-------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ--–- თ------–---–მა მეუღლეს - რ------- ო------------ს, ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემების გამო შელაპარაკებისას ხელი გაარტყა სახეში და ორივე ხელი მოუჭირა ყელში; 2017 წლის ოქტომბერში, ამავე სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას თავში დაარტყა მუშტი, ხოლო - 2017 წლის 14 ნოემბერს - ძლიერად მოქაჩა თმებზე და მუშტი დაარტყა სახეში. გ--–- თ------–---–ის ძალადობის შედეგად რ------- ო------------მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა;
1.2. 2005 წლიდან 2018 წლამდე გ--–- თ------–---–ი მეუღლეს - რ------- ო------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა - აგინებდა მას და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც რ------- ო------------მ განიცადა ტანჯვა;
1.3. 2017 წლის 7 სექტემბერს, გორში მუსხელიშვილის ქუჩა №30-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ--–- თ------–---–ი რ------- ო------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.4. 2017 წლის 14 ნოემბერს, ამავე სახლში, გ--–- თ------–---–ი რ------- ო------------ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.5. 2017 წელს (თვე და რიცხვი დაუდგენელია), დღისით, გ----–----------–-–---–-------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, გ--–- თ------–---–მა არასრულწლოვან შვილებს - ლ--- და მ------ ო------------ებს, ერთმანეთის თანდასწრებით, ბეჭებში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
1.6. 2017 წელს (თვე და რიცხვი დაუდგენელია), დღის საათებში, ამავე მისამართზე მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას გ--–- თ------–---–მა არასრულწლოვან შვილებს - ლ--- და მ------ ო------------ებს, ერთმანეთის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ--- ო------------ს ფეხი დაარტყა ფეხში, ხოლო მ------ ო------------ს - ხელი დაარტყა თავში. აღნიშნულის შედეგად ლ--- და მ------ ო------------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
1.7. 2018 წლის 11 აგვისტოს გ--–- თ------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის - რ------- ო-----------ის მამას - ჰ---–--- ო------------ს და დაემუქრა რ------- ო-----------ის მოკვლით. აღნიშნული ჰ---–--- ო-----------ისგან ცნობილი გახდა რ------- ო-----------ისათვის, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.8. 2018 წლის 14 სექტემბერს, დილით, გორში, ცხინვალის გზატკეცილზე გ--–- თ------–---–ი ყოფილ მეუღლეს - რ------- ო------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც რ------- ო------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; წინასწარი შეცნობით ოჯახის ორი არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ--–- თ------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული რ------- ო-----------ის, ლ--- ო-----------ის, ჰ---–--- ო-----------ის, მ------ ო-----------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ--–- თ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ--–- თ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულები მას შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან ირკვევა, რომ გ--–- თ------–---–ი ამჟამად ცხოვრობს ცალკე, მოხუც მშობელთან ერთად, რომლის ერთადერთი მარჩენალია. მხედველობაშია მისაღები ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობა და ხასიათიც;
5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი გ--–- თ------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება და დამატებითი სასჯელის გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–- თ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:
- სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელმა შთანთქმის წესის გამოყენებით გ--–- თ------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
მსჯავრდებულ გ--–- თ------–---–ს ძირითადი სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 14 სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ გ--–- თ------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის შერჩევა - დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი