განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002775397
საქმე #1/517-18 (011101118004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- გ-------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------–---, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ------------------------–------–-----)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 08 საათზე, გ------------------------–-----–-----–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, ი----- გ-------–---–მა არასრულწლოვანი შვილების - ნ----- და მ------ გ-------–---–ების თანდასწრებით მეუღლეს - ია ბ------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი ტანისა და სახის არეში, ასევე - მობილური ტელეფონი დაარტყა თავში, რის შედეგად ია ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. მანვე, არასრულწლოვან შვილს - მ------ გ-------–---–ს - სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგად მ------ გ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. ამავე დროს ი----- გ-------–---–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ია ბ------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.3. 2018 წლის 10 ნოემბერს ი----- გ-------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ია ბ------–---–ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.4. ი----- გ-------–---–მა დაუდგენელ დროს, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 496,89 გრამი ,,გამომშრალი მარიხუანა“ და 458,48 გრამი მცენარე ,,კანაფი“, რაც პოლიციელებმა ამოიღეს 2018 წლის 10 ნოემბერს, ი----- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ორი წევრის, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მცენარე კანაფისა და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი----- გ-------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ია ბ------–---–ის, მ------ გ-------–---–ის, ნ----- გ-------–---–ის, გ--- ბ---–-----–---–ის, ვ-–-------- ბ-–---–---–ისა და პ----- კ--------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი----- გ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ი----- გ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულები მას შეურიგდნენ და პრეტენზია არ გააჩნიათ, ხასიათდება დადებითად. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობას, სპეციფიკას, ჩადენის გარემოებებს - მან მეუღლეს სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ არასრულწლოვან შვილსაც, რომელიც მშობლების გაშველებას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ი----- გ-------–---–მა ჩაიდინა 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამი - ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ძალადობის ხარისხს - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ია ბ------–---–ს აღენიშნება არაერთი ნაკაწრი წვივების მიდამოში, ნაჭდევი თავის არეში;
5.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, დაზარალებულთა პოზიციისა და ოჯახის ყველა წევრის ინტერესის გათვალისწინებით, არ არის აუცილებელი ი----- გ-------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ი----- გ-------–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი----- გ-------–---–ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო - საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 10 (ათი) წლით;
მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 10 ნოემბრიდან ამავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ ი----- გ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი