განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
140100118002742413
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002742413

საქმე #1/491-19 (011211018004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ-------- ტ-----–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----------–-)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ბრალდების ორ-ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათზე, გ------------------------–----------–-, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა ზ-------- ტ-----–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - გ---- ტ-----–---–ის თანდასწრებით, ეჭვიანობის გამო, მეუღლეს - მ---- რ-------ს ხელი დაარტყა თავში და ძლიერად მოქაჩა თმაზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ზ-------- ტ-----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს - გ---- ტ-----–---–ს, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2 2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 18 საათზე, გ------------------------–----------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ზ-------- ტ-----–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - გ---- ტ-----–---–ის თანდასწრებით, ეჭვიანობის გამო, მეუღლეს - მ---- რ-------ს ორივე ხელით ძლიერად მოქაჩა ყურებზე და ასევე ხელი დაარტყა თავში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.3 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, კვლავ თავის საცხოვრებელ სახლში, ზ-------- ტ-----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს - გ---- ტ-----–---–ს, რის გამოც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრების, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ-------- ტ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ მ---- რ------ის ჩვენებისა, სადავოდ არ გაუხდიათ;

3.2 დაზარალებულმა მ---- რ-------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზ-------- ტ-----–---–ის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება გრძელდება წლების განმავლობაში. მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი ის არის, რომ ორივე ეჭვიანობდა. ბრალდებულს ჰყავს საყვარელი. ამასთან, ზ-------- ტ-----–---–ის ეჭვიანობა ყოველთვის ,,ცემით მთავრდებოდა.... ბევრჯერ ვუცემივარ“. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მეუღლეს პატიობდა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ამას დასასრული არ უჩანს. ამასთან, მათი არასრულწლოვანი შვილი ყველა კონფლიქტს ესწრებოდა. 2018 წლის 25 სექტემბერს იგი და მისი შვილი იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც ზ-------- ტ-----–---–მა ხელი ჩაარტყა თავში და თმაზე მოქაჩა. ორივე ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს მეუღლე მასსა და მის შვილს დაემუქრა ,,ყელის გამოჭრით“, რის გამოც განიცადა შიში. შეეშინდა არასრულწლოვან შვილსაც. 19 ოქტომბერს ზ-------- ტ-----–---–მა კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კვლავ ჩაარტყა თავში ხელი და ყურები ,,დაუჭმუჭნა“. ამის გამო მ---- რ-------მ იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო არასრულწლოვანი გ---- ტ-----–---–იც, რომელიც ტიროდა. ძალადობის გამო დაუზიანდა მარცხენა ყური. 21 ოქტომბერს ზ-------- ტ-----–---–ი კვლავ დაემუქრა მასსა და შვილს სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ძლიერ შეეშინდა. დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ მეუღლე თავში ურტყამდა, რათა ,,ნიშანი არ დარჩენილიყო“. მან აპატია მეუღლეს და ითხოვს, ,,ნაკლებად დაისაჯოს“;

 

3.3. ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულ მ---- რ------ის ჩვენების გარდა, ზ-------- ტ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---- ტ-----–---–ის, მ----- მ-------ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ-------- ტ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ნაწილობრივ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ-------- ტ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების ძირითადი ნაწილის უდავოდ ცნობას, დაზარალებულის პოზიციას - მ---- რ-------მ განმარტა, რომ აპატია მეუღლეს და თხოვს მის ,,ნაკლებად მკაცრად“ დასჯას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალად შერაცხული ქმედებების რაოდენობას, სპეციფიკას, ჩადენის გარემოებებს - ზ-------- ტ-----–---–მა მეუღლეს არაერთხელ სცემა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ოჯახის წევრების, მათ შორის - არასრულწლოვანის მიმართ ძალადობა და მუქარა გრძელდებოდა 3 დღის განმავლობაში - 2018 წლის 25 სექტემბერს, 19 და 21 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განცხადებით, იგი დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა მეუღლის კანონსაწინააღმდეგო ქცევას, ოჯახის შენარჩუნების მიზნით. ამასთან, მას მოძალადე მეუღლე სცემდა თავის არეში, რათა დაზიანება ხილული არ გამხდარიყო. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარისად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება ან სასჯელის პირობით ჩათვლა. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, ბრალდებულის აღიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობის გამო მას უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზომა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ-------- ტ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ორ-ორი ეპიზოდი) და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენების შედეგად ზ-------- ტ-----–---–ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ოქტომბრიდან;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი