განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----17
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1- მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნ---- ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ნ-----–------–-ს, ა----------------–-ს, გ---–------------ის, გ----------------ის, რ------------ის, დ---------------ის,ბრალდებულ _ ფ--------------–---ს,ადვოკატების _ მ--------------–----ს, ლ------------–----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ფ---------------------–--------–---ს (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–-----–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–--------------–---------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2016 წლის 15 სექტემბერს, თ---–--–-, კ--–--------------------ის, N- კორპუსის ბინა N---ში არსებულ ლ---–---------ს საცხოვრებელ სახლში, ფ--------------–---მ ლ---–--------ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხა 750 ლარის ოდენობით, რომელიც მას თითქოს უნდა გადაეცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ შ--–------------ისთვის. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში ფ--------------–---მ ლ---–--------ს თითქოსდა შ--–------------ისთვის საჩუქრად გადასაცემად თ---–--–-, ვაგზლის მოედანზე, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ N-5-ე მობილური ტელეფონების მაღაზიაში შეაძენინა 250 ლარად ღირებული, შავი „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც ლ---–--------მა იმავე დღეს გადასცა ფ--------------–---ს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ლ---–--------ს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 03 დეკემბერს, თ---–--–-, კ--–--------------------ის, N- კორპუსის ბინა N---ში არსებულ ლ---–---------ს საცხოვრებელ სახლში, ფ--------------–---მ ნ----------–-–---–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა ფულადი თანხის 600 ლარის ოდენობით გადაცემა. ნ----------–-–---–მა იმავე დღეს ფ--------------–---ს გადასცა ფულადი თანხა 100 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც ფ--------------–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში ნ----------–-–---–მა ფ--------------–---ს ლ---–---------ს მეშვეობით კვლავ გადასცა ფულადი თანხა 50 ლარის ოდენობით, რასაც იგი კვლავ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ფ--------------–---ს დანაშაულებრივი ქმედებით, ნ----------–-–---–ს მიადგა 305 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ფ--------------–---ს მიერ ნ----------–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი, ხოლო არ დადასტურდა ლ---–---------ს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
დაზარალებულ ნ----------–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში, ლ---–---------სგან შეიტყო, რომ დაწყებული ჰქონდა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე. ვინაიდან იმ მომენტში თავადაც იყო უმუშევარი, დაინტერესდა თუ როგორც შეძლო მან აღნიშნულ კომპანიაში მუშაობის დაწყება. ლ---–--------მა განუმარტა, რომ სამსახური დაიწყო ფ--------------–---ს დახმარებით, რომელსაც სანაცვლოდ მისცა 750 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი შ--–------------ეზე გადასაცემად. 2016 წლის 03 დეკემბერს, სტუმრად იმყოფებოდა ლ---–--------თან, სადაც გაიცნო ფ--------------–---. იგი მასაც დაჰპირდა სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე დასაქმებას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 600 ლარი. ადგილზე გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო ნაწილი თანხის გადახდას დაჰპირდა მუშაობის დაწყების შემდგომ. ფ--------------–--- დაუკავშირდა ვინმე შ--–--ს, რომელსაც სთხოვა სამსახურის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. რამდენიმე საათის შემდგომ, ფ--------------–--- დაუკავშირდა ტელეფონის ნომრიდან 5-------- და უთხრა, რომ მისი საქმე იყო მოგვარებული და შეახვედრებდა სატრანსპორტო კომპანიაში შ--–------------ეს, რაც არ შეასრულა. ერთ დღეს, ფ--------------–---მ ლ---–--------თან ერთად დაიბარა თითქოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რეალურად მოტყუებით მიიყვანა ვაგზლის მოედანზე მდებარე თურქულ კაფეში, სადაც ლ---–--------ს მიატანინა თითქოს სატრანსპორტო კომპანიის ბლანკი და შეავსებინა განაცხადის ფორმა. აღნიშნული დოკუმენტები წაიღო ფ--------------–---მ, რომელმაც დაახლოებით 15-20 წუთში შეატყობინა, რომ მისი დოკუმენტები გადასცა შ--–------------ეს და დალოდებოდა სამსახურში დაბარებას. ამასობაში, ლ---–--------- გამოუშვეს სამსახურიდან, რის მიზეზადაც ფ------ ასახელებდა სამსახურში მის გაცდენებს. ფ--------------–--- ლ---–--------საც ჰპირდებოდა, რომ მისი საქმე იყო მოგვარებული და დააბრუნებდნენ სამსახურში, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ლ---–---------ს ჩვენებით, 2016 წლის ივნისში, ვარკეთილის მეტროსთან არსებულ სასადილოში გაიცნო ფ--------------–---, რომელიც გაეცნო როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედი ადვოკატი და ყოფილი გამომძიებელი. ვინაიდან იყო უმუშევარი და ჰყავდა ოთხი შვილი, ფ--------------–--- გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა მუშაობის დაწყებას სატრანსპორტო კომპანიაში. როდესაც იკითხა თუ როგორ შეძლებდა ამის გაკეთებას, ფ------მ უპასუხა, რომ იცნობდა გარკვეული კატეგორიის ხალხს ვინც დაეხმარებოდნენ სამსახურის შოვნაში. ფ------ საუბრობდა დამაჯერებლად, ამასთან გაეცნო როგორც ადვოკატი და მის სიტყვებში ეჭვი არ შეუტანია, რის გამოც დათანხმდა მის წინადადებას. ფ--------------–---მ სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე მუშაობის დაწყების სანაცვლოდ მოსთხოვა 750 ლარის გადახდა, რაც უნდა მიეცა იმ პიროვნებისთვის, რომლის დახმარებითაც დაიწყებდა მუშაობას. ფ------ს თქმით, ვინაიდან მას ეჩქარებოდა მუშაობის დაწყება, მოსთხოვა პატივისცემის ნიშნად შ--–------------ისთვის მობილური ტელეფონის შეძენა. 2016 წლის 15 სექტემბერს, ფ--------------–---ს გადასცა 750 ლარი, ხოლო რამდენიმე დღეში ბავშვთა სამყაროს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული მობილური ტელეფონების მაღაზიაში ფ--------------–---მ შ--–------------ეზე გადასაცემად აყიდინა 250 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამის შემდგომ ფ--------------–--- ყოველდღიურად ჰპირდებოდა შ--–------------ესთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას. 2016 წლის ოქტომბერში, ფ------მ შეახვედრა შ--–------------ეს, რომელმაც ჩაიწერა მისი მონაცემები და დაჰპირდა რამდენიმე დღეში დაკავშირებას. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, შ--–------------ემ შეახვედრა გ--------------ს და უთხრა, რომ იგი იქნებოდა მისი ჯგუფის უფროსი. შ--–------------ემ და გ--------------მ უთხრეს, რომ გასაუბრება წარმატებით ჰქონდა გავლილი და აგზავნიდნენ სტაჟირებაზე, რისთვისაც დაუკავშირდებოდნენ ორი კვირის ვადაში. მართლაც, ორი კვირის შემდეგ შ--–------------ე დაუკავშირდა და დაიბარა გლდანში მე-2 ავტობაზის ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაევლო სტაჟირება. 2016 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოცხადდა სტაჟირებაზე და მიმაგრებულ იქნა კონტროლიორ ლ--–--------ელთან. 2016 წლის 15 დეკემბერს, დილის საათებში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო გ----------------ის სახელით და უთხრა, რომ მიეტანა სამუშაო ჟილეტი და აღარ მისულიყო სამუშაოდ. დაინტერესდა მიზეზით, რაზეც უთხრა, რომ უფროსის ბრძანებას ასრულებდა და მიზეზი არ იცოდა. ამის შემდეგ დაუკავშირდა შ--–------------ეს და ჰკითხა თუ რატომ აღარ უნდა ემუშავა, რაზეც მან უპასუხა, რომ დასავლეთში იმყოფებოდა დასასვენებლად და არ იცოდა არაფერი. საბოლოოდ, დაუკავშირდა ფ--------------–---ს, რომელმაც უპასუხა, რომ ასეთი წესი ჰქონდათ და არ ენერვიულა. ერთი თვის გასვლის შემდგომ, ვინაიდან არავინ დაჰკავშირებია სამსახურის დასაწყებად, ფ------ს მოსთხოვა ფულის დაბრუნება ან პირობის შესრულება, რაზეც უპასუხა, რომ ვერაფერს დაუმტკიცებდა და სადაც უნდოდა იქ ეჩივლა. ამის შემდგომ დაუკავშირდა შ--–------------ეს და მოსთხოვა ფულის და ტელეფონის დაბრუნება, რაც მას ძალიან გაუკვირდა და კატეგორიულად უთხრა, რომ არაფერი არ ჰქონდა აღებული ფ------სგან. მოწმის ინფორმაციით, ფ--------------–--- გააცნო მეგობარ ნ----------–-–---–ს, რომელსაც სამსახურის დასაწყებად მოსთხოვა 600 ლარი. ნ---- დათანხმდა შეთავაზებას და 2016 წლის 1- დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში ფ------ს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაეცა მუშაობის დაწყების შემდეგ. ფულის გადაცემის შემდგომ ფ------მ მაშინვე ვიღაცას დაურეკა ტელეფონზე, ესაუბრა ნ----ს შესახებ და საუბარს რომ მორჩა, ნ----ს უთხრა, რომ მოგვარებული იყო საქმე და ვითომ მასთან ერთად უნდა გაევლო სტაჟირება, მაგრამ ფ------მ არ შეასრულა დაპირება და ნ----------–-–---–ს არც სტაჟირება დაუწყია და არც თანხა დაუბრუნებია მისთვის.
მოწმე ნ-----–-------------ს ჩვენებით, 2016 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, სტუმრად იმყოფებოდა ლ---–--------თან, სადაც გაიცნო მისი მეგობარი ნ----------–-–---–ი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც გაეცნო ფ------ს სახელით. ნ----------–-–---–მა ფ--------------–---ს მისი თანდასწრებით გადასცა 100 დოლარიანი კუპიურა. დაინტერესდა თუ რა თანხას იხდიდა ნ----, რაზეც ლ---–--------მა უპასუხა, რომ ფ--------------–--- ნ----------–-–---–ს მუშაობას აწყებინებდა ავტობუსში კონტროლიორად. რამდენიმე დღეში ლ---–---------სგან შეიტყო, რომ იგი სტაჟირებას გადიოდა სატრანსპორტო კომპანიაში, თუმცა მოგვიანებით ნ----------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ლ---–--------- გამოშვებული იყო სამსახურიდან და აღარ გადიოდა სტაჟირებას. ნ----------–-–---–ისთვის უცნობი იყო ლ---–---------ს სამსახურიდან გამოშვების მიზეზი. მოგვიანებით ლ---–---------სგან ცნობილი გახდა, რომ მუშაობის დასაწყებად ფ--------------–---სთვის მასაც ჰქონდა თანხა გადახდილი, თუმცა რა ოდენობის, არ დაუკონკრეტებია, ხოლო ნ----------–-–---–ისგან შეიტყო, რომ ფ--------------–--- მასაც ჰპირდებოდა სამსახურის დაწყებას. მოწმის განმარტებით, ლ---–---------ს სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით საუბარს ან თანხის გადაცემას არ შესწრებია. ნ----------–-–---–ის მიერ გადაცემული თანხა, ფ--------------–---ს ვინმესთან უნდა მიეტანა თუ რა ფორმით უნდა დახმარებოდა მას მუშაობის დაწყებაში, მისთვის უცნობია.
მოწმე თ-------------–---–-ს ჩვენებით, 2016 წლის სექტემბერში, ლ---–--------მა გააცნო ფ--------------–---, როგორც მისი ახლად შეძენილი მეგობარი. ლ---–--------- არ მუშაობდა არსად და ფ--------------–---მ შესთავაზა მუშაობის დაწყება სატრანსპორტო კომპანიაში კონტროლიორად, სადაც უფროსად მუშაობდა მისი მეგობარი შ--–--. ფ--------------–---მ მუშაობის დაწყების სანაცვლოდ ლ---–--------ს მოსთხოვა 750 ლარი, რაც იმ მომენტში არ ჰქონდა ლ--- და შეჰპირდა თანხის შოვნის შემთხვევაში დაკავშირებას. რამდენიმე დღეში, ლ---–--------მა შ--–------------ეზე მისაცემად ფ--------------–---ს გადასცა 750 ლარი. თანხის გადაცემას ასევე ესწრებოდნენ ლ---–---------ს შვილები. ამის შემდგომ, ფ--------------–---მ უთხრა ლ---–--------ს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეხალისებინათ შ--–------------ე და შეეძინათ მისთვის რაიმე საჩუქარი. რამდენიმე დღეში ლ---–--------- და ფ--------------–--- ერთმანეთს შეხვდნენ ვაგზლის ტერიტორიაზე, სადაც ლ---–--------მა შ--–------------ეზე გადასაცემად იყიდა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი 250 ლარად. ფ--------------–---ს თქმით, შ--–------------ე მიღებული საჩუქრით იყო ძალიან გახარებული და იგი დაეხმარებოდა მას სამსახურის შოვნაში. ფ--------------–---ს ქმედებები მიიჩნია საეჭვოდ, რის შესახებაც უთხრა ლ---–--------ს, რის გამოც ფ--------------–--- დაემუქრა მას, რომ იყო ყოფილი გამომძიებელი, ამჟამად ადვოკატი და დააჭერინებდა მის თავს. დეკემბერში ლ---–--------- დაიბარა ფ------მ შ--–------------ესთან შესახვედრად. ლ--- უთხრა, რომ იმყოფებოდა გასაუბრებაზე და 15 დღე უნდა ევლო სტაჟირებაზე, რის შემდეგაც დაიწყებდა მუშაობას, თუმცა ცხრა დღის შემდეგ იგი გამოუშვეს სტაჟირებიდან, რისი მიზეზიც მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, იცნობს ნ----------–-–---–ს, რომელიც ცხოვრობს ლ---–---------ს კორპუსში. ფ--------------–---მ იგი გაიცნო ლ---–---------სგან, რომელსაც სამსახურის დასაწყებად წინასწარ გამოართვა 100 აშშ დოლარი, თუმცა თავად თანხის გადაცემას არ დასწრებია. ფ------მ მასაც შესთავაზა კონტროლიორის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობის დაწყება, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა სამი თვის ხელფასის გადაცემა, თუმცა მის შეთავაზებაზე განუცხადა უარი. საბოლოოდ, თანხის გადახდის მიუხედავად, არც ნ----------–-–---–ს და არც ლ---–--------ს მუშაობა არ დაუწყიათ.
მოწმე გ--------------ს ჩვენებით, 2016 წელს მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, უფროსი კონდუქტორის პოზიციაზე. ნოემბერში სამსახურის უფროსმა ა-----–----–-----მ ავტობაზაზე გასანაწილებლად ჩააბარა ცხრა სტაჟიორი, მათ შორის ლ---–---------, რომელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ გასაუბრება. სტაჟირების პერიოდში ლ---–--------- ორი დღის განმავლობაში არ გამოცხადდა სამსახურში, რის შესახებაც აცნობა სამსახურის უფროსს, რომელმაც დაავალა გაცდენის მიზეზების დადგენა. ლ---–--------- სტაჟირებაზე მიღებული იყო თანამშრომელ შ--–------------ის რეკომენდაციით, რაც პირად საუბარში დაუდასტურა თავად შ-----------მ. საბოლოოდ, ლ---–--------- სამსახურში გამოცხადდა 20 ნოემბერს და გაცდენის მიზეზად დაასახელა ბავშვის ავადმყოფობა, რის გამოც გაუწიეს შეღავათი და არ გაუშვეს სამსახურიდან. მოწმის განმარტებით, სტაჟირების დაწყებამდე ლ---–--------თან მოხდა გასაუბრება, რომელმაც დატოვა დადებითი შთაბეჭდილება და სწორედ ამიტომ მოხდა მისი სტაჟირებაზე მიღება. არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ლ---–--------- სტაჟირებაზე მიღებული იყო თანხის გადახდის სანაცვლოდ. ლ-–-------ვს მასთან საუბრისას არაფერი უთქვამს თანხის გადახდასთან დაკავშირებით. თუ რა გახდა ლ---–---------ს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მისთვის უცნობია.
მოწმე ა-----–----–----ის ჩვენებით, 20-- წლიდან მუშაობს თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში, ხოლო 2016 წლიდან - მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ოქტომბერში სამსახურის კოორდინატორმა შ--–------------ემ უთხრა, რომ მათი ყოფილი თანამშრომელი რეკომენდაციას აძლევდა მის ნათესავს, ოთხი შვილის დედას კონდუქტორის და კონტროლიორის პოზიციაზე. ა-----–-----------მ შეახვედრა პიროვნება, რომელიც გაეცნო ფ--------------–---ს სახელით. ფ------ს თქმით, იგი იყო სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად მუშაობდა ს----------–----–---------------------------ოს ფ-------------------------–- უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ფ--------------–---მ აჩვენა სამსახურის მოწმობა, თუმცა მისი ნამდვილობა არ შეუმოწმებია, რადგან ჩათვალა, რომ შ--–------------ე იცნობდა მას, როგორც მათ ყოფილ თანამშრომელს. ფ--------------–--- რეკომენდაციას უწევდა ლ---–--------ს. ფ--------–---ს განუმარტა, რომ მუშაობის დასაწყებად აუცილებელი იყო გარკვეული ეტაპების გავლა, მათ შორის გასაუბრება, რის შემდეგაც მოხდებოდა კანდიდატის სტაჟირებაზე მიღება 14 სამუშაო დღის ვადით და ამის შემდგომ გამოცდის ჩაბარება, ხოლო დადებითი შედეგების შემთხვევაში, სამსახურში მიღება. ლ---–--------მა გაიარა გასაუბრება, დაიწყო სტაჟირება და მიმაგრებულ იქნა ჯგუფის უფროს გ--------------სთან, რომელმაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ მოახსენა, რომ ლ---–--------ს გაცდენილი ჰქონდა ორი სამუშაო დღე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეძლეს მასთან დაკავშირება, რომელმაც გაცდენების მიზეზად დაასახელა ბავშვის ავადმყოფობა. გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და ნება დართეს გაეგრძელებინა სტაჟირება, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა გაცდენებს, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა სტაჟირებიდან. რამდენიმე დღის შემდგომ, ფ--------------–---მ კვლავ სთხოვა ლ---–---------ს სტაჟირებაზე დაბრუნება, რაზეც განუცხადა უარი. ერთი თვის შემდგომ, შ--–------------ემ უთხრა, რომ ლ---–--------- ჩივილს აპირებდა პოლიციაში იმის გამო, რომ თითქოს მას თანხა ჰქონდა სამსახურის დასაწყებად გადახდილი და ფ--------------–---სთან არანაირი ნათესაური ურთიერთობა არ აკავშირებდა. ამასთან, როგორც ფ--------------–--- ეუბნებოდა მას, სამსახურის დასაწყები თანხა გადახდილი ჰქონდა შ--–------------ისთვის. მოწმის განმარტებით, შ--–------------ის კომპეტენციაში არ შედიოდა სამსახურში თანამშრომლების მიღება. შ--–--ს მასთან საუბრის დროს არ უხსენებია რაიმე პირადი ინტერესი ლ---–---------ს სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით.
მოწმე შ--–------------ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში დაუკავშირდა ფ--------------–---, რომელმაც სთხოვა შეეხვედრებინა იგი ა-----–----–-----სთან მისი ნათესავისთვის სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით. ფ--------------–--- შეახვედრა ა-----–----–-----ს სატრანსპორტო კომპანიის შენობაში. ფ--------–---ს თხოვნა ეხებოდა ლ---–---------სთვის მუშაობის დაწყებას, რომელსაც პირადად გაესაუბრა ა-----–----–----- და შესთავაზა მას სტაჟირების გავლა. ლ---–--------ს თავად განუმარტა სტაჟირების ეტაპები, რის შემდეგაც იგი დაიბარეს სტაჟირების გასავლელად. ლ---–--------- ორი დღის განმავლობაში არ გამოცხადდა სამსახურში და არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, რაზეც მიეცა გაფრთხილება, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აგრძელებდა სამსახურში გაცდენებს, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა სტაჟირებიდან. რამდენიმე დღის შემდგომ დაუკავშირდა ლ---–---------, რომელმაც უთხრა, რომ იგი არ იყო ფ------ს ნათესავი და სამსახურის დასაწყებად ფ------ს მისგან აღებული ჰქონდა თანხა, რომლის ოდენობა არ დაუკონკრეტებია და აპირებდა პოლიციაში ჩივილს. მოწმის განმარტებით, ფ--------------–--- სთხოვდა მას, რომ პოლიციაში დაბარების შემთხვევაში არ ეთქვა იმის შესახებ, რომ იგი არ იყო ლ---–---------ს ნათესავი. მას არავისთვის გაუწევია რეკომენდაცია და ვინმეს სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით თხოვნით არავისთან მისულა. მის კომპეტენციაში არ შედის თანამშრომლების სამსახურში მიღება.
მოწმე გ----------------ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში მუშაობდა N2-ე ავტობაზაში უფროს კონდუქტორად. აღნიშნულ ავტობაზაში სტაჟირებას გადიოდა ლ---–---------, რომელიც გადმოიბარა გ--------------სგან. სტაჟირების პერიოდში ლ---–--------მა გააცდინა ორი სამუშაო დღე, რაც დააფიქსირა საკუთარ ბლოკნოტში. გაცდენების მიზეზად დაუსახელა ბავშვის ავადმყოფობა. მიუხედავად ამისა, იგი შემდგომშიც აგრძელებდა გაცდენებს, რის შესახებაც შეატყობინა ხელმძღვანელობას და ლ---–--------ს მოსთხოვეს სამსახურებრივი ჟილეტის უკან დაბრუნება, ვინაიდან იყო სტაჟირებიდან გათავისუფლებული. მოწმის განმარტებით, ლ---–--------ს მასთან საუბრისას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, გადახდილი ჰქონდა თუ არა თანხა სამსახურის დასაწყებად.
მოწმე ს--------–------–---ს ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბრიდან ქირით ცხოვრობს გ-–--------------–- მ/რაიონის, N- კორპუსის ბ--------ში. ბინა იქირავა მ------------–---–-სგან. მანამდე ვინ ცხოვრობდა ბინაში მისთვის უცნობია. ერთ დღეს სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ფ--------------–---სთან ერთად, რომელიც ამტკიცებდა, რომ იგი ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. ბინის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა როგორც მეზობლები ამბობდნენ აღნიშნულ ბინაში ფ--------------–---ს არასდროს უცხოვრია.
მოწმე ნ--------–---ს ჩვენებით, 1996 წლიდან ცხოვრობს გ-–--------------–- მ/რაიონის, N- კორპუსის ბინა N---–-. აღნიშნულ სადარბაზოში იცნობს ყველა მაცხოვრებელს და დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ აღნიშნულ მისამართზე - ბ--------ში ფ--------------–---ს არასდროს უცხოვრია. ბინაში მდგმურად ცხოვრობს ს--------–------–--- მეუღლესთან ერთად, ხოლო ფ--------------–--- ნახა მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს უმტკიცებდა, რომ იგი ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე.
მოწმე ნ---- ღ-----–---–-ს ჩვენებით, გამოძიება დაიწყო ლ---–---------ს განცხადების საფუძველზე, მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დანიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. ს----------–----–---------------------------ოს კადრების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ფ--------------–---ს შესახებ, რითაც დასტურდება, რომ იგი დიდი ხნის წინ მუშაობდა ა----–----–--------------–- და სამსახურიდან წასვლის შემდგომ არ ფიქსირდებოდა სამსახურებრივი მოწმობის ჩაბარების ფაქტი.
მოწმე ლ--–--------ელის ჩვენებით, 201- წლიდან მუშაობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე. მასთან სტაჟირებაზე იმყოფებოდა ლ---–---------, რომელიც არ ცხადდებოდა სამსახურში, რის მიზეზადაც ასახელებდა ჯერ მამის ავადმყოფობას, ხოლო შემდეგ გარდაცვალებას. ლ---–--------- მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ იყო ოთხი შვილის დედა და აპირებდა სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებას. თუ რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, მისთვის უცნობია. ლ---–--------ს სამსახურის მიმართ ჰქონდა ზერელე დამოკიდებულება.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ---–--------–--- ჩვენებით, 2017 წლის 22 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელთან და მოწმე ლ---–--------თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ლ---–--------მა მიუთითა ის ადგილი, სადაც შეიძინა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი 250 ლარად, რაც იქვე გადასცა მასთან ერთად მყოფ ფ--------------–---ს, რაც უნდა მიეტანა შ--–------------ისთვის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე------------–-–---–-ს ჩვენებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს გასცა ფონოსკოპიური ექსპერტიზის N6---- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული აუდიოგრამები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით.
გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებში მოსაუბრე სამი დიქტორი ქალის ხმა და მეტყველება და ეტალონურ ფონოგრამებში და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ფ--------------–---ს, ნ----------–-–---–ის, ლ---–---------ს ხმა და მეტყველება ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დავით გრატიაშვილის ჩვენებით, ლ---–---------სგან და ნ----------–-–---–ისგან აიღო ხმის ნიმუში, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა შესაბამისი ოქმი, რის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით. ხმის ნიმუშის აღება მოხდა თავისუფალი თხრობის რეჟიმში. აღებული ხმის ნიმუში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ჩაიწერა დისკზე და დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.
ბრალდებულ ფ--------------–---ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტავს, რომ 2016 წელს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, გაიცნო ლ---–---------, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ლ---–--------მა უთხრა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში შეტანილი ჰქონდა განცხადება და სთხოვა თუ იცნობდა ვინმეს, მიექცია მისთვის ყურადღება. ლ--- უთხრა, რომ აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა წლების განმავლობაში და დააზუსტებდა შ--–------------ე კიდევ მუშაობდა თუ არა კომპანიაში, რომელთანაც შეძლებდა მიჰყოლოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ლ---–--------თან ერთად შეხვდა შ--–------------ეს, რომელიც დაჰპირდა განცხადების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას, რის შემდეგაც მოხდებოდა მასთან გასაუბრება, სტაჟირების გავლა და შემდგომ გამოცდის ჩაბარება. რამდენიმე დღეში ლ---–---------სგან შეიტყო, რომ იგი უკვე აყვანილი იყო სტაჟირებაზე. ბრალდებულის განმარტებით, ლ---–--------თან ერთად ტელეფონის საყიდლად ვაგზლის მოედანზე არასდროს ყოფილა და სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით, ფული არავისთვის გამოურთმევია. ბავშვთა სამყაროში ჰყავდა მეგობარი ნ-----------------, რომელიც ყიდდა ოქროს, რაც იცოდა ლ---–--------მა. მან სთხოვა, რომ საჩუქრად უნდოდა ოქროს ნივთები და შემდგომი გადახდით მიეცა სამკაულები. ნ-----------------ს უარი არ უთქვამს ლ---–---------სთვის და მისცა მას 680 ლარის ოქროს სამკაულები. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ, თუმცა რამდენიმე ხნის შემდგომ ლ---–---------სგან შეიტყო, რომ გაცდენების გამო გამოშვებული იყო სტაჟირებიდან, რის შემდეგაც დაეძაბა მასთან ურთიერთობა და სთხოვდა მას ახლობლის ვალის გასტუმრებას. მისივე ჩვენებით, შ--–------------ისთვის არანაირი სამსახურებრივი მოწმობა არ უჩვენებია, რადგან პოლიციიდან წამოსვლის დროს მოწმობა ჩააბარა შესაბამის სამსახურს. იგი არ იცნობს ნ----------–-–---–ს და შესაბამისად, მისთვის თანხა არ გამოურთმევია. 2016-2017 წლებში ცხოვრობდა გ-–--------------–- მ/რაიონის, N- კორპუსის ბ--------ში დეიდასთან და შვილთან ერთად. თუ რა ინტერესი აქვთ მეზობლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მას იქ არ უცხოვრია, არ იცის. ნ--------–---ს და ს--------–------–---ს არ იცნობს და არასდროს უნახავს.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ----------–-–---–ის მიერ წარდგენილი სამაჯური, რაც მისი განმარტებით აჩუქა ფ--------------–---მ მეგობრობის და პატივისცემის ნიშნად. სამაჯური არის მოყვითალო, მოყავისფრო ნაქსოვი, აქვს შესაკრავი და გვერდებში წვრილი, იმავე ფერის ბურთები.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ--------------ს სამუშაო რვეული, სადაც ჩაწერილია სხვადასხვა ინფორმაცია და სტაჟიორების მონაცემები, მათ შორის ლ---–---------ს.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს შპს „ბილაინიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ბრალდებულ ფ--------------–---ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია. ბრალდებულ ფ--------------–---ს სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში მოიძებნა შ--–------------ის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რომელიც ფიქსირდება 2016 წლის 19 სექტემბერს 1-::40:34 საათზე, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი განხორციელდა 2017 წლის 10 თებერვალს 08:32:52 საათზე.
ფ--------------–---ს სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში ასევე მოძებნილ იქნა ნ----------–-–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რაც ფიქსირდება 2016 წლის 09 დეკემბერს 11:43:10 საათზე, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი - 2017 წლის 09 თებერვალს.
ბრალდებულ ფ--------------–---ს სატელეფონო ზარების დეტალურ ნუსხაში მოძებნილ იქნა ლ---–---------ს სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებული ზარი, რომელიც ფიქსირდება 2016 წლის აგვისტოს თვიდან - 2017 წლის თებერვლის თვის დასაწყისამდე.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლ---–--------მა ნებაყოფლობით მიუთითა ვაგზლის მოედანზე, ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია, სადაც 250 ლარად შეიძინა „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც იქვე მისცა ფ--------------–---ს შ--–------------ეზე გადასაცემად.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებულება.
მოწმე ნ-----------------ს ჩვენებით, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულ ფ--------------–---სთან. მუშაობდა ბავშვთა სამყაროში არსებულ ოქროს ბირჟაზე, რა დროსაც ფ--------------–---ს თხოვნით ლ---–--------ს გადასცა ორი ოქროს საყურე და ბეჭედი, მთლიანობაში 680 ლარად ღირებული. შეთანხმების თანახმად, ლ---–--------ს თანხა უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაუხადა 120 ლარი და მისაცემი დარჩა 560 ლარი. აღნიშნული ვალიდან გამომდინარე, ფ------ს და ლ--- შორის დაიძაბა ურთიერთობა. როგორც მისთვის ცნობილია, ფ--------------–--- გაჰყვა ლ---–--------ს შ--–------------ესთან, სამსახურის საკითხზე დასახმარებლად. სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფ------ს მიერ ლ---თვის რაიმეს მოთხოვნის ფაქტს არ შესწრებია. ჩ----–-–---–-ს გვარი ფ------ს მასთან საუბრისას არასდროს უხსენებია. მოწმის განმარტებით, ფ--------------–---ს არასდროს ჰქონია „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. თავად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოქროს ბირჟაზე და ჰქონდა საკუთარი დახლი, თუმცა ადგილი ვის სახელზე იყო დარეგისტრირებული, არ ახსოვს, ასევე ვერ იხსენებს ვინ იყვნენ მის გვერდით მჯდომი ოქროთი მოვაჭრე პირები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ფ--------------–---ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ნ----------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ფ--------------–---ს მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, დაზარალებულ ნ----------–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუების გზით დაუფლება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ფ--------------–---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული ნ----------–-–---–ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ფ--------------–---მ დაარწმუნა ნ----------–-–---–ი, რომ ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ დააწყებინებდა მუშაობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ნ----------–-–---–მა იმავე დღეს ფ--------------–---ს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, რასაც ფ--------------–--- დაეუფლა მოტყუებით.
ის ფაქტი, რომ ფ--------------–--- მოტყუებით დაეუფლა ნ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ისე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, დაზარალებულმა ნ----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ფ--------------–---მ იცოდა მისი მდგომარეობა, რომ იყო უმუშევარი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად მოსთხოვა 600 ლარი. დაჰპირდა, რომ შეახვედრებდა პიროვნებას ვინმე შ--–--ს, რომელიც უზრუნველყოფდა მისთვის სამსახურის დაწყებას. ენდო ფ--------------–---ს ნათქვამს და იმავე დღეს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არც მუშაობა დაუწყვია აღნიშნულ კომპანიაში და არც თანხა დაბრუნებია უკან.
ფ--------------–---ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას დასტურდება მოწმე ნ-----–-------------ს ჩვენებით, რომელიც პირადად შეესწრო ნ----------–-–---–ის მხრიდან ფ--------------–---ზე 100 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, ხოლო როდესაც დაინტერესდა თუ რა თანხას აძლევდა ნ----------–-–---–ი ფ--------------–---ს, ლ---–--------მა განუმარტა, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ფ--------------–---ს უნდა უზრუნველეყო ნ----------–-–---–ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმება.
მოწმე თ-------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ფ--------------–---მ მასაც შესთავაზა კონტროლიორის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობის დაწყება, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა სამი თვის ხელფასის გადახდა, თუმცა მის შეთავაზებაზე განუცხადა უარი. მოწმის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ფ--------------–---მ ნ----------–-–---–ს სამსახურის დაწყების პირობით წინასწარ გამოართვა 100 აშშ დოლარი, თუმცა ნ----------–-–---–ს მუშაობა არ დაუწყია.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ლ---–---------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ----------–-–---–ს გააცნო ფ--------------–---, რომელიც გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ დაჰპირდა სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას. ნ----------–-–---–ი ენდო ფ--------------–---ს და 2016 წლის 1- დეკემბერს მისი თანდასწრებით, მისსავე საცხოვრებელ სახლში გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი, ხოლო ნაწილი თანხის გადახდას დაჰპირდა მუშაობის დაწყების შემდგომ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ფ--------------–---მ არ შეასრულა პირობა და ნ----------–-–---–ს ფულის დაბრუნებაზეც განუცხადა უარი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „ბილაინიდან“ გამოთხოვილ ბრალდებულ ფ--------------–---ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხაზე, რითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ფ--------------–---ს სატელეფონო კავშირი, როგორც დაზარალებულ ნ----------–-–---–თან, ისე შ--–------------ესთან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ნუსხით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს 1-:40:34 საათზე, ბრალდებულ ფ--------------–---ს მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- განხორციელდა ზარი შ--–------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5--------. ამავე ტელეფონის ნომრებს შორის სატელეფონო საუბარი განხორციელდა ასევე 2017 წლის 10 თებერვალს 08:32:52 საათზე. სატელეფონო ამონაწერის ნუსხით დასტურდება, რომ 2016 წლის 09 დეკემბერს 11:43:10 საათზე, ფ--------------–---ს ტელეფონის ნომერსა და ნ----------–-–---–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- განხორციელებულია ზარი, ხოლო ბოლო სატელეფონო საუბარი მათ შორის განხორციელდა 2017 წლის 09 თებერვალს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მოწმობს ფ--------------–---ს ნაცნობობას, როგორც შ--–------------ესთან, ისე ნ----------–-–---–თან და გამორიცხავს ბრალდებულის პოზიციას, თითქოს მას არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებდა დაზარალებულ ნ----------–-–---–თან.
რაც შეეხება ფ--------------–---ს და ნ----------–-–---–ს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ე------------–-–---–-ს ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ, ამასთან გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებში მოსაუბრე სამი დიქტორი ქალის ხმა და მეტყველება და ეტალონურ ფონოგრამებში და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ფ--------------–---ს, ნ----------–-–---–ის და ლ---–---------ს ხმა და მეტყველება ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ფ--------------–---ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ნ----------–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული დაცვის მხარის აპელირება მასზედ, რომ ფ--------------–---ს არანაირი შემხებლობა დაზარალებულ ნ----------–-–---–თან არ ჰქონია და საერთოდ არ იცნობდა მას, ვინაიდან როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ნ----------–-–---–მა, ლ---–---------ს საცხოვრებელ ბინაში, სამსახურის დაწყების პირობით, ფ--------------–---ს გადასცა 100 აშშ დოლარი და 50 ლარი და დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას მუშაობის დაწყების შემდგომ, თუმცა ფ--------------–---მ არ დააწყებინა მუშაობა ნ----------–-–---–ს და თაღლითურად მიითვისა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 305 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ფ--------------–---ს ჩვენება ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული, რაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და სასამართლოს მიერ იგი ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად დაზარალებულ ნ----------–-–---–ს მართლაც მიადგა თუ არა მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულ ნ----------–-–---–ს ფ--------------–---ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა 305 ლარის ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულ 150 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ფ--------------–---ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ----------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება, ფ--------------–---ს მიერ ლ---–---------ს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით მოტყუებით დაუფლების ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ფ--------------–---ს მიერ ლ---–---------ს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ბრალად შერაცხულ დანაშაულში ფ--------------–---ს მონაწილეობის დადგენისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას. ეჭვი ვერ იქნა გაბათილებული სხვა დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით, რომლებიც დაადასტურებდა ფ--------------–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით, ლ---–---------ს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისთვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია დაზარალებული ლ---–--------- გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ ფ--------------–--- გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა მუშაობის დაწყებას სატრანსპორტო კომპანიაში, რისთვისაც გადასცა მას 750 ლარი და შ--–------------ეზე გადასაცემად შეიძინა 250 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, თუმცა მისივე გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ფ--------------–---მ ნამდვილად შეახვედრა იგი შ--–------------ეს, გაუწია მას რეკომენდაცია სამსახურის დასაწყებად, რის შემდეგაც სატრანსპორტო კომპანიაში გაიარა გასაუბრება და დაიწყო სტაჟირების გავლა, რაც წარმოადგენდა სამსახურში მიღების წინა ეტაპს, თუმცა როგორც ბრალდებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მისი სტაჟირებიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ხშირი გაცდენები.
მოწმეების: ა-----–----–----ის და შ--–------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ფ--------------–---ს რეკომნედაციის საფუძველზე, ლ---–--------- დაბარებულ იქნა გასაუბრებაზე, რაც გაიარა წარმატებით, რის შემდეგაც მოხდა მისი სტაჟიორად მიღება, თუმცა ლ---–--------- ხშირად არ ცხადდებოდა სამუშაოზე, რაც საბოლოოდ გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ არანაირი პირადი დაინტერესება ლ---–--------თან მიმართებით არ ჰქონიათ და კატეგორიულად გამორიცხეს ლ---–---------ს სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ფ------ ჯ-----–---- მხრიდან ფინანსური დაინტერესების შეთავაზება.
მოწმეების: გ--------------ს და გ----------------ის ჩვენებებით კი დგინდება, რომ ისინი პირადად კურირებდნენ ლ---–---------ს სტაჟირების გავლას, რომელიც ხშირად აცდენდა სამუშაოს, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სტაჟირებიდან გათავისუფლების თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ლ---–--------ს არაფერი უთქვამს მათთვის სამსახურის დაწყების სანაცვლოდ ვინმესთვის თანხის გადახდის ფაქტის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ-----------------ს ჩვენებაზე, რომელმაც მართალია დაადასტურა ის ფატი, რომ ფ--------------–--- ცდილობდა დახმარებოდა ლ---–--------ს სამსახურის დაწყებაში, რისთვისაც მიჰყვა მას შ--–------------ესთან, თუმცა მისივე ჩვენებით დადენილია, რომ სამსახურის დაწყების სანაცვლოდ, ფ--------------–---ს მხრიდან რაიმე სარგებლის მიღების მოთხოვნის ფაქტს არ შესწრებია.
მხედველობაშია მისაღები მოწმე ნ-----–-------------ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი უთითებს, რომ როგორც ლ---–---------სგან მისთვის ცნობილი გახდა მას მუშაობის დასაწყებად ფ--------------–---სთვის გადახდილი ჰქონდა გარკვეული ოდენობის თანხა, თუმცა მისივე ჩვენებით ირკვევა, რომ ლ---–---------ს სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით არანაირ საუბარს და თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ვარაუდის საფუძველზე უტყუარად დაადგინოს, რომ ფ--------------–---ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ლ---–---------ს კუთვნილი ქონების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ფ--------------–---ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–---------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი ამ ეპიზოდით გათვალისწინებულ ბრალდებაში უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ფ--------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ფ--------------–---ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მისი ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფ--------------–--- 2017 წლის 01 აპრილიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით, იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ლ---–---------სგან ამოღებული სამსახურეობრივი ე.წ. „ჟილეტი“ და გ----------------ისგან ამოღებული სამუშაო რვეული, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------ოს თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნ----------–-–---–ისგან ამოღებული სამაჯური, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
ნ----------–-–---–ისგან განჩინებით გამოთხოვილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; ნ----------–-–---–ის და ლ---–---------ს ხმის ნიმუშები, ორ ლაზერულ დისკზე, ასევე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმი, ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ორ ლაზერულ დისკზე; შპს „ბილაინიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ--------------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–---------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ფ--------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ----------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 01 აპრილიდან - იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ---–---------ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ ფ--------------–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით, ფ--------------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ფ--------------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ---–--–-, მ----------------–---------- მ/რაიონის, N--- კორპუსის ბინა N1---ში (საკადასტრო კოდით: 0--1--1-.0--.0---0--1--) მდებარე, ბესიკ ხაჩიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ ფ--------------–---ს მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ლ---–---------სგან ამოღებული სამსახურეობრივი ე.წ. „ჟილეტი“ და გ----------------ისგან ამოღებული სამუშაო რვეული, რომლებიც ინახება ს----------–----–---------------------------ოს თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნ----------–-–---–ისგან ამოღებული სამაჯური, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
ნ----------–-–---–ისგან განჩინებით გამოთხოვილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, ერთ ლაზერულ დისკზე; ნ----------–-–---–ის და ლ---–---------ს ხმის ნიმუშები, ორ ლაზერულ დისკზე, ასევე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომის ოქმი, ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ორ ლაზერულ დისკზე; შპს „ბილაინიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი სატელეფონო ნომრების წუთობრივ-დეტალური ნუსხა, ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე