გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210018002280316
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - მა----–- ალ--–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - მა---------–-–--ე

მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

მოპასუხის წარმომადგენელი - მა-------–--–-–---–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - თ----- ნი----–--ე

მესამე პირის წარმომადგენელი - ზუ------------ი

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

უმკვიდროდ იქნას ცნობილი მა----–- ალ--–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--–------------------------ში, მი----– ლ-----------ის 7/10 ნაწილიდან 75.34 კვ.მ ფართი, ლევან სამხარაულის სასმართლო ექსპერტიზის 20---–-–-- 13 თებერვლის №0-------- დასკვნის შესაბამისად და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს მა----–- ალ--–---–ს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თ---–--–-------------------------ში ტექაღრიცხვის ბიუროს მონაცემებით მი----– ლ-----------ის სახელზე ირიცხებოდა სახლთმფლობელობის 10/24 ნაწილი, საიდანაც, 19---–-–-ს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2---) მისი ნაწილი, 3/24 წილი ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. მი----– ლ-----------ი გარდაიცვალა 19---–-–------------------ს და მისი გარდაცვალების შემდგომ, მეუღლე მ----- ლ-----------ამ, რომელიც საბინაო წიგნის თანახმად იმავე სახლთმფლობელობაში იყო ჩაწერილი და ფაქტობრივად დაუფლებული იყო მეუღლის სამკვიდროს, 1--- წლის 15 მაისს მეუღლის კუთვნილი სახლის ნაწილი, ორი ოთახი 29 კვ.მ ფართით II სართულზე თავისი გალერეით 8 000 ლარად მიჰყიდა ავ--------– ალ--–---–ს, რომელიც იმავე შენობის I სართულზე ცხოვრობდა. აღნიშნულზე მხარეთა შორის გაფორმდა შინაურული ხელწერილი, რომელსაც მოწმეებიც ადასტურებენ ხელმოწერით. სარჩელში მითითებულია, რომ მი----– ლ-----------ას დის, ალ---------- ლ-----------ას ქონება ამავე სახლთმფლობელობაში - 9/24 წილი მიღო ძმისშვილმა ვ---- ლ-----------ამ, რომელმაც შემდგომ გაასხვისა თ----- ნი----–--ეზე. რაც შეეხება ავ--------– ალ--–---–ის ოთხსულიან ოჯახს, როგორც მხარე განმარტავს, იგი, მისი მეუღლე - ე-–---- ალ--–---–ი და შვილები - მა----–-, თ----------- და ნ---- საბინაო წიგნში გატარდნენ როგორც მუდმივი მაცხოვრებლები. ავ--------– ალ--–---–ი და ე-–---- ალ--–---–ი არიან გარდაცვლილები, ხოლო მა----–- ალ--–---–ი და და ძმა თანხმობას აცხადებენ ქონების მა----–- ალ--–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვაზე, რომელიც სადავო ფართს უწყვეტად ფლობს 1--- წლიდან დღემდე. მი----– ლ-----------ის დანაშთი 7/24 წილის მისაღებად ნოტარიუსისთვის არავის მიუმართავს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. 2.2. მესამე პირის თ----- ნი----–--ის წარმომადგენელი ასევე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას განმარტა, რომ რეალურად, სარჩელში მითითებულ სახლთმფლობელობაში ფართები არის განაწილებული, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერი და მოსარჩელეს საკუთრების უფლება მასში არ გააჩნია. ამდენად, დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას.

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, 629 კვ.მ ფართის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. თ---–--–-------------------------- და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების (ლიტერი „ა“ (კერძო) - სართულების რაოდენობა: 2, საცხოვრებელი ფართი - 186.8 კვ.მ., დახმარე ფართი - 18.72 კვ.მ., სარდაფის ფართი - 36.61 კვ.მ.; ლიტერი „გ“ (კერძო) - საცხოვრებელი ფართი - 21.17 კვ.მ., დამხმარე ფართი - 8.0 კვ.მ., II სართული; ლიტერი „ბ“ (საბინაო) - სართულების რაოდენობა: 1, საერთო ფართი - 27.75 კვ.მ., დამხმარე ფართი - 27.75 კვ.მ.; ლიტერი „დ-ვ“ (კერძო), საერთო ფართი - 10.25 კვ.მ.; ლიტერი „ა“ (საბინაო) - არასაცხოვრებელი ფართი - 61.57 კვ.მ., დამხმარე ფართი - 6.30 კვ.მ., სარდაფის ფართი - 46.42 კვ.მ., I სართული და სარდაფი; ლიტერი „გ“ (საბინაო) - საერთო ფართი - 70.1 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 26.7 კვ.მ., სარდაფის ფართი - 56.30 კვ.მ., I სართული, II სართულის ნაწილი და სარდაფი; ლიტერი „გ1“ (საბინაო) - საერთო ფართი - 38.54 კვ.მ. და ლიტერი „ვ1“ (დამხმარე) - უ.დ.დ-ის გარეშე 3.90 კვ.მ.) მესაკუთრეებად თანასაკუთრების უფლებით მითითებული არიან ლ---–----–-–--ო (4/24 ნაწილი), კ------–-------------ა (10/24 წილიდან - 3/24 ნაწილი), ლ-----------ა ალ---------- (9/24 ნაწილი), დ------–---–-------- (1/24 ნაწილი) და მი----– ლ-----------ი (10/24 ნაწილი, საიდანაც 3/24 ნაწილი ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში და პრივატიზირებულია ზ---------------–---ას სახელზე). აღნიშნული მონაცემები მითითებულია ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 თებერვლის #4---- და 20---–-–-- 18 იანვრის #1---- წერილებში. (ს.ფ. 20-22, 35, 74-76, 227-228, ტ.1) 3.2.2 ქ. თბილისის ჩ------------- რაიონის სასამართლოს 19---–-–-ს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მი----– ივ---- ძე ლ-----------ის სახელზე რიცხული ერთი ოთახი №7 ფართით 26,33 კვ.მ და წინამდებარე დამხმარე სათავსი №5 და №6 უნდა ჩაირიცხოს კომუნალურ ფონდში, როგორც უპატრონო. აღნიშნულ გადაწყვეტილების შედეგად, მი----– ივ---- ძე ლ-----------ის კუთვნილი 10/24 ნაწილიდან 3/24 ნაწილი ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში და შემდგომ მოხდა მისი პრტივატიზაცია ზ---------------–---ას სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩ------------- რაიონის გამგეობის 03.10.2017წ. №3------------ წერილით. (ს.ფ. 23, 33-34, 59-60, ტ.1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის წერილიდან კი ირკვევა, რომ ზ---------------–---ას წილზე 2004 წლის 02 ივნისს განხორციელდა მ-----------ის საკუთრების უფლება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. (ს.ფ. 170, ტ.1) 3.2.3 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20---–-–-- 18 იანვრის #1---- ინფორმაციის მიხედვით, მი----– ლ-----------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–-------------------------–------------------------ რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაში, მდებარე ქ. თ---–-------------------------–------------------------, რეგისტრირებულია ა--–------------------------–-----------------------------–-------------------------------------------, თ----- ნი----–--ის, ლე-–---------–---–--------------------, მ-----------ის, მა-------------–---–-------------------------–---–ის თანასაკუთრების უფლება. (ს.ფ.150-153, 227-228, ტ.1) 3.2.4 ალ---------- ლ-----------ას (ლ-----------ის) სამკვიდროსთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე№2--------) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 1----–-–------------- დაბადებულმა ვ---- ლ-----------ამ მიიღო 1----–-–----------- გარდაცვლილი მამიდის - ალ---------- ლ-----------ას (ლ-----------ის) სამკვიდრო. (ს.ფ. 9. 69, ტ.2) საქმეში ასევე წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 3-7) ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად და შემდგომ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 98-102), რომელიც გაფორმდა ვ---- ლ-----------ას (გამყიდველი) და თ----- ნი----–--ეს (მყიდველი) შორის, რომლის შესაბამისადაც, მყიდველმა შეიძინა სწორედ ქ. თ---–--–----------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენდა ალ---------- ლ-----------ას წილს სახლთმფლობელობაში. საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. (ს.ფ. 150-153, ტ.1) 3.2.5 ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ალ---------- ლ-----------ას კუთვნილი წილი (9/24 ნაწილი) ქ. თ---–--–----------------------------ში არსებულ სახლთმფლობელობაში მოიცავს ლიტ „ა“-ში მდებარე 9 ოთახს, საერთო ფართით 176,21 კვ.მ. (ს.ფ. 154-155, ტ.1) 3.2.6 1--- წლის 15 მაისს მ----- კ-------------------–------------ას და ავ--------– ალ--–---–ს შორის გაფორმდა ხელწერილი, სადაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ მ----- ლ-----------ამ გაყიდა ქ. თ---–--–-----------------------ში მისი და მისი განსვენებული ქმრის კუთვნილი სახლის ნაწილი - ორი ოთახი 29 კვ.მ ფართის, II სართულზე, გალერეასთან ერთად ავ--------– ალ--–---–ზე, რომლის სანაცვლოდაც მიიღო 8 000 მანეთი. ეს გარემოება ხელმოწერით დაადასტურეს მ----- ლ-----------ას შვი (ს.ფ. 30-32)ლმა - ი---–------------მა, სიძე-ა------–---მა, განსვენებული ქმრის დამ - ს---ა ლ-----------ამ. 3.2.7 მი----– ლ-----------ის გარდაცვალების თარიღია 19---–-–------------------ი. მისი მეუღლის, მ----- ლ-----------ას გარდაცვალებაზე ჩანაწერი არ მოიძებნა სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. ხოლო მათი შვილი - ი---–-- ლ-----------ა გარდაიცვალა 1----–-–----------------ს. (ს.ფ. 63-65, ტ.1) სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2018 წლის 20 დეკემბერს გაცემული ინფორმაციებით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი რეესტრიდან დგინდება, რომ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 19---–-–------------------ს გარდაცვლილი მი----– ივ---- ძე ლ-----------ის სამკვიდრო ქონების ან მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. (ს.ფ. 233-234, ტ.1) რეგისტრირებულია ასევე 1----–-–----------------ს გარდაცვლილი ი---–-- მი----–ის ასული ლ-----------ას სამკვიდრო ქონების ან მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. (ს.ფ. 231-232, ტ.1) 3.2.8 მა----–- ალ--–---–ის მამა - ავ--------– ალ--–---–ი გარდაიცვალა 1----–-–---------–--ს, ხოლო დედა ე-–---- ალ--–---–ი - 2----–-–------------------ს. (ს.ფ. 58, 66-67, ტ.1) რაც შეეხება მა----–- ალ--–---–ის ძმას - თ---------- ალ--–---–ს და დას - ნ----ხ--–-–---–ს (ქორწინების შემდგომ მიღებული გვარი), ისინი თანხმობას აცხადებენ სადავო უძრავი ქონების მათი დის სახელზე აღრიცხვაზე. (ს.ფ. 54-57, 61-62, ტ.1) 3.2.9 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მოსარჩელე მა----–- ალ--–---–ი 10.07.1--- წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თ---–---------------------------- (ს.ფ. 138-139, ტ.1) 3.2.10 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-- 13 თებერვლის №0------- დასკვნის შესაბამისად, თ---–--–-------------------------------ში, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სახლის საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების საერთო ფართი შეადგენს 75.34 კვ.მ-ს, მათ შორის: №1 აივანი ფართით 22.85 კვ.მ, №2 შუშაბანდი ფართით 1.45 კვ.მ, №3 ოთახი ფართით 12.85 კვ.მ, №4 ოთახი ფართით 16.16 კვ.მ, №5 საკვანძი ფართით 4.03 კვ.მ. (ს.ფ. 249-264, ტ.1) 3.2.11 გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის საბინაო წიგნით, სს „თ--–----“ ცნობით, ბრუნვის ისტორიით, ქვითრებით და მოწმე მ-----------ის ჩვენებით, ასევე თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით, მივიდა დასკვნამდე, რომ ავ--------– ალ--–---–მა მოიპოვა მოსარგებლეობის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და მას შემდგომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იქ, რის გათვალისწინებითაც, მოსარჩელე მა----–- ალ--–---–ი უფლებამოსილია მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება საცხოვრებელ სახლზე, როგორც მოსარგებლის უფლებამონაცვლემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოპასუხეც და მესამე პირის წარმომადგენელიც სადავოდ ხდიდნენ მოსარჩელე მხარის უფლებას სადავო საცხოვრებელ ფართზე და აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ჩანაწერისა, დღეის მდგომარეობით ყველა ფართი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ აღიარებულ იქნას მოსარჩელე მხარის უფლება თ---–--–------------------------ში, მი----– ლ-----------ის 7/10 წილიდან 75.34 კვ.მ ფართზე. მით უფრო, რომ ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად მოსარჩელე არ ფლობს და არ სარგებლობ საცხოვრებელი სადგომით ამ მისამართზე, მათ არ დაუფიქსირებიათ. მოწმე კი, ერთ-ერთი თანამესაკუთრე - ადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის ცხოვრების ფაქტს მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში. ამასთან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მამა და მესაკუთრეს შორის არსებობდა შეთანხმება უძრავი ქონების დათმობის თაობაზე. ამდენად, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-9 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. 6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. 6.3 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის უფლებამონაცვლეს. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე მი----– ლ-----------ის გარდაცვალების თარიღია 19---–-–------------------ი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ჩანაწერი მისი სამკვიდროს მიღების ან რეგისტრირებული ანდერძის თაობაზე არ იძებნება. ამდენად, მის სახელზე საკუთრებად აღრიცხული და მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი სადგომი მდებარე: ქალაქ თ---–--–------------------------ში, მი----– ლ-----------ის 7/10 წილიდან 75.34 კვ.მ ფართი ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ. 6.5 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). 6.6 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში მი----– ლ-----------ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ფ------------------, 7/10 ნაწილიდან 75.34 კვ.მ და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს მა----–- ალ--–---–ს.

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა----–- ალ--–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი მა----–- ალ--–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე თ---–--–------------------------ში, მი----– ლ-----------ის 7/10 ნაწილიდან 75.34 კვ.მ ფართი, ლევან სამხარაულის სასმართლო ექსპერტიზის 20---–-–-- 13 თებერვლის №0-------- დასკვნის შესაბამისად და უმკვიდროდ ცნობილი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს მა----–- ალ--–---–ს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე